აღდგომის მომდევნო კვირას, ქრისტე ეკლესია კვირაცხოვლობის, აღდგომის გახსენების-განახლების დღეს ზეიმობს. ამასთან ამ დღეს სხვაგვარად თომას კვირიაკესაც უწოდებენ. მოგეხსენებათ, თომას ზოგჯერ ურწმუნოსაც უწოდებენ, იმის გამო, რომ როდესაც მაცხოვარი აღდგომიდან დღესა მას "ერთშაბათისასა" გამოეცხადა მოციქულებს, მათ შორის თომა არ იყო. და როდესაც მოციქულებმა უამბეს აღმდგარი მაცხოვრის ხილვა, მან არ დაიჯერა და თქვა: "უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მერწმენეს". ამ დღიდან მერვე დღეს, მაცხოვარი კიდევ ერთხელ მიდის მოციქულებთან, ამჯერად თომაც მათთან არის და იქ უკვე თომა აღიარებს: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი".

სწორედ ამ დღის გახსენებას ზეიმობს კვირაცხოვლობას ქრისტეს ეკლესია და ამასთან დაკავშირებით წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის

სიტყვა კვირა-ცხოვლობაზედ

"ჰრქუა მას იესუ: "რამეთუ მიხილე და გრწამ, ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე (იოანე. 20, 29)"

       იესო ქრისტე, მკვდრეთით აღდგომილი, მრავალ-გზის გამოეცხადებოდა მოწაფეთა თვისთა ორმეოცთა დღეთა შინა, ვიდრე ზეცად ამაღლებადმდე; ასწავლიდა მათ, განამტკიცებდა მათ სარწმუნოებასა შინა და ამზადებდა მათ დიდისა მათისა მსახურებისათვის. თვით აღდგომის დღეს გამოუჩნდა იგი მწუხრად ათთა მოწაფეთა რომელნი იყვნენ შეკრებილ ერთ სახლში, აღუთქვა მოვლინება სულისა წმიდისა და უბრძანა, რომელ წარავლინებს მათ ყოველსა ქვეყანასა ზედა ქადაგებად სახარებისა. ამ დროს ერთი მოწაფეთაგანი, თომა არ იყო მუნ; ხოლო ოდეს ახარეს მას აღდგომა ქრისტესი, არ ირწმუნა: უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა, სთქვა თომა, სახე იგი სამსჭვალთა და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არა სადა მრწმენეს. ხოლო იესო, შემდეგ რვისა დღისა, კვალად გამოუჩნდა მოწაფეთა თვისთა, რომელთა შორის იყო თომაცა, აჩვენა მას ხელნი თვისნი ფერხნი და გვერდი და რქვა მას: ნუ იყოფინ ურწმუნო, არმედ გრწმენინ. მიუგო თომა და რქვა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! რქვა მას იესო: რამეთუ მიხილე და გრწამს, ნეტარ-არიან რომელთა არა უხილავ და ვრწმენე. ჩვენთვის რქვა, ძმანო ქრისტიანენო, სიტყვა ესე მაცხოვარმან. ნეტარ-არიან რომელთა არა უხილავ და ვრწმენე. ჩვენ ყოველნი მორწმუნენი, რომელნი არა ვხედავთ მას ხორციელითა თვალითა, ვითარცა მოციქულნი ხედვიდენ მას, გარნა გვრწამს იგი გულითა და სულითა, მივიღებთ ნეტარებასა ამას აღთქმულსა მაცხოვრისაგან. აწ განვიზრახოთ მოკლედ, თუ რაისათვის უმეტესი აქვს ფასი სარწმუნოებასა ჩვენსა, ვიდრე სარწმუნოებასა, მათსა, რომელნი თვალითა თვისითა ხედვიდენ მაცხოვარსა.

       სარწმუნოებასა ჩვენსა, ძმანო ქრისტიანენო, მისთვის აქვს უმეტესი ფასი, რომელ იგი პირველად გაჩნდება გულსა შინა ჩვენსა და გულისაგან გამოვა გარეშე სიტყვათა და საქმეთა შინა ჩვენთა. ხოლო სარწმუნოება თანა-მედროეთა მაცხოვრისათა, რომელნი ხედვიდენ მას თვალითა თვისითა, გაუჩნდებოდა ხედვისაგან და მერმე შევიდოდა გულსა შინა მათსა, ადვილი იყო მათთვის რწმენა, ოდეს იგინი ხედვიდენ თვალითა თვისითა დიდთა სასწაულთა: ბრმისა განკურნებასა, განრღვეულისა განმტკიცებასა, მკვდრის აღდგომასა; არა ძნელ იყო რწმენა მაცხოვრისა მათთვის, რომელნი თვალითა თვისითა ხედვიდენ საღმრთოსა მისსა სახესა, ყურითა თვისითა ისმენდენ ზეციურსა ხმასა, პირისა მისისაგან მიიღებდენ დარიგებასა; საკმაო იყო, ზოგჯერ, ერთი მხოლოდ შეხედვა მისისა ღვთაებრივისა სახისა, რომ ეთქვა კაცს: სწორედ იგი არის ძე ღვთისა. ხოლო აწ ჩვენ ვართ მოკლებულ ამათ ყოველთა; ჩვენ მხოლოდ წიგნთაგან შევიტყობთ მისთა სიტყვათა და ჰაზრთა; ამისთვისცა სარწმუნოება ჩვენი მოითხოვს ჩვენგან უმეტესსა გულს-მოდგინებასა და მხნეობასა.

       მეორედ, სარწმუნოება ჩვენი, ვისაც აქვს, ჭეშმარიტი და ცხოველი სარწმუნოება, გამოაჩენს უმეტესსა ღირსებასა და სათნოებასა კაცისასა, ვიდრე სარწმუნოება მათი, რომელნი ხედვიდენ მაცხოვარსა.

       არის ორ-გვარი სარწმუნოება: ერთი თავისუფალი, გულითადი და მეორე იძულებითი, უნებრივი. ოდეს თანა-მედროენი იესო ქრისტესნი იხილვიდენ ოთხის დღის მკვდრის საფლავით გამოხმობასა, ანუ სხვასა ესე ვითარსა სასწაულსა, მაშინ არ შეეძლოთ მათ არა რწმენად, მაშინ უნებრივ გაუჩნდებოდათ მათ სარწმუნოება. იქმნება გული მათი თავით თვისით არ იყო მიდრეკილი სარწმუნოებისადმი, გარნა ოდეს იმას იხილვიდენ, არ შეეძლოთ არა რწმენად. თვით მტერნი იესო ქრისტესნი, ოდეს იხილვიდენ მისთა დიდთა საქმეთა, არ შეეძლოთ არა რწმენად, რომელ იგი იყო ძე ღვთისა, გარნა გული მათი ესოდენ იყო გაფუჭებულ, რომელ მაინც სდევნიდენ მაცხოვარსა; ხოლო ვისაც აწ რწმენა მაცხოვრისა, იგი მით გამოაჩენს, რომელ გული მისი არის კეთილი და სახიერი.

       გარნა ნუ დავივიწყებთ, ძმანო ჩემნო, რომელ ახლაცა დიდი განრჩევა არის ჩვენ შორის სარწმუნოებითა. არა ყოველთა აწინდელთათვის იტყვის მაცხოვარი: ნეტარ-არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე.

       ჩვენ ყოველთა გვაქვს სარწმუნოება, გარნა ზოგთა სარწმუნოება არის ცივი, უქმი და თითქმის მკვდარი, და ისინიც არიან მსგავსნი ფარისეველთა და მწიგნობართა, რომელნი, ხედვიდენ რა სასწაულთა ქრისტესთა, იცოდენ, რომ იგი არს ძე ღვთისა, გარნა არ იქმოდენ კეთილსა საქმესა; ხოლო ზოგთა ჩვენგანთა აქვსთ სარწმუნოება ტფილი და ცხოველი, რომელი იპყრობს ყოველსა გულსა და გამოჩნდება სიტყვათა და საქმეთა შინა, მათთვის მხოლოდ იტყვის მაცხოვარი: ნეტარ-არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე.

       უკეთუ თვით გული შენი მოითხოვს სარწმუნოებასა და ვერ შეგიძლიან გასძლო თვინიერ სარწმუნოებისა, უკეთუ სმენა სახარებისა არს ნუგეში გულისა შენისათვის, მაშინ ნეტარ ხარ შენ, ვინაითგან ცხადად ჰსჩანს, რომ გული შენი კეთილია და სახიერი. კაცი ბოროტი ვერ მიიღებს სახარებასა; გული განრყვნილი და გონება დაფანტული ვერ შეიტყობს ხარებასა ქრისტესსა. ხასიათი და თვისება კაცისა გამოჩნდება მისგან, რაც უყვარს, რასაც ეძიებს და რაისადმიცა აქვს მისწრაფება. უკეთუ შენ გრწამს და გიყვარს ლოცვა, ეკკლესია, სახარება, მაშა-სადამე გული შენი კეთილ არს, მაშა-სადამე მადლი ქრისტესი ახლო არს შენდამი. ხოლო უკეთუ ნაცვლად ამისა შენ ეძიებ ხორციელსა ნუგეშსა და კმაყოფილებასა, უკეთუ შენ ჰპოებ შენსა ნუგეშსა, საჭმელსა, ანუ სასმელსა, ანუ შესამოსელსა, ანუ სხვასა რომელსამე მსოფლიოსა კმაყოფილებასა შინა, მაშა-სადამე გულსა შენსა არ მიუღია მადლი ქრისტესი და არა გაქვს შენ ნაწილი მათ შორის, რომელთათვის ჰსთქვა უფალმან: ნეტარ-არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე.

       განა არ შეუძლიან, ძმანო ქრისტიანენო, უფალსა ახლაც გამოცხადდეს და სასწაულებითა თვისითა შეარცხვინოს ურწმუნონი, განამტკიცოს სულ-მოკლენი და სუსტნი მსგავსად თომა მცირედ მორწმუნისა, დაუხშოს პირი წინააღმდეგთა?! გარნა მას არა სურს, რათა სარწმუნოება ჩვენი იყოს იძულებითი, მას სურს რათა თვით გული ჩვენი მიგვიზიდავდეს სახარებისადმი, რათა თავისუფლად, ჩვენითა განზრახვითა მივიდოდეთ მისდამი; მოკლედ ვსთქვათ, მას სურს, რათა ჩვენ მივიღოთ უმეტესი სასყიდელი და ნეტარება ჩვენითა სარწმუნოებითა. ამინ.

ტეგები: Qwelly, დარიგებანი, კვირაცხოვლობა, კვირიაკე, რწმენა, ურწმუნოება, ქადაგება, ქიქოძე

ნახვა: 669

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters