ულამაზესი ადგილები, რომელიც დაგვავიწყებს ამქვეყნიურ საზრუნავსა და პრობლემებს. ბუნებამ იმდენი საოცარი ადგილი შექმნა დედამიწაზე, რომ ყველას სანახავად მთელი სიცოცხლე არ გვეყოფა.  ისღა დაგვრჩენია, ფოტოები დავათვალიეროთ და ვიოცნებოთ, რომ ოდესმე… 

დავიწყოთ...... ☺ ☺

1.

ლუოპინგის საგრაფო მდებარეობს კუდჯინგის პრეფექტურაში, ჩინეთში. ეს ადგილი ცნობილია თავისი ლამაზი პეიჟაზით გაზაფხულზე, როდესაც ყვავილდება რაფსის ყვავილის მინდვრები და მთები გარშემორტყმულია ბუნებრივი ოქროსფერი ზღვით.

2.

უდაბნო ლაგუნებით
ერთი შეხედვით, ლენსოის-მარანიენსისი ტიპიურ უდაბნოს არ ჰგავს. მაგრამ, საჰარისა და სხვა უსიცოცხლო ადგილებისაგან განსხვავებით, აქ რეგულარულად მოდის წვიმა. წყალი ხეობებში გროვდება და ცისფერ და მწვანე ლაგუნებს ქმნის.

3.

არიზონის ტალღები  - ქვიშისა და კლდის ბუნებრივი გალერეა, მდებარეობს იუტასა და არიზონას შტატებს შორის. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ქარისაგან შექმნილი გორაკები, მილონობით წლის წინ ჩამოყალიბდა.

4.

მთა რორაიმა - ვენესუელას მთავარი ბუნებრივი ატრაქციონი. ეს 2700 მეტრიანი მთის მასაა, რომელსაც არ აქვს წვერი, რის გამოც, ის შორიდან უზარმაზარ პარალელეპიპედს ჰგავს.

5.

 ეს სახლი სერბეთშია.  მდინარე დრინის შუაშია აშენებული.
 უკვე 40 წელია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიას აჩვენებს იგი.

6.

დენქსიას ლანდშაფტი იგივეა რაც,  „ვარდისფერი ღრუბელი“  – სწორედ ამ სახლეწოდებითაა მსოფლიოში ეს ადგილი ცნობილი. ამ მართლაც რომ ზღაპრული სილამაზის ფორმირება მილიონობით წლის წინ დაიწყო. მინერალური დანალექები, წყლისა და ჰაერის ზემოქმედებისას ნელ–ნელა იჟანდებოდა, რამაც მთათა უხვი ფერთა გამის ამგვარი უჩვეულო შეფერილობაც განაპირობა.

7.

ეს ტიტების ველია, რომელიც ჰოლანდიაში მდებარეობს. სხვადასხვა ფერის ჰოლანდიური პლანტაციები - მომნუსხველი სანახაობა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მინდორი ბავშვებმა ცისარტყელის ფერებში შეღებეს.

ტეგები: Qwelly, დედამიწა, ზღვა, ილურა, ლაგუნა, მთა, უდაბნო

ნახვა: 487

გამოხმაურებები!

ულამაზესია! მინდა მსოფლიოს ნახვააა :(( 

ფერადი ტიტები ჰოლანდიის სავიზიტო ბარათია და ყველას მაინც მოწევა და ბოლი ახსენდება (( 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

While it may not be until the release of a new Change model

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: ივნისი 21, 2021.
საათი: 4:19am 0 კომენტარი



EA's long-running soccer simulation series continues to sell well, despite obvious criticism from what sounds like the vast majority of …

გაგრძელება

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters