"წმინდა სახარებაში, პირველი ადგილი სიყვარულს უჭირავს… ქრისტე თავად არის სიყვარული. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა არის ყველაზე დიდი სათნოება, მან უპასუხა: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულიერი ძალით და შეიყვარო მოყვასი როგორც თავი შენი, ვინაიდან კანონი და წინასწარმეტყველება ამ ორ მცნებას ეფუძნება. ყველა სათნოება კარგია, თუმცა ნებისმიერ კეთილ საქმეს, ნებისმიერ ქველმოქმედებას საფუძველი სიყვარულის გარეშე არ ექნება. სიყვარულია შენდობის თხოვნის საფუძველი, რადგან სიყვარულმა არ იცის რას ნიშნავს სიძულვილი… სიყვარულია – წყარო მოწყალებისა და ყოველგვარი სიკეთისა. სიკეთე მხოლოდ მაშინ არის სიკეთე, თუკი იგი სიყვარულით კეთდება… რა მშვენივრად წერს ერთი წმინდა მამა: “სიკეთე სიკეთეა მხოლოდ მაშინ, როდესაც “კეთილად კეთდება”. სულ პატარა სიკეთეს, რომელიც სიყვარულით კეთდება, დიდი ფასი აქვს. ამ დროს იგი ბრწყინვალე და ძვირფას საჩუქრად გადაიქცევა. სიყვარული სათნოებების “დედად” არის აღიარებული. სიყვარული სიხარულსა და გულს აფართოვებს… მათ საკუთარ თავში აერთიანებს… სიყვარულის ხალიჩა კი თავმდაბლობით იქსოვება… ყოველგვარ ცუდს სიყვარული შლის და ანადგურებს. ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის ნაკლს აღმოაჩენს და მის განსაკურნებლად იღვწის… სიყვარული ჩვენს “უფლებებზე” მოყვასის შენობას, მის წინსვლას, მის ცხონებას აშენებს! ღვთისნიერი სიყვარული კი არ “კლავს”, არამედ მსხვერპლს გაიღებს ძმისთვის! ჭეშმარიტი სიყვარულისთვის სრულიად უცხოა სიძულვილი. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს, მას სიძულვილი არ შეუძლია. ჩემო კეთილო ძმებო და დებო, დაე შევიყვაროთ ყოველი ადამიანი! დაე ვიღვაწოთ, რომ საკუთარი “მე” დავივიწყოთ და მის ადგილას “ჩვენ” დავამკვიდროთ!"

* * *

    "ეცადეთ ცხონებას უპირველეს ყოვლისა სიყვარულის სათნოების საშუალებით. თქვენს მთავარ საზრუნავად უნდა იქცეს ის, თუ როგორ გავმდიდრდეთ სიყვარულით. თავად ღმერთია მასში, ვისაც აქვს სიყვარული, რადგან ღმერთი – “სიყვარული არს”… თუ ფული არა გაქვს, რომ მატერიალური მოწყალება გასცე, იცოდე, რომ ერთი ტკბილი სიტყვა, ერთი ლოცვა, ვინმეს მძიმე ხასიათის მოთმინებით ატანა, მოყვასისათვის გასაჭირში პრაქტიკული მხარდაჭერა და ა.შ. – მოწყალების გაცემა და სიყვარულის გამოხატულებაა… ღვთისნიერი სიყვარული პატიობს შეცდომებს, “გადაეფარება” და მალავს მცირე ნაკლს, უთმობს სიჯიუტეს, არ განიკითხავს, ამსხვრევს ყოველ ეგოისტურ ქმედებას… რა ბრწყინვალედ ბრძანებს წმ. იოანე ღვთისმეტყველი:“ღვთის სიყვარულმა ზეცა მიწასთან შეაერთა… ღვთის სიყვარულმა ადამიანი მეფის ტახტზე აიყვანა… ღვთის სიყვარულმა ღმერთი მიწაზე გამოაჩინა… ღვთის სიყვარულმა მონა ბატონად აქცია… ღვთის სიყვარულმა მტრების სიყვარულისთვის თავისი საყვარელი ძე გაიმეტა”…

* * *

   

    "ის სიყვარულია ნამდვილი, რომელიც სათავეს ღვთის სიყვარულიდან იღებს.” ღმერთი სიყვარული არს…” როგორი საუცხოო, როგორი დიადი, როგორი გამოუთქმელი და ამავე დროს როგორი ადამიანურია წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეს გამონათქვამი: “ღმერთი სიყვარული არს…”. ყოველი ღვთიური ენერგია სიყვარულს მოიცავს, ყოველი მისი ქმნილება სიყვარულის შედეგია. ეცადე, რომ ჩვენი საკუთარი ცხოვრებაც სიყვარულად იქცეს. ერთი კეთილი სიტყვით, ერთი ღიმილით, ერთი გულისხმიერი, გულღია, კეთილი მოპყრობით ჩვენს მოყვასს მივუახლოვდეთ, რითაც უფლის სიტყვებისადმი: “იყუარებოდით ურთიერთას” – რწმენას გამოვხატავთ."

***

    "სადღაც წავიკითხე: “სიყვარულზე რომ გიამბოთ – მარადიულობა არ გვეყოფა!” ნამდვილი სიყვარული, ლოგიკის ყოველგვარ კანონს არღვევს და საკუთარ გარემოში ღვთიური მადლი შემოჰყავს! დაე, გიყვარდეს არა ანგარებით, არა ანგარიშის გაწევით, არა იმით, რომ “სიყვარული უნდა აჩვენო”, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მცნება აღასრულო! ერთმა ადამიანმა უფალ იესო ქრისტეს მიმართა: ყველგან მოვიარე, შევიძინე განათლება და სიბრძნე, მაგრამ სადაც კი გეძებე, ვერ გიპოვე!  იესომ კი უპასუხა: – ადამიანი – შენი მოყვასი უფრო მეტად შეიყვარე და მაშინ მიპოვი!"

ტეგები: Qwelly, ათონი, ბერები, დარიგებანი, რწმენა, სიყვარული, უფალი, ცხოვრება, ძალა

ნახვა: 537

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters