19 დეკემბერს (ძვ. სტ. 6 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია დღესასწაულობს წმინდისა და საკვირველმოქმედისა, მირონლუკიის მთავარეპისკოპოსის ნიკოლოზის ხსენებას!

წმინდა ნიკოლოზი, wminda nikolozi, წმინდათა ცხოვრება, თვენი, დეკემბერი, ქველი, qwelly, december

      მცირე აზიაში, სამხრეთ სანაპიროზე ქალაქ პათარში დაიბადა წმინდა ნიკოლოზი. მისი მშობლები იყვნენ თეოფანე და ნონა, რომელთა უფლის დაშვები შვილი დიდი ხნის განმავლობაში არ ეძლეოდათ, რის გამოც გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს მათთვის შვილი ებოძებინა. კეთილმსახურებისა და უშურველი მოღვაწეობის გამო, ღმერთმა მათი თხოვნა შეისმინა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი ეწოდა. დაბადებიდანვე, უფლის განსაკუთრებულ მადლს ფლობდა ყრმა ნიკოლოზი - შობისას, წმინდანმა საკუთარი დედა განკურნა, რომელიც მანამდე ხანგრძლივი სნეულებით იტანჯებოდა. როგორც ქრისტეს ეკლესია გვასწავლის, სასწაულები მორწმუნეთათვისა და არა ურწმუნოთათვის. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება და მოღვაწეობა უამრავ სასწაულს ითვლის.ჯერ კიდევ ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ ღებულობდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ.

      წამოიზარდა თუ არა, წმინდა ნიკოლოზი უფლის მსახურებას შეუდგა - საღვთო წერილს სწავლობდა, დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. წმიდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც მეტად ახარებდა ძმისწულის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშება, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმიდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყსოს წმიდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა: "ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქნება".

      ბიძამ ნეტარი ნიკოლოზი მხარში ამოიყენა და მრევლის წინაშე ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. საოცარი სარწმუნოებითა და გონიერებით გამორჩეული ჭაბუკი მორწმუნეებში ღრმა პატივისცემას იწვევდა.

      წმინდანს არც სიმდიდრე მიაჩნდა რამედ, როცა მშობლები გარდაეცვალა თავისი ქონება გლახაკებზე ზრუნვას შეალია. ერთხელ ერთმა მეტად შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და უკიდურესი გაჭირვებიდან თავი რომ დაეღწია, გადაწყვიტა, სამი მოწიფული ასული საროსკიპოში მიეცა. ამის შესახებ რომ შეიტყო, შეძრწუნებულმა მღვდელმთავარმა მას ღამით, ფარულად, ფანჯრიდან სამი ქისა ოქრო შეუგდო და ოჯახი დაცემისა და სულიერი დაღუპვისგან იხსნა. წმიდა ნიკოლოზი ცდილობდა, კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო გაცხადებული.

      ერთხელ პათარის ეპისკოპოსი იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა და სამწყსოზე ზრუნვა ნეტარ ნიკოლოზს გადააბარა. უფლის რჩეულმა სიყვარულით აღასრულა მორჩილება, მღვდელმთავრის დაბრუნების შემდეგ კი გამოითხოვა კურთხევა წმიდა მიწის მოლოცვაზე.

      იერუსალიმში ჩასულმა ნიკოლოზმა უპირველესად გოლგოთას მიაშურა, შემდეგ კი ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა წმიდა ადგილებიც მოილოცა. სიონის მთაზე ღამით ასული მამის წინაშე ტაძრის დახშული კარები თავისით გაიღო. ბოლოს ნეტარმა გადაწყვიტა, უდაბნოში გასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ზეციურმა ხმამ შეაჩერა და სამშობლოში დაბრუნება უბრძანა. განმარტოების მაძიებელი ღირსი მამა ლუკიაში წმიდა სიონად წოდებული სავანის ძმობაში შევიდა, მაგრამ უფალმა ისევ მიანიშნა, რომ ეს არ იყო მისთვის განმზადებული სამკალი და ერში გასვლა უბრძანა. საღვთო ხილვაში მაცხოვარმა ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება გაუწოდა ნეტარს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა კი - ომოფორი.

      იმჟამად ქალაქ მირონში მთავარეპისკოპოსი გარდაცვლილი იყო და ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა. სხვადასხვა ქალაქებიდან შემოკრებილი ეპისკოპოსები მკაცრ მარხვასა და გაძლიერებულ ლოცვას მისცემოდნენ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. ამ დროს ერთ-ერთ მათგანს უფალი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ღამით ტაძრის კარებთან დამდგარიყო: "პირველი, ვინც შემოვა, ჩემი რჩეულია, მას ნიკოლოზი ჰქვია". ამასობაში ნეტარი ნიკოლოზი მირონში ჩავიდა და იმ ღამითაც, ჩვეულებისამებრ, ტაძარში წავიდა ცისკრის ლოცვების მოსასმენად. როცა კარებთან მდგარმა ეპისკოპოსმა საყდარში პირველად შემოსულის სახელი შეიტყო, ხელი ჩასჭიდა მას და უფლის რჩეულის მოლოდინში იქვე თავმოყრილ სხვა მღვდელმთავრებს შორის ჩააყენა. ხმა მომხდარის შესახებ სწრაფად გავრცელდა ქალაქში და სულ მალე ურიცხვი ხალხი მოაწყდა ტაძარს. "მიიღეთ, ძმებო, თქვენი მწყემსმთავარი, რომელიც თავად სულიწმიდამ სცხო და თქვენს სულებზე ზრუნვა მიანდო; რომელიც ადამიანთა კრებულის მიერ კი არა, თვით ღვთის განგებულებითაა დადგენილი!" - მიმართა შეკრებილებს ზეციური ხილვით ჩაგონებულმა ეპისკოპოსმა.

      მას შემდეგ რაც წმინდა ნიკოლოზი მირონ-ლუკიის ეკლესიის მეთაურად დაადგინეს, ნეტარ მამას არ შეუწყვეტია მოსაგრე ცხოვრება. მისი უშუალობა, სიმდაბლე, სიმშვიდე და კაცთმოყვარება ყველას ქრისტეს სიყვარულისკენ მიმართავდა. მესამე საუკუნის მიწურულს იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. წმიდა ნიკოლოზი არ შემდრკალა - კვლავ ახოვნად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, რისთვისაც შეიპყრეს და სხვა მართლმორწმუნეებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდეს. აქ იგი კარგა ხანს იყო გამომწყვდეული, მოთმინებით იტანდა სატანჯველებს და განამტკიცებდა თანაპყრობილებს. ბოლოს დევნა შეწყდა. ტახტზე წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი ავიდა, რის შემდეგაც ნეტარი მწყემსმთავარი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.

      325 წელს წმიდანი მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. გადმოგვცემენ, რომ არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში ჩაბმულმა წმიდა ნიკოლოზმა ვერ გაუძლო ერეტიკოსის ღვთისმგმობელი სიტყვების მოსმენას და მთელი თავყრილობის თანდასწრებით კვერთხი ჩაარტყა ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმიდანს ხარისხი აჰყარეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი - ღვთისმშობელი ომოფორით და, საღმრთო ჩვენებით, კვლავ მღვდელმთავრის პატივში აღადგინეს უფლის რჩეული.

      წმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. მათგან ნეტარს განსაკუთრებით გაუთქვა სახელი ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი სამი კაცის გადარჩენამ. სულიწმიდის მადლით გაძლიერებული მღვდელმთავარი გაბედულად მიეჭრა ჯალათს, უკვე ამართული მახვილი ხელიდან გამოსტაცა და მიწას დაანარცხა. წმიდა ნიკოლოზის მიერ უმსჯავრობაში მხილებული ქალაქის თავი სინანულში ჩავარდა და შენდობა ითხოვა. ამ ამბებს იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ფრიგიაში შფოთის ჩასაცხრობად გაგზავნილი მხედართმთავრები: ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანაც შეესწრნენ. მაშინ მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მალე თავადაც დასჭირდებოდათ წმიდა ნიკოლოზის შეწევნა. ფრიგიიდან გამარჯვებით დაბრუნებულ სარდლებს მათდამი შურით აღძრულმა სხვა მხედართუფროსებმა სამეფო ტახტის წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დასწამეს და იმპერატორთან დაასმინეს. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანა დაუყოვნებლივ შეეპყროთ და სიკვდილით დაესაჯათ. საკანში გამომწყვდეულ სასოწარკვეთილ მსჯავრდებულებს მირონ-ლუკიის წმიდა მღვდელმთავარი მოაგონდათ და მხურვალე ლოცვით მეოხება გამოითხოვეს მისგან. წრფელი გულით აღვლენილი ვედრება უპასუხოდ არ დარჩენილა: წმიდა ნიკოლოზი სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა კონსტანტინეს და უბრძანა, გაეთავისუფლებინა უსამართლოდ პყრობილი მხედართმთავრები.

      მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს (იხილეთ 9 მაისის საკითხავი).

      წმიდა ნიკოლოზის დაბადებისას სასწაულები აღესრულა, არც მისი მიცვალების შემდეგ გაწყვეტილა კავშირი წმინდანის სასწაულმოქმედებასა და მის წინაშე მვედრებელ მორწმუნეთა შორის. "ვერვინ შემძლებელ არს აღრაცხად მათა: რავდენნი სნეულნი განკურნნა, ანუ რავდენნი ეშმაკეულნი განათავისუფლნა და რავდენთა ჭირვეულთა მსწრაფლ შეეწია და საპყრობილესა შინა შეწყდომილნი და მწუხარენი მყის განარინნა და რავდენთა ზღუასა მიწყუდეულთა და განწირულთა მსწრაფლ მჴნე ექმნა და განმარინებელ და რავდენთა უდაბნოს მხადელთა მისთა გამოეცხადა და მოგზაურთა თანა-მავალ ექმნა და მცველ."

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 19 დეკემბერი, Qwellyland, დეკემბერი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 4005

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mmoexp: Bulk Selling for Maximum Profit in Path of Exile 2

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მარტი 20, 2025.
საათი: 6:23am 0 კომენტარი

Bulk Selling for Maximum Profit in Path of Exile 2Efficient trading is crucial to Path of exile currency maximizing your profits in Path of Exile 2. While individual item sales can generate income, bulk selling is the most effective way to sustain your wealth and keep your inventory organized. Here's a detailed guide to mastering bulk selling strategies for maximum profit:

1. Identify High-Demand Items for Bulk…

გაგრძელება

Vanatera CBD:

გამოაქვეყნა Priscilla Joske_მ.
თარიღი: მარტი 20, 2025.
საათი: 6:11am 0 კომენტარი

In Holocene epoch years, the CBD manufacture has witnessed an explosive growth, impelled by a rush in consumer worry in lifelike wellness products. Among the innumerable of options available, Vanatera CBD Vanatera CBD Gummies hold emerged as a popular option for individuals seeking the alterative benefits of cannabidiol (CBD). This learning clause aims to render a comp agreement of Vanatera CBD Gummies, exploring their electric potential benefits, chemical mechanism of action, usage, and points… გაგრძელება

Mmoexp CFB 25 Coins: Monitor and Adjust the Plan

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მარტი 20, 2025.
საათი: 5:52am 0 კომენტარი

8. Monitor and Adjust the Plan Regularly A leadership succession plan must be flexible to adapt to changes in your program. It’s essential to evaluate how the plan is working each season and make adjustments as needed. If certain players aren’t ready for leadership roles or CFB 25 Coins others are rising to the occasion earlier than expected, your plan should evolve. How to Monitor and Adjust: Regular Leadership Reviews:…

გაგრძელება

The Most Powerful Perks and Gear in New World Gold

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: მარტი 20, 2025.
საათი: 5:18am 0 კომენტარი

New World, players find themselves in the mystical land of Aeternum, a place rich in lore, exploration, and combat. One of the game's most compelling features is its character progression system, centered around various archetypes. These archetypes define how players can build their characters, offering unique skills, abilities, and playstyles. Understanding these archetypes is crucial for anyone looking to master the game and fully experience its offerings. This article delves into the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters