მამა გაბრიელ, იქნებ ქართველი ერის გამრავლების პარაკლისი გადაიხადოთ გამოცხადება მქონდა, წმიდა სამების ეკლესიაში გადავიხადე ქართველი ერის გამრავლების პარაკლისი. ისინი მოვიდნენ ჩემთან, მეომრებივით იყვნენ ჩაცმულები. თეთრი შენობა იყო, კარი არ ჰქონდა. ამომიდგნენ აქეთ-იქით და სადღაც წამიყვანეს, ბნელ ოთახში შემიყვანეს და იქ დამტოვეს. სიბნელეს თვალი რომ შევაჩვიე, დავინახე ქვის იატაკი მოფენილი იყო თითის სიგრძე მკვდარი გასისხლიანებული ბავშვებით. ჭერიდან კიდევ დახოცილი ბავშვები ცვიოდნენ. ფეხის დასადგმელიც კი აღარ იყო, ფეხის წვერებზე შევდექი. ამ დროს კარი გაიღო და ხმა გაისმა: მობრძანდება, მობრძანდებოაო. ვიფიქრე, ვინც აქამდე მომიყვანა, იქნებ მათი უფროსი მობრძანდება-მეთქი. მე კედელს ავეკარი. დავინახე უამრავი წმიდანებითა და ანგელოზებით გარშემოხვეული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. თეთრი სამოსლით შემობრძანდა. იმ ორმა ვინც აქ მომიყვანა, ჩემზე მიუთითეს: ეს არის გამრავლებას რომ ითხოვდაო. ღვთისმშობელმა მკაცრად შემომხედა და იატაკზე სისხლით მოსვრილ ბავშვებზე მიმითითა: "ამისთვის მეხვეწები? ასე გამრავლდება საქართველო?" მერე გატრიალდა და წავიდა.

(ამის შემდეგ ბერი გაბრიელი ქუჩაში დადიოდა და ქადაგებდა: დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ, საქართველო დაღუპვას გადაარჩინეთ).

 

ტეგები: Qwelly, ბერი, გაბრიელი, მამა, ღმრთისმშობელი, წმინდა, ხატი

ნახვა: 116

გამოხმაურებები!

მამა გაბრიელი ამბობდა:”საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს.ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა,როგორც იოანე წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა.ისე მოუვა მას,თქვენი ტალანტი რწმენაა,ამრავლეთ და უტხარით სხვებსაც,,

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აუტანელი ადამი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters