სამხრეთ კაიროს კატაკომბებში მკვლევარებმა აღმოაჩინეს სამარხები, სადაც მუმიფიცირებული ცხოველები არიან დამარხულები - მათი რიცხვი დაახლოებით 8 მილიონია, უმეტესობა ძაღლებია. კატაკომბები ეძღვნება ეგვიპტელების ღმერთს ანუბისს, რომელსაც აქვს ტურის თავი და ადამიანის სხეული. არქეოლოგი და ეგვიპტოლოგი Salima Ikram, რომელიც ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორია კაიროში, წერს რომ, ცხოველების მუმიფიცირება დაიწყო ეგვიპტეში, რათა ნება დაერთოთ საყვარელი ცხოველებისთვის საიქიოში მოხვედრილიყვნენ, ეს იყო ღმერთისთვის შესაწირავი, რადგან ზოგიერთი ცხოველი განიხილებოდა კონკრეტული ღმერთის ფიზიკურ გამოვლინებად, რომლებსაც ისინი ეთაყვანებოდნენ.
Arun Rath განმარტავს რომ თითოეული ცხოველის მუმია სიმბოლო იყო საჩუქრის, რასაც უძღვნიდა მლოცველი ღმერთს. ისე როგორც დღეს, ხალხი მიდის ტაძარში და სანთელს ანთებს. მაგრამ ეგვიპტელები სანთლის მაგივრად მუმიას სთავაზობდნენ, ეს კი იმას ნიშნავს რომ მათ შორის ბევრი მორწმუნე ადამიანი იყო, რომელიც ანუბისს სთხოვდა შუამდგომლობას და დახმარებას.
სურათზე ნაჩვენების ერთ-ერთი მუმიფიცირებული ძაღლის რენდგენი, რომელიც კატაკომბებში იპოვეს.
ძველი ეგვიპტის ღმერთები და ღვთაებები ასოციაციას ქმნიდნენ ბუნებასთან, ამაზე Ikram_მა განაცხადა: "ღმერთების სახეები ასოცირდება სხვადასხვა ცხოველებთან, ანუბისი - ბალზამირების და მოგზაურობის ღმერთი, დაკავშირებულია ტურასთან, რადგან ისინი დიდი მანძილის გავლის დროსაც არ კარგავენ გზას, მათი პოვნა სასაფლაოებთან შეიძლება."
Ikram_ის აზრით მუმიფიცირებული ძაღლების ასეთი რაოდენობა საბაბს გვაძლევს ვივარაუდოდ, რომ არსებობდა სპეციალური ადგილი ანტიკურ ეგვიპტეში, სადაც ცხოველების მუმიფიცირება ხდებოდა - "სპეციალური ადგილის გარეშე, 8 მილიონ ცხოველს ვერ გაუკეთებ მუმიფიცირებას, ზოგიერთ მათგანს სპეციალურად კლავდნენ, ჩვენთვის ეს სისასტიკეა, მაგრამ ეგვიპტელები ფიქრობდნენ რომ ასე ჯობდა მათი ცხოველებისთვის, რადგან ისინი მარადისობაში ანუბისთან ერთად იქნებოდნენ, და რომ ისინი უკეთეს ადგილზე მიდიოდნენ."
მან აგრეთვე განაცხადა რომ ისინი ბევრ გამოქვაბულში იყვნენ, ზოგიერთი მათგანი ძალზედ საშიშია, მაგრამ ეს ნიშნავს რომ მომავალ თაობებს ბევრი აღმოსაჩენი და შესასწავლი რამ ექნებათ.
ტეგები: Egypt, Qwellyland, dog, ანუბისი, ეგვიპტე, მუმია
ჩვენ არ დავიწყებთ იმედია მუმიფიცირებას :D
ლაშა_მ თქვა:
ძაღლთმოყვარეობით ეგვიპტელებს ვგავართ ))
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2022.
საათი: 11:17pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ისე ცხელა, მედიამ რისთვის მოიცალოს აღარ იცის და ისიც კი აქტუალურია, ერთ-ერთ არხზე გადაცემის წამყვანი როგორ გაუშვეს სამსახურიდან იმის გამო, რომ ოჯახში ძალადობდა. ჰო, ესაა ქვეყნის მეინსტრიმი. ასევე დღის მთავარი ამბავი იყო კელი დეგნანის და ამერიკის საელჩოს რეკომენდაციები, რომლებიც ზოგიერთმა პოლიტიკოსმა რეკომენდაციად კი არა, თითის ქნევად აღიქვა და მუშტი მაგიდაზე ბრახუნად. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარია.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 15, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
აგვისტოში ისე დაცხება, რომ გარეთ გასვლას, სადმე ცეცხლის ანთებას და მერე უყურადღებოდ მიტოვებას, ბუნება არ გაპატიებთო, საგანგებო სამსახურმა დღეს განაცხადა. მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო მატება. პარალელურად, საქართველოში კვლავ ევროპის კარზე მდგომი პოზიციიდან ხდება გადაწყვეტილებების შეფასება. უკრაინა კვლავ ომობს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7877 ლარია.
გამოაქვეყნა itemsigv rocket_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2022.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
We will therefore discuss how you can improve your Rocket League inventory using our tips and tricks in this Rocket League guide. This guide is intended for traders who are just getting started. These aren’t necessarily new players, but rather people who want to get their feet wet in the Rocket League trading world.
Understand the market
If you want to become an expert in the Rocket League market, earn more credits and expand your inventory, you have to understand the nature of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 8, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ტრადიციად ქცეული კითხვის დღე - 08.08.08 - ვინ დაიწყო ომი? და დაუსრულებელი ბრალდებები ერთმანეთის რუსეთუმეობაზე, ასეთია აგვისტოს პირველი დღეების პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში. დღესაც 08.08.22-ში, კვლავ გმირების საფლავები შეამკეს, დაგმეს ოკუპაცია და პარალელურად ქსენოფობიაც, ასევე განიხილებოდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარია.…
© 2022 George.
•