ერების წარმოშობის ბიბლიური თეორია, მორწმუნეებისთვის არა თეორიას, არამედ რეალურ ისტორიულ ფაქტს წარმადგენს. ქართველთა წინაპრებად წმინდა წერილში მოიაზრება იაფეტი და მისი შთამომავლები.

      მეუფე ანანია ჯაფარიძის წიგნში - "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისოტრია", პირველი თავი მოგვითხრობს ქართველების წინაპრების ბიბლიური ისტორიების შესახებ.

      ნოეს ძე - "ქამი იყო ქანაანის მამამთავარი", - წერია დაბადებაში. სემმა - ებრაულ და სხვა სემიტურ ტომებს დაუდო საფუძველი. იაფეტმა კი - ევროპასა და აზიაში გავრცელებულ მრავალ ხალხს. თვითონ სიტყვა "იაფეტი" ნიშნავს "გავრცელებას". სხვადასხვა ხალხის მამამთავართა შორის ბიბლიის ძველი, განსაკუთრებით კი ქრისტიანი კომენტატორები ქართველთა მამამთავარსაც ასახელებენ - ზოგიერთი ცნობით, ის ყოფილა იაფეტის ძე თუბალი. საერთოდ იაფეტის შთამომავლები, ნოეს დალოცვის შესაბამისად, რაოდენობითაც და ღირსებითაც უპირატესნი იყვნენ სხვა მამამთავართა შთამომავლებზე. ნოემ იაფეტი ასე დალოცა - განუფართოს ღმერთმა იაფეტს, სემის კარვებში დაემკვიდროს, დაემორჩილოს მას ქანაანი (დაბ. 9. 27). - წერს მეუფე ანანია.

წიგნში განხილული თემები:

  • სამყაროს შექმნა
  • ბაბილონის გოდოლის დაცემა, ენათა და ტომთა წარმოქმნა
  • მსოფლიო ენათა ოჯახები
  • პროტოქართველური ენის მატარებელი ეთნოსის განსახლება
  • აღთქმა ღმერთისა ერთან
  • თუბალი და მოსოქი
  • იბერი
  • ალალი და არამი (ურარტუ და არმენია)
  • ფარნავაზი
  • ქართული საღვთისმსახურო ანბანის ფუძისდება
  • ახალი აღთქმა უფლისა
  • არმაზი, აჰურამაზდა, მოლოდინი მესიისა
  • პომპეუსის ლაშქრობა ისრაელსა და იბერიაში
  • დასრულება გმირულისა და დაწყება სულიერი ეპოქისა

ვრცლად წაიკითხეთ ამ თავის ელექტრონულ ვერსიაში:

ადამიდან იესომდე

ტეგები: Qwelly, ანანია_ჯაფარიძე, ელ.წიგნები, სამეცნიერო, საქართველოს_ისტორია, ქველი

ნახვა: 687

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მზის ნიღაბი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: მარტი 23, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      უწინარეს ყოვლისა, მზის ნიღაბს შევეხმიანები (ასე დაიწყო ოქროს…

გაგრძელება

პრემიერი და განმანათლებელი მინისტრი პარლამენტში, საარჩევნო გარემოს შიდა და საგარეო შეფასებები და თბილისის განვითარება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 22, 2019.
საათი: 11:22pm 1 კომენტარი

      მარტობის ერთი კვირა კიდევ წინ არის, ამიტომ გასაკვირი არაა ის არეული ამინდები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დაატყდა - დილიდან წვიმა თოვლი ქარი მზე და ზღვა ყველაფერი ერთად იყო. პოლიტიკურ სარბიელზეც…

გაგრძელება

ანაკლიის კონსორციუმი, მინისტრი ქალები პარლამენტში და კოალიციური თანამშრომლობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 21, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სინოპტიკოსებმა გამოდარებაზე სწორად ივარაუდეს. ნამდვილად კარგი ამინდები გამოვიდა, ცოტა ცივა ქარი რომ არ ქროდეს. მზე და სითბო ნამდვილად არ აკლია აღმოსავლეთ-დასავლეთს. პოლიტიკურმა ამბებმაც მოიმატეს…

გაგრძელება

ვარსკვლავებამდე ამაღლებულები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: მარტი 21, 2019.
საათი: 3:30pm 0 კომენტარი

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      თითქოს უცნაურია, არა? ვარსკვლავებამდე ავმაღლდი თქვენთან ერთად,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters