ხატთაყვანისცემის დოგმატის დაცვისათვის - ე.წ. ზომიერი (შეფარული) ხატმებრძოლობის არსის განხილვა

ზოგადი ისტორიული ექსკურსი

[158]მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება გვასწავლის, რომ ხატთაყვა-ნისმცემლობის დოგმატი ეფუძნება, ღმერთი სიტყვის განკაცების დოგმატს, და რომ ქრისტეს ხატის თაყვანისცემის უარყოფა (შეგნებით თუ შეუგნებლად), უპირობოდ ნიშნავს, ძე ღმერთის განკაცების ჭეშმარიტების უარყოფას.

საეკლესიო ისტორიიდან ვიცით, რომ ხატმებრძოლობა დასაბამს იწყებს 730 წლიდან, რაჟამს იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა გამოსცა ედიკტი რომლითაც ბიზანტიის იმპერიაში აიკრძალა ხატების თაყვანისცემა. 60 წლის განმავლობაში, გრძელდებოდა საშინელი დევნა მართლმორწმუნეებისა, ხატთთაყვანისმცემელი ეპისკოპოსებისა, ფიზიკური განადგურება მოსპობა ხატებისა, წმიდა გამოსახულებების მქონე საეკლესიო საგნებისა, ყოველივე თაყვანისაცემელი სიწმიდისა.

787 წელს, ნიკეაში მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებამ, ადრეული წმიდა მამებისა და განსაკუთრებით კი წმიდა იოანე დამასკელის შრომებზე დაყრდნობით, განსაზღვრა და დაადასტურა ხატთა შექმნისა და მათი თაყვანისცემის დოგმატის ჭეშმარიტება.

მე-7 მსოფლიო კრებაზე თუმცა კი ხატმებრძოლობის (ხატების უარყოფა მოსპობა) სარწმუნოებრივი საფუძვლები არსობრივად იქმნა დამხობილი, მაგრამ იგი ხატთთაყვანისმცემლობის უარყოფად ე.წ. "ზომიერი ხატმებრძოლობად" (ხატების პატივისცემის აღიარება მაგრამ მათდამი თაყვანისცემის უარყოფა) სახეცვლილი, ფორმალურად კვლავ განაგრძობდა არსებობას და ხატთაყვანისმცემლობისადმი დაპირისპირებას.

"ზომიერი ხატმებრძოლობის" სახით ხატთაყვანისმცემლობის უარმყოფელების შემოპასუხებების, განმარტებითად სრული ძირეული დამხობა ღვთისგან დაეკისრა, IX საუკუნის უდიდეს მოღვაწესა და ღვთისმეტყველს, ღირს მამას თეოდორე სტუდიელს, რასაც მან ეკლესიის შეფასებით უბადლოდ გაართვა თავი. შეიძლება ითქვას, რომ წმიდა იოანე დამასკელის ხატთაყვანისმცემლობის დამცველი ფუნდამენტალური შრომები ბრწყინვალედ დააგვირვინა ღირსმა თეოდორე სტუდიელმა. მან ხატთაყვანისმცემლობის სიღრმისეული საღვთისმეტყველო განმარტების გადმოცემით ხატთაყვანისცემის უარმყოფელებს აღარ დაუტოვა არანაირი შესაძლებლობა შემოპასუებისა. რასაც მოყვა ხატთაყვანისმცემლობის ჭეშმარიტებაში გაურკვეველი ადამიანების, მწვალებლობიდან მოქცევა და ნეტარ დედოფალ თეოდორას მარ[159]თველობის დროს, 843 წლის კონსტანტინოპოლის კრებაზე მართლმადიდებლობის ზეიმის დაწესება.

XVI საუკუნეში, მრავალ საუკუნოვანი პასიურობის შემდეგ, ხატმებრძოლეობა კვლავ აქტიურდება რომის-კათოლიციზმის მწვალებლური წიაღიდან აღმოცენებულ პროტესტანულ მიმდინარეობებში (სადაც დღემდე აგძელებს არსებობას). მიუხედავად იმისა, რომ პროტესტანტების ხატმებძოლური არგუმენტები ბევრად უფრო სუსტი და ზედაპირული იყო ვიდრე წმიდა მამებთან მოპაექრე ხატმებრძოლებისა, მაცხოვნებელ სულს მოკლებულმა რომის კათოლიკე ღვთისმეტყველებმა ვერ შეძლეს წმიდა მამებისეული პასუხის გაცემა პროტესტანტ ხატმებრძოლურ არგუმენტებზე, და რადგანაც ეს არგუმენტაცია ძირითადად გამახვილებული იყო ხატთთაყვანისმცემლობის უარყოფაზე, ლათინმა ღვთისმეტყველებმა, პროტესტანტთა ანტიხატთაყვანისცემითი არგუმენტების თავიდან ასაცილებლად რომის კათოლიკურ ეკლესიაში შემოიღეს სწავლება იმის შესახებ, რომ კათოლიკები ხატებს არ სცემენ თაყვანს არამედ მხოლოდ პატივსცემენ. რითაც ფაქტობრივატ ფაქტობრივად აღიარეს "ზომიერ ხატმებრძოლთა" ანუ ხატთაყვანისმცემლობის უარყოფელთა ერესი.

სამწუხაროდ, XIX საუკნეში, რუსი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ნაწილი ექცევა დასავლური (როგორც პროტესტანტული ასევე კათოლიკური) საღვთისმეტყველო სკოლების ზეგავლენის ქვეშ, რასაც შედეგად მოყვება მათ შრომებში სხვადასხვა საღვთისმეტყველო საკითხის შესახებ (მაგ.: გადმოცემისა და წმიდა წერილის ურთიერთ მიმართებაზე; გამოხსნის საიდუმლოზე; განკაცების შემდეგ ჰიპოსტას სიტყვაზე, არა როგორც შედგენილზე არამედ, როგორც მარტივ, მხოლოდ ღმთეებრივი ჰიპოსტასზე; ადამიანის სულის, მშობლების სულიდან დაბადებაზე;  სულის სამშვინველისა და სხეულის როგორც ადამიანის ბუნების სამ ნაწილზე...) არა მართლმადიდებლური ან არა ზედმიწევნით მართლმადიდებლური სწავლებების გადმოცემა. მსგავსი ვითარება შეიქმნა ხატთაყვანისმცემლობასთან მიმართებაშიც, პროტესტანტთა ხატმებრძოლ არგუმენტებს რუსი ღვთისმეტყველების უმეტესობამ დაუპირისპირა არა იმდენად წმიდა მამებისეული ხატთაყვანისმცემლური სწავლება, რამდენადაც ლათინთა ანტიპროტესტანტული არგუმენტაცია, რომელიც არსობრივად არის "ზომიერი ხატმებრძოლობა", ხატთპატივცემლობის აღიარება ხატთაყვანისმცემლობის უარყოფის ხარჯზე.

XX საუკუნეში რუსულენოვანი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების უმეტესობა, უარყოფს ხატთაყვანისმცემლობას, икононопоклонение-ს და ასწავლის რომ ეგების ხატების, მხოლოდ და მხოლოდ, პატივისცემა, почитание. თავიანთ წიგნებში ისინი ასწავლიან: "мы иконам не поклоняемся мы иконы почитаем" (ჩვენ ხატებს თაყვანს არ ვცემთ ჩვენ ხატებს პატივსვცემთ). 

რა არის"ზომიერ ხატმებრძოლთა" (Умеренные иконоборцы) ცრუსწავლების არსი?

ე. წ. "ზომიერი ხატმებრძოლობა" არის VII მსოფლიო საეკლესიო კრების (787 წ.) შედეგ მოქმედი ხატმებრძოლეობის ერესის განშტოება, ტერმინოლოგიურად და განმარტებითათ უფრო "დახვეწილი" მცდელობა  - [160]ხატთაყვანისცემის არსის უარყოფისა.

იმის შესახებ თუ რას ასწავლიდნენ ამ ერესის მიმდევრები, ჩვენ გვაქვს უზუსტესი მოწმობები მათი სწავლების დამამხობელი წმიდა მამების: წმიდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის (†750-829) და ღირსი თეოდორე სტუდიელის (†759-826) შრომებში.

ვფიქრობთ, რომ მოცემული საკითხის შესწავლისას ყველაზე მნიშვნელოვან და ვრცელ ცნობებს გვაწვდის ღირსი თეოდორე სტუდიელის "მეორე შრომა ხატმებრძოლთა წინააღმდეგ" სადაც იგი დეტალურად აღწერს თუ რა არგუმენტები მოყავდათ ხატთაყვანისმცემლობის უარმყოფელ "ზომიერ ხატმებრძოლთა" ერესის მიმდევრებს. (აღსანიშნავია ის, რომ ეს შრომა დაწერილია VII მსოფლიო კრების მიერ დოგმატური განჩინების მიღების შემდეგ, შესაბამისად ხატთაყვანისმცემლობის უარმყოფელთ წმიდა მამა პირდაპირ უწოდებს ერეტიკოსებს)

ხატთაყვანისმცემლობის უარმყოფელ ერეტიკოსტთა სწავლებით:

1) "შეიძლება, რომ იესო ქრისტე გამოსახულ იყოს ხატზე, მაგრამ ხატს არ უნდა თაყვანისვცემდეთ რადგან ხატის თაყვანისცემა არის ქმნილებისადმი მსახურება შემოქმედის ნაცვლად".

"Они соглашаются, что Господь наш Иисус Христос может быть изображаем на иконах, но утверждают, чтообразу, посвященному Ему, не должно поклоняться, и этим стараются смутить ум простодушных, - будто бы служащих своим поклонением твари помимо Творца". [ტექსტის გაამუქება ზომის გაზრდა და ხაზგასმა ყველგან ჩვნეულია ი. ჩ.]

2) "საღმრთო წერილში წერია, რომ ღვთის გარდა თაყვანი არავის არ უნდა ვცეთ, არც ხატს"

"Православный. Не признаешь ли, вместе с тем, что этому описанию, или изображению Христа, должно быть воздаваемо поклонение?

Еретик. Конечно, нет, потому что ни у кого из богоносных (отцов) об этом не сказано. Но я тебя взаимно спрошу, ты же мне отвечай: где в Ветхом и Новом Завете написано, что иконе следует поклоняться?

Православный. Везде, где только написано, что следует поклоняться её первообразу.

Еретик. "Господу Богу твоему поклонишися и Тому единому послужиши" (Мф.4:10. Ср. Втор.6:13). Вот что написано. Этому и поклоняться предписано, а совсем не первообразу, а тем более - не иконе, - как ты говоришь."

3) "ხატებს უნდა პატივსვცემდეთ და არა თუ თაყვანსვცემდეთ"

"Православный. Если божественный Василий говорит, что признание подобия подтверждает почитание первообраза, то что иное может тебе казаться, как не то, что тому и другому (должно быть воздаваемо) одно почитание, или поклонение?

Еретик. Относительно почитания и я согласен, но не относительно поклонения, ибо от тебя, а не от отца [Василия]исходит (такое) переименование.

Еретик. (Св. Василий) сказал, что переходит честь, а не поклонение. И я почитаю икону Христа, поставляя ее на возвышении, но не поклоняюсь ей"

[161]4) "პატივისცემა არ ნიშნავს თაყვანისცემას, სულ სხვა რამეა პატივისცემა და სულ სხვა რამეა თაყვანისცემა"

"Еретик. Честь не считается у богоносных отцов совершенно тем же, что и поклонение, ибо иное - честь, а иное - поклонение." 

5) "თუკი რაიმე წმიდა და ღირსია პატივცემისა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი იმსახურებს თაყვანისცემას"

Еретик. Итак, справедливо, что святое есть вместе с тем и достойное почитания, но у отцов не сказано, что оно заслуживает и поклонения.

Еретик. Блаженный Иоанн назвал изображение святым, а не поклоняемым; ибо не во всех случаях то, что свято, вместе и поклоняемое.

6) "შეუძლებელია, რომ ქრისტეს გამოსახულება ღებულობდეს მონაწილეობას ქრისტესადმი თაყვანისცემაში"

"Еретик. Но невозможно, чтобы Его (Христа) изображение получало участие в поклонении Христу, и чтобы оно называлось тем же именем, как и Христос.

"ზომიერ ხატმებრძოლთა" თითოეულ ამ ერეტიკულ მოსაზრებაზე, ღირს თეოდორე სტუდიელს, ამავე "მეორე შრომში ხატმებრძოლთა წინააღმდეგ" ამომწურავი პასუხი აქვს გაცემული. 

რეზუმირებულად მისი პასუხები შეიძლება ასე გადმოიცეს: 

თაყვანისცემა არაა ერთგვაროვანი, არსებობს საღმრთო და არა საღმთო თაყვანისცემა 

აკრძალული კერპების თაყვანისცემაა არა თუ სიწმიდეებისა.

ხატებს თაყვანსაც და პატივსაც უნდა ვცემდეთ.

მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში თაყვანისცემა და პატივისცემა იგივეობრივია და არ შეიძლება მათი ერთმანეთისგან განსხვავება, განცალკევება.

რომ ყოველივე რაც სიწმიდეა თაყვანისსაცემელია და რამდენადაც სიწმიდეა იმდენად თაყვანისაცემელია.

რომ ერთი საერთო თაყვანისცემა აქვთ ქრისტეს და მის ხატს, ქრისტეს ხატის თაყვანისცემის უარმყოფელი ამით უარყოფს ქრისტესადმი თაყვანისცემას, და პირიქით. 

ხატთაყვანისმცემლობა არის დოგმატური სწავლება ეკლესიისა და ხატპატივისმცემლობის სახელით ხატთაყვანისმცემლობის უარმყოფელი შორს არის განვარდნილი ღვთისაგან და ქრისტეს სამეფო კარისგან.

სამწუხაროდ, იმის გამო რომ თანამედროვე რუსი ღვთისმეტყველების საკმაოდ დიდი ნაწილი, ხატთაყვანისცემის შესახებ წმიდა მამების შრომებში გადმოცემულ საეკლესიო სწავლებას ან არ იცნობს, ან თავისი ჭკუით "კორექტირებას" ზომიერ ხატმებრძოლთა იდეები კვლავ განაგრძობენ არსებობას და ვრცელდებიან მართლმადიდებლობის სახელით გამოცემულ რუსულენოვან ლიტერატურაში.

ხატთაყვანისცემის უარმყოფელობა რუსულენოვან საღვთისმეტყველო ლიტერატურაში

ალბათ შეუძლებელია მოიძებნოს საქართველოში ქრისტიანული ხელოვნების შესწავლით დაინტერესებული ადამიანი, რომელსაც არ აქვს წაკითხული ლეონიდე ალექსანდრეს ძე უსპენსკის სქელტანიანი წიგნი [162]"Богословие иконы православной церкви".

ბატონი ლეონიდე მთელს თავის წიგნში გადმოსცემს სწავლებას ხატპატივისცემის (иконапочитание) შესახებ, მაგრამ არსად არ იყენებს ტერმინს ხატთაყვანისმცემლობას (иконапоклонение), და ეს შემთხვევითი არცაა, რადგანაც ბატონ ლეონიდეს სწავლებით ხატთაყვანისმცემლობა არა მართლმადიდებლურ სწავლება. იგი წერს:

"Почитание никак не означает поклонение… честь, которую мы должны воздавать священному образу, есть почитание, а не поклонение, подобающее одному только Богу".  (Л.А.Успенский"БОГОСЛОВИЕ ИКОНЫ ПРАВОСЛАВНОЙ ЦЕРКВИ".1997г. ст. 159-160).

აშკარაა რომ ლეონიდე უსპენსკისთვის:

პატივისცემა და თაყვანისცემა არაა იგივეობრივი ტერმინები, 

ხატებს უნდა მივაგებდეთ პატივს და არა თუ თაყვანს,

თაყვანისცემა ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს.

ლეონიდე უსპენსკის სამივე ეს მოსაზრება არის ხატთაყვანისმცემლობის უარმყოფელი ერესის სწავლება. როგორც უკვე ვნახეთ, ღირსი მამა თეოდორე სტუდიელი თავის "მეორე შრომაში ხატმებრძოლთა წინააღმდეგ" ერეტიკოს უწოდებს ხატბისადმი მსგავსი რწმენის მქადაგებელ ადამიანს. წმიდა მამის ამ შეფასებაზე მინიშნებით, ჩვენ არ გვსურს ლეონიდე უსპენსკის ზემოთხსენებულ წიგნს დაუკარგოთ ღირსება, არამედ ავღნიშნავთ მხოლოდ და მხოლოდ იმის, რომ ამ წიგნში კონკრეტულად ეს დოგმატური განსაზღვრებები და მათზე აგებული მსჯელობები ერეტიკული შინაარსის მატარებელია. 

როგორ შეიძლება შევიდეთ შეცდომაში წმიდა მამების შრომების და ძველი ბერძნულის არმცოდნეები

სამართლიანობა ითხოვს ითქვას ის, რომ შესაძლოა უსპენსკი შეცდომაში შეიყვანა ერთის მხრივ, იმან, რომ ხატთაყვანისმცემლობის დამცველი წმიდა მამების შრომების ტექსტები პირადად არ ჰონდა წაუკითხული (თავის მასწავლებელთა  მიერ მამათა ამ შრომების არამართლმადიდებლურ ანალიზს ბრმად მიენდო), მეორესმხრივ კი იმან, რომ ხატთაყვანისცემასთან დაკავშირებული ბეძნული საღვთისმეტყველო ტერმინების ზუსტი მნიშვნელობის არ იცოდა. და ეს, რომ ნამდვილად ასეა ამის წარმოსაჩენად, ცოტათი უფრო ვრცლად, მოგვყავს ზემოთ უკვე ერთგზის მოყვანილი, მონაკვეთი მისი წიგნიდან:

"Везде, где в греческом тексте стояло слово "почитание" (προσκύνεσις), оно было переведено латинским словом ადორატიო, тоесть "поклонение". Но почитание никак не означает поклонение, и Собор особенно подчеркивает, что честь, которую мы должны воздавать священному образу, есть почитание, а не поклонение (λατρεία), подобающее одному только Богу". (БОГОСЛОВИЕ ИКОНЫ ПРАВОСЛАВНОЙ ЦЕРКВИ".1997г. გვ. 159-160)

თუკი, ხატთაყვანისცემის შესახებ წმიდა მამათა შრომების არ მცოდნე ადამიანი, წაიკითხავს, ცნობილი ხატმწერის ლეონიდე უსპენსკის წიგნში მოცემულ, ამ სწავლებას, სადაც მნიშვნელოვან [163]ტერმინებს მათი ძველბერძნული შესატყვისებიც კი უწერიათ, დიდად შესაძლებელია რომ დაიჯეროს და ჩათვალოს, რომ მართებული წარმოდგენა შეექმნა იმაზე თუ რა არის არსი ხატთაყვანისცემისა, რომ ეს საკუთვრივ არათუ ხატთაყვანისცემაა არამედ ხატპატივისცემა (иконапачитание).  რომელიც ქართველ წმიდა მამათა მიერ, ძველთაგანვე, რატომღაც, დაშვებული უზუსტობისა თუ სხვა რამ მიზეზისა გამო ხატთაყვანისცემათ თარგმინილა და საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის მიერ ხატთაყვანისმემლობადვე განჩინებულა.

მაგრამ, მოდით დვორეცკის ძველი ბერძნული ენის ლექსიკონის (ესაა ყველაზე სრული ძველ ბერძნულ-რუსული ლექსიკონი) მიხედვით გადავამოწმოთ რუსულ почитание-ს (პატივისცემა) მართლა შეესაბამება თუ არა προσκύνεσις, და поклонение-ს (თაყვანისცემა) შესაბამება თუ არა  λατρεία, როგორც ამას გვასწავლის უსპენსკი.

ლექსიკონში ვხედავთ, რომ სიტყვა (ზმანა) προσκύνεσις მომდინარეობს ფუძე ზმნიდან προσκινεο, რომელიც ნიშნავს და ითარგმნება როგოც თაყვანისცემა "поклонение".

προσ-κνέω (фут. προσκυνήσομαι и προσκυνήσω, аор. προσεκύνήσα и προσέκῦσα, инф. аор. προσκύσαι; пф. προσκεκύνηκα).

1)    падая ниц (и целуя край одежды) приветствовать, отвешивать земной поклон;

2)    благоговейно преклоняться, поклоняться, воздавать почести, чтить;

3)    благоговейно молить (умолять), заклинать Soph.

προσ-κύνησιςεως ‘ῦ’ ἡ падание ниц, благоговейное приветствие.

προσ-κνητής, οῦ ὁ благоговейный поклонник, почитатель.

προσ-κύπτω нагибаться, наклоняться.

ამავე ლექსიკონით შემოწმებისას ვრწმუნდებით, რომ ზმნა ლატრია სინამდვილეში ნიშნავს არა თუ поклонение-, როგორც წერს ამას უსპენსკი (და მის კვალობაზე მრავალი სხვა), არამედ მსახურებას და ითარგმნება როგოც მსახურება:

λατρεία

1) служба, труд  'ἐπίπονον ἔχειν λατρεία Soph.; πᾶν ἔργον καὶ πᾶσαλ. Plut.;

2) служение, почитание, культ 'θεῶν Plat.; Φοιβεῖαι λατρεῖαι Eურ.; λατρείαν προφέρειν τῷ θεῷ NT';

3) слуга, раб Pind.

მაგრამ ისმის კითხვა თუკი ძველ ბერძნულ ენაში λατρεία ნიშნავს მსახურებას (служение), προσκύνεσις ნიშნავს თაყვანისცემას (поклонение) და არა პატივისცემას (почитание), მაშინ რომელი ძველი ბერძნული სიტყვა[164]შეესაბამება საკუთრივ ტერმინ "პატივისცემას" (почитание-)?!

ესაა ზმნა ტიმაო”:

τμάω (фут. мед. - тж. со знач. пасс. - τιμήσομαι; пасс.: фут. τιμηθήσομαι и τετιμήσομαι, აორ. ἐτιμήθην и пф. τετίμημαι)

1) тж. მედ. окружать почестями, чтить воздавать почести кому-л.;

2) почитать, уважать, быть удостоенным чести;

3) осыпать почестями;

4) отличать ‘перед кем-л.’, оказывать внимание, тж. награждать честь обладания властью;

5) высоко ставить, дорожить, ценить;

ვფიქრობთ ცხადად წარმოჩნდა, რომ ტერმინ პატივისცემის (почитание) და თაყვანისცემის (поклонение) ძველი ბერძნული მნიშვნელობის უსპენსკისეული ახსნა მცდარია - არ შეესაბამება სინამდვილესა, და მათი დაჯერების შემთხვევაში, მივდივართ ხატთაყვანისმცემლობის უარყოფელ დასკვნებამდე.

და ბოლოს, ზემოთმოყვნილ ციტატაში უსპენსკი ახსენებს Собор-ს, აქ იგი საუბრობს VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, კერძოდ მისი თქმით, მსოფლიო კრებამ განაჩინა, რომ ხატებს ეგების: "почитание, а не поклонение", (პატივისცემა და არა თუ თაყვანისცემა) აშკარაა, რომ ბატონ ლეონიდეს თვალით არ უნახავს VII მსოფლიო კრების დოგმატური განჩინება, მას რომ იგი წაკითხული ჰქონოდა, ვფიქრობთ, ვისაც რაც არ უნდა ესწავლებინა მისთვის, იგი არ გაბედავთა VII მსოფლიო კრების მამებისთვის არამათეული სწავლების მიწერას.

ბატონ ლეონიდე უსპენსკის, მისი მოსწავლის დეკანოზ იოანე მეინდორფისა1 ნებსით თუ უნებლიედ, დაშვებულ ამ ხატთაყვანისცემის უარმყოფელი შეხედულების საპირისპიროდ2, VII მსოფლიო საეკლესიო კრების მამები საღმრთო გამოცხადებისა და წმიდა მამებისეული სწავლების მიხედვით, სულიწმიდის შთაგონებით, ხატთაყვანისმცემლობის დოგმატის არსის განსაზღვრებას შემდეგ გვარად განაჩინებენ:

"ხატებს მივაგებთ პატივისცემას და თაყვანისცემას, მაგრამ არა ჭეშმარიტ [საღმრთო] მსახურებას თაყვანისმცემელი ხატისა თაყვანისცემს მასზე გამოსახულ ჰიპოსტასს".

რუსული ტექსტი: "Иконам воздаем почитание и поклонение, но никак истинное служение … поклоняющиеся иконе поклоняются Ипостаси изображенного на ней" (იხ.:  Деяния Вселенских Соборов,Т. VII, Казань, 1873, ст. 592-594)

აშკარაა, რომ წმიდა მამათა სწავლებით ხატებს და ყოველივე სიწმიდეს ეკუთვნის Pპატივისცემითი თაყვანისცემა, და მხოლოდ და მხოლოდ ღმრთს მსახურებითი თაყვანისცემა.

----------------------------------------------

1 - რომელიც თავის შრომაში ცდილობს განავრცოს უსპენსკისეული შეხედულება. იხ.: Протоиерей Иоанн Мейендорф "Византийское Богословие Исторические тенденции и доктринальные темы" Минск. «Лучи Софии» 2001 г. Перевод осуществлен по изданию: John Meyendorf. Byzantine Theology, Fordham University Press, USA, 1974.

2 - სამწუხაროდ, ზომიერი ხატმებრძოლობის იდეები არც თუ იშვიათად გვხდება რუსულენოვან მართლმადიდებელ ანტისექტანტურ სახელმძღვანელოებებში.

ტეგები: qwelly, დოგმატი, ეკლესია, ეკლესიის_ისტორია, ისტორია, კრებები, მსოფლიო_კრება, ხატთაყვანისცემა

ნახვა: 473

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters