საქართველოს ისტორიის ნარკვევები
ტომი VI

იმპერიალიზმი, პროლეტარული რევოლუცია, saqartvelos istoriis narkvevebi, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, Qwelly, ელ. წიგნები, ebooks

      საქართველოს ისტორიის 1900-1921 წლები, რომელსაც წინამდებარე ტომი ეძღვნება, რთული და სწრაფცვალებადი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებით ხასიათდება. ამ პერიოდში რუსეთის იმპერიაში მოხდა სამი რევოლუცია, რომელთგან მესამე – დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია - კაცობრიობის ისტორიაში ახალი ეპოქის დამწყები გახდა. სამივე რევოლუციის ფრონტებზე საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე უბანი ეკავა.

      სოციალისტური რევოლუციის წანამძღვრები საქართველოში XX საუკუნის დასაწყისიდან – რუსეთის იმპერიაში მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების ზეგავლენით და მათთან მჭიდრო კავშირურთიერთობაში მომწიფდა. კაპიტალიზმმა, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სწრაფი ტემპებით განვითარდა რუსეთში, მოკლე დროის განმავლობაში უკვე მოასწრო შეეღწია იმპერიის ყველა კუთხეში და შეეტანა იქ “ბურჟუაზიული წყობის სიმშვენიერენი”. კაპიტალიზმმა ერთი მთლიანი ბორკილით შებოჭა რუსეთი და ყველგან - ცენტრშიაც და განაპირა კოლონიურ რაიონებშიც - მისთვის დამახასიათებელი კანონები გააბატონა. რუსეთის კაპიტალიზმის ყველა შეურიგებელი წინააღმდეგობა, მის მონოპოლისტურ სტადიაში მეტ-ნაკლები ზომით იჩენდა თავს მთელ იმპერიაში. განაპირა კოლონიურ რაიონებში, სადაც ცარიზმი სოციალურ ჩაგვრასთან ერთად ეროვნულ ჩაგვრასაც ახორციელებდა, ეს წინააღმდეგობანი და მისი შედეგები გაცილებით უფრო მძიმე და მტკივნეული იყო.

      საქართველო, როგორც იმპერიის განაპირა-კოლონიური მხარე, ბუნებრივია, განიცდიდა ყველა იმ შინაგანი პროცესის ზეგავლენას, რაც XX საუკუნის პირველი ოცწლედის რუსეთის სოციალ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას ახასიათებდა. მოვლენათა განვითარების ტენდეცია ქვეყნის ყველა კუთხეში ერთგვარი იყო. მართალია, ეკონომიკურად, სოციალურად და ეროვნულად განსხვავებულ რაიონებში ხშირად თავს იჩენდა სპეციფიკა, მაგრამ ეს მოვლენის არსს, მისი განვითარების ძირითად მიმართულებას ვერ ცვლიდა. ამიტომ 1900-1921 წლების საქართველოს მთელი ისტორიული ცხოვრების ახსნა- გაგება შეუძლებელია იმპერიალიზმისა და პროლეტარული რევოლუციის ეპოქის რუსეთის ცხოვრების გათვალისწინების გარეშე.p>

      ამ ტომში წარმოდგენილი მასალა აბათილებს დასავლეთის რეაქციონერ ისტორიკოსთა ტენდენციურ თვალსაზისებს.

საქართველოს ისტორიის ნარკვევების მეექვსე ტომის შინაარსი:

შესავალი

თავი I - საქართველოს მრეწველობა და სოფლის მეურნეობა 1900-1917 წლებში

  • § 1. კაპიტალისტური მრეწველობის და სოფლის მეუნეობის განვითარება და იმპერიალიზმის სტადიაზე გადასვლის ტენდენციები საქართველოში
  • § 2. მრეწველობის მარტივი ფორმები - ოჯახური მრეწველობა და ხელოსნობა. წვრილი სასაქონლო წარმოების ევოლუცია
  • § 3. წვრილი კაპიტალისტური წარმოების ხვედრითი წონის შემცირება. მარტივი კოოპერაცია და მანუფაქტურა
  • § 4. საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა
  • § 5. სამთო და მეტალურგიული მრეწველობა
  • § 6. საქართველოს მუშათა კლასი 1900-1017 წლებში
  • § 7. საქართველოს მრეწველობის განვითარების ძირითადი ტენდენციები და შედეგები (1900-1917 წწ.)
  • § 8. სავაჭრო მიწადმოქმედება
  • § 9. გლეხობის კლასობრივი დაშლის პროცესის შემდგომი გაღრმავება, კულაკური მეურნეობანი. სოფლის პროლეტარიატი
  • § 10. მემამულური მეურნეობის მდგომარეობა. ვაჭარ-მრეწველთა კაპიტალისტური საწარმოები სოფლად
  • § 11. კლასობრივ წინააღმდეგობათა ხასიათი სოფლად

თავი II - მასობრივ-პოლიტიკური მოძრაობის აღმავლობა საქართველოში 1901-1904 წლებში

  • § 1. მუშათა მოძრაობა 1900-1904 წლებში
  • § 2. აგრარული მოძრაობა 1900-1904 წლებში

თავი III - 1905 - 1907 წლების რევოლუცია საქართველოში

  • § 1. რევოლუციის დასაწყისი
  • § 2. მასობრივი რევოლუციური მოძრაობის განვითარება 1905 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში
  • § 3. 1905 წლის მიწურულს შეიარაღებული აჯანყება საქართველოში
  • § 4. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში 1905-1907 წლებში
  • § 5. რევოლუციის უკანდახევა

თავი IV - საქართველო რეაქციისა და ახალი რევოლუციური აღმავლობის პერიოდში (1907-1914 წწ.)

  • § 1. რეაქციის დასაწყისი
  • § 2. რეაქციის შეტევა იდეოლოგიურ ფრონტზე
  • § 3. სტოლიპინის აგრარული რეფორმა და აგრარული საკითხი საქართველოში. 1912 წლის კანონი
  • § 4. მუშათა მოძრაობა საქართველოში 1910-1914 წლებში
  • § 5. გლეხთა მდგომარეობა და რევოლუციური ბრძოლა 1910-1914 წწ. საქართველოში
  • § 6. საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციები მუშათა რევოლუციური აღმავლობის სათავეში. კრიზისის მომწიფება

თავი V - პირველი იმპერალისტური ომი და თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია საქართველოში

  • § 1. ომის დაწყება. საომარი ოპერაციები კავკასიის ფრონტზე
  • § 2. საქართველოს წვრილბურჟუაზიული პარტიები პირველ მსოფლიო ომში.
  • § 3. საქართველოს ბოლშევიკების ბრძოლა ომში ლენინური ხაზის განხორციელებისათვის
  • § 4. ომის სიძნელეები და სამეუნეო ნგრევა საქართველოში
  • § 5. მშრომელი მასების და არმიის რევოლუციური მოძრაობა პირველი იმპერიალისტური ომის წლებში
  • § 6. დემოკრატიული მოძრაობის ხასიათი
  • § 7. თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია საქართველოში

თავი VI - საქართველოს ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის სოციალისტურად გადაზრდის პერიოდში

  • § 1. საქართველოს პარტიული ორგანიზაციები მასების სათავეში
  • § 2. საქართველოს მუშათა კლასის რევოლუციური აღმავლობა
  • § 3. ქართველი გლეხობა მიწის და თავისუფლებისათვის ბრძოლაში
  • § 4. რევოლუციური აღმავლობა კავკასიის არმიაში

თავი VII - საქართველო ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის პერიოდში (1917 წ. ოქტომბერი, 1918 წ. მაისი)

  • § 1. ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია. საქართველოს მშრომელთა მასების ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის
  • § 2. ამიერკავკასიის კომისარიატის და სეიმის საშინაო და საგარეო პოლიტიკა
  • § 3. საქართველოს მშრომელთა მასების შეიარაღებული ბრძოლა სეიმის პერიოდში

თავი VIII - საქართველოს მენშევიკური მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკა

  • § 1. საშინაო პოლიტიკა
  • § 2. გერმანელი და თურქი ოკუპანტები საქართველოში
  • § 3. ინგლისელი ოკუპანტები საქართველოში
  • § 4. მენშევიკური მთავრობა და თეთრგვარდიული კონტრრევოლუცია (დენიკინი, ვრანგელი)
  • § 5. საქართველო იმპერიალისტურ სახელმწიფოთა გეგმებში

თავი IX - საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება საქართველოში

  • § 1. საქართველოს მშრომელთა რევოლუციური ბრძოლა 1918 - 1919 წწ.
  • § 2. შეიარაღებული აჯანყება საქართველოში 1919 წლის ოქტომბერში
  • § 3. შეიარაღებული აჯანყება და საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება საქართველოში

თავი X - ქართული კულტურა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციების ხანაში (1901 – 1921 წწ.)

  • § 1. ხალხის მატერიალური და სულიერი ყოფა
  • § 2. განათლება და მეცნიერება
  • § 3. ლიტერატურა
  • § 4. ხელოვნება
  • § 5. პრესა და გამომცემლობა

შენიშვნა: წარმოდგენილი PDF ფაილი არ წარმოადგენს საქართველოს ისტორიის ნარკვევების VI ტომის სრული ვერსიას.

მეექვსე ტომის რედაქტორებიი: აკაკი სურგულაძე; გრიგოლ მარგიანი; ალექსანდრე ბენდიანიშვილი; აბელ კიკვიძე.

სამეცნიერო ლიტერატურა

საქართველოს ისტორია

გვერდების რაოდენობა: 578

ფორმატი: PDF

იხილეთ წიგნი:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები (ტ.VI)

გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო"
თბილისი, 1972

აქვე იხილეთ:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები (სარჩევი)

საქართველოს ისტორიის ნარკვევები (ტ.5)

საქართველოს ისტორიის ნარკვევები (ტ.7)

ტეგები: PDF, Qwelly, ელ.წიგნები, ნარკვევები, სამეცნიერო, საქართველოს_ისტორია

ნახვა: 1011

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters