სოციალური ფსიქოლოგიის თანამედროვე ავტორთა შორის, ერთ-ერთი ყველა ცნობილი მეცნიერი და მკვლევარი ელიოტ არონსონი წლების განმავლობაში წერდა და თავადვე არედაქტირებდა წიგნს „სოციალური ცხოველი“. მან აფა-ს ისტორიაში, სამი უმაღლესი ჯილდო მიიღო კვლევის, სწავლებისა და წერისდარგში.
წიგნის დასახელება: სოციალური ცხოველი
ავტორი: ელიოტ არონსონი
ჟანრი: კვლევა, ფსიქოლოგია, სამეცნიერო, სასწავლო
ფაილის ტიპი: PDF
გვერდების რაოდენობა წიგნში: 520
გამოცემის წელი: 2014
თბილისი
რატომ დავწრე ეს წიგნი?
1970 - 1971 წლებში ერთი წლით მიმიწვიეს ქცევითი მეცნიერებების კვლევით ცენტრში სტენფორდში, კალიფორნიაში. ამ ერთი წლის განმავლობაში, მე მქონდა სრული მხარდაჭერა და თავისუფლება, რაც მსურდა, ის მეკეთებინა, ამავე დროს, მარწმუნებდნენ, რომ არ მეკისრებოდა რაიმე პასუხისმგებლობა ვინმეს წინაშე. იქ, ლამაზ მთებში, სან-ფრანცისკოდან (ჩემი უსაყვარლესი ქალაქიდან) თითქმის 30 მილის დაშორებით, მთელი წლის განმავლობაში უნდა მეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს გულს მოესურვებოდა და მე ამ წიგნის დაწერა ავირჩიე. ასეთი ლამაზი ბუნებით ვიყავი გარშემორტყმული, თანაც, სან-ფრანცისკოს ქალაქურ ორომტრიალთან სულ ახლოს, მაშ რატომ ჩავიკეტე ოთახში და დავწერე ეს წიგნი? იმიტომ არა, რომ შეშლილი ვარ და არც იმიტომ, რომ ფული მჭირდებოდა. თუ მხოლოდ ერთი მიზეზი უნდა დავასახელო, რის გამოც დავწერე ეს წიგნი, მაშინ, მიზეზი ისაა, რაც მე ერთხელ თვითონ ვუთხარი მეორე კურსის სტუდენტების დიდ აუდიტორიას, რომ სოციალური ფსიქოლოგია არის ახალგაზრდა მეცნიერება — ამის თქმისთანავე თავი მშიშარად ვიგრძენი.
ნება მომეცით, აგიხსნათ: ჩვენ, სოციალურ ფსიქოლოგებს, გვიყვარს თქმა, რომ სოციალური ფსიქოლოგია ახალგაზრდა მეცნიერებაა – და ის მართლაც არის ახალგაზრდა მეცნიერება, რა თქმა უნდა, გამჭრიახი დამკვირვებელი აუცილებლად იპოვის საინტერესო დებულებებსა და დამაინტრიგებელ ჰიპოთეზებს სოციალურ მოვლენებზე, მინიმუმ, არისტოტელეს დროიდან მაინც, მაგრამ ეს დებულებები და ჰიპოთეზები მე-20 საუკუნის დადგომამდე სერიოზულად არავის შეუმოწმებია. პირველი სისტემატური სოციალურ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი (რამდენადაც მე ვიცი) ტრიპლეტმა ჩაატარა 1898 წელს (მან გაზომა კონკურენციის გავლენა შესრულებაზე), მაგრამ ექსპერიმენტული სოციალური ფსიქოლოგიის ნამდვილი აღმასვლა მხოლოდ 1930-იან წლებში დაიწყო, რაც, პირველ რიგში, კურტ ლევინის და მისი ნიჭიერი სტუდენტების დამსახურებაა. ამავე კონტექსტში საინტერესო კიდევ ის არის, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არისტოტელემ დაადგინა სოციალური გავლენის და დარწმუნების ზოგიერთი ძირითადი პრინციპი დაახლოებით 350 წელს ჩვ. წ. აღ-მდე, ეს პრინციპები ექსპერიმენტულად პირველად მე-20 საუკუნის შუა წლებში შეამოწმეს კარლ ჰოვლანდმა და მისმა კოლეგებმა.
თუმცა, მეორე მხრივ, იმის თქმა, რომ სოციალური ფსიქოლოგია არის ახალგაზრდა მეცნიერება, დანაშაულებრივი თავის მართლებაა: ამით, თითქოს, ვთხოვთ ადამიანებს, ძალიან ბევრს არ ელოდონ ჩვენგან. შეიძლება, ეს იყოს ჩვენთვის პასუხისმგებლობის და რისკების თავიდან აცილების საშუალება, როდესაც ჩვენი კვლევის აღმოჩენებს მიმდინარე პრობლემებს მივუსადაგებთ. ამ თვალსაზრისით, იმის მტკიცება, რომ სოციალური ფსიქოლოგია ახალგაზრდა მეცნიერებაა, გულისხმობს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მზად, რაიმე მნიშვნელოვანი, სასარგებლო, ან (თუ მკითხველი მაპატიებს, აქ ვიხმარ ხშირად გამოყენებულ სიტყვას) აქტუალური განვაცხადოთ.
ამ ნაშრომის მიზანია, რომ თამამად (მაგრამ ცოტა შიშითაც) დაგანახოთ ის აქტუალურობა, რაც სოციალურ-ფსიქოლოგიურ კვლევებს შეიძლება ჰქონდეს თანამედროვე საზოგადოებაში გავრცელებული ზოგიერთი პრობლემისათვის. ამ წიგნში განხილული მონაცემების უმეტესობა ეფუძნება ექსპერიმენტებს; თუმცა, ილუსტრაციებისა და მაგალითების უმეტესობა არსებული სოციალური პრობლემებიდანაა აღებული, როგორებიცაა წინასწარგანწყობა, პროპაგანდა, ომი, გაუცხოება, აგრესია, არეულობა და პოლიტიკური ძვრები. ეს გაორება ასახავს ჩემს საკუთარ მიკერძოებებს — მიკერძოებებს, რომლებსაც ველოლიავები. პირველი არის ის, რომ ექსპერიმენტული მეთოდი საუკეთესო გზაა რთული ფენომენების გასაგებად. მეცნიერების აღიარებული ჭეშმარიტება ასეთია, რომ სამყაროს შეცნობის ერთადერთი-რეალური გზა მისი რეკონსტრუქციაა: ესე იგი, იმის გასაგებად, რა იწვევს რას, ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა დავაკვირდეთ — საჭიროა, თავად შევქმნათ პირველი „რა“, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ნამდვილად მან გამოიწვია მეორე „რა“. ჩემი მეორე მიკერძოება ისაა, რომ ერთადერთი გზა, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ექსპერიმენტულად აღმოჩენილი მიზეზობრიობა მოქმედებს, მისი ლაბორატორიიდან რეალურ ცხოვრებაში გადატანაა. ამგვარად, როგორც მეცნიერს, მე მიყვარს მუშაობა ლაბორატორიაში; თუმცა, როგორც მოქალაქეს, მინდა, რომ მქონდეს ფანჯარა, რომლის მეშვეობითაც გავიხედავ გარეთ, სამყაროში. ფანჯრები, რა თქმა უნდა, მუშაობს ორივე მიმართულებით: ჩვენ ხშირად ვიღებთ ჰიპოთეზებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ჰიპოთეზების შემოწმება ყველაზე უკეთ ლაბორატორიის სტერილურ პირობებშია შესაძლებელი, იმისათვის კი, რომ ჩვენი იდეები თავად არ გახდეს სტერილური, უნდა შევეცადოთ, რომ ლაბორატორიაში მიღებული დასკვნები ფანჯრიდან გარეთ გავიტანოთ და ვნახოთ, თუ დაიმკვიდრებენ თავს რეალურ სამყაროში.
ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს ჩემი რწმენა, რომ სოციალური ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ ფსიქოლოგებს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ სამყაროს გაუმჯობესებაში. მართლაც, ჩემს დიად ოცნებებში ველოლიავები ხოლმე საიდუმლო რწმენას, რომ სოციალურ ფსიქოლოგებს განსაკუთრებული პოზიცია აქვთ, მათ დიდი და სასარგებლო გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენს ცხოვრებაზე; მათ შეუძლიათ, უკეთესად გაგვაგებინონ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა კონფორმიზმი, დარწმუნება, წინასწარგანწყობა, სიყვარული და აგრესია. ახლა კი, როცა ჩემი საიდუმლო რწმენა უკვე აღარაა საიდუმლო, გპირდებით, რომ არ შევეცდები, მკითხველს ძალდატანებით თავს მოვახვიო იგი შემდეგ გვერდებზე. უფრო მეტიც, მკითხველს მივანდობ, წიგნის დასრულების შემდეგ თავად გადაწყვიტოს, აღმოაჩინეს თუ არა, ან ოდესმე შეძლებენ თუ - არა, აღმოაჩინონ, სოციალურმა ფსიქოლოგებმა რაიმე სასარგებლო.
სოციალური ფსიქოლოგიის სხვა წიგნებთან შედარებით, ეს წიგნი მცირე მოცულობისაა და ეს განზრახ გავაკეთე. მინდოდა, რომ ის ყოფილიყო მოკლე შესავალი სოციალური ფსიქოლოგიის სამყაროში და არა თეორიებისა და კვლევების ენციკლოპედიური კატალოგი. რადგან შემოკლება გადავწყვიტე, შერჩევაც უნდა გამეკეთებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, არსებობს რამდენიმე ტრადიციული თემა, რომელთა შესახებაც მე ამ წიგნში არ დავწერე, და მეორე, აქ განხილულ თემებზზე დეტალურად და ამომწურავად არ ვსაუბრობ. ჩემი სურვილის გამო, რომ წიგნი კომპაქტური და ხელმისაწვდომი გამოსულიყო, მისი დაწერა გართულდა. ამ წიგნის წერისას უფრო „ანალიტიკოსი“ ვიყავი, ვიდრე „რეპორტიორი". მაგალითად, არსებობს მრავალი დაპირისპირება, რომლებიც მთლიანად ვერ აღვწერე. სამაგიეროდ, გამოვიყენე ჩემი საკუთარი მსჯელობის უნარი, გავაკეთე ინფორმირებული (და იმედი მაქვს, პატიოსანიც) შეფასებები, რა არის გაკეთებული სფეროში დღეისათვის და, რამდენადაც შემეძლო, ნათლად აღვწერე ეს ყველაფერი.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია სტუდენტების გათვალისწინებით — ეს წიგნი სტუდენტებისთვის დაიწერა და არა ჩემი კოლეგებისთვის. კოლეჯში სწავლების ნახევარი საუკუნის მანძილზე, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვისწავლე, ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა პოზიციის დეტალური პრეზენტაცია სასარგებლოა (და ზოგჯერ შთამბეჭდავიც) კოლეგებისთვის, ის სავსებით გულგრილს ტოვებს სტუდენტებს, სტუდენტი გვეკითხება, რა დროა, რის პასუხადაც ჩვენ ვუჩვენებთ მსოფლიოში დროის სხვადასხვა სარტყლების ამსახველ გრაფიკს, ვუყვებით საათის ცნობის ისტორიას მზის საათიდან უახლეს კომპიუტერულ მექანიზმებამდე და დეტალურად აღვუწერთ საათის აგებულებას. იმ დროისათვის, როცა ჩვენ დავასრულებთ, ისინი სრულიად კარგავენ ინტერესს. ვიდრე ყველა საკითხის ყველა მხრიდან განხილვა ნამდვილად ყველაზე უსაფრთხო მიდგომაა, მაგრამ ცოტა რამ თუ იქნება უფრო მოსაწყენი. მიუხედავად იმისა, რომ სადაო საკითხებსაც განვიხილავ, ყვე ლა შემთხვევაში ვცდილობ დასკვნების გამოტანას. შევეცადე, მოკლედ, და, ამავე დროს, სამართლიანად მესაუბრა, ვცდილობდი, რთული მასალა ადვილად და ნათლად გადმომეცა, მაგრამ არა გამარტივებულად. მხოლოდ მკითხველს შეუძლია განსაჯოს, რამდენად მივაღწიე წარმატებას ამ მიზნების განხორციელებაში.
როდესაც, 1972 წელს, ამ წიგნის პირველი გამოცემის წერა დავამთავრე, მეგონა, რომ უკვე მთლიანად დავასრულე ის. როგორი გულუბრყვილო ვიყავი. 1975 წელს, გარკვეული ყოყმანის შემდეგ, გადავწყვიტე. წიგნში პირველი შესწორებები შემეტანა. სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. ბევრი ახალი და საინტერესო რამ აღმოაჩინეს სოციალური ფსიქოლოგიის სფეროში, მაგრამ ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მას შემდეგ, რაც 1972 წლის ზამთარში, ბოლო ასოები შემოვხაზე ჩემი პირველი გამოცემის ყვითელ ფურცლებზე, მსოფლიოში მოხდა - რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. ერთი-ორ ძირითად მოვლენას დავასახელებ:
სასტიკი, გამომფიტავი და განხეთქილების მთესველი ომი დასრულდა; ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი იძულებული გახდნენ, დამამცირებლად გადამდგარიყვნენ, ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობა ერის ცნობიერებაზე გავლენის მოხდენას იწყებდა. ეს იყო სოციალური ფსიქოლოგიისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე მოვლენები. ზარმაცი არსება, რომელიც ჩემში ცხოვრობს, იძულებული გახდა, ეღიარებინა (ხანგრძლივი ამოოხვრა), რომ ნებისმიერი წიგნი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ჩვენი — თქვენი და ჩემი — ცხოვრების შესახებაა, უნდა ცდილობდეს, არ ჩამორჩეს დროს.
რა თქმა უნდა, ერთხელ შესწორებით პროცესი არ დასრულებულა. მოვლენების მსვლელობა მაიძულებდა, წიგნისთვის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გადამეხედა. თანაც, არა მარტო სოციალური მოვლენები იცვლება სწრაფად, არამედ, სოციალური ფსიქოლოგია, როგორც აქტიური მეცნიერება, აგრძელებს საინტერესო ახალი კონცეფციების მოფიქრებასა და აღმოჩენების კეთებას. თუ წიგნი ვერ მიჰყვება ფეხდაფეხ ამ კვლევებს, მისი წაკითხვა სერიოზულ სტუდენტს მხოლოდ დათვურ სამსახურს გაუწევს. მაგრამ აქ ავტორი ფრთხილად უნდა იყოს. ჩვენი, სახელმძღვანელოების ავტორების ენთუზიაზმი, რომ ვიყოთ ზედმიწევნით თანამედროვე, ბადებს ტენდენციას, უგულებელვყოთ სრულიად რესპექტაბელური კვლევები მხოლოდ იმის გამო, რომ 10 წელზე მეტი ხნის არიან.
აი, როგორ ხდება: ჩვენ, მწერლები ვცდილობთ, შევინარჩუნოთ კლასიკური კვლევები და ისიც გვინდა, რომ დავამატოთ კვლევა, რომელიც წიგნის უკანასკნელი რედაქციის შემდეგ ჩატარდა. მაგრამ ჩვენ ისიც არ გვინდა, რომ წიგნის მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. რაღაც უნდა დავთმოთ; და ამიტომ, სახელმძღვანელოების უმეტესობიდან ბევრი კარგი კვლევა წარსულს ბარდება ხოლმე, არა იმიტომ, რომ შეიცვალა რაღაც უკეთესით — არა, მხოლოდ უფრო ახლით. ეს ქმნის ილუზიას, რომ ამ სფეროს არ აქვს თანმიმდევრულობა – ანუ, არსებობს კლასიკური კვლევა და თანამედროვე კვლევა, რომელთა შორის არაფერი მომხდარა. ეს საშინელი შეცდომაა.
ოთხი ათწლეულის განმავლობაში ამ პრობლემასთან გამკლავებას ვცდილობდი და ჯიუტად ვამბობდი უარს, შემეცვალა მშვენიერი „მოძველებული“ კვლევა უფრო ახლით, თუ ეს ახალი რამე მნიშვნელოვანს არ შემატებდა განხილული მოვლენის ჩვენეულ გაგებას. წინამდებარე, მე-11 რედაქციაში, რამდენიმე ახალ კვლევას განვიხილავ — კვლევებს, რომლებიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩატარდა. მაგრამ აქვე უნდა დავამატო, რომ, საერთო ჯამში, ეს კვლევები ნამდვილად არის ახალი — და არა უბრალოდ თანამედროვე. იმედი მაქვს, რომ „სოციალური ცხოველის“ გადამუშავებული რედაქციები ინარჩუნებს თავდაპირველი ვერსიის კომპაქტურობას და თანამედროვეობას ახლო წარსულის კარგი კვლევების უგულებელყოფის გარეშე.
ელიოტ არონსონი
სარჩევი
(მთარგმნელი - ანა მაყაშვილი) |გადმოწერა|
(მთარგმნელი - ქეთევან თოდაძე) |გადმოწერა|
(მთარგმნელი - ქეთევან თოდაძე) |გადმოწერა|
(მთარგმნელი - ქეთევან თოდაძე) |გადმოწერა|
(მთარგმნელი - ესმა ბერიშვილი) |გადმოწერა|
(მთარგმნელი - ქეთევან თოდაძე) |გადმოწერა|
(მთარგმნელი - ანა მაყაშვილი) |გადმოწერა|
(მთარგმნელი - ქეთევან თოდაძე) |გადმოწერა|
(მთარგმნელი - ქეთევან თოდაძე) |გადმოწერა|
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, კვლევა, სამეცნიერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მარტი 20, 2025.
საათი: 6:23am
0 კომენტარი
0 მოწონება
Bulk Selling for Maximum Profit in Path of Exile 2Efficient trading is crucial to Path of exile currency maximizing your profits in Path of Exile 2. While individual item sales can generate income, bulk selling is the most effective way to sustain your wealth and keep your inventory organized. Here's a detailed guide to mastering bulk selling strategies for maximum profit:
1. Identify High-Demand Items for Bulk…
გამოაქვეყნა Priscilla Joske_მ.
თარიღი: მარტი 20, 2025.
საათი: 6:11am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მარტი 20, 2025.
საათი: 5:52am
0 კომენტარი
0 მოწონება
8. Monitor and Adjust the Plan Regularly A leadership succession plan must be flexible to adapt to changes in your program. It’s essential to evaluate how the plan is working each season and make adjustments as needed. If certain players aren’t ready for leadership roles or CFB 25 Coins others are rising to the occasion earlier than expected, your plan should evolve. How to Monitor and Adjust: Regular Leadership Reviews:…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: მარტი 20, 2025.
საათი: 5:18am
0 კომენტარი
0 მოწონება
New World, players find themselves in the mystical land of Aeternum, a place rich in lore, exploration, and combat. One of the game's most compelling features is its character progression system, centered around various archetypes. These archetypes define how players can build their characters, offering unique skills, abilities, and playstyles. Understanding these archetypes is crucial for anyone looking to master the game and fully experience its offerings. This article delves into the…
გაგრძელება
© 2025 George.
•