ამისათვის ღმრთის შეცნობაა საჭირო. რამეთუ, თუკი ამპარტავნება ღმრთის უმეცრებისაგან იშვება, მისი შეცნობის შემდეგ ყოველგვარი ამპარტავნება განგვეშორება. დაფიქრდი ჯოჯოხეთის გეენიაზე, გაიხსენე ის ადამიანები, ვინც შენზე ბევრად უკეთესები არიან, იფიქრე, რამდენად დამნაშავე ხარ ღმრთის წინაშე. თუკი ამაზე დაფიქრდები, მალე დაამშვიდებ შენს გონებას, მალე დაამდაბლებ მას. დაფიქრდი დღევანდელ დღეზე, ადამიანის ბუნებაზე, იმაზე, თუ რა არარაობაა იგი. მიცვალებულს რომ დაინახავ, დაფიქრდი ყოველივე წარმავალის არარაობაზე, იმაზე, რომ იგი სხვა არაფერია, თუ არა აჩრდილი და სიზმარი. რას იტყვი? მეტყვი, გონება მაქვს მონიჭებულიო? მაგრამ აღარც გონება შეგრჩენია, რამეთუ ამპარტავნება უგუნურების ნიშანია. მაშ, რითი იქადი? კეთილგონიერებით? მაგრამ ამპრატავნება არ არის თვისობრივი კეთილგონიერებისთვის, პირიქით, მის გამო კარგავ უფლებას, კეთილგონიერი გეწოდოს. ამიტომ აღვირი ვასხათ ჩვენს გულისსიტყვებს, ვიყოთ მდაბალნი, სიმდაბლისმოყვარენი, მშვიდნი. რამეთუ ასეთები განსაკუთრებით უყვარს უფალს. „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითაო“ (მთ. 5,3), ამბობს იგი. და კიდევ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (იქვე 11,29). იმიტომაც დაბანა მას ფეხი თავის მოწაფეებს, რათა ჩვენთვი სიმდაბლის გაკვეთილი ეჩვენებინა. შევეცადოთ, რომ ყოველივე ამისგან ვარგოთ რაიმე ჩვენს სულს, რათა შევძლოთ იმ სიკეთეთა დამკვიდრება, რაც ღმრთის მოყვარეთათვის არის აღთქმული.

წმიდა იოანე ოქროპირი

ტეგები: qwelly, იოანე, ოქროპირი

ნახვა: 190

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters