მცენარეები იზრდებიან ყველგან, სადაც კი პოულობენ მზის პატარა სხივს, იმედის ნაპერწკალს. არის რაღაც რაც ყველა ცოცხალ არსებას აერთიანებს, სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა. მცენარეებს არ აქვთ ტვინი, რომ ჩვენსავით იფიქრონ და იაზროვნონ, მაგრამ უდავოა მათ სიცოცხლე უყვართ. არსებობისთვის მათ ყოფნით სულ მცირე ზრუნვა და სიყვარული.

ამ მცენარეებმა დაამტკიცეს, რომ მთავარია არ დანებდე და ყველგან შეიძლება სიცოცხლე და გადარჩენა.

პატარა ბზარი ასვალტზე, სულ ესაა რაც ამ პატარა ყვავილს ჭირდება თავისუფლებისთვის. მისი თხელი და გრძელი ფესვები ტენიან ნიადაგამდე ჩადის, რათა დარჩეს ცოცხალი.

ლამაზი ნარინჯისფერ ფოთლებიანი ყვავილი, ნაცრისფერი გზის ტროტუარზე.

იისფერი ყვავილის ძალა.

როდესაც ბზარები ჩნდება ტროტუარზე, წყალი ჩადის მასში. გზის ამ პატარა ზოლში იქმნება მთელი სიცოცხლე, პატარა მწვანე ოჯახი.

თითქოს მიწას უჭერია ყვავილის ბუკეტი ვინმესთვის, ეს არის ბუნების პატარა საჩუქარი.

სოკოს ეს სახეობა იზრდება ხეების გარშემო, მათ განსაკუთრებით ფოთლოვანი ხეები უყვართ, როგორიცაა მუხა. გასაზრდელად სჭირდებათ მხოლოდ სწორი გარემო პირობები.

ეს ხე იზრდება ამ შენობაზე და ასეთი შემთხვევა არამარტო ერთია. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მსოფლიოში არის ბევრი შენობა, სადაც ხეები იზრდებიან.

ამ სურათში არის რაღაც ძალიან საოცარი, როგორ მოახერხა მცენარემ ამ რკინაში გაზრდა.

ეს მცენარე გავს მინიატურულ ვერსიას იმ ხისა რომელიც აფრიკაში იზრდება.

ძველი საბურავების გაუთავებელ ნაგავსაყრელზე, ცხოვრება პოულობს თავის გზას.

ბუნება არის ყველაზე საოცარი და შეუდარებელი ხელოვანი.

ეს მცენარე ცოტათი ჯუმანჯის მაგონებს.

მთელი გემი დაფარულია ტყით, საინტერესოა შიგ რა არსებები ცხოვრობენ.

ყოფილი ავტომობილის ფარი, ამჟამად საცხოვრებელი ადგილი.

უსიცოცხლო აგური დაიკარგა ხავსისა და კაშკაშა ყვითელი ყვავილის ბრძოლაში.

არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით გაიზრდებიან, მთავარია გადარჩნენ.

ტეგები: Earth, Qwellyland, ბუნება, დედამიწა, სიცოცხლე

ნახვა: 1006

გამოხმაურებები!

საოოცცცარია.. მართლაც, რომ უყვართ სიცოცხლე, უნდათ სიცოცხლე.. ადამიანებზე მეტადაც კი :)

ხვდებიან რამხელა საჩუქარია სიცოცხლე და გაფრთხილება რომ უნდა მას :)
 
თათია_მ თქვა:

საოოცცცარია.. მართლაც, რომ უყვართ სიცოცხლე, უნდათ სიცოცხლე.. ადამიანებზე მეტადაც კი :)

მართლაც საოცარია:)

მშვენიერი ფოტოებია ^_^ მე ეს სიცოცხლისმოყვარული მცენარეები მიყვარს :* :* რა სილამაზეა :* 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ონლაინ თამაშების დავალებები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 18, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Cooperative games are an important part of Elder Scrolls Online, and Dungeons and Trials have continued to grow since their launch. The dungeon is a place of instantiation, where you can see a group of four completing the set tasks and facing the deadly boss on the way. Trials provide roughly the same functionality, but are more challenging, have more Elder Scrolls Online Gold, and allow teams of up to 12 people. Since its launch, new dungeons and trials have been added every year, and this…

გაგრძელება

კატები ღმერთებთან და ადამიანებთან

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 17, 2021.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ეგვიპეტში კატების საკრაულობა ცნობილი ამბავია. ადამიანებისა და კატების მეგობრობა ათობით ათასწლეულს ითვლის. კატის სიწმინდეც ძველი წლებისაა, ეგვიპეტში, ქრისტეს შობამდე, მესამე ათასწლეულში მას უკვე თავისი ქალაქიც ჰქონდა ბუბასტისი. იმ ქალაქში კი ეთაყვანებოდნენ კატისთავიან ქალღმერთ ბასტესს, რომელიც ნაყოფიერების, მხიარულების, სიყვარულისა და სიხარულის ღმერთია ეგვიპტურ მითოლოგია. სწორედ ის იქცა კატების, როგორც რელიგიური თაყვანისცემის ობიექტად ქცევის…

გაგრძელება

მკვდარი მიწის თამაშობები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 14, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Bethesda Softworks announced that Elder Scrolls Online Deadlands will be released on all current game platforms next month. Players on PC/Mac and Stadia will get the head start of the DLC on November 1st, while the Xbox Series X|S, Xbox One, PlayStation 5 and PlayStation 4 versions will be available on November 16th in a few weeks.

ESO fans will get a unique opportunity to enter Deadlands for free. Players must participate in the ongoing Blackwood bounty activities and work together…

გაგრძელება

მცხეთობას ჩანიშნული აქცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2021.
საათი: 10:57pm 2 კომენტარი

      ოქტომბერში მზე თითქის არ გამოჩენილა, ღრუბლებსა და ნისლებში მიდის თვე. პოლიტიკურ სიახლეებშიც ღრუბელია და წრეზე სიარული - კოვიდმა კვლავ იმატა და ბოლო დღეს 4700 ინფიცირებულს გასცდა. მიშას ჩამოსვლამ კვლავ აქციების ანონსები გამოიწვია და მისი გათავისუფლების მოთხოვნები. ბათუმის ტრაგედია ჯერ გვახსოვს და ჩვენი პრეზიდენტი, ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1329 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters