სიყვარულის ძალა, დარიგებანი, ქველი, darigebani, love, siyvarulis dzala, ეფრემ ასური, efrem asuri

      "ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს.

      ვისაც სიყვარული გააჩნია, არ იმეგობრებს მზაკვართან, არც ამპარტავანთან; ვისაც სიყვარული გააჩნია, მას არ შურს ცოდვილთა სიმდიდრე, არამედ ზრუნავს მათთვის, ლმობიერად ასწავლის მათ და ანუგეშებს. როცა მოყვასს გასაჭირსა და განსაცდელში ჰპოვებს, მისთვის წუხს და განიცდის და მთელი თავისი ძალ-ღონით შეეწევა მას სიკვდილამდე.

      ვისაც სიყვარული გააჩნია, არ უგულვებელყოფს უცხოს, არამედ სიყვარულით შეიწყნარებს მას და მყისვე მოასვენებს. ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი აღასრულებს ღვთის ნებას და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეა, რამეთუ ჩვენმა მაცხოვარმა ასე უთხრა სანატრელ მოციქულებს: "ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, ოდეს იყვარებოდეთ ურთიერთს". ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი საკუთრად არაფერს მიიჩნევს, არამედ ყველაფერი, რაც აბადია, სხვისთვის ნებავს. ვისაც სიყვარული გააჩნია, არავის თვლის უცხოდ, არამედ ყველას თავის მეგობრად ხედავს, და არასოდეს აღშფოთდება და არ გაიხარებს ძმის ბოროტების გამო, და არც ცილს დასწამებს, და არც არავის მტრობას ჩაიდებს გულში, ეშმაკის გარდა, არამედ ყველაფერს სულგრძელებით მოითმენს.

      ნეტარია კაცი, რომელმაც სიყვარული მოიპოვა და ასე წარსდგა ყოველთა დამბადებელი ღმერთის წინაშე, რომელმაც უწყის თავის ბეჭდით აღმბეჭდილნი და შეიწყნარებს მათ თავის სასუფეველში თავის ანგელოზებთან ერთად და ისინი დამკვიდრდებიან ქრისტესთან. რადგან ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხე, სიყვარულის გამო გვიჩვენა ზეცად აღმავალი გზა, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას, ამის გამო გვმართებს თქმად, რომ ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება."

წმ. ეფრემ ასური

ტეგები: Qwelly, დარიგებანი, ეფრემი_ასური, სიყვარული, ღმერთი, ძალა

ნახვა: 689

გამოხმაურებები!

მგონი, კორინთელთა მიმართ ეპისტოლედან განმარტავს იმ მუხლებს, სადაც სიყვარულზე საუბრობს პავლე მოციქული.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კიბერ ომი და კიბერ საზღვრები, ტრენდი მერაბიშვილი და გასაყიდი პარლამენტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 21, 2020.
საათი: 11:15pm 0 კომენტარი

      სითბო მოვიდა, დაგვიანონსეს კიდეც, რომ უქმეებზე თბილი ამინდები გველის და შეგვიძლია ნელ-ნელა გაზაფხულის სურნელიც ვიგრძნოთ აქა-იქ. მოკლედ, კიბერშეტევის შედეგები იმაზე საინტერესო და ხმაურიანი გამოდგა, ვიდრე თავის დროზე თავად კიბერშეტევის ფაქტი. მსოფლიო გმობს რუსეთის მიერ კიბერშეტევას, ხოლო კარასინი გაკვირვებული კითხულობს - დადასტურდა რომ ეს ჩვენ ვქენით? ეჭვი მეპარებაო. მეორე ამბავია მერებაშვილის გატრენდებული ნიუსები. ახალი ამბავი - ქუთაისის…

გაგრძელება

თავისუფლება დასამხობად, ბიუჯეტის მთავარი გამგებელი პარლამენტში და კიბერდაუცველობა - შემოვიდნენ და გავიდნენ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 20, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      დავიწყოთ საღამოს კარგი ამბით - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა 2021 წლის ევროჩემპიონატის საწყისი ფეხბედნიერად დაიწყო. დღეს, ვანო მერაბიშვილისთვისაც ბედნიერი დღე გამოდგა - მან მატროსოვის ციხე 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა და აქტიურად შეუდგა პოლიტიკურ საქმიანობას - გამოვიდა თუ არა, ხელისუფლების დამხობა დააანონსა. დღის მთავარი თემა იყო ფინანსთა მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა და უფრო ხმაურიანი და საერთაშორისო…

გაგრძელება

დაპირისპირება პოლიტ. ველზე, მერაბიშვილის გამოსვლა, კალაძის დედაქალაქელობა, შოთაძის პრობლემები, მარგველაშვილის პოლიტიკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 19, 2020.
საათი: 11:30pm 5 კომენტარი

      ქვეყნის მთავარი ამბავი დღევანდელ ნიუსრუმში, პოლიტიკური დაპირისპირებაა ნაცებსა და ქოცებს შორის - დღეს ერთი უცხოელი მხატვარი ამბობდა, გაოცებული ვარ ქართველებით - სად გაგონილა ოპოზიციამ სახელმწიფო ინსტიტუტს ბოქლომი დაადოსო ან კიდევ, მთავრობამ იმაზე ისაუბროს რომ ქვეყანას დემოკრატიით მართავს ან კიდევ მთავარი პრობლემა ოპოზიციააო. თუმცა ქვეყნის შიგნით სხვა ამბავი კალაძის თბილისია, მერაბიშვილის გათავისუფლება, აჭარის ტელევიზია და გარემოს დაცვის…

გაგრძელება

მხარდაჭერილი შოთაძე და საიქიოდ წასული რეჟისორი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 17, 2020.
საათი: 9:00pm 1 კომენტარი

      დღევანდელი დღე სამწუხარო ამბით იქცა გამორჩეულად და ისტორიაში ჩასაწერად - დღეს გარდაიცვალა გიორგი შენგალაია (იხ. ქველინიუსი). თუმცა, პოლიტიკოსებმა გიორგი შენგელაია ნაკლებად გაიხსენეს, როდესაც საქმე მთავარი პროკურორის არჩევნებს და დანიშვნების შეეხო. კიდევ ერთი ამბავია - გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკას…

გაგრძელება

Qwelly World

free counters