ულამაზესი ადგილები, რომელიც დაგვავიწყებს ამქვეყნიურ საზრუნავსა და პრობლემებს. ბუნებამ იმდენი საოცარი ადგილი შექმნა დედამიწაზე, რომ ყველას სანახავად მთელი სიცოცხლე არ გვეყოფა.  ისღა დაგვრჩენია, ფოტოები დავათვალიეროთ და ვიოცნებოთ, რომ ოდესმე… 

დავიწყოთ...... ☺ ☺

1.

ლუოპინგის საგრაფო მდებარეობს კუდჯინგის პრეფექტურაში, ჩინეთში. ეს ადგილი ცნობილია თავისი ლამაზი პეიჟაზით გაზაფხულზე, როდესაც ყვავილდება რაფსის ყვავილის მინდვრები და მთები გარშემორტყმულია ბუნებრივი ოქროსფერი ზღვით.

2.

უდაბნო ლაგუნებით
ერთი შეხედვით, ლენსოის-მარანიენსისი ტიპიურ უდაბნოს არ ჰგავს. მაგრამ, საჰარისა და სხვა უსიცოცხლო ადგილებისაგან განსხვავებით, აქ რეგულარულად მოდის წვიმა. წყალი ხეობებში გროვდება და ცისფერ და მწვანე ლაგუნებს ქმნის.

3.

არიზონის ტალღები  - ქვიშისა და კლდის ბუნებრივი გალერეა, მდებარეობს იუტასა და არიზონას შტატებს შორის. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ქარისაგან შექმნილი გორაკები, მილონობით წლის წინ ჩამოყალიბდა.

4.

მთა რორაიმა - ვენესუელას მთავარი ბუნებრივი ატრაქციონი. ეს 2700 მეტრიანი მთის მასაა, რომელსაც არ აქვს წვერი, რის გამოც, ის შორიდან უზარმაზარ პარალელეპიპედს ჰგავს.

5.

 ეს სახლი სერბეთშია.  მდინარე დრინის შუაშია აშენებული.
 უკვე 40 წელია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიას აჩვენებს იგი.

6.

დენქსიას ლანდშაფტი იგივეა რაც,  „ვარდისფერი ღრუბელი“  – სწორედ ამ სახლეწოდებითაა მსოფლიოში ეს ადგილი ცნობილი. ამ მართლაც რომ ზღაპრული სილამაზის ფორმირება მილიონობით წლის წინ დაიწყო. მინერალური დანალექები, წყლისა და ჰაერის ზემოქმედებისას ნელ–ნელა იჟანდებოდა, რამაც მთათა უხვი ფერთა გამის ამგვარი უჩვეულო შეფერილობაც განაპირობა.

7.

ეს ტიტების ველია, რომელიც ჰოლანდიაში მდებარეობს. სხვადასხვა ფერის ჰოლანდიური პლანტაციები - მომნუსხველი სანახაობა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მინდორი ბავშვებმა ცისარტყელის ფერებში შეღებეს.

ტეგები: Qwelly, დედამიწა, ზღვა, ილურა, ლაგუნა, მთა, უდაბნო

ნახვა: 545

გამოხმაურებები!

ულამაზესია! მინდა მსოფლიოს ნახვააა :(( 

ფერადი ტიტები ჰოლანდიის სავიზიტო ბარათია და ყველას მაინც მოწევა და ბოლი ახსენდება (( 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფალადორის საშინაო ამბები

გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: მაისი 24, 2022.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

After Sten displays to you, Suak will tell you which armor piece you need to make. If you follow the instructions he requires  you'll be awarded a bonus exp to reward you. Once Suak's requested armor piece changes, you can go to the anvil select that armor piece, and then continue your work.

To create Runescape Burial Armor, you'll require a hammer and iron, steel, mithril, the adamant, or rune. Smithing at level 30 is required as this is the minimum required to work with iron ingots.…

გაგრძელება

ევროპული გზის ამბები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 23, 2022.
საათი: 11:06pm 0 კომენტარი

      პოლიტიკური კინკლაობა იმაზე ვის უფრო მეტად უნდა ევროპაში და ვის უფრო ევროპული კურსი უჭირავს. აი, ეს არის ჩვენს ქვეყანაში დღის მთავარი პოლიტიკური ამბავი და ცხადია, ნიუსრუმშიც მხოლოდ ეს ამბავი ტრიალებს. ასევე, მსოფლიოს უკრაინული ამბები. და ამ ამბების პარალელურად საქართველოს პოზიცია ევროპულ კავშირში გაწევრიანების გზაზე. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.8767 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

დუნკანის კორტების ვარსკვლავი

გამოაქვეყნა Breezespring_მ.
თარიღი: მაისი 22, 2022.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

Duncan was a formidable player on the court. He earned the reputation of  being a clutch player, as evident by his three NBA Finals MVP awards. Duncan would often not keep his best performances for the play-offs - his post-season performance was always more impressive than his regular season stats.

The in-game scores reflect this, including 95 Rebounding and 98 Defensive Consistency as well as an IQ of 98 in Shots to mention some. Unrated or not Duncan was the man to beat. Although he…

გაგრძელება

პეპილის კაბები უფრთოდ

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 21, 2022.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      „იგრძენით თქვენს ტანზე პეპლები“ ასეთია ესპანური დამოდელო ფირმის ახალი კოლექციის სლოგანი. Bibian Blue ბარსელონაში, უნიკალური კაბების კოლექციას ქმნის, კაბის მთელი იდეა ისეთია, თითქოს ისინი აწყობილია პეპლის ნაზი ფრთების სხვადასხვა ნაწილებით. მთლიანი ზედაპირის დიზაინი პეპლის სხვადასხვა სახეობებს მიბაძავით არის შექმნილი. ტანზე შეიძლება მოირგოთ მონარქი თავისი ნათელი ნარინჯისფერი ფერებით, ასევე მინდვრის პეპლები და მრავალი სხვა. პატარ-პატარა…

გაგრძელება

Qwelly World

free counters