ონორე დე ბალზაკი (1799–1850)

ფრანგი მწერალი

÷

სასაკლაოს შემდეგ – გამარჯვება; გამარჯვების შემდეგ – ნადავლის განაწილება. და მაშინ ირკვევა, რომ გამარჯვებული გაცილებით მეტია, ვიდრე მეომარი იყო. ასეთია ყოველგვარი ომის ზნე-ჩვეულება.

÷

სისულელე, რომელსაც წარმატება არ მოაქვს, დანაშაულად ითვლება.

÷

ყოველი მეცნიერების გასაღები კითხვის ნიშანია.

÷

ზღვარს გადასვლა არ ნიშნავს მიზნის მიღწევას.

÷

სიყვარული და სიძულვილი, – აი, ორი გრძნობა, თავისსავე თავს რომ ასაზრდოებს; მაგრამ ამათგან სიძულვილი უფრო დიდხანს ცოცხლობს.

÷

ადამიანებს, გარეთ რომ ფენენ ყველაფერს, შიგნით აღარაფერი რჩებათ.

÷

დიდი პოლიტიკოსები, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ეკვილიბრისტები არიან; საკმარისია მოადუნონ ყურადღება, რომ მათი დიდებული ნაგებობებიდან ქვა ქვაზე აღარ რჩება.

÷

თანასწორობა შეიძლება უფლებაა, მაგრამ ვერავითარი ძალა დედამიწაზე ფაქტად ვერ აქცევს

მას.

÷

მწუხარება უსაზღვროა, სიხარულს კი ზღვარი აქვს.

÷

დიდება – მკვდართა მზე.

÷

დიადი ვნებები ისეთივე იშვიათნი არიან, როგორც ხელოვნების შედევრები.

÷

ჩვენი სინდისი შეუცდომელი მსაჯულია, ვიდრე ჩვენვე არ მოგვიკლავს იგი.

÷

უდაბნო – ღმერთი ადამიანების გარეშე.

÷

ყოველი ძალაუფლება უწყვეტი შეთქმულებაა.

÷

ფული იმისთვისაც კი საჭიროა, რომ მის გარეშე გახვიდე ფონს.

÷

ყველგან შინ ყოფნა შეუძლიათ მეფეებს, მეძავებსა და ქურდებს.

÷

სიძვას მეტი ბოროტება მოაქვს, ვიდრე ქორწინებას – სიკეთე.

÷

სიძუნწე იწყება იქ, სადაც მთავრდება სიღარიბე.

÷

დიდება უხეირო საქონელია. ძვირი ღირს, ცუდად ინახება.

ტეგები: Qwelly, ბალზაკი, გამონათქვამები, საინტერესო

ნახვა: 34

გამოხმაურებები!

ვინც გვებრძვის, ჩვენს ნერვებსა და უნარ-ჩვევებს ამტკიცებს. ჩვენი მტერი ჩვენი მოკავშირეა. #ედმუნდ_ბერკი

P.s რანაირად? და როგორ მარტივად ) 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

პატარა დავიწყება და უფლის თვალი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 2, 2019.
საათი: 10:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      კიდევ რამდენი საოცარი რამ გამჟღავნდა ჩემთვის პატარა დავიწყების შემდეგ, ასე მეჩვენება, თითქოს ნისლის…

გაგრძელება

ბიუჯეტი ღვინობისთვეში, საგარეო საქმეთა მინისტრების ხმაურიანი შეხვედრა და ქრისტიანობა პოლიტიკურ მართვაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 1, 2019.
საათი: 9:36pm 1 კომენტარი

      ღვინობისთვე დაიწყო და საშემოდგომოდ მზის გაფიცხებაც დაანონსდა - 5 ოქტომბრის ჩათვლით, მაღალი ტემპერატურა გველოდება. ოქტომბერი 2020 წლის ბიუჯეტმა გახსნა და ამ ბიუჯეტის განაწილების განხილვამ,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters