რჩეული პოსტები - Qwelly2024-03-29T09:27:34Zhttps://www.qwelly.com/group/december/forum/topic/list?feed=yes&xn_auth=no&featured=1წმინდა სპირიდონ ტრიმითუნტელიtag:www.qwelly.com,2018-12-25:6506411:Topic:13502272018-12-25T06:56:29.437Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

25 დეკემბერს (ძვ. სტ. 12 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ტრიმითუნტის ეპისკოპოსს, სპირიდონ საკვირველმოქმედს

ქრისტეს ეკლესიაში, უდიდეს წმინდათა მამათა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ტრიმიფუნტის ეპისკოპოს, წმინდა სპირიდონს, რომელიც მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. წმიდა სპირიდონი დაიბადა კუნძულ კვიპროსზე, მესამე საუკუნის მიწურულს. იმ მცირე…

25 დეკემბერს (ძვ. სტ. 12 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ტრიმითუნტის ეპისკოპოსს, სპირიდონ საკვირველმოქმედს

ქრისტეს ეკლესიაში, უდიდეს წმინდათა მამათა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ტრიმიფუნტის ეპისკოპოს, წმინდა სპირიდონს, რომელიც მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. წმიდა სპირიდონი დაიბადა კუნძულ კვიპროსზე, მესამე საუკუნის მიწურულს. იმ მცირე ცნობებიდან, რომელიც წმინდანის შესახებ არის შემორჩენილი, ცნობილია, რომ ის იყო მწყემსი, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების მადლით აღავსო: წმინდა სპირიდონი კურნავდა ისეთ დაავადებებს და ადავმყოფებს, რომელთა განკურნებაც შეუძლებელი იყო. მას შემდეგ რაც, წმინდა სპირიდონს მეუღლე გარდაეცვალა, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა. კრებაზე მღვდელმთავარი სიტყვიერ პაექრობაში ჩაერთო ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. უფლის რჩეულის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახა კაცობრივი ამაოდბრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე: „მისმინე, ფილოსოფოსო, რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისგან შეჰქმნა ზეცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა და შემდეგ აღსდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა რა პირველქმნილი ცოდვა და თანა აღადგინა ადამიანთა მთელი მოდგმა. გვწამს, რომ იგი თანაარსი და თანასწორია მამისა“. მღვდელმთავართან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობრებს უთხრა: „სანამ არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთებების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლური გახდა, რადგან ადამიანს არ ძალუძს ღმერთს წინ აღუდგეს. თუ რომელიმე თქვენთაგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი ბაგეებითაც თვით უფალი მეტყველებდა“.

მრავალი სასწაული აღესრულებოდა წმინდა მღვდელმთავრის ლოცვის შემდეგ. ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან მოგვითხრობენ სასწაულებს - მისი ლოცვებით გვალვას განმაცხოველებელი წვიმა ცვლიდა, გადაუღებელი წვიმების შემდეგ კი ცა იწმინდებოდა, სნეულები იკურნებოდნენ, ეშმაკები განიდევნებოდნენ. ერთხელ წმიდანთან მივიდა ქალი მკლავებზე დასვენებული მკვდარი ჩვილით და შემწეობა ითხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა. ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთი მეგობარი უსამართლოდ განსაჯეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად წმიდანმა ქრისტეს სახელით შეაჩერა ადიდებული მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაული, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარიც გაათავისუფლა. წმიდა სპირიდონის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, კანდელებისა და სანთლების ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როცა წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, მას და დიაკონს ზევიდან დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: „და სულისაცა შენისათანა“. კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალენ“. ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისკენ გაეშურნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ უფლის სახლს, ხმა მით უფრო ძლიერდებოდა. მაგრამ, როცა ტაძარში შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამოდენიმე ღვთისმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა, რამაც ყველანი განაცვიფრა.

როგორც წმინდა სპირიდონის ცხოვრების აღმწერი, წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი წერს, წმინდანს პატრიარქი აბრაამის სტუმართმოყვარეობის ნიჭიც ჰქონია. სოზომენე თავის „საეკლესიო ისტორიაში“ ასეთ საკვირველ ამბავს მოგვითხრობს წმიდა მღვდელმთავრის ცხოვრებიდან: დიდმარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახლს მწირი მიადგა: მგზავრი ძალიან დაქანცული ჩანდა, ამიტომ მეუფემ ასულს მიმართა: „სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე“. ქალიშვილმა უპასუხა, სახლში არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მოუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძზე უარი განაცხადა. მასპინძელმა კი უპასუხა: მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: „ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის“ (ტიტ. 1,15). სოზომენეს მიერ მოთხრობილი სხვა ისტორიაც მეტად დამახასიათებელია წმიდა სპირიდონისათვის. ნეტარს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისთვის დაერიგებინა, ნაწილი კი - სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ მიანიშნებდა ხოლმე ბეღლისაკენ, სადაც ყველას შეეძლო აეღო, რამდენიც სურდა, შემდეგ კი, ამგვარადვე, ზედამხედველობის გარეშე, დაებრუნებინა.

სოკრატე სქოლასტიკოსის ცნობით, ერთხელ ქურდებს წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განუზრახავთ და ბნელ ღამეში ფარეხში გადაპარულან, მაგრამ უჩინარ ძალას ისინი იქვე შეუბოჭავს. დილით მეუფე ფარასთან მისულა, ავაზაკები გაუთავისუფლებია და დაურწმუნებია დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. ბოლოს კი ორივესთვის თითო ცხვარი უჩუქნია.

წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები - გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცული, - კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს.

წაიკითხეთ/ჩამოტვირთეთ ვრცელი რედაქციით:

• წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ცხოვრება •

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, საკვირველმოქმედი წმინდა ნიკოლოზიtag:www.qwelly.com,2013-12-18:6506411:Topic:5325152013-12-18T17:45:14.035Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

19 დეკემბერს (ძვ. სტ. 6 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია დღესასწაულობს წმინდისა და საკვირველმოქმედისა, მირონლუკიის მთავარეპისკოპოსის ნიკოლოზის ხსენებას!

მცირე აზიაში, სამხრეთ სანაპიროზე ქალაქ პათარში დაიბადა წმინდა ნიკოლოზი. მისი მშობლები იყვნენ თეოფანე და ნონა, რომელთა უფლის დაშვები შვილი დიდი ხნის განმავლობაში არ ეძლეოდათ, რის გამოც გულმხურვალედ…

19 დეკემბერს (ძვ. სტ. 6 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია დღესასწაულობს წმინდისა და საკვირველმოქმედისა, მირონლუკიის მთავარეპისკოპოსის ნიკოლოზის ხსენებას!

მცირე აზიაში, სამხრეთ სანაპიროზე ქალაქ პათარში დაიბადა წმინდა ნიკოლოზი. მისი მშობლები იყვნენ თეოფანე და ნონა, რომელთა უფლის დაშვები შვილი დიდი ხნის განმავლობაში არ ეძლეოდათ, რის გამოც გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს მათთვის შვილი ებოძებინა. კეთილმსახურებისა და უშურველი მოღვაწეობის გამო, ღმერთმა მათი თხოვნა შეისმინა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი ეწოდა. დაბადებიდანვე, უფლის განსაკუთრებულ მადლს ფლობდა ყრმა ნიკოლოზი - შობისას, წმინდანმა საკუთარი დედა განკურნა, რომელიც მანამდე ხანგრძლივი სნეულებით იტანჯებოდა. როგორც ქრისტეს ეკლესია გვასწავლის, სასწაულები მორწმუნეთათვისა და არა ურწმუნოთათვის. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება და მოღვაწეობა უამრავ სასწაულს ითვლის.ჯერ კიდევ ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ ღებულობდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ.

წამოიზარდა თუ არა, წმინდა ნიკოლოზი უფლის მსახურებას შეუდგა - საღვთო წერილს სწავლობდა, დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. წმიდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც მეტად ახარებდა ძმისწულის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშება, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმიდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყსოს წმიდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა: "ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქნება".

ბიძამ ნეტარი ნიკოლოზი მხარში ამოიყენა და მრევლის წინაშე ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. საოცარი სარწმუნოებითა და გონიერებით გამორჩეული ჭაბუკი მორწმუნეებში ღრმა პატივისცემას იწვევდა.

წმინდანს არც სიმდიდრე მიაჩნდა რამედ, როცა მშობლები გარდაეცვალა თავისი ქონება გლახაკებზე ზრუნვას შეალია. ერთხელ ერთმა მეტად შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და უკიდურესი გაჭირვებიდან თავი რომ დაეღწია, გადაწყვიტა, სამი მოწიფული ასული საროსკიპოში მიეცა. ამის შესახებ რომ შეიტყო, შეძრწუნებულმა მღვდელმთავარმა მას ღამით, ფარულად, ფანჯრიდან სამი ქისა ოქრო შეუგდო და ოჯახი დაცემისა და სულიერი დაღუპვისგან იხსნა. წმიდა ნიკოლოზი ცდილობდა, კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო გაცხადებული.

ერთხელ პათარის ეპისკოპოსი იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა და სამწყსოზე ზრუნვა ნეტარ ნიკოლოზს გადააბარა. უფლის რჩეულმა სიყვარულით აღასრულა მორჩილება, მღვდელმთავრის დაბრუნების შემდეგ კი გამოითხოვა კურთხევა წმიდა მიწის მოლოცვაზე.

იერუსალიმში ჩასულმა ნიკოლოზმა უპირველესად გოლგოთას მიაშურა, შემდეგ კი ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა წმიდა ადგილებიც მოილოცა. სიონის მთაზე ღამით ასული მამის წინაშე ტაძრის დახშული კარები თავისით გაიღო. ბოლოს ნეტარმა გადაწყვიტა, უდაბნოში გასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ზეციურმა ხმამ შეაჩერა და სამშობლოში დაბრუნება უბრძანა. განმარტოების მაძიებელი ღირსი მამა ლუკიაში წმიდა სიონად წოდებული სავანის ძმობაში შევიდა, მაგრამ უფალმა ისევ მიანიშნა, რომ ეს არ იყო მისთვის განმზადებული სამკალი და ერში გასვლა უბრძანა. საღვთო ხილვაში მაცხოვარმა ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება გაუწოდა ნეტარს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა კი - ომოფორი.

იმჟამად ქალაქ მირონში მთავარეპისკოპოსი გარდაცვლილი იყო და ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა. სხვადასხვა ქალაქებიდან შემოკრებილი ეპისკოპოსები მკაცრ მარხვასა და გაძლიერებულ ლოცვას მისცემოდნენ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. ამ დროს ერთ-ერთ მათგანს უფალი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ღამით ტაძრის კარებთან დამდგარიყო: "პირველი, ვინც შემოვა, ჩემი რჩეულია, მას ნიკოლოზი ჰქვია". ამასობაში ნეტარი ნიკოლოზი მირონში ჩავიდა და იმ ღამითაც, ჩვეულებისამებრ, ტაძარში წავიდა ცისკრის ლოცვების მოსასმენად. როცა კარებთან მდგარმა ეპისკოპოსმა საყდარში პირველად შემოსულის სახელი შეიტყო, ხელი ჩასჭიდა მას და უფლის რჩეულის მოლოდინში იქვე თავმოყრილ სხვა მღვდელმთავრებს შორის ჩააყენა. ხმა მომხდარის შესახებ სწრაფად გავრცელდა ქალაქში და სულ მალე ურიცხვი ხალხი მოაწყდა ტაძარს. "მიიღეთ, ძმებო, თქვენი მწყემსმთავარი, რომელიც თავად სულიწმიდამ სცხო და თქვენს სულებზე ზრუნვა მიანდო; რომელიც ადამიანთა კრებულის მიერ კი არა, თვით ღვთის განგებულებითაა დადგენილი!" - მიმართა შეკრებილებს ზეციური ხილვით ჩაგონებულმა ეპისკოპოსმა.

მას შემდეგ რაც წმინდა ნიკოლოზი მირონ-ლუკიის ეკლესიის მეთაურად დაადგინეს, ნეტარ მამას არ შეუწყვეტია მოსაგრე ცხოვრება. მისი უშუალობა, სიმდაბლე, სიმშვიდე და კაცთმოყვარება ყველას ქრისტეს სიყვარულისკენ მიმართავდა. მესამე საუკუნის მიწურულს იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. წმიდა ნიკოლოზი არ შემდრკალა - კვლავ ახოვნად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, რისთვისაც შეიპყრეს და სხვა მართლმორწმუნეებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდეს. აქ იგი კარგა ხანს იყო გამომწყვდეული, მოთმინებით იტანდა სატანჯველებს და განამტკიცებდა თანაპყრობილებს. ბოლოს დევნა შეწყდა. ტახტზე წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი ავიდა, რის შემდეგაც ნეტარი მწყემსმთავარი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.

325 წელს წმიდანი მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. გადმოგვცემენ, რომ არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში ჩაბმულმა წმიდა ნიკოლოზმა ვერ გაუძლო ერეტიკოსის ღვთისმგმობელი სიტყვების მოსმენას და მთელი თავყრილობის თანდასწრებით კვერთხი ჩაარტყა ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმიდანს ხარისხი აჰყარეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი - ღვთისმშობელი ომოფორით და, საღმრთო ჩვენებით, კვლავ მღვდელმთავრის პატივში აღადგინეს უფლის რჩეული.

წმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. მათგან ნეტარს განსაკუთრებით გაუთქვა სახელი ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი სამი კაცის გადარჩენამ. სულიწმიდის მადლით გაძლიერებული მღვდელმთავარი გაბედულად მიეჭრა ჯალათს, უკვე ამართული მახვილი ხელიდან გამოსტაცა და მიწას დაანარცხა. წმიდა ნიკოლოზის მიერ უმსჯავრობაში მხილებული ქალაქის თავი სინანულში ჩავარდა და შენდობა ითხოვა. ამ ამბებს იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ფრიგიაში შფოთის ჩასაცხრობად გაგზავნილი მხედართმთავრები: ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანაც შეესწრნენ. მაშინ მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მალე თავადაც დასჭირდებოდათ წმიდა ნიკოლოზის შეწევნა. ფრიგიიდან გამარჯვებით დაბრუნებულ სარდლებს მათდამი შურით აღძრულმა სხვა მხედართუფროსებმა სამეფო ტახტის წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დასწამეს და იმპერატორთან დაასმინეს. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანა დაუყოვნებლივ შეეპყროთ და სიკვდილით დაესაჯათ. საკანში გამომწყვდეულ სასოწარკვეთილ მსჯავრდებულებს მირონ-ლუკიის წმიდა მღვდელმთავარი მოაგონდათ და მხურვალე ლოცვით მეოხება გამოითხოვეს მისგან. წრფელი გულით აღვლენილი ვედრება უპასუხოდ არ დარჩენილა: წმიდა ნიკოლოზი სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა კონსტანტინეს და უბრძანა, გაეთავისუფლებინა უსამართლოდ პყრობილი მხედართმთავრები.

მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს (იხილეთ 9 მაისის საკითხავი).

წმიდა ნიკოლოზის დაბადებისას სასწაულები აღესრულა, არც მისი მიცვალების შემდეგ გაწყვეტილა კავშირი წმინდანის სასწაულმოქმედებასა და მის წინაშე მვედრებელ მორწმუნეთა შორის. "ვერვინ შემძლებელ არს აღრაცხად მათა: რავდენნი სნეულნი განკურნნა, ანუ რავდენნი ეშმაკეულნი განათავისუფლნა და რავდენთა ჭირვეულთა მსწრაფლ შეეწია და საპყრობილესა შინა შეწყდომილნი და მწუხარენი მყის განარინნა და რავდენთა ზღუასა მიწყუდეულთა და განწირულთა მსწრაფლ მჴნე ექმნა და განმარინებელ და რავდენთა უდაბნოს მხადელთა მისთა გამოეცხადა და მოგზაურთა თანა-მავალ ექმნა და მცველ."

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა იოანე ზედაზნელიtag:www.qwelly.com,2013-10-15:6506411:Topic:4461152013-10-15T01:21:14.660Zqetihttps://www.qwelly.com/profile/qeti134

25 დეკემბერს (ძვ. სტ. 12 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ზედაზნის წინამძღვარს წმინდა იოანეს!

VI საუკუნეში ანტიოქიიდან ღვთისმშობლის გამოცხადებით ქართლში ჩამოვიდა ბერი იოანე, ქვეყანაში სარწმუნოების განსამტკიცებლად და ბერ-მონაზვნური ცხოვრების ასაღორძინებლად. მან ზედაზნის მთაში ააშენა მონასტერი, რომელიც მალე საქართველოს სულიერებისა და კულტურის…

25 დეკემბერს (ძვ. სტ. 12 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ზედაზნის წინამძღვარს წმინდა იოანეს!

VI საუკუნეში ანტიოქიიდან ღვთისმშობლის გამოცხადებით ქართლში ჩამოვიდა ბერი იოანე, ქვეყანაში სარწმუნოების განსამტკიცებლად და ბერ-მონაზვნური ცხოვრების ასაღორძინებლად. მან ზედაზნის მთაში ააშენა მონასტერი, რომელიც მალე საქართველოს სულიერებისა და კულტურის კერად იქცა.

IX საუკუნეში აქ მოღვაწეობდა წმიდა იოანე. სიწმიდითა და ძმათამოყვარეობით გამორჩეული წმიდა ბერი ზედაზნის მონასტრის წინამძღვრად იქნა დადგენილი. ამ დროისათვის სულიერების ეს ერთ-ერთი უდიდესი კერა არაბთა შემოსევების შემდეგ სარკინოზთა რბევის საგნად იქცა. ერთ-ერთი შემოსევის დროს არაბებმა შეიპყრეს და წამებით მოკლეს მონასტრის წინამძღვარი იოვანე.

არსენ II-ის მიერ შედგენილ ზედაზნელ წინამძღვართა სიაში ("სახელები წმიდათა მამათა, ქრისტეს მიერ აღსრულებულთა ზედაძენს შინა შემდგომად იოანესსა") მოხსენიებულია იოანე, "რომელი მოიკლა სარკინოზთაგან ზედაზენს შინა მახჳლითა".

საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ქრისტეს სახელისათვის წამებული ბერი.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმიდა დანიელ მესვეტეtag:www.qwelly.com,2013-10-10:6506411:Topic:4392262013-10-10T05:14:48.285Zqetihttps://www.qwelly.com/profile/qeti134

24 დეკემბერს (ძვ. სტ. 11 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა დანიელ მესვეტეს.

მესოპოტამიაში, ქალაქ სამოსატის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარაში დაიბადა წმინდა დანიელ მესვეტე. მის დედას - მართას შვილი დიდხანს არ ეძლეოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მან აღთქმა დადო, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდა, ყრმას ღმერთს შესწირავდა. მართას ლოცვა…

24 დეკემბერს (ძვ. სტ. 11 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა დანიელ მესვეტეს.

მესოპოტამიაში, ქალაქ სამოსატის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარაში დაიბადა წმინდა დანიელ მესვეტე. მის დედას - მართას შვილი დიდხანს არ ეძლეოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მან აღთქმა დადო, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდა, ყრმას ღმერთს შესწირავდა. მართას ლოცვა შეისმინა უფალმა და მისცა ძე. ყრმას მშობლებმა ხუთი წლის ასაკამდე სახელი არ დაარქვეს: მათ სურდათ, რომ უფლის კურთხევით შობილს, სახელიც უფლისგან მიეღო. კეთილმსახურმა ოჯახმა შვილი მახლობლად მდებარე მონასტერში მიიყვანეს და იღუმენს მიმართეს. იღუმენმა ბრძანა, საღვთისმსახურო წიგნთაგან ერთ-ერთი მიეწოდებინათ მისთვის, გახსნა იგი და წინასწარმეტყველი დანიელის სიტყვები ამოიკითხა. ამის შემდეგ დაერქვა სახელი მომავალ წმიდანს. დედ-მამას სურდა, ბავშვი მონასტერში დაეტოვებინა, მაგრამ იღუმენმა ყრმის მიღებაზე უარი განაცხადა. დანიელს თორმეტი წელი რომ შეუსრულდა, თვითონ დატოვა მშობლიური სახლი და მონასტერს მიაშურა. როცა წმიდანის მშობლებმა გაიგეს, სად იმყოფებოდა მათი ძე, ძალიან გაიხარეს. მათ შვილი ჯერ ისევ საერო ტანსაცმელში დაუხვდათ და იღუმენს სთხოვეს, ანგელოზებრივი სქიმით შეემოსათ იგი. წინამძღვარმა კვირადღეს შეუსრულა მათ სათხოვარი, მაგრამ ძის ხშირი მონახულება აუკრძალა მშობლებს.

სავანის ძმებს აოცებდა ახალგაზრდა ბერის საოცარი მოშურნეობა. რამდენიმე წლის შემდეგ დანიელი იღუმენმა ანტიოქიაში გაგზავნა მონასტრის საქმეზე. წმიდანი გაახარა ამ ამბავმა, რადგან სვიმეონ მესვეტის მონახულების საშუალება ეძლეოდა. წმიდა სვიმეონმა დალოცა უფლის რჩეული და წინასწარმეტყველურად უთხრა: "მხნე იყავნ, შვილო, და განძლიერდი. ფრიადი ღვაწლის დათმენა მოგიწევს ქრისტესთვის, მაგრამ თავად ქრისტე შეგეწევა ყველაფერში, განგამტკიცებს და ნუგეშინისსცემს შენს სულს".

სვიმეონ მესვეტის მონახულების შემდეგ დანიელი სავანეში დაბრუნდა. მალევე გარდაიცვალა მონასტრის იღუმენი, საძმომ მის ნაცვლად ნეტარი დანიელი აირჩია, მაგრამ განმარტოების მაძიებელმა წმიდანმა ეს წინადადება შორს დაიჭირა. მან მამებს სხვა, ღირსეულ მოსაგრეზე მიანიშნა, თავად კი გადაწყვიტა, იერუსალიმის წმიდა ადგილები მოელოცა. ღირსი დანიელის წინაშე სასწაულებრივი ხილვით წარდგა მოხუცი, რომელმაც ბიზანტიაში წასვლა ურჩია. წმიდანი დამორჩილდა ღვთის ნებას და კონსტანტინოპოლის მახლობლად მდებარე ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დამკვიდრდა.ნეტარ მამასთან მრავალმა იწყო სიარული ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგებების სათხოვნელად.

ცხრა წლის შემდეგ წმიდა დანიელმა საღვთო ჩვენებით იხილა ღრუბლებზე მაღლა აზიდული სვეტი, რომელზეც იმჟამად უკვე ამსოფლიდან გასული ღირსი სვიმეონი იდგა. მან ღირს დანიელს თავისთან მოუწოდა.

ხილვა ნეტარმა დანიელმა უფლის მოწოდებად ჩათვალა, თრაკიის უდაბნოს მიაშურა და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. ღირსი დანიელის ლოცვით ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან იკურნებოდნენ, უნაყოფო დედებს შვილები ეძლეოდათ. ღირს დანიელთან იმპერატორები, ლეონ I (457-474) და ზენონიც (475-491) ხშირად მიდიოდნენ. აღსანიშნავია, რომ უფლის რჩეულმა წინასწარ განჭვრიტა კონსტანტინოპოლში გაჩენილი დიდი ხანძარი და ბერძნების გამარჯვება ვანდალებზე. ღირსმა დანიელმა საკუთარი აღსასრულის მოახლოებაც წინასწარ იგრძნო და ამის შესახებ თავის მოწაფეებს აუწყა. ამ უკანასკნელთაგან ურჩეულესნი ღირსნი შეიქნენ, ეხილათ, თუ როგორ მიეახლნენ მათ მოძღვარს მიცვალებამდე სამი დღით ადრე წინასწარმეტყველები და მოციქულები. ღირსი მამა ქრისტეს ცხოველმყოფელ სისხლსა და ხორცს ეზიარა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ამ დროს ცაზე სამი ჯვრის ფორმის ვარსკვლავი გაბრწყინდა, რომლებიც დღის სინათლეზეც ცხადად იხილვებოდა. ისინი ნეტარი დანიელის სვეტს დაჰნათოდნენ მანამ, სანამ ღირსი მამა იმავე სვეტის ძირში მიწას არ მიაბარეს. ეს მოხდა 489-490 წლებში, ნეტარის სვეტზე ასვლიდან ოცდაცამეტი წლის შემდეგ.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ღირსი პატაპიtag:www.qwelly.com,2013-10-09:6506411:Topic:4380202013-10-09T12:37:03.213Zqetihttps://www.qwelly.com/profile/qeti134

21 დეკემბერს (ძვ. სტ. 8 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ღირს პატაპს.

ქალაქ თებეში ,კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა ღირსი მამა პატაპი. სრუწლოვანების მიღწევისთანავე ის ეგვიპტის უდაბნოში განმარტოვდა. ღირსმა მამამ თავისი ასკეტური ცხოვრებით შორს გაითქვა სახელი, მასთან მიდიოდა ურიცხვი ხალხი რჩევისა და ნუგეშის სათხოვნელად. ღირს მამას…

21 დეკემბერს (ძვ. სტ. 8 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ღირს პატაპს.

ქალაქ თებეში ,კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა ღირსი მამა პატაპი. სრუწლოვანების მიღწევისთანავე ის ეგვიპტის უდაბნოში განმარტოვდა. ღირსმა მამამ თავისი ასკეტური ცხოვრებით შორს გაითქვა სახელი, მასთან მიდიოდა ურიცხვი ხალხი რჩევისა და ნუგეშის სათხოვნელად. ღირს მამას განმარტოება სურდა, ამისთვის ის გაეშურა კონსტანტინოპოლში და ვლაქერნის ტაძრის მახლობლად, ქალაქის გალავანთან თავისთვის სენაკი მოიწყო. უფალმა თავის რჩეულს კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა. მალე მისი წმინდა სახელი აქაც გახმიანდა. ღირსი პატაპი ღრმა მოხუცებულობაში მიიცვალა

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმიდა მოწამენი მინა, ერმოგენი და ევგრაფიtag:www.qwelly.com,2013-09-20:6506411:Topic:4152392013-09-20T23:06:56.855Zqetihttps://www.qwelly.com/profile/qeti134

23 დეკემბერს (ძვ.სტ. 10 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმიდა მოწამეებს მინას, ერმოგენსა და ევგრაფის.

IV საუკუნეში ქრისტესთვის ეწამნენ წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი. მოციქულთასწორმა კონსტანტინემ (306-337) რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილში მართლმადიდებლობა განამტკიცა, ამის მიუხედავად აღმოსავლეთში წმიდა ეკლესია კიდევ დიდხანს…

23 დეკემბერს (ძვ.სტ. 10 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმიდა მოწამეებს მინას, ერმოგენსა და ევგრაფის.

IV საუკუნეში ქრისტესთვის ეწამნენ წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი. მოციქულთასწორმა კონსტანტინემ (306-337) რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილში მართლმადიდებლობა განამტკიცა, ამის მიუხედავად აღმოსავლეთში წმიდა ეკლესია კიდევ დიდხანს იდევნებოდა. მოშურნე წარმართი - იმპერატორი მაქსიმიანე გალერიუსი (305-311) ცდილობდა, მის განმგებლობაში მყოფ ყველა ოლქში ძირფესვიანად ამოეძირკვა ქრისტიანობა. ამ მიზნით მან ალექსანდრიაში წარჩინებული კარისკაცი - მინა გაგზავნა. მინა მაცხოვრის მსასოებელი იყო, მაგრამ თავის სარწმუნოებას ფარულად იმარხავდა.ალექსანდრიაში ჩასულმა მოწამემ აშკარად აღიარა ქრისტე და წარმართთა შორის მართლმადიდებლობის ქადაგება დაიწყო. ამასთან ლოცვითა და ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშით იგი სასწაულებრივ კურნებებს აღასრულებდა. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ თავისი კარისკაცის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, საშინლად განრისხდა. ამჯერად მან სხვა დიდებული - ერმოგენი გაგზავნა ალექსანდრიაში და დაავალა, წარმართობაზე მოექცია, ან დაეხოცა მინა და სხვა ქრისტიანები.სამსჯავროზე მინამ ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მაშინ ერმოგენის ბრძანებით მას ფეხები მოჰკვეთეს, თვალები დათხარეს, ენა ამოგლიჯეს და, სულთმობრძავი, საპყრობილეში ჩააგდეს. ღამით ნეტარ მოწამეს იესო ქრისტე გამოეცხადა და ხორციელ წყლულებათაგან განკურნა. ამასობაში ერმოგენი, რომელიც ბუნებით კეთილი ადამიანი იყო, სინანულში ჩავარდა თავისი სისასტიკის გამო. მან დილით წმიდა მინა სრულიად განკურნებული რომ იხილა, გაოცებამ და სიხარულმა მოიცვა და ირწმუნა ქრისტე. მასთან ერთად მრავალმა ალექსანდრიელმა აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელიღო.რამდენიმე დღეში ერმოგენი ალექსანდრიის ეპისკოპოსად დაადგინეს. მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მოკლე ხანში შემუსრა მთელი ქალაქის საკერპოები, მათ ნაცვლად ეკლესიები ააგო და ქრისტიანობაზე მოქცეული ბევრი წარმართი მონათლა. უფლის სახელის მოხმობითა და ჯვრის ნიშით ნეტარი ყოველგვარ სნეულებას კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.

ალექსანდიაში ჩასული იმპერატორის ბრძანებით ერმოგენს ხელ-ფეხი მოჰკვეთეს. მისი წმიდა ნაწილები სახალხოდ ცეცხლში დაწვეს, თავად წმიდანი კი მახვილით განგმირეს და მდინარეში მოისროლეს. ჯალათებმა მინაც სიკვდილის პირას მიიყვანეს წამებით, მაგრამ უფალმა ორივე მოწამე სასწაულებრივ განკურნა: დილით უფლის რჩეულები ქალაქის მოედანზე თავმოყრილი ხალხის წინაშე გამოცხადდნენ: "ჭეშმარიტად დიდ არს ღმერთი - ღმერთი ქრისტიანეთა!" - ყვიროდნენ ამ სასწაულით გაოცებულნ

ერთმა ხალხში მდგომმა ქრისტიანმა ჭაბუკმა - ევგრაფმა პირჯვარი გადაისახა და ახოვნად აღიარა იესო ქრისტე. მეფე გამძვინვარდა, ნეტარი მარტვილი მახვილით აჩეხა, შემდეგ კი ბრძანა, ერმოგენისა და მინასთვის თავები მოეკვეთათ. წმიდა მოწამეთა ნეტარი სულები სასუფეველს შეერთვნენ.

იმპერატორ მაქსიმიანეს სურდა, ღვთივრჩეულთა მოწამეთა ცხედრები ზღვაში დაენთქა, მაგრამ რკინის ლუსკუმა წმიდა ნაწილებითურთ წყალში არ ჩაიძირა. ბიზანტიონის ნაპირებთან მიცურებული სიწმიდე ეპისკოპოსმა ნაპირზე გადმოაბრძანა და ქალაქის კედლებთან დაფლა. იმპერატორმა იუსტინიანემ წმიდა მინა ალექსანდრიელის სახელობის ტაძარი ააგო, წმიდა იოსებ ტკბილადმგალობელმა (ხს. 4 აპრილს) კი წმიდა მარტვილთა სადიდებელი კანონი შექმნა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმიდა ანა წინასწარმეტყველიtag:www.qwelly.com,2013-09-20:6506411:Topic:4136542013-09-20T08:19:10.311Zqetihttps://www.qwelly.com/profile/qeti134

22 დეკემბერს (ძვ. სტ. 9 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმიდა ანა წინასწარმეტყველს.

სამოელ წინასწარმეტყველის დედა - ანა წინასწარმეტყველი - იყო მეუღლე ელკანასი, რომელიც ცხოვრობდა ეფრემის მთაზე. ღვთისგან რჩეული დედაკაცი ბერწი იყო. ელკანამ მეორე ცოლიც შეირთო - ფენანა, რომელიც, ანასგან განსხვავებით, ნაყოფიერი გამოდგა. საშინლად წუხდა ნეტარი ანა და…

22 დეკემბერს (ძვ. სტ. 9 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმიდა ანა წინასწარმეტყველს.

სამოელ წინასწარმეტყველის დედა - ანა წინასწარმეტყველი - იყო მეუღლე ელკანასი, რომელიც ცხოვრობდა ეფრემის მთაზე. ღვთისგან რჩეული დედაკაცი ბერწი იყო. ელკანამ მეორე ცოლიც შეირთო - ფენანა, რომელიც, ანასგან განსხვავებით, ნაყოფიერი გამოდგა. საშინლად წუხდა ნეტარი ანა და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდა შვილის მონიჭებას.

ელკანა ყოველწლიურად სახლეულითურთ ადიოდა "ტაძარსა უფლისასა", თაყვანს სცემდა და მსხვერპლს სწირავდა ღმერთს. ერთხელ, ამგვარი მოგზაურობის დროს, დარდისგან ჩამომდნარი ანა დაემხო სკინიის წინ, "სალმობითა გულისათა ილოცვიდა უფლისა მიმართ, ტირილით ტიროდა და აღუთქუმიდა. ადონა უფალო, ილიო საბაოთ, უკუეთუ მოხედვით მომხედო სიმდაბლესა ზედა მჴევლისა შენისასა, მომიჴსენო და მომცე თესლი მამაკაცისაჲ, მიცემით მიგცე წინაშე შენსა ვიდრე სიკუდიდმდე მისა, ღჳნოჲ და სათრობელი არა სუას და რკინაჲ არა აღვიდეს თავსა მისსა". ნეტარი დედა გულში ლოცულობდა - ბაგეებს ამოძრავებდა, ხმა კი არ ისმოდა, ამიტომ ელი მღვდელმა ჩათვალა, რომ ის ნასვამი იყო, აყვედრა უღირსი საქციელი და უბრძანა, ტაძარს მოშორებოდა. ანამ სიმდაბლით მიუგო: "ნუ ჰგონებ მჴევალსა შენსა ასულთაგან უღირსთაჲსა, რამეთუ მრავლითა ურვითა და სულმოკლებითა ჭირისაჲთა დადნობილ ვარ აქამომდე". დედაკაცის სატკივარი რომ გაიგო, ელიმ აკურთხა იგი, მისი თხოვნის აღსრულება გამოსთხოვა უფალს და მშვიდობით განუტევა. ანამ გაიხარა, ნუგეში მიეფინა მის სულს და სულ მალე მუცლად იღო კიდეც. ნანატრ ძეს უფლის მხევალმა სამოელი დაარქვა (იხ. 20 აგვისტოს საკითხავი), რაც "უფლისგან გამოთხოვილს" ნიშნავს. როცა სამოელი დედის ძუძუს განეშორა, ანამ და ელკანამ უხვი ძღვენი შესწირეს უფალს და ძეც, აღთქმისამებრ, ტაძარში დატოვეს. ელი მღვდელმა დალოცა მართალი დედაკაცი, მან კი, გახარებულმა, სამადლობელი გალობა შესწირა უფალს, სადაც ქრისტეს შობამდე ათასი წლით ადრე იწინასწარმეტყველა მაცხოვრის განკაცება. ეს საგალობელი დღესაც სრულდება ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს. ამის შემდეგ ანას კიდევ სამი ძე და სამი ასული შეეძინა, ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმიდა ამბროსი მედიოლანის ეპისკოპოსიtag:www.qwelly.com,2013-09-18:6506411:Topic:4115792013-09-18T16:28:47.230Zqetihttps://www.qwelly.com/profile/qeti134

20 დეკემბერს (ძვ. სტ. 7 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმიდა ამბროსის - მედიოლანის ეპისკოპოსს.

340 წელს ქალაქ ტრირში (იტალია) დაიბადა წმიდა მამა ამბროსი, მედიოლანის მომავალი ეპისკოპოსი. მისი მამა იმპერატორის ნაცვალი იყო გალიის მხარესა (დღევანდელი საფრანგეთი) და დასავლეთის სხვა პროვინციებში. ამბროსის ღვთივრჩეულობა სიყრმეშივე სასწაულებრივ გაცხადდა: ერთხელ…

20 დეკემბერს (ძვ. სტ. 7 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმიდა ამბროსის - მედიოლანის ეპისკოპოსს.

340 წელს ქალაქ ტრირში (იტალია) დაიბადა წმიდა მამა ამბროსი, მედიოლანის მომავალი ეპისკოპოსი. მისი მამა იმპერატორის ნაცვალი იყო გალიის მხარესა (დღევანდელი საფრანგეთი) და დასავლეთის სხვა პროვინციებში. ამბროსის ღვთივრჩეულობა სიყრმეშივე სასწაულებრივ გაცხადდა: ერთხელ მძინარე ჩვილის სახე მთლიანად ფუტკრებმა დაფარეს და ენაზე თაფლი დაუტოვეს. ყმაწვილის მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი რომში გადასახლდა. აქ მომავალმა მღვდელმთავარმა იმ დროისათვის ბრწყინვალე იურიდიული განათლება მიიღო. დაახლოებით 370 წელს, მეცნიერებათა კურსის განსრულების შემდეგ, წმიდანი ლიგურიისა და ემილიის ოლქების გამგებლად დანიშნეს. 374 წელს გარდაიცვალა მედიოლანის ეპისკოპოსი ავქსენტი. ამან მართლმადიდებლებსა და არიანელებს შორის ურთიერთობის გამწვავება და შფოთი გამოიწვია, რადგან ორივე მხარეს სურდა, დაქვრივებულ კათედრაზე თავისი წარმომადგენელი აეყვანა. რომის პრეფექტმა არეულობის დაწყნარება ამბროსის დაავალა. მედიოლანში (დღევანდელი მილანი) ჩასულმა ამბროსიმ დაუყოვნებლივ საკათედრო ტაძარს მიაშურა, სადაც მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა და შეკრებილებს დაშოშმინებისა და სადავო საკითხის მშვიდად გადაწყვეტისკენ მოუწოდა. ტაძარში წამიერად ჩამოვარდნილ სიჩუმეში უეცრად ჩვილი ყრმის ხმა გაისმა: "ამბროსია ეპისკოპოსი!" ეს შეძახილი ხალხმაც აიტაცა და ყველანი, მართლმადიდებლებიცა და არიანელებიც, ერთხმად გაიძახოდნენ: "ამბროსი იყოს ეპისკოპოსი! ამბროსია ეპისკოპოსი!" ამბროსი შეშფოთდა, რადგან ამ ხარისხისთვის თავი სრულიად შეუფერებლად მიაჩნდა. მან შეკრებილებს მოაგონა, რომ ჯერ მონათლულიც არ იყო, მხოლოდ კათაკმევლად იყო დადგენილი; შეეცადა, საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა შეექმნა ხალხში. ქალაქიდან გაქცევაც სცადა, მაგრამ ხალხი თავისას არ იშლიდა. ბოლოს მათ იმპერატორ ვალენტინიანე უფროსს (364-375) მიმართეს დახმარებისათვის. ამბროსიმ ამ უკანასკნელის ურჩობა ვერ გაბედა და იძულებული შეიქნა, დათანხმებულიყო. ნეტარი მოინათლა, შვიდ დღეში გაიარა საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური და 374 წლის 7 დეკემბერს მედიოლანის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. კათედრაზე აღსაყდრებისთანავე ამბროსიმ მთელი თავისი ქონება ტაძრების მოსაწყობად, ობლებისა და გლახაკების დასაზრდელად გასცა, თვითონ კი მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას შეუდგა: ყოველდღიურად აღასრულებდა ღვთისმსახურებას, ბრძნულად და სიყვარულით მოძღვრავდა მრევლს, თავისი სამწყსოს ჭირსაც იზიარებდა და ლხინსაც.

მეუფე ამბროსი გულმოდგინედ იღვწოდა ეკლესიის ერთიანობისათვის.წმიდა ამბროსი მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო საქმეებშიც. ასე მაგალითად, იმპერატორმა გრაციანემ (367-383), წმიდა მღვდელმთავრის მითითებით, რომის სენატის დარბაზიდან გაიტანა ვიქტორიას სამსხვერპლო, რომელზედაც ფიცს დებდნენ. მწყემსმთავრული კადნიერებით აღსავსე მეუფემ იმპერატორ თეოდოსი I-ს (379-395) თესალონიკის უდანაშაულო მკვიდრთა მოწყვეტისათვის მკაცრი ეპიტიმია დაადო. წმიდანისათვის არ არსებობდა განსხვავება მეფესა და უბრალო ერისკაცს შორის: ეპიტიმიის ახსნის შემდეგ მან თეოდოსი საკურთხეველში არ შეუშვა და აიძულა, მრევლთან ერთად დალოდებოდა წმიდა ძღვენის გამობრძანებას. ამბროსი მკაცრად ამხელდა არიანელ დედოფალ იუსტინას.

მღვდელმთავრის სიმკაცრე მის საოცარ სიკეთესა და გულმოწყალებასთან იყო შერწყმული. სასწაულთქმედების ნიჭმიმადლებულმა, მრავალი განკურნა სნეულებათაგან. უფლის რჩეულმა მკვდარი ყრმა გააცოცხლა ფლორენციაში. წმიდა ამბროსიმ წინასწარ იგრძნო საკუთარი აღსასრულის მოახლოება და თავის მღვდელმსახურებს უთხრა: "მე მხოლოდ უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე დავრჩები თქვენთან!"

დასნეულებული მღვდელმთავარი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თავის მოწაფეს, პავლინე ხუცესს 43-ე ფსალმუნის განმარტებებს კარნახობდა. უეცრად პავლინემ ცხადად იხილა, თუ როგორ დაადგა ამბროსის თავს სულიწმიდა ცეცხლის სახით და მის ბაგეთა შორის გაუჩინარდა.

397 წლის 4 აპრილს, აღდგომა ღამეს, ნეტარი ამბროსი ლავდიის ეპისკოპოსის, ბასიანეს ხელით ეზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა ამბროსის დიდი ღვაწლი აქვს გაღებული საეკლესიო მწერალობაში. მის კალამს ეკუთვნის ხუთი წიგნი სარწმუნოების შესახებ, სამი წიგნი სულიწმიდის შესახებ და ორიც - სინანულზე; სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება, სიტყვები მაცხოვრის განკაცებაზე, წმიდა საიდუმლოებებზე. თხზულებებში ქრისტიანული ზნეობის შესახებ წმიდანი ცხადად გვიჩვენებს ქრისტიანული ზნეობრივი მოძღვრების აღმატებულებას წარმართულ ზნეობრივ სწავლებაზე. მღვდელმთავრის ცნობილი ნაშრომი: "მღვდელმსახურთა მოვალეობების შესახებ" ცხადად მოწმობს, რომ მას ღრმად ჰქონდა შეცნობილი მოძღვრების უფლება-მოვალეობანი.

მედიოლანის მღვდელმთავარი საეკლესიო გალობის რეფორმატორიცაა. მან დასავლეთის ეკლესიაში აღმოსავლური, სირიული ეკლესიის მიბაძვით შეიტანა ანტიფონური გალობა, რომელიც "ამბროსიანული კილოს" სახელითაა ცნობილი.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►
წმიდა დიდმოწამე ბარბარეtag:www.qwelly.com,2013-08-07:6506411:Topic:3599722013-08-07T23:10:59.210Zqetihttps://www.qwelly.com/profile/qeti134

17 დეკემბერს (ძვ. სტ. 4 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს.

კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიაში, ქალაქ ილიოპოლისში, ცხოვრობდა წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და…

17 დეკემბერს (ძვ. სტ. 4 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს.

კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიაში, ქალაქ ილიოპოლისში, ცხოვრობდა წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა.

გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

ცხოვრობდა ბარბარე გოდოლში დამწყვდეული, შვებას ოდენ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. გრძნობდა იგი, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებპდა სიბრძნით, სიკეთით, სათნოებით და სურდა გაეგო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა. გული უკარნახებდა, რომ სამყაროს შემქმნელი უნდა იყოს ერთი და არა მრავალი, როგორც მისი წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ.

ერთხელ, როდესაც მისი არსება მოიცვა განსაკუთრებით ძლიერმა სურვილმა შემოქმედის ხილვისა, იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი, გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და ბარბარემ შესძახა: "არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი".

კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი, რომელიც "შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან" (საქმე 17, 27) გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული - ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.

მაგრამ დიოსკორეს დიდად სურდა ქალიშვილის გათხოვება; ერთხელაც ამ საკითხზე ჩამოუგდო მას საუბარი, შესთავაზა თავის სურვილისამებრ აერჩია მისი ხელის თხოვნის მრავალრიცხოვან მსურველთაგან ვინმე გულისწორი. ქალწულმა კი მკაცრად მიუგო: "არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე".

ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.

ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა.ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი.

ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარე მივიდა, თითით გამოსახა ჯვარი მარმარილოზე და აი, სასწაული! ამოხეთქა იქ წყალმა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა, მრავალი სასწაული მოახდინა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა, ასევე დარჩა ბარბარეს ნატერფალიც.

ბარბარემ დაინახა ორი სარკმელი და მშენებნლებს მოსთხოვა მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან ეშინოდათ დიოსკორესი. მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა: "რომელი მე გარქუ, ყავთ ეგრეთ და ოდეს მოვიდეს მამაჲ ჩემი იგი, და ოდეს გკითხას თქუენ რაჲსათვის განაღეთ მესამე სარკუმელი, მიუგეთ და არქუთ მას: ასულმან შენმან ესრეთ ინება ყოფაჲ სარკუმელთა სამთაჲ". ამის შემდეგ მშენებნლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა. გზად მიმავალმა თვალი მოჰკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი თაყვანს სცემდა. სული წმიდით აღვსილმა ქალწულმა თქვა: "მსგავს თქუნდა იყვნენ მოქმედნი თქუენნი და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს თქუენი".

რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მიზეზი მესამე სარკმლის გაჭრისა. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს.

დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. მანაც მიუგო: "ორნი არიან ერთისა მისგან და მათგან მოველით ცხოვრებასა, წყალობასა და შენდობასა ცოდვათასა". "გამოგიცხადო შენ, მამაო და გასწაო სამართალი უსამართლოისაგან და გამოგიყვანო შენ ბნელისაგან ნათლად". ..." მე მნებავს მოქცევაჲ შენი ჭეშმარიტებად; არა გიცნობიესა, რამეთუ იგი სამნი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა", "ესე სამნი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა", "ესე სამნი არიან მამაჲ, ძეჲ და სული წმიდაჲ".

დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილისთვის თავი უნდოდა მოეკვეთა. ბარბარემ მოასწრო გაქცევა, ილიოპოლი დატოვა და ქალაქის მახლობლად გამოქვაბულს შეეფარა. მამამისი ყველგან დაეძებდა. ბოლოს მიადგა იმ მთას, სადაც ბარბარე იმყოფებოდა.

დიოსკორემ თმით ჩამოათრია ქალიშვილი მთიდან, ჩაკეტა სახლში და მცველებიც მიუჩინა, რათა არავინ შესულიყო მასთან. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და ამდენად ის ღირსი იყო წამებით სიკვდილისა.

მარკიანემ ბრძანა მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, ღმერთს შესთხოვა შეწევნა.

მოიყვანეს ბარბარე მარკიანესთან. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა სცადა ტკბილი სიტყვით მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა.

მიუგო მას ბარბარემ: "არა გიცნობიესა, ჰეი უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ ათქს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ".

მარკიანე ამ პასუხმა განარისხა, ბრძანა ქალწულის ცემა ტყავის შოლტებით. ბარბარეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს საპყრობილეში და მცველები დაუყენეს.

შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა: "ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანასა დღესასწაული შენი, ხოლო შენ შეძრწუნდები უსჯულოისა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ".

სიხარულით აღივსო წმიდა ბარბარე, ჯანმრთელმა და უვნებელმა ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწული საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შესძლებდა. მივიდნენ მსახურები მის წამოსაყვანად და ნახეს, რომ ფეხზე დგას იგი და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: "დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე".

მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს.

ეს უგუნური შეგონება რომ მოისმინა, ქალწულმა შეჰნერწყვა მმართველს და უთხრა: "ჰეი, უსჯულოო ბილწო ეშმაკისაო, აჰა, ხარ შენ ბრმა და ღმერთნი შენნი ბრმა არიან, ვითარცა შენ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ხედვად, არცა შეწევნად მოსავთა მათთა. ვითარ შემძლებელ არიან შეწევნად ჩემდა, რომელნი თავთა თვისთა ვერშემძლებელ არიან შეწევნად, არამედ ქრისტე, რომელი ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა თქუეს წიგნთა და ჯუარითა მისითა ცხოველითა განმაძლიერა მე შენ ზედა".

მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შესძახეს: "ჩეუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რაჲთა არა არს სხუაჲ ღმერთი მისსა გარეშე".

მარკიანემ ბრძანა დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური ცხოვრება საუკუნო.

შემდეგ მარკიანემ ბრძანა ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე ტარება.ღვთის შეწევნით წმ. ბარბარეს გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა მისი წმიდა სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა.

მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო ქალწულს, შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე, და ამიტომ დიოსკორეს, წმიდა ბარბარეს მამას, უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და თავი მოეკვეთა მისთვის.

წაიყვანა დიოსკორემ თავისი ასული. როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმიდა ქალწულმა შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ სიცილით და კიცხვით მიუგო: "რაჲ ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაიზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა". მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები.

დაასრულა თუ არა ლოცვა, ზეციდან ხმა გაისმა: "მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა ივლიანეს თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ".

ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: "აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰეი, უღმერთოო".

დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა - ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.

წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►