წელიწადის ყველა სეზონს აქვს თავისი ხიბლი, შემოდგომა გამოირჩვა ფერთა სიუხვით, ამ დროს, ზამთრის მოლოდინში, ბუნება წარმოაჩენს თავის მშვენიერებას და მრავალფეროვნებას სრული სისავსით...

გაიხსენეთ შემოდგომის ფერებში გამოწყობილი პირველი შვიდი ეროვნული პარკი → ნაწილი I.

დღეს დარჩენილიც 8 ნაციონალური პარკიც...

8. გლასიერის ეროვნული პარკი, მონტანა.

სექტემბრის შუა რიცხვებიდან, ოქტომბრის შუამდე, პარკი თავის სილამაზის ზენიტს აღწევს. დიდი მთების მწვერვალების ყურებით რომ დატკბეთ, 8 მილი ფეხით უნდა გაისეირნოთ, ან შეგიძლიათ გაცუროთ მდინარე Flathead-ზე ფერადი ლანდშაფტის გასწვრივ.

9. Mount Rainier ეროვნული პარკი, ვაშიგტონი.

სხვა მაღალ მთიანი ადგილების მსგავსად, ამ პარკშიც ბუნების ფერები ცვლილებას იწყებენ აგვისტოდან. ვინც ამ ადგილის ნახვას აპირებთ გირჩევთ რომ წახვიდეთ გვიან სექტემბერს, ხოლო ოქტომბერში პარკი უკვე იკეტება.

10. კლდოვანი მთების ეროვნული პარკი, კოლორადო.

მაღალმა მთებმა ბევრი შეიძლება დატოვოს დამუნჯებული, მაგრამ შემოდგომაზე მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება დავახასიათოთ ლანდშაფტი-ყვითელი. ნათელი, ოქროსფერი ვერხვები კონტრასტს ქმნიან მარადმწვანე ბუნებასთან, რაც სექტემბერში ყველაზე ლამაზია.

11. დიდი კანიონის ეროვნული პარკი, არიზონა.

ყოველ წელიწადს, შემოდგომით ფოტოგრაფთა გუნდი მიდის რომ გადაიღოს დაუჯერებელი სილამაზის ლანდშაფტის ფერთა შხეფები. სექტემბერი არის საუკეთესო დრო, რომ დაგეგმოთ თქვენი თავგადასავალი.

12. Zion ეროვნული პარკი, იუტა.

ეს ველური ადგილი, რომელიც სამოთხეს მოგაგონებთ, ყველაზე ლამაზი და გამაოგნებელი ხდება ოქტომბერში და ნოემბერში, როდესაც სეზონი იხსნება.

13. Denali ეროვნული პარკი, ალასკა.

ზოგს შეიძლება გაუკვირდეს რომ პარკი რომელიც მდებარეობს შორს ჩრდილოეთით, ასე ცნობილია თავისი ორნამენტებიანი ფოთლების წყალობით, ისინი ცვლილებას იწყებენ აგვისტოს დასაწყისში.

14. Guadalupe Mountains ეროვნული პარკი, ტეხასი.

მნახველები შეიძლება გაკვირვებულები დარჩნენ როდესაც აღმოაჩენენ ასეთ მდიდარ ფერებს ერთ პატარა პარკში, დასავლეთ ტეხასში.

15. აპალაჩის ეროვნული მთათა სისტემა, მენიდან ჯორჯიას შტატამდე.

ეს ლეგენდარული ადგილი გაცოცხლებულია ფერების ნაირსახეობით, სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით.

ტეგები: Alaska, Appalachian, Autumn, Colorado, Colorful, Denali, Earth, Georgia, Great_Canyon, Guadalupe, მეტი...Montana, Mountains, Qwelly, State, Texas, Travel, USA, Washington, Zion, ავტორი: მარიამ ყუბანეიშვილი, ალასკა, აპალაჩი, არიზონა, გლასიერი, დედამიწა, ეროვნული, ვაშიგტონი, იუტა, კოლორადო, მოგზაურობა, მონახულება, მონტანა, პარკი, ტეხასი, ფოტო, ჯორჯია

ნახვა: 1114

გამოხმაურებები!

ახლა, სადმე, რომელიმეში მასეირნა რა იქნება :( 

იუტას და ვაშინგტონის პარკები გამოიყურება მაგრად :))

მართალია ჯერ შემოდგომა არაა, მაგრამ სიამოვნებით წავიდოდი რომელიმეში :)



mariam kubaneishvili_მ თქვა:

მართალია ჯერ შემოდგომა არაა, მაგრამ სიამოვნებით წავიდოდი რომელიმეში :)

იცით რა არის?? ყველაფერი სხვისი მოგვწონს  ამ ფოტოებში არაფერია საოცრება  მე მინახია შემოდგომაზე რაჭის გზაზე ისთი ლამაზი ფერებით  შეღებილი  ტყეები რომ  საოცრება იყო... აი კარგი ფოტოგრაფი ამაზე ლამაზ ადგილებს მონახავს და გადაიღებს  ჩვენთან... მართლია  უცხოური სახელები არ ერქმევა  მაგრამ  უფრო ლამაზი იქნება......თუნდ ძველ ბოტანიკურ ბაღში  რა სილამაზე მინახავს  დამფასებელი ვინ არის???

ქალბატონო anna ჩვენ ვართ დამფასებლები :)) რაჭის სილამაზეზეც არაერთი პოსტია აქ და ასევე სხვა მშვენიერ ქართულ სანახებზე. უბრალოდ არ შეიძლება მხოლოდ ქართულზე ვთქვათ რომ ასეთი ბუნება არსად არისო, ეს და სხვა მრავალი ფოტოებიც მოწმობენ რომ სხვაგანაც არის. და ეს სულაც არ აკნინებს უნიკალურ ქართულ მშვენიერებას :) 

anna_მ თქვა:

იცით რა არის?? ყველაფერი სხვისი მოგვწონს  ამ ფოტოებში არაფერია საოცრება  მე მინახია შემოდგომაზე რაჭის გზაზე ისთი ლამაზი ფერებით  შეღებილი  ტყეები რომ  საოცრება იყო... აი კარგი ფოტოგრაფი ამაზე ლამაზ ადგილებს მონახავს და გადაიღებს  ჩვენთან... მართლია  უცხოური სახელები არ ერქმევა  მაგრამ  უფრო ლამაზი იქნება......თუნდ ძველ ბოტანიკურ ბაღში  რა სილამაზე მინახავს  დამფასებელი ვინ არის???

ულამაზესია ^_^

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

Qwelly World

free counters