სიყვარულის ძალა, დარიგებანი, ქველი, darigebani, love, siyvarulis dzala, ეფრემ ასური, efrem asuri

      "ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს.

      ვისაც სიყვარული გააჩნია, არ იმეგობრებს მზაკვართან, არც ამპარტავანთან; ვისაც სიყვარული გააჩნია, მას არ შურს ცოდვილთა სიმდიდრე, არამედ ზრუნავს მათთვის, ლმობიერად ასწავლის მათ და ანუგეშებს. როცა მოყვასს გასაჭირსა და განსაცდელში ჰპოვებს, მისთვის წუხს და განიცდის და მთელი თავისი ძალ-ღონით შეეწევა მას სიკვდილამდე.

      ვისაც სიყვარული გააჩნია, არ უგულვებელყოფს უცხოს, არამედ სიყვარულით შეიწყნარებს მას და მყისვე მოასვენებს. ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი აღასრულებს ღვთის ნებას და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეა, რამეთუ ჩვენმა მაცხოვარმა ასე უთხრა სანატრელ მოციქულებს: "ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, ოდეს იყვარებოდეთ ურთიერთს". ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი საკუთრად არაფერს მიიჩნევს, არამედ ყველაფერი, რაც აბადია, სხვისთვის ნებავს. ვისაც სიყვარული გააჩნია, არავის თვლის უცხოდ, არამედ ყველას თავის მეგობრად ხედავს, და არასოდეს აღშფოთდება და არ გაიხარებს ძმის ბოროტების გამო, და არც ცილს დასწამებს, და არც არავის მტრობას ჩაიდებს გულში, ეშმაკის გარდა, არამედ ყველაფერს სულგრძელებით მოითმენს.

      ნეტარია კაცი, რომელმაც სიყვარული მოიპოვა და ასე წარსდგა ყოველთა დამბადებელი ღმერთის წინაშე, რომელმაც უწყის თავის ბეჭდით აღმბეჭდილნი და შეიწყნარებს მათ თავის სასუფეველში თავის ანგელოზებთან ერთად და ისინი დამკვიდრდებიან ქრისტესთან. რადგან ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხე, სიყვარულის გამო გვიჩვენა ზეცად აღმავალი გზა, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას, ამის გამო გვმართებს თქმად, რომ ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება."

წმ. ეფრემ ასური

ტეგები: Qwelly, დარიგებანი, ეფრემი_ასური, სიყვარული, ღმერთი, ძალა

ნახვა: 527

გამოხმაურებები!

მგონი, კორინთელთა მიმართ ეპისტოლედან განმარტავს იმ მუხლებს, სადაც სიყვარულზე საუბრობს პავლე მოციქული.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

შტორმის სილამაზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2019.
საათი: 10:14pm 0 კომენტარი

      ფოტო და ვიდეოგრაფი, ანდა, უფრო სწორად, ფილმოგრაფი მაიკ ოლბინსკი (Mike Olbinski), უკვე მრავალი წელია საქორწილო დღესასწაულების გადაღებებით არის დაკავებული და პროფესიული საქმიანობა დიდი…

გაგრძელება

დიდი  თვალები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2019.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ერთ ღამეს დიდხანს ვეთამაშე ვარსკვლავებს, მათი ბრწყინვალე გირლიანდების მრავალნაირობას დასასრული არ…

გაგრძელება

ლოურენს რიზი - უსახელო ალიანსი

გამოაქვეყნა rusudan_მ.
თარიღი: აგვისტო 15, 2019.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

       1939 წლის 23 აგვისტოს ნაშუადღევის ოთხი საათისთვის სტალინის პირადმა ავტომობილმა წითელი მოედანი გადაკვეთა. მანქანაში საბჭოთა ლიდერის უჩვეულო სტუმარი იჯდა. დიპლომატიის ისტორიაში ამ ერთ-ერთი ყველაზე…

გაგრძელება

ალექსანდრე იასაღაშვილი - შავი ვარდი

გამოაქვეყნა rusudan_მ.
თარიღი: აგვისტო 15, 2019.
საათი: 6:00pm 1 კომენტარი

      პროფესორ პავლე ნაპირელის ოჯახი ყირიმში ისვენებდა, დაძაბული შრომით მოქანცულ მეცნიერს ძალიან მოუხდა იქაური მზე და ზღვის ჰაერი. ამინდებიც კარგი დაუდგა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ავტომანქანით…

გაგრძელება

Qwelly World

free counters