ეკლესია - Qwelly2024-03-28T18:24:42Zhttps://www.qwelly.com/group/es_sainteresoa/forum/topic/listForTag?tag=%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&feed=yes&xn_auth=noცოცხალი ხეებისგან აგებული ეკლესიაtag:www.qwelly.com,2015-09-03:6506411:Topic:10263482015-09-03T18:35:55.216Zmariamihttps://www.qwelly.com/profile/mariamkubaneishvili

ცოცხალი ხეებისგან აგებული ეკლესია

არსებობს ორი რამ, რაც უკვე დიდი ხანია ბარი კოქსისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს არის ხეები და ეკლესია. ბარი იზრდებოდა ახალ ზელანდიაში, 10 წლის ასაკში მას სურდა რომ გამხდარიყო პაპი, ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა მისი სიყვარული ეკლესიისადმი არ განელებულა. ის მოგზაურობდა ევროპაში და ამერიკაში, შეისწავლა და მოინახულა…

ცოცხალი ხეებისგან აგებული ეკლესია

არსებობს ორი რამ, რაც უკვე დიდი ხანია ბარი კოქსისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს არის ხეები და ეკლესია. ბარი იზრდებოდა ახალ ზელანდიაში, 10 წლის ასაკში მას სურდა რომ გამხდარიყო პაპი, ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა მისი სიყვარული ეკლესიისადმი არ განელებულა. ის მოგზაურობდა ევროპაში და ამერიკაში, შეისწავლა და მოინახულა ძველი და ახალი, მცირე და დიდი ზომის ეკლესიები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მან დაიწყო თავისი საქმის განხორციელება.

კოქსს უყვარდა ხეები, მისი საქმე იყო რომ ხეებისთვის ახალი ადგილმდებარეობა მიეჩინა, მან ბევრ ხეს საკუთარ ეზოში მიუჩნა ადგილი

ადგილმდებარეობის შეცვლის შემდეგ კოქსმა გადაწყვიტა მათი ფორმის შეცვლაც. მისი თქმით ახალი იდეა დაებადა 2011 წლის ერთ მშვენიერ დღეს: "ერთ დღეს მე გამოვედი უკანა კარიდან და ვფიქრობდი რომ ამხელა სივრცეს სჭირდება ეკლესია - და ასე დაიწყო ეს". მან შექმნა რკინის კონსტრუქცია და დიზაინი მოაწყო იმ ეკლესიების მაგალითზე სადაც მან ამდენი წელი დაჰყო.

კოქსმა დაიწყო ხეების დარგვა

ეკლესიის კედლებს წარმოადგენს ავსტრალიური ფოთლოვანი ჩაის ხე. კოქსი მის კორექტირებას 6 კვირაში ერთხელ აკეთებს, რომ ფორმა შეუნარჩუნოს. სახურავი გაკეთებულია მოჭრილი მურყანის ხისგან, რომელიც რკინის ჩარჩოს ბოლომდე წვდება, მას ალაგ-ალაგ აქვს ფოთლები, რათა მზის სხივებმა შეაღწიონ შიგნით.

შიგნით არის სკამები და მარმარილოს საკურთხეველი, რომლებიც არის ეკლესიიდან, სადაც კოქსის ოჯახი დადიოდა და თვითონ მსახურობდა როდესაც პატარა იყო, მაშინ როცა პაპობაზე ოცნებობდა. ეკლესიასთან იზრდება ამყოლი ვარდები რომლებიც ფარავენ მის ზედა ნაწილს, იგი ყვავის მთელი ზაფხულის განმავლობაში და სასიამოვნო სურნელით ავსებს მთელ სივრცეს. ეკლესია გარშემორტყმულია ყვავილებით, რომლებიც ღობეს ქმნიან.

თავდაპირველად კოქსი ფიქრობდა რომ ეკლესიას კერძოდ შეინახავდა, მაგრამ მისი მეგობრები და ნათესავები იმდენად იყვნენ დაინტერესებულნი როდის გაიხსნებოდა, რომ 2015 წლის იანვრიდან იგი გახდა საჯარო. პირველად აქ კოქსის ძმიშვილმა დაიწერა ჯვარი, მალე მას სხვა წყვილებიც შეუერთდნენ, მათ შორის ზოგი არ იყო რელიგიური. ერთ-ერთმა პატარძალმა განაცხადა: "ჩვენ არ ვართ მორწმუნეები, მაგრამ ვგრძნობთ რომ ხის ეკლესია ჩვენს ქორწილს სიღრმეს და სიმშვიდის გრძნობას მატებს".

შესასვლელი

ეკლესიის წინ არის ლაბირინთი, რომელიც უძველესი ქალაქის იერიქონის მოდელზეა გაკეთებული

ხის ეკლესიის შენახვა ზოგისთვის რთული ამოცანა შეიძლება იყოს, მაგრამ კოქსისთვის ეს არის შრომის სიყვარული

კოქსი ეკლესიის უკან გეგმავს ევროპული ბაღის გაშენებას, ბუნებრივი ამფითეატრის მოწყობას სხვადასხვა ღონისძიებების მოსაწყობად.