არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ალბერტ აინშტაინი გენიალური მოაზროვნე და ჰუმანისტი გახლდათ. ის ფიზიკაში 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, ამასთანავე, აინშტაინის კალამს ეკუთვნის 150-მდე წიგნი და სტატია მეცნიერების ისტორიაში, პუბლიცისტიკასა და ფილოსოფიაში.

       ახლობლები აინშტაინს ახასიათებდნენ როგორც მეგობრულ, ხალისიანსა და სიცოცხლით სავსე ადამიანს, რომელსაც შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ის საოცრად კეთილი ყოფილა და უანგაროდ ეხმარებოდა ყველას, თუ ამის საშუალება ჰქონდა.

       აინშტაინს განსაკუთრებით ჰყვარებია მუსიკა. მისი რჩეული კომპოზიტორები იყვნენ ბახი, მოცარტი, შუმანი და შუბერტი, სიცოცხლის ბოლო წლებში კი - ბრამსიც. შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ამ ინსტრუმენტს თავიდან არასოდეს იშორებდა. აღტაცებით ლაპარაკობდა ლევ ტოლსტოიზე, დოსტოევსკიზე, დიკენსზე, ბერტოლდ ბრეხტის შემოქმედებაზე... თანამედროვეთა თქმით, სიცოცხლის ბოლოს მუდმივად ერთი სვიტერი ეცვა, რომელიც გამორჩეულად ჰყვარებია.

       კოლოსარული ავტორიტეტის მიუხედავად, აინშტაინი საოცრად თავმდაბალი ყოფილა - შეეძლო თავისი შეცდომა ათასობით ადამიანის წინაშეც კი ეღიარებინა... სიცრუესა და უსამართლობას ვერ ეგუებოდა, უფრო მეტიც, ეს თვისებები მასში საშინელ რისხვას იწვევდა. შემორჩენილია აინშტაინის წერილი დის - მაიას მიმართ, სადაც მეცნიერი წერს: ”როგორც ჩანს, დღევანდელმა ადამიანებმა დაკარგეს სამართლიანობისა და ღირსების გრძნობა, შეწყვიტეს პატივისცემა იმისა, რასაც ჩვენმა წინა თაობებმა დიდი ძალისხმევთ მიაღწიეს...”

       ამბობენ, რომ ყველაზე საძულველი სიტყვა აინშტაინისათვის ”ძალადობა” იყო. მეცნიერის პირადი ექიმი გუსტავ ბუკი წერდა, რომ ის ვერასოდეს იტანდა მხატვრების წინაშე პოზიორობას, მაგრამ თუ რომელიმე მხატვარი ეტყოდა, რომ მისი პორტრეტის წყალობით აპირებდა გაჭირვებისა და სიღარიბის დაძლევას, მაშინვე თანხმდებოდა და საათობით ელოდა, როდის დასრულდებოდა მისი წამება.

       ცნობილია კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გენიალური მეცნიერის ცხოვრებიდან: ერთხელ, გერმანიაში, აინშტაინს დიდ საქველმოქმედო კონცერტში მიუღია მონაწილეობა. იქაურმა ჟურნალისტმა, რომელიც აღფრთოვანებული იყო მისი შესრულებით, ახლობელს ჰკითხა, თუ ვინ იყო ეს ბრწყინვალე შემსრულებელი. ”როგორ ვერ იცანით, ეს ხომ თვით აინშტაინია?!” - უპასუხა გაკვირვებულმა ქალმა. მეორე დღეს გაზეთში გაჩნდა ცნობა, რომ გერმანიაში სტუმრად ჩამოვიდა დიდი მუსიკოსი, რომელიც ვირტუოზულად უკრავდა ვიოლინოზე. აინშტაინი პატარა ბავშვივით იყო გახარებული და აღტაცებული. დიდ მოაზროვნეს სტატია გაზეთიდან ამოუჭრია და ყველას ეუბნებოდა: ”თქვენ გგონიათ მართლა მეცნიერი ვარ? არა, მე ცნობილი მევიოლინე ვარო...”

       ალბერტ აინშტაინმა ამგვარად ჩამოაყალიბა თავისი შეხედულებათა სისტემა: ”იდეალები, რომლებიც ცხოვრების გზას მინათებდა, მუდამ იყო - სიკეთე, სილამაზე და ჭეშმარიტება...”

 

ავტორი: ხათუნა ჩიგოგიძე  

ტეგები: Qwelly, აინშტაინი, საინტერესო, საკითხავი, ფაქტები

ნახვა: 256

გამოხმაურებები!

მგონი ესენი, აინშტაინისთვისაც უცნობია. 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დახატული სახეები რეალური თმებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2020.
საათი: 9:07pm 0 კომენტარი

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

უფასური ლარის გამაჯანსაღებელი, ბაჩალიაშვილის გზა სიკვდილამდე და კორონა ისევ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 18, 2020.
საათი: 11:45pm 0 კომენტარი

      როდესაც ქვეყანაში ლარი კურსი განსაკუთრებულ დაღმასვლას განიცდის და მალე დოლარი მხოლოდ ოცნების სფერო გახდება, ცხადია, დღის მთავარი ამბავი ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში გამოსვლა უნდა ყოფილიყო. შეგახსენებთ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2140 ლარი იყო დღეს, მაგრამ როგორც მინისტრის გაპარლამენტების დროს ხდება ხოლმე, მხოლოდ პარტიული კამათი, ლანძღვა, ერთმანეთის ავ-კარგის ჩვენება და უშინაარსო ამბების განხილვა იყო. დღის მთავარი ამბავია…

გაგრძელება

აიერაის გამოკვლეული მოსახლეობა და საერთო კანდიდატის პრობლემა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ეგზიტპოლებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ წინასწარ კვლევებს უკვე დებენ კარგად დაფინანსებული კომპანიები - ამჯერად აირაიმ დადო კვლევა ვის რა უნდა, ვინ ვის ირჩევს, რა აწუხებს და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე, ამ კვლევის შედეგებიც საპოლიტიკუროდ სალაპარაკო გახდა. ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა საკუთარ კანდიდატზე პრემიერის თანამდებობაზე, მაგრამ გაერთიანების ილუზია მაინც იქმნება. კორონა 179 ახალი შემთხვევით არ კარგავს აქტუალობას. დოლარი 3.20…

გაგრძელება

ტურიზმი და ეკონომიკა თბილისში, კორონას მწვერვალი და საარჩევნო საქმე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      კორონა ვირუსის ახალი მწვერვალები დაპყრობას ახერხებს საქართველოში - უკვე 196 შემთხვევაა. ქვეყნის მთავარი ამბავი სწორედ ამ გაზრდილი შემთხვევების მკურნალობის შესაძლებლობის გარკვევას ეძღვნება, ასევე არ ივიწყებენ საარჩევნოდ ხმების დაგროვების მცდელობას და აქტიური კამპანიები მიმდინარეობს. ტურიზმის აღდგენისთვის უკვე საერთაშორისო სხდომები იმართება თბილისში და რჩევა-დარიგება-დაპირებებიც მრავლად ისმის. რთველი კვლავ პრობლემდება და რაგბისტები უკვე ტყვიებს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters