მილიონობით მუმიფიცირებული ძაღლი უძველეს ეგვიპტის კატაკომბებში

Arun Rath, Salima Ikram, afterlife, anubis, catacombs, dog, egyptian, god, mummified, qwelly, ანუბისი, დედამიწა, ეგვიპტე, კატაკომბი, მარადისობა, მილიონობით მუმიფიცირებული ძაღლი უძველეს ეგვიპტის კატაკომბებში, მუმია, სანთელი, ღმერთი

      სამხრეთ კაიროს კატაკომბებში მკვლევარებმა აღმოაჩინეს სამარხები, სადაც მუმიფიცირებული ცხოველები არიან დამარხულები - მათი რიცხვი დაახლოებით 8 მილიონია, უმეტესობა ძაღლებია. კატაკომბები ეძღვნება ეგვიპტელების ღმერთს ანუბისს, რომელსაც აქვს ტურის თავი და ადამიანის სხეული. არქეოლოგი და ეგვიპტოლოგი Salima Ikram, რომელიც ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორია კაიროში, წერს რომ, ცხოველების მუმიფიცირება დაიწყო ეგვიპტეში, რათა ნება დაერთოთ საყვარელი ცხოველებისთვის საიქიოში მოხვედრილიყვნენ, ეს იყო ღმერთისთვის შესაწირავი, რადგან ზოგიერთი ცხოველი განიხილებოდა კონკრეტული ღმერთის ფიზიკურ გამოვლინებად, რომლებსაც ისინი ეთაყვანებოდნენ.

      Arun Rath განმარტავს რომ თითოეული ცხოველის მუმია სიმბოლო იყო საჩუქრის, რასაც უძღვნიდა მლოცველი ღმერთს. ისე როგორც დღეს, ხალხი მიდის ტაძარში და სანთელს ანთებს. მაგრამ ეგვიპტელები სანთლის მაგივრად მუმიას სთავაზობდნენ, ეს კი იმას ნიშნავს რომ მათ შორის ბევრი მორწმუნე ადამიანი იყო, რომელიც ანუბისს სთხოვდა შუამდგომლობას და დახმარებას.

Arun Rath, Salima Ikram, afterlife, anubis, catacombs, dog, egyptian, god, mummified, qwelly, ანუბისი, დედამიწა, ეგვიპტე, კატაკომბი, მარადისობა, მილიონობით მუმიფიცირებული ძაღლი უძველეს ეგვიპტის კატაკომბებში, მუმია, სანთელი, ღმერთი
სურათზე ნაჩვენების ერთ-ერთი მუმიფიცირებული ძაღლის რენდგენი, რომელიც კატაკომბებში იპოვეს.

      ძველი ეგვიპტის ღმერთები და ღვთაებები ასოციაციას ქმნიდნენ ბუნებასთან, ამაზე Ikram_მა განაცხადა: "ღმერთების სახეები ასოცირდება სხვადასხვა ცხოველებთან, ანუბისი - ბალზამირების და მოგზაურობის ღმერთი, დაკავშირებულია ტურასთან, რადგან ისინი დიდი მანძილის გავლის დროსაც არ კარგავენ გზას, მათი პოვნა სასაფლაოებთან შეიძლება."

      Ikram_ის აზრით მუმიფიცირებული ძაღლების ასეთი რაოდენობა საბაბს გვაძლევს ვივარაუდოდ, რომ არსებობდა სპეციალური ადგილი ანტიკურ ეგვიპტეში, სადაც ცხოველების მუმიფიცირება ხდებოდა - "სპეციალური ადგილის გარეშე, 8 მილიონ ცხოველს ვერ გაუკეთებ მუმიფიცირებას, ზოგიერთ მათგანს სპეციალურად კლავდნენ, ჩვენთვის ეს სისასტიკეა, მაგრამ ეგვიპტელები ფიქრობდნენ რომ ასე ჯობდა მათი ცხოველებისთვის, რადგან ისინი მარადისობაში ანუბისთან ერთად იქნებოდნენ, და რომ ისინი უკეთეს ადგილზე მიდიოდნენ."

      მან აგრეთვე განაცხადა რომ ისინი ბევრ გამოქვაბულში იყვნენ, ზოგიერთი მათგანი ძალზედ საშიშია, მაგრამ ეს ნიშნავს რომ მომავალ თაობებს ბევრი აღმოსაჩენი და შესასწავლი რამ ექნებათ.

ტეგები: Egypt, Qwellyland, dog, ანუბისი, ეგვიპტე, მუმია

ნახვა: 458

გამოხმაურებები!

ძაღლთმოყვარეობით ეგვიპტელებს ვგავართ )) 

ჩვენ არ დავიწყებთ იმედია მუმიფიცირებას :D

ლაშა_მ თქვა:

ძაღლთმოყვარეობით ეგვიპტელებს ვგავართ )) 

ჩვენთან უფრო ცხვარს თუ გაუკეთებენ მუმიფიცირებას, ძაღლი არ მგონია ))

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ჩვენ არ დავიწყებთ იმედია მუმიფიცირებას :D

ცხვარს? ცხვარის ჩაქაფულზე უკეთესი რამე რა უნდა იყოს :DD ამიტომ წინააღმდეგი ვარ მისი მუმიფიცირების :D 

რას ერჩით საცოდავ ცხვარს, აღარ აცლით მშვიდ სიბერეს :D

მარიამ, ბებერ ცხვარს პრინციპში აღარავინ ერჩის (( მემატყლეების გარდა. ))

mariam kubaneishvili_მ თქვა:

რას ერჩით საცოდავ ცხვარს, აღარ აცლით მშვიდ სიბერეს :D

საინტერესოა რომელი დინასტიის დროს დაედო საფუძველი ))

RSS

ღონისძიებები

Qwelly World

free counters