ბორბლის გამოგონებას აზრი არ აქვსო, არც ველოსიპედისას - უკვე მოიგონა ვიღაცამ (მე ხომ ბედი არ მწყალობს), მაგრამ ხომ შეიძლება რაც მოგონებულია ის გავაუმჯობესოთ?

ასე მაგალითად:

ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტები, მიუსხდნენ Photoshop_ს და დაიწყეს თავიანთი ქალაქის ველოსიპედების გალამაზება.

მართალია ზოგიერთ მათგანზე იდეაც არ მაქვს როგორ უნდა იარონ, მაგრამ ფაქტია რომ კონცეპტებში კარგად და ორიგინალურად გამოიყურებიან.

ცოტა დეტალურად:

ტეგები: Amsterdam, Bicycle, Consent, Design, Interesting, Qwelly, University, ამსტერდამი, დასათვალიერებელი, დიზაინი, მეტი...ველოსიპედი, კონცეპტი, უნივერსიტეტი, ქალაქი

ნახვა: 455

გამოხმაურებები!

საჩემოდ არცერთი არაა გათვლილი რა :( 

მე კალათიანი ველოსიპეტები მომწონს :D ნაკლებადრენალინიანი :D

რას გავს  ფუ. მოწნული კალათიანი მირჩევნია ძველი ველიკი 

თამარ ჯოჯუა წაუფრანგულე ხო? :)) 

თამარ ჯოჯუა_მ თქვა:

მე კალათიანი ველოსიპეტები მომწონს :D ნაკლებადრენალინიანი :D

ნამდვილად მომავლის ტრანსპორტია :DD

არც მე მომეწონა. ძველი მირჩევნია :D
elisabed_მ თქვა:

რას გავს  ფუ. მოწნული კალათიანი მირჩევნია ძველი ველიკი 

ამ ველოსიპედებმა,ნუპაგაძში მგელი,რომ მოტოციკლს შემოახტება და გატრასავს ეგ გამახსენა.:D:Dთუმცა იმასთან შედარებით ესენი უფრო მაგრებია.:)

maka მგელის მოტოციკლი ძაან ურჩია არ უჯერებს თავის პატრონს, ესენი კი ძაან დამჯერები ჩანან :DD

maka_მ თქვა:

ამ ველოსიპედებმა,ნუპაგაძში მგელი,რომ მოტოციკლს შემოახტება და გატრასავს ეგ გამახსენა.:D:Dთუმცა იმასთან შედარებით ესენი უფრო მაგრებია.:)

მაკა საყვარელი ქალბატონის ფოტო რომ ამშვენებს, იმ მოტოციკლზე ამბობ? :D 

maka_მ თქვა:

ამ ველოსიპედებმა,ნუპაგაძში მგელი,რომ მოტოციკლს შემოახტება და გატრასავს ეგ გამახსენა.:D:Dთუმცა იმასთან შედარებით ესენი უფრო მაგრებია.:)
Kakha ეგ მომენტი გულიანად მაცინებს.:D საერთო ბინებიდან ჩამოვარდნილიც მასზე,რომ შემოსკუპდება:D დაჩაგრული მგელი:(:D ბავშვობიდანვე მიყვარდა ეგ მულტფილმი.:) lasha თან,როგორი მშვენიერ ქალბატონია და მაინც იმ კურდღელს დასდევს.:D იმდენად უყვას,რომ ხანდახან შესაჭმელადაც ვერ იმეტებს.:D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

ტერაქტიც საარჩევნოა, კოვიდიც, ავტობუსებიც და ყველაფერი არჩევნებს უტრიალებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2020.
საათი: 11:28pm 0 კომენტარი

      საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23…

გაგრძელება

ტერორისტი სამეგრელოში და არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი -…

გაგრძელება

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters