Qwelly - Qwelly2024-03-29T21:43:43Zhttps://www.qwelly.com/group/darigebani/forum/topic/listForTag?tag=Qwelly&feed=yes&xn_auth=noსიყვარულის ძალაtag:www.qwelly.com,2016-03-19:6506411:Topic:11166382016-03-19T19:30:15.857Zთათიაhttps://www.qwelly.com/profile/tatiailura

"ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად…

"ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს.

ვისაც სიყვარული გააჩნია, არ იმეგობრებს მზაკვართან, არც ამპარტავანთან; ვისაც სიყვარული გააჩნია, მას არ შურს ცოდვილთა სიმდიდრე, არამედ ზრუნავს მათთვის, ლმობიერად ასწავლის მათ და ანუგეშებს. როცა მოყვასს გასაჭირსა და განსაცდელში ჰპოვებს, მისთვის წუხს და განიცდის და მთელი თავისი ძალ-ღონით შეეწევა მას სიკვდილამდე.

ვისაც სიყვარული გააჩნია, არ უგულვებელყოფს უცხოს, არამედ სიყვარულით შეიწყნარებს მას და მყისვე მოასვენებს. ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი აღასრულებს ღვთის ნებას და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეა, რამეთუ ჩვენმა მაცხოვარმა ასე უთხრა სანატრელ მოციქულებს: "ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, ოდეს იყვარებოდეთ ურთიერთს". ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი საკუთრად არაფერს მიიჩნევს, არამედ ყველაფერი, რაც აბადია, სხვისთვის ნებავს. ვისაც სიყვარული გააჩნია, არავის თვლის უცხოდ, არამედ ყველას თავის მეგობრად ხედავს, და არასოდეს აღშფოთდება და არ გაიხარებს ძმის ბოროტების გამო, და არც ცილს დასწამებს, და არც არავის მტრობას ჩაიდებს გულში, ეშმაკის გარდა, არამედ ყველაფერს სულგრძელებით მოითმენს.

ნეტარია კაცი, რომელმაც სიყვარული მოიპოვა და ასე წარსდგა ყოველთა დამბადებელი ღმერთის წინაშე, რომელმაც უწყის თავის ბეჭდით აღმბეჭდილნი და შეიწყნარებს მათ თავის სასუფეველში თავის ანგელოზებთან ერთად და ისინი დამკვიდრდებიან ქრისტესთან. რადგან ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხე, სიყვარულის გამო გვიჩვენა ზეცად აღმავალი გზა, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას, ამის გამო გვმართებს თქმად, რომ ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება."

წმ. ეფრემ ასური
საშობაო ეპისტოლე (ეფრემ II)tag:www.qwelly.com,2016-01-25:6506411:Topic:10874532016-01-25T16:59:50.061Zთათიაhttps://www.qwelly.com/profile/tatiailura

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა, საქართველოს ეკლესიის მღვდდელთმთავართა, მღვდელთა და ღმრთის მოყვარე ქრისტიანებისადმი

"...აჰა ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა,

რომელი იყოს ყოვლისა ერისა,

- რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი,…

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა, საქართველოს ეკლესიის მღვდდელთმთავართა, მღვდელთა და ღმრთის მოყვარე ქრისტიანებისადმი

"...აჰა ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა,

რომელი იყოს ყოვლისა ერისა,

- რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი,

რომელ არს ქრისტე უფალი,

ქალაქსა დავითსა."

ლკ. 2, 10-1.

ესრედ კეთილსა და დიდსა ბედნიერებასა აუწყებდა ანგელოზი ღვთისა, - მაცხოვრის შობას - მინდვრის მოქალაქეთ, მინდორში დავანებულ პირუტყვთა გუშაგთ, მწყემსთ.

შეაკრთო მწყემსნი ხმამან უცხოთ მახარებელისა და უფროსად კი ანგელოზთა დასთა ტკბილმა და უცხო შინაარსის საგალობელმა: "დიდება მაღალთა შინნა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".

მყისვე აუწყეს მწყემსთა ესე ვითარი ახლად მიძინებულ ბეთლემს... და იქ კლდეში შეთხრილ გამოქვაბულში იხილეს ჩვრები შეხვეული ბაგაში მწოლიარე მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მხსნელი სოფლისა და იქვე განკვირვებულნი ხორციელად მშობელნი მისნი, მარიამ და მოხუცებული იოსები.

"და მოვიდეს მსწრაფლ და პოეს მარიამ და იოსებ და ყრმაი იგი, მწოლარე ბაგასა და ვითარცა იხილეს, გულისხმა ყვეს სიტყვაი იგი, რომელი ითქვა მათა მიმართ ყრმისა მისთვის". ლკ. 16-17.

მას შემდეგ განვლო მრავალ საულუნეთა კრებულმან და ქრისტეანული სამყარო მუდამ წელს და სულ უფრო და უფრო დიდი ზეიმით დღესასწაულობს ხორციელად შობას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, - ამ დიდსა და დიდი საიდუმლოებით მოცულს და უბრალო კაცის გონებისათვის მიუწვდომელს დღესასწაულს.

შობა ქრისტესი არის უდიდესი სასწაული და ეს სასწაული არის შედეგი ღვთისა მიერ კაცისადმი უზომო სიყვარულისა, ვითარცა იტყვის მოციქული სიყვარულისა, იოანე ღვთისმეტყველი - "რამეთუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მოსცა მას რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქვნდეს ცხოვრებაი საუკუნოი". ინ.3,16.

და ყოველივე დიდისა და აურაცხელისა მოწყალებისა წილ რაი მივაგოთ უფალსა?!

- მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი შევიყვაროთ - ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა და მოყვასი (ადამიანი) ვითარცა თავი თვისი!

ამას გვავალებს თვითეულს ჩვენთაგანს ქვეყნად მოვლენილი მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.

გილოცავთ თქვენ, მამანო, ძმანო და დანო ბრწყინვალე ქრისტეს შობის დღესასწაულს!

გილოცავთ თქვენ, ჩემო ძვირფასო სამწყმსოვ, უძველესს მართმადიდებელი საქართველოს ეკლესიის ძენო და ასულნო - ახალ წელს!

მოენიჭოს ქვეყანასა ჩვენსა და ყოველსა ქვეყანასა კეთილნაყოფიერი წელი.

აკურთხე გვირგვინი მოწევნულისა ამის წელიწადისა შენ, ქვეყნის შემოქმედო ღმერთო.. დააცხრე ქვეყანასა ზედა ყოველივე მტრობა, უწესობა, ურთიერთასი ბრძოლა და მოგვანიჭე მშვიდობა, მტკიცე და პირუთვნელი სიყვარული, კეთილ-წესიერებით თანხმობა და სათნოებითი ცხოვრება.

- განაძლიერენ და განამტკიცენ ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი!

- განავრცენ, განაძლიერენ და განამტკიცენ წმიდა ეკლლესია შენი სადიდებელად ღვთისა და საცხოვნებელად სულისა ჩვენისა!

გლოცავთ შენ, ძვირფასო სამწყსოვ საქართველოს ეკლესიისავ და მოვიწვევ თვითეულს თქვენზედა მშვიდობასა და მადლსა ღვთისასა აწ და უკუნისამდე, - ამინ!

ეფრემ II
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი

თბილისი, 1967 წ. 1 იანვარი

აქვე წაიკითხეთ სხვა:

• საშობაო ეპისტოლე

ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარtag:www.qwelly.com,2015-12-16:6506411:Topic:10693012015-12-16T20:57:33.503Zთათიაhttps://www.qwelly.com/profile/tatiailura

სიკვდილი არა არის რა.

მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.

მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ.

რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, ისევ ვართ საუკუნოდ.

ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს.

ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.…

სიკვდილი არა არის რა.

მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.

მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ.

რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, ისევ ვართ საუკუნოდ.

ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს.

ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.

ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი.

ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს.

გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა.

ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე.

ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა,

ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე.

სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა.

იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა.

რად გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ?

იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ?

მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ...

ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის...

ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.

თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი.

თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო!..

თუ ძალგიძს, იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი,

ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!..

თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას,

რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!..

როგორ! თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი,

წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?

გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა,

როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისათვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს,

შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო,

იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ,

კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას ჰპოვებ,

ოღონდ უფრო განწმენდილს.

შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.

ნეტარი ავგუსტინე

მცონარება და საქმიანობაtag:www.qwelly.com,2015-07-08:6506411:Topic:10028692015-07-08T08:41:40.989Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

მცონარება და საქმიანობა

ყოველ მდიდარს განურჩევლად ბედნიერად ნუ მივიჩნევთ, ხოლო ღარიბთ ნუ დავამცრობთ, ნუ შეგვრცხვება ჩვენი ხელობისა და უპატიოდ მივიჩნიოთ არა სამსახური, არამედ მცონარება და უსაქმურობა. სამსახური რომ უპატიოება იყოს, წმინდა პავლე არ იმსახურებდა და მას განსაკუთრებულად არ შეაქებდა: „რამეთუ ვახარებ თუ, არა არს ჩემდა…

მცონარება და საქმიანობა

ყოველ მდიდარს განურჩევლად ბედნიერად ნუ მივიჩნევთ, ხოლო ღარიბთ ნუ დავამცრობთ, ნუ შეგვრცხვება ჩვენი ხელობისა და უპატიოდ მივიჩნიოთ არა სამსახური, არამედ მცონარება და უსაქმურობა. სამსახური რომ უპატიოება იყოს, წმინდა პავლე არ იმსახურებდა და მას განსაკუთრებულად არ შეაქებდა: „რამეთუ ვახარებ თუ, არა არს ჩემდა სიქადულ, რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე, და ვაჲ არს ჩემდა, არა თუ ვახარებდე. რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ რწმუნებულ არს ჩემდა. რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა." (1კორ, 9, 16, 18). ხელობა რომ უპატიოება იყოს, მაშინ ის არ გვამცნებდა, ვინც არ მუშაობს, ნურც ჭამსო (2თეს. 3, 10). უპატიოების მიზეზი მხოლოდ ცოდვაა. მას კი, როგორც წესი, მცონარება შობს, და არა მარტო ერთი, ორი ან სამი, არამედ ყოველი მანკიერება მისგან იშვება. ერთი ბრძენთაგანი ამიტომაც ბრძანებს და გვიჩვენებს რომ მცონარება ყოველი ცოდვის მასწავლებელია. მსახურთა შესახებ საუბარში ის ამბობს: "დაადგინე იგი საქმესა შინა, რათა არა უქმდეს" (ზირ. 33, 28). რაც ცხენისათვის არის ლაგამი, იგივეა ჩვენი ბუნებისათვის სამუშაო. სიზარმაცე სიკეთე რომ იყოს, მაშინ ნაყოფს დაუთესველი და დაუმუშავებელი მიწა აღმოაცენებდა. მაგრამ ის მსგავსს არაფერს იძლევა. ღმერთმა მიწას ოდესღაც უბრძანა ენაყოფიერა; მაგრამ ამჟამად ამას აღარ იქმს, არამედ ადამიანებს ამცნო ხარები უღელში შეაბან და მიაწ დახნან, დაკვალონ, თესლი ჩაყარონ და ვენახს, ხეხლის, თესლს, მრავალგვარი წესებით მოუარონ, რათა შრომამ მშრომელის გული ყოველგვარი ბოროტებისგან განაშოროს. დასაბამიდან, თავისი ძალა რომ ეჩვენებინა, ყოველივე ჩვენი ძალისხმევის გარეშე მოხდა: "აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაი" (დაბ. 1, 11) - უბრძანა მან და მყისვე ყოველივე აყვავდა. შემდეგ არა ასევე, მაგრამ ბრძანა, რომ მიწამ ჩვენი მონაწილეობით აღმოაცენოს, რათა იცოდე, რომ მან შრომა ჩვენივე სარგებლობისათვის და სიკეთისთვის დაუშვა. თუმცა სიტყვები, "ოფლითა პირისა შენისათა ჭამდე პურსა შენსა" (დაბ. 3, 19) სასჯელსა და სატანჯველსა ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში შეგონება და განსწავლაა და ცოდვებით იღებული წყლულების კურნებაა. წმინდა მოციქული პავლე დღე და ღამე ამიტომ შრომობდა. ამას თვითონ ამბობს სიტყვებით: "მოიჴსენენით, ძმანო, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ." (1თეს. 2, 9). ის არა მხოლოდ სიამოვნებისა და სულიერი დასვენებისათვის შრომობდა, როგორც ძმათაგან მრავალნი იქცევიან, არამედ იმგვარი გულმოდგინებით იღვწოდა, რომ სხვებსაც შეეწეოდა "საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს." (საქ. 20, 34). ადამიანი, რომელიც ეშმაკებს იმორჩილებდა, მსოფლიო მოძღვარი, რომელსაც ყოველ ადამიანზე ზრუნვა მიენდო, თითოეული ეკლესიისთვის, ტომისთვის, ხალხისთვის და ქალაქებისთვის უდიდესი გულმოდგინებით იღვწოდა, დღე და ღამე მუშაობდა და არ ისვენებდა; ჩვენ კი, რომელთაც მისი საზრუნავის ცირე ნაწილიც კი არ გვაქვს, მსგავსი რამ გონებითაც ვერ წარმოგვიდგენია, ცხოვრებას მცონარებაში ვატარებთ. მიპასუხე, რით გავმართლდებით, ან როგორ მოგვეტევება? ბოროტება იმის გამო გამრავლდა, რომ მრავალთ უდიდეს ღირსებად მიაჩნიათ - ხელობის მიხედვით არ იმუშაონ და უკიდურესად რცხვენიათ - საქმის ცოდნა გამოავლინონ. წმინდა პავლეს კი არ რცხვენოდა ერთ ხელში დანა სჭეროდა და ტყავები შეეკერა, და თან წარჩინებულ ადამიანებთან ესაუბრა, პირიქით, ათასობით წარჩინებული და ცნობილი ადამიანის წინაშე, რომლებიც მასთან მოდიოდნენ, თავსაც იქებდა და ამის კეთება არა თ არ ეთაკილებოდა, ავისი ხელობის შესახებ ეპისტოლეებში, როგორც სპილენძის სვეტზე, აცხადებდა. ამდენად, რაც თავიდან ისწავლა, შემდგომშიც იმ საქმიანობას მისდევდა, მას შემდეგ, რაც მესამე ცამდე იქნა აღტაცებული, აღყვანილ იქნა სამოთხეში და ღმერთისგან გამოუთქმელი სიტყვები ესმა. ჩვენ კი, უღირსნი მისი ტერფის შეხებისა, იმის გვრცხვენია, რითიც ის იქებოდა. ყოველდღიურად ვცოდავთ, და ეს უღირსებად არ მიგვაჩნია. ხოლო პატიოსან შრომას გავურბივართ, როგორც რაღაც დასაცინსა და სამარცხვინოს. მითხარი, ხსნის იმედი როგორ უნდა გვქონდეს? დარცხვენილს ცოდვის ჩაენის უნდა რცხვენოდეს - რომ ღმერთი არ განარისხოს და რაიმე უჯერო არ ჩაიდინოს, ხოლო ხელობითა და შრომით უნდა ვიქებოდეთ კიდეც. რამეთუ სამუშაოს შესრულების ჟამს წამხთარ გულისთქმებსაც ადვილად გავდევნით, გაჭირვებულებსაც შევეწევით, არც სხვისი სახლის ზღურბლთან დავდგებით და ქრისტეს სჯულსაც აღვასრულებთ, რომელიც ამბობს: "ნეტარ არს მიცემაი უფროის ვიდრე მოღებისა" (საქ. 20, 35). ხელები სწორედ იმისთვის გვაქვს, რომ თავიც ვირჩინოთ და უმწეოთაც შეძლებისდაგვარად შევეწიოთ. ამგვარად, თუკი ვინმე მცონარებით ცხოვრობს, თუნდაც სხეულით აჯნმრთელი იყოს, ხურვებიანზე უფრო უბედურია. იმათ ავადმყოფობის გამო ეპატიებათ და თანაგრძნობასაც იმსახურებენ; ესენი კი, თავიანთ ჯანმრთელობას არცხვენენ და სიძულვილსაც სამართლიანად მოიწევენ, როგორც ღმერთის კანონთა დამარღვეველნი, უძლურთა ტრაპეზის მომკლებელნი და სულის წამხდენელნი. ბოროტება არა მარტო იმაში მდგომარეობს, რომ საკუტარი შრომის ნაყოფით გამოკვების ნაცვლად, სხვა აწუხებდნენ მათხოვრობით, არამედ იმაშიც, რომ ყველაზე უარესნი შეიქმნენ. არაფერი, ჭეშმარიტად არაფერია ამქვეყნად ისეთი, რომელიც უმოქმედობით არ წახდება. დამდგარი წყალი ლპობას იწყებს, ხოლო გამდინარე კეთილ თვისებებს ინარჩუნებს. რკინაც, თუკი უმოქმედოდ ძევს, ჟანგდება და ფუჭდება, ხოლო მოქმედი კიდევ უფრო მტკიცდება და მშვენდება, ბრწყინავს, როგორც ვერცხლი. მიტოვებული მიწაც, როგორც ყველასთვის ცხადია, კარგს არაფერს აღმოაცენებს, მხოლოდ სარეველა ბალახს, ეკალსა და კუროსთავს და უნაყოფო ხეებს, ხოლო დამუშავებული უამრავ ნაყოფს იძლევა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ყოველი არსება უმოქმედობით წახდება, ხოლო მისთვის ჩვეული საქმიანობით სასარგებლო შეიქმნება. ამგვარად, ვიცით რაოდენი გვევნება უსაქმურობით და რაოდენ სასარგებლოა საქმიანობა, პირველი განვაგდოთ, ხოლო მეორეს ხელი მივყოთ, რათა ამქვეყნიური ცხოვრებაც კეთილად გავატაროთ, ჩვენი დანაზოგიდან უპოვართაც განვუსვენოთ და სრუვყოფთ რა სულს ამგვარად, მარადიულ სიკეთეს მივემთხვიოთ.

იოანე ოქროპირი

წიგნიდან: "ცხოვრება და რჩეული თხზულებანი წმინდათა შორის მიმისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა"
თბილისი, 2007

იოანე კიბისაღმწერელიtag:www.qwelly.com,2015-02-09:6506411:Topic:9148582015-02-09T16:03:48.637Zთათიაhttps://www.qwelly.com/profile/tatiailura

175. "ღმერთს ბოროტი არც დაუბადებია და არც შეუქმნია რაიმე. ამიტომ ჩემცდარია იგი, ვინც ამბობს, რომ ვნებები სულის ბუნებითი თვისებებია, და იმას კი ვერ ხვდება, რომ ჩვენს ბუნებაში კეთილად და ჩვენივე ბუნების სასარგებლოდ დაბადებული საქმეები ვნებად ვაქციეთ. თესლი იმისთვის ჩაიდო ჩვენში, რომ შვილიერება მივიღოთ, ჩვენ კი…

175. "ღმერთს ბოროტი არც დაუბადებია და არც შეუქმნია რაიმე. ამიტომ ჩემცდარია იგი, ვინც ამბობს, რომ ვნებები სულის ბუნებითი თვისებებია, და იმას კი ვერ ხვდება, რომ ჩვენს ბუნებაში კეთილად და ჩვენივე ბუნების სასარგებლოდ დაბადებული საქმეები ვნებად ვაქციეთ. თესლი იმისთვის ჩაიდო ჩვენში, რომ შვილიერება მივიღოთ, ჩვენ კი მას სიძვისთვის ვიყენებთ. ბუნებითი მრისხანება ჩვენში ეშმაკების მიმართ დაინერგა, ჩვენ კი მას მოყვასისაკენ მივმართავთ. შური იმისთვის გვაქვს, რომ კეთილი საქმის მოშურნენი ვიყოთ, ჩვენ კი მას ბოროტებისთვის ვიყენებთ. ბუნებით ჩვენი ლტოლვა სასუფევლის მიმართ უნდა წარმართულიყო, ჩვენ კი ცოდვების მიმართ წარვმართეთ ის. ბუნებით მხოლოდ ეშმაკებზე უნდა ვიმაღლებდეთ თავს, ჩვენ კი სწორედ იქ ვავლენთ ქედმაღლობას, სადაც მისი გამოვლენა არ შეიძლება. ბუნებით სიხარულის განცდა უფლის მიმართ და მოყვასის სიკეთისათვის მოგვეცა, ჩვენ კი ბოროტება გვახარებს. ავმეხსიერებაც ბუნებითია, მაგრამ მხოლოდ სულის მტრების მიმართ, ჩვენ კი შევცვალეთ ის და ძმებისადმი მივმართეთ..."

სიტყვა ოცდამეექვსე

ზრახვების, ვნებების და სათნოებათა გამოძიების შესახებ