სემირამიდა არა, ამას დაკიდულ ბაღებს ვერ ვუწოდებდი, ამიტომ გადავწყვიტე აყუდებული ბაღები დამერქმია. 

       ჰო, ჩემი თუ არ გჯერათ, თავად ნახავთ ფოტოებს და მერე მაინც დამიჯერებთ რომ სინგაპურელებმა ნამეტანი მოინდომეს და ბაღები ხელოვნურ ხეებზე გააშენეს. მე შენ გეტყვი და არ გამოუვიდოდათ ან უფულობა და გონება შეუშლიდათ ხელს. მოკლედ, მოგიყვებით რა ხდება იქ. 

       წელს დაიწყო სინგაპურში პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ბუნების მწვანე საფარით გალამაზებას, უფრო სწორედ საფარით არა - ხეებით გალამაზებას. საგულისხმოა რომ ეს ხეები არის რკინის კონსტრუქცია და არა რეალური ტყე. სულ 18 ცალი ყვავილოვანი ხე იქნება რომლებიც ერთმანეთს ხიდებით დაუკავშირდებიან. შიგნით იხილავთ კაფეებს, ბარებს, ბიბლიოთეკებს, დასასვენებელ და გასართობ ოთახებს და მრავალ საინტერესო რამეს. 

 

ტეგები: Qwelly, ბუნება, დედამიწა, სიმწვანე, სინგაპური, ფაუნა, ფლორა

ნახვა: 621

გამოხმაურებები!

ბოლო სურათის "სკამში" მინდა დავიძინო : ) ამ სილამაზის ფონზე მარტო მაგ სკამს, რომ დაინახავ.... :|

ვაუუუუუუუუუუუუუუუუუუ  :-X

რა ლამაზია ))

:O :O :O გავოცდიი რა სილამაზეა :( მინდა ნახვა :(( 

მარი მადლობას მოგიხდიდი ჩემი გაკეთებული რომ იყოს :D :D :D ან დაპროექტებული :D 

მარი_მ თქვა:

რა ლამაზია ))

ana gulisashvili რატომ? :( 

ana gulisashvili_მ თქვა:

არ მომწონს :(

არა ეს მეც არ მომწონს.. ვითომ ხო რაღაც მარა მაინც ძაან არაბუნებრივად ვხედავ... ღამით კიდე ხო ვნახავდი 1 ხელ თუ მოვხვდებოდი მანდ ახლომახლოს :) 

David Jafaridze და ana gulisashvili არ არის პრობლემა, ნუ ნახავთ ამას :D თუ რამეა, მე გამიშვით და მე მოვინახულებ დიდი სიამოვნებით :D 

ana gulisashvili და ეს სად არის? :P 

ana gulisashvili_მ თქვა:


შევთანხმდით! :დ მე კი აქ გამიშვით!

ნორვეგიის ელიზიუმია?? :D :D აქ მარტო განათებული დეკორაციებია ამაში არაფერია ახალი:| :)))) (ალბათ რომელიმე გადასაღები მოედანია)

სიზმარივით   ლამაზი

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ახალ ოცწლედში შესვლის ბიუჯეტი და კარტოგრაფია სასამართლოში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 1, 2020.
საათი: 11:08pm 0 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და არაფერიც არ შეიცვალა - ოპოზიცია ისევ ინარჩინებს პრინციპულობას შეუსვლელობაზე, მეათე მოწვევის პარლამენტი კი პირველი სხდომისთვის ემზადება და სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. დღის მთავარი ამბავი 2021 წლის ბიუჯეტის განყოფა იყო და კარტოგრაფიაც კვლავ აქტუალურია. კოვიდ-პოპულაცია - 139343 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 117560, გარდაცვლილი - 1303, კარანტინში - 1978. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასი 3.3185…

გაგრძელება

შემოდგომაც სრულდება და სუსხიან ზამთარს ველით კოვიდ და პოლიტ სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      გიორგობისთვე მიიწურა და მას გაჰყვა შემოდგომის მთელი ბედნიერებაც, ხვავ-ბარაქის დაგროვება მაინცდამაინც არ გამოვიდა წელს, მაგრამ შემოდგომა თავის ფერსა და სუსხს არ დაშურებია. ხვალიდან კარგად აცივდება და ზამთარს ვეღარაფერი შეაკავებს. ამასობაში მეათე მოწვევის პარლამენტი პირველი სხომისთვის ემზადება, ოპოზიცია კი პირველი პროტესტისთვის. კოვიდიც არსად აპირებს წასვლას - 135584 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 113986, გარდაცვლილი - 1267,…

გაგრძელება

ჯინჯერები, წითურები პორტრეტებში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 28, 2020.
საათი: 8:41pm 0 კომენტარი

      ფაქტი, რომ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1-2% იბადება წითელი თმით, ამ ადამიანებს განსაკუთრებულს ხდის. ზოგჯერ, ეს განსაკუთრებულობა დადებითად წაადგებათ ხოლმე, ზოგჯერ კი ჩაგვრისა და ბულინგის მსხვერპლნიც გამხდარან. ჩვენი დღევანდელი მასპინძელი ფოტოგრაფია. შესავლიდან გამომდინარე, აღარ გაგიკვირდებათ, თუ დავწერ, რომ წარმოშობით შოტლანდიელია, ანუ იმ ქვეყნიდან არის, სადაც წითური ადამიანები, შეიძლება ითქვას, უმავლესობაშიც არიან - ყველგან იპოვით ერთ წითურს…

გაგრძელება

დარდი პანდემიაზე, ეკონომიკაზე, კარტოგრაფებზე და მოახლოებულ წვიმებზეც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      მარხვის დაწყების წინ, პატრიარქმა მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა მისცა საჭიროების შემთხვევაში რძის პროდუქტების მიღებაზე კურთხევა გასცენ. ხვალიდან შეზრუდვების ამოქმედება იწყება, ამიტომ დღევანდელი პარასკევი, რომელსაც შავი პარასკევიც წამოეწია, დედაქალაქის სრული პარალიზების მიზეზი გახდა - ყველა საყიდლებს ეშურებოდა. მომავალი დღეები წვიმიანი იქნებაო, ამბობენ სინოპტიკოსები - 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. კოვიდს რაც შეეხება - 123470 დადასტურებული,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters