ქიქოძე - Qwelly2024-03-29T01:29:40Zhttps://www.qwelly.com/group/darigebani/forum/topic/listForTag?tag=%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%94&feed=yes&xn_auth=noყოველთა წმინდათა კვირაtag:www.qwelly.com,2014-06-16:6506411:Topic:7372112014-06-16T10:36:16.731Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ, ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ყოველთა წმინდათა კვირას. ესაა დღე, როდესაც ყოველი ქრისტიანის, ყოველი მართლმადიდებელის მფარველი ანგელოზი იხსეინება, როდესაც ერთად ხარობენ მოზეიმე და მებრძოლი ეკლესიები. ამ დღესთან დაკავშირებით, წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის სიტყვა,

მოძღვრება კვირიაკესა ყოველთა…

სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ, ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ყოველთა წმინდათა კვირას. ესაა დღე, როდესაც ყოველი ქრისტიანის, ყოველი მართლმადიდებელის მფარველი ანგელოზი იხსეინება, როდესაც ერთად ხარობენ მოზეიმე და მებრძოლი ეკლესიები. ამ დღესთან დაკავშირებით, წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის სიტყვა,

მოძღვრება კვირიაკესა ყოველთა წმიდათასა

აწინდელსა კვირიაკესა შინა, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, წმიდა ეკკლესია აღასრულებს ხსენებასა ყოველთა წმიდათასა, ესე იგი მოიხსენიებს, აქებს და ადიდებს ყოველთა მათ კეთილ-მსახურთა და ღვთის-მოყვარეთა და ღვთივ-განათლებულთა კაცთა, რომელნი სიტყვით და საქმით, შრომით და მოღვაწეობით შეეწეოდენ წარმატებასა წმიდისა სარწმუნოებისასა, განამტკიცებდენ ქრისტიანობასა და განავრცელებდენ სასუფეველსა ცათასა ქვეყანასა ზედა, და ამით ყოველთათვის იყვნენ შერაცხილ ეკკლესიისაგან გუნდთა შინა წმიდათასა. ხოლო დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ მოკლეთა სიტყვათა შინა გამოხატვა მათისა ცხოვრებისა და მათისა მოღვაწებისა. განვიმეოროთ რომელნიმე ჰაზრნი დღეს წარკითხულისა სახარებისანი, რათა პირველად, ვსცნათ და ვითარი იყო ცხოვრება წმიდათა და მეორედ, ჩვენთვისსაც გამოვიყვანოთ რომელიმე დარიგება და ნუგეში.

ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა, და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უარ-ვყო მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა.

აჰა მცნება, რომელსა აღასრულებდენ ყოველნი წმიდანი განმავლობასა შინა მრთელისა მათისა ცხოვრებისასა; იგინი აღიარებენ სახელსა უფლისასა წინაშე ყოველთა კაცთა, იგინი ჰქადაგებდენ სჯულსა ქრისტესსა და აუწყებდენ ყოველსა ქვეყანასა დიდებასა ღვთისასა. რომელნი მათგანნი, ვითარცა საქმითა, ეგრეთვე უმეტესად ენითა და სიტყვითა აღიარებდენ სახელსა ქრისტესსა. მიმავალნი სოფლითი სოფლად ახარებდენ იგინი ყოველთა ტომთა, მოაქცევდენ ურწმუნოთა, განანათლებდენ დაბნელებულთა, არ აშენებდენ ეკკლესიათა და ესრეთ პირსა ზედა ყოვლისა ქვეყნისასა დააფუძვნეს სჯული ქრისტიანობრივი. ხოლო რომელნიმე მათგანნი, თუმცა არა ჰქადაგებდენ ენითა თვისითა სახარებასა, გარნა წმიდა მათი ცხოვრება, კეთილი და საყვარელი მათი ყოფა-ქცევა ხმამაღლად ჰქადაგებენ დიდებასა ქრისტესსა, ვინაითგან მრთელი მათი სიცოცხლე იყო გამოხატვა და აღსრულება ქრისტეს სახარებისა. ვინ აღწერს მოკლეთა და სუსტთა სიტყვათა შინა მრავალფერთა საქმეთა და მოღვაწებათა წმიდათასა? იგინი იყვნენ ცხოველნი სახენი ქრისტესნი ქვეყანასა ზედა; იგინი იყვნენ ნათელნი და მნათობნი და მარილი ამის სოფლისანი; მათ ცხოვლად გვიჩვენეს, რა ძალა აქვს სახარება ქრისტესსა, ვითარ გამოსცვლის და განაბრწყინვებს იგი ბუნებასა კაცისასა, ოდესცა კაცი სრულიად დაემორჩილება მას. ღვაწლი არ იტვირთეს, რომელი შრომა არ აღიღეს თავის თავზედ, რომელი მაგალითი არ გვაჩვენეს და რომელი სახე სიწმიდისა და სათნოებისა არ მოგვცეს ჩვენ? გარნა, ძმაო, შენც შეგიძლიან აღიარო სახელი ქრისტესი წინაშე კაცთა მზგავსად წმიდათა. ვითარ, რომელითა სახითა? სიტყვითაცა და უმეტესად საქმითა. უკეთუ ცხოვრება შენი წმიდა არს, უკეთუ შენ ყოველი კაცი ცხადად გხედავს, რომ გეშინის ღვთისა და აღვსებული ხარ სასოებითა, იცოდე, რომ ძალისამებრ შენისა აღგიარებია შენ სახელი ქრისტესი წინაშე კაცთა, და იგიცა აღგიარებს შენ მეორედ მოსვლასა თვისსა წინაშე მამისა თვისისა ზეცათასა. ხოლო უკეთუ ცუდითა შენითა ცხოვრებითა დააბრკოლე ვინმე, უკეთუ მოყვასნი შენნი ცხადად ხედვენ, რომ შენ ხარ სუსტი აღსრულებასა შინა მცნებათა ქრისტესთა, იცოდე, რომ უარ გიყოფიეს შენ ქრისტეს წინაშე კაცთა. თუმცა ენითა შენითა არ გითქვამს უარი, გარნა საქმენი შენნი უცხადესად გამოაჩენენ უარის ყოფასა შენსა. მოიხსენე, რას იტყვის მაცხოვარი: არა ყოველმან, რომელმან მრქვას მე: უფალო, უფალო და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ჰყოს ნება მამისა ჩემისა ზეცათასა, მრავალთა მრქვან მე მას დღესა შინა: არა სახელითა შენითა წინასწარ-ვმეტყველებდითა, და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით, და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმენით? მას ჟამსა შინა ვრქვა მათ: არა გიცნი თქვენ; განეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი (მატთ. ზ. კა-კდ).

რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და არ შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. აჰა მეორე მცნება, რომელი აღასრულეს ყოველთა წმიდათა. მრთელი მათი ცხოვრება იყო დაუსრულებელი შრომა, მოღვაწება და ტვირთვა ქრისტეს ჯვარისა, არა მქონებელნი სახლისა და კარისა, მოკლებულნი ყოვლითა ნუგეშითა და კმაყოფილებითა სოფლისათა, ხშირად შიშველნი და მშიერნი, იგინი ვიდოდენ სოფლითი სოფლად და ახარებდენ სახარებასა ქრისტესსა. დევნულნი, წყლულნი, ცემულნი, განკიცხულნი, შეურაცხნი, იგინი არა დასცხრებოდენ ქადაგებისაგან, არა უკუნ-იქცეოდენ სიყვარულისაგან, არ მოიშლიდენ განათლებასა სოფლისასა. ვინ გამოხატავს მათსა მოთმინებასა! მრთელ სიცოცხლეში ტანჯულნი, მრავალ გზის მყოფნი ცეხლსა შინა განსაცდელთასა, იგინი სიკვდილსაც ვერ ეღირსოდნენ მოსვენებით სარეცელსა ზედა თვისსა, არამედ იყვნენ მოწყვედილ მრავალ-ფერითა ტანჯვითა.

ესრეთ ყოველი გქონდეს სახეში, ძმაო ჩემო! გახსოვდეს, რომელ არა შესაძლო არს კაცი შეუდგეს ქრისტესა, ნამდვილად სურდეს აღსრულება სჯულისა ქრისტესისა და არ შეემთხვიოს მრავალსა განსაცდელსა. ამისთვის შენც აღიღე ჯვარი ქრისტესი და ესრეთ შეუდეგ კვალსა მისსა. შენც მოითმინე ჭირი და განსაცდელი, გამომავალი ვითარცა გულისა შენისაგან, ეგრეთვე სოფლისა და სულიერისა მტერთაგან. თავსა შენსა მარადის უნდა აიძულებდე, ვნებათა და ცოდვათა შენთა, რომელნი არიან ასოთა შინა შენთა, აღვირ-უხსმიდე, სოფლის მწუხარებათა და გაჭირვებათა წინა-აღუდგებოდე, განსაცდელთა სულიერისა მტერისაგან გამომავალთა განარჩევდე და განაქრობდე ლოცვითა და მოთმინებითა.

ახლა ისიც ვიხილოთ, რა იყო დასასრული შრომათა და მოთმინებათა წმიდათათა? რა მიიღეს მათ ნაცვლად მათის სამსახურის ერთგულებისა? ესეცა გვესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან. მოციქული პეტრე ჰკითხავს მაცხოვარს: აჰა ესერა ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ, რამე იყოს ჩვენდა? ხოლო იესო ჰრქვა მათ: ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ თქვენ, რომელნი ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შვებასა, რაჟამს დასჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა. აჰა რას მიაგებს უხვი და უხვად მიმცემელი უფალი ერთ-გულთა თვისთა მონათა! ჩვენც გვექმნება, ძმაო, სასოება ამისა, უკეთუ ვბაძავთ შრომასა და მოთმინებასა მათსა. გარნა, საუბედუროდ, ჩვენ ხშირად ვართ სულ-მოკლე და მოუთმენელ. უკეთუ მცირე ოდენ შეუდეგით კეთილსა ცხოვრებასა. მაშინვე აქა ველით ღვთისაგან ჯილდოსა და მიგებასა, ხოლო უკეთუ გვეწვია რაიმე ჭირი და განსაცდელი, ვსდრტვინავთ და ვფიქრობთ გულსა შინა ჩვენსა, სად არის სიმართლე, რათ მიყო მე ეს ღმერთმა? რას ფიქრობ, ჰოი სულმოკლეო და მცირედ მორწმუნეო! ნუ თუ უმჯობეს ხარ შენ ყოველთა წმიდათა, რომელთა ვერ იხილეს ნუგეში და გამოხსნა ამ ქვეყანაზედ? მითხარ, რა მიიღო ამ სოფელში მოციქულმა პავლემ, რომელმან განანათლა კიდენი ქვეყნისანი სახარებისა? თავი მოჰკვეთეს მას კეთილ-მსახურთა. რა უყვეს პეტრეს? ჯვარზედ ჩამოკიდეს იგი. იოანე ღვთის-მეტყველსა? ადუღებულს ზეთში შთააგდეს იგი. ვითარ გაათავა ცხოვრება თვისი მეორე იოანემ, მსგავსმან პირველისა, ოქროპირად წოდებულმან, მნათობმან სოფლისამან და ორღანომან სულისა წმიდისამან? იგი იყო განგდებულ სამწყსოისა თვისისაგან და აღასრულა ცხოვრება თვისი გზასა ზედა. ან რომელი წმიდათაგანი ეღირსა დიდებასა და ნუგეშსა ამის სოფლისასა? დიახ, შეეძლო ღმერთსა აქვე, ამ სოფელში, მიგება წმიდათა კეთილისა მათის მსახურებისა წილ; გარნა ზეცას უმჯობესი მისაგებელი განუმზადა მათ, რომელსა იგინი აწ ხედვენ და გემოვნებენ.

დასასრულ ნუ დავივიწყებთ უკანასკნელთა სიტყვათაცა დღევანდელისა სახრებისა: მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკანანი წინა. სოფელსა ამას შინა ყოველნი წმიდანი იყვნენ შეურაცხნი და უკანასკნელნი, ხოლო მომავალსა საუკუნესა იგინი იქმნებიან მსაჯულნი აქაურთა მათთა მსაჯულთა.

ვევედროთ ღმერთსა, რათა ჩვენცა გვყოს მოზიარედ მათისა დიდებისა. ამინ.

ბრმადშობილის განკურნების კვირიაკეtag:www.qwelly.com,2014-05-26:6506411:Topic:7196672014-05-26T11:26:24.717Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

აღდგომიდან მეხუთე კვირას, ქრისტეს ეკლესია იხსენებს ბრმადშობილის განკურნების ეპიზოდეს, როდესაც მაცხოვარი თვალს აუხელს ადამიანს, რომელიც დაბადებიდან ბრმა იყო. ამის შესახებ მოგვითხრობს იოანე მახარებელი. მაცხოვარს გზად შეხვდება ერთი ბრმადშობილი და მოციქულები კითხავენ - "რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?" (იოან. 9. 2) მაცხოვარი უპასუხებს მოციქულებს კითხვაზე. შემდეგ მოზელს თიხას, დაადებს თვალებზე და ეტყვის ბრმადშობილს რომ…

აღდგომიდან მეხუთე კვირას, ქრისტეს ეკლესია იხსენებს ბრმადშობილის განკურნების ეპიზოდეს, როდესაც მაცხოვარი თვალს აუხელს ადამიანს, რომელიც დაბადებიდან ბრმა იყო. ამის შესახებ მოგვითხრობს იოანე მახარებელი. მაცხოვარს გზად შეხვდება ერთი ბრმადშობილი და მოციქულები კითხავენ - "რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?" (იოან. 9. 2) მაცხოვარი უპასუხებს მოციქულებს კითხვაზე. შემდეგ მოზელს თიხას, დაადებს თვალებზე და ეტყვის ბრმადშობილს რომ ჩამოიბანოს სილოამის საბანელზე და განიკურნება. ასეც მოიქცა ბრმადშობილი, "წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა" (იოან. 9, 7). სახარების ამ საკითხავის შესახებ

წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის

ქადაგება შობითგან ბრმის კვირიაკესა ზედა

ვითარცა წარვიდა იესო იხილა კაცი ბრმა შობითგან,
ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს, რაბი,
ვინ სცოდა ამან, ანუ მშობელთა მისთან, რამეთუ ბრმა იშვა
(იოან. თ. ა.)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას:აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რათა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ(იოან. ე, იდ). მაშასადამე, ცხად არს, რომ თუ ის განკურნებული კიდევ შესცოდავდა, უარესი რაიმე დაემართებოდა მას.

განგებ განაჩინა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ღმერთმან ესრეთ, რათა ყოველსა ცოდვასა და უსჯულოებას მისდევდეს სასჯელად რომელიმე სნეულება, ანუ სხვა უბედურება. ეს ჰქმნა ღმერთმან მისთვის, რათა კაცს ყოვლითურთ ეშინოდეს ცოდვისა და განეშორებოდეს მას. გამოცდილება ამ სოფლისა ცხოვრებისა გვიმტკიცებს ჩვენ, რომელ ყოველი ცოდვა და ვნება ამ სოფელში თითქმის ყოველთვის დაბოლოვდება სნეულებითა, ანუ უბედურებითა. მრავალსა მაგალითსა წარმოგიდგენ მე შენ, ძმაო ჩემო, ამის დასამტკიცებლად. შენც კი იცი, რომ ნაყროვანება ანუ უზომოდ საჭმლის მიღება, რომელიც არის დიდი ცოდვა ყოველთვინ გათავდება სნეულებითა, და თუ არ მოიშალა კაცმა ეს ცოდვა, ბოლოს სრულიად მოაკლდება იგი ცხოვრებასა. სამთვრალე კიდევ უმძიმესი და უსაშინელესი ცოდვა არის, გარნა შენც თვითონ იცი, თუ ვითარ მავნებელი და დამარღვეველი არის ეს ცოდვა კაცის სხეულისა, და ვითარ მოაკლებს იგი სიმრთელესა და ბოლოს სიცოცხლესაცა. გარნა უმჯობესი იქმნება ჩვენ მოვიყვანოთ მაგალითად სხვა ისეთი ცოდვა, რომელი პირველითა შეხედულობითა არ შეიყვანს კაცსა არცა ერთსა უბედურებასა შინა. ვსთქვათ შური; რა სენი ანუ რა ვნება უნდა მისდევდეს ამ ცოდვას? იგი კაცს აქვს გულში და ზოგჯერ არც კი გამოუჩნდება გარეშე. გარნა, ძმანო ჩემნო, შურისაგან კაცს დაემართება მრავალი უბედურება. ვისაც გული აქვს აღვსებული შურითა, იგი არის მოუსვენებელი და სწორეთ უბედური. ხშირად ავათაც გახდება ადამიანი ნამეტნავის შურისაგან. შური კაცს დაუბნელებს გონებასა, ხშირად წააჩხუბებს მოყვასთა და სხვათა მრავალთა ცუდთა საქმეთა შინა შეიყვანს. ვსთქვათ, კიდევ, ერთი მაგალითი, მცონარება, ანუ უქმად გატარება დროებისა ისრეთი ცოდვა არის, რომელ ზოგიერთმა, იქმნება, იფიქროს, ამ ცოდვასა არ შეუდგება არც სნეულება და არც ერთი უბედრება. გარნა თუ კარგად დაუკვირდი, სხვაფერ იტყვი. უქმი და მცონარე კაცი პირველად თავის სხეულს დაასუსტებს და სიმართლეს დაჰკარგავს. უკეთუ კაცი თავის სახსრებს და ძარღვებს არ ამუშავებს და არ ამოქმედებს, ბოლოს დასუსტდება იგი და ადვილად შთავარდება სნეულებაში. ამას დაუმატე ესეც: უქმი კაცი, ვინაიდგან საქმე არა აქვს, ადვილად მოიფიქრებს და ადვილად იქმს მრავალთა ცოდვათა. ბოლოს, მცონარე კაცი ვერც თვითონ შეიძენს საზრდოსა და კიდევაც დააბნევს და შესჭამს ქონებასა და მამულსა, რომელიცა მას მიუღებიეს წინაპართაგან.

გარნა ის კიდევ არაფერია, ძმაო ჩემო, რომელ შენ შენითა ცოდვითა თავის თავს აფუჭებ და ხშირად შთავარდები სენსა და უბედურებასა შინა: არამედ ის არის აქ უმეტესად საშინელი, რომელ ამასთანავე შენ წინათვე უმზედებ სენსა და უბედურებასა შვილთა და შვილის შვილთა მომავალთა შენთა.

მოწაფეთა ჰკითხეს უფალს იესო ქრისტესა: ვინ სცოდა, ამან ანუ მშობელთა ამისთა? მაშა-სადამე მათ ჰქონდათ ის ჰაზრი, რომელ მშობელთაგან ხშირად გარდავა ცოდვა შვილთა და შვილის შვილთა ზედა. მართლა, ვინ არ იცის, თუ ვითარ ჭეშმარიტ არს ჰაზრი ესე. ყოველი შენი ცოდვა, ძმაო ჩემო, არის თესლი, რომელი თავის დროზე გამოიღებს მწარესა ნაყოფსა შენთვის, შენთა მახლობელთა და მხედველთა შენთა შვილთა მომავალთათვის. შენ ხშირად ითმენ სენსა და უბედურებასა ცოდვათა შენთაგან; მახლობელნი შენნი ხედვენ ცუდსა მაგალითსა და ხშირად იქმნებიან მობაძავ შენდა; ბოლოს შენგან, შენისა სისხლისაგან, შვილნი და მომავალნი შენნი მიიღებენ ყოველთა შენთა ცუდთა ჩვეულებათა, მიდრეკილებათა, ვნებათა და სენთა. ჰოი ვითარსა მძიმესა ტვირთსა გარდასცემს კაცი უდები და ცოდვილი შვილთა და შვილის შვილთა თვისთა! სახლსა შინა მისსა, შვილნი მისნი, ყოველთვინ ხედვენ მისსა ცხოვრებასა, იცნობენ მისთა ცუდთა მიდრეკილებათა და ჩვეულებათა, მიეჩვევიან თვითონაც ყოველსა ცუდსა საქმესა და ესრეთ უნებრივად იქმნებიან მემკვიდრენი მისისა ცოდვისა და უბედურებისა.

ახლა, ძმაო ჩემო, შენ თვითონ გარდასწყვიტე: უკეთუ ცოდვა ესრეთ გაგაუბედურებს შენ, ავნებს მხედველთა შენთა, შვილთა და მომავალთა შენთა, და ცხადია, რომელ სათნოება კეთილი, ქრისტიანული ცხოვრება, სიმართლე ამის წინააღმდეგს გიქმს შენ, ესე იგი, უთუოდ აქაც ამ ქვეყანაში იქმნება შენთვის ბედნიერება, შენთა მახლობელთა, შვილთა და მომავალთა კეთილი მაგალითი და აღშენება, მაშა-სადამე არ უნდა შეიყვარო სიმართლე და ქრისტიანობა და არ უნდა მოიძულო ყოველი ცოდვა და ვნება? ღმერთო, რა საკვირველი არის ბუნება კაცისა! ვითარ დავარდნილ არს იგი და გაფუჭებული! უკეთუ მსახურება შენი, ღმერთო ჩემო, აქაც, ამ ქვეყანაში, ესოდენ არს ჩემთვის ბედნიერ და საჭირო, ხოლო განშორება შენგან ესოდენ არს მავნებელ და უბედურ, არ უნდა გეძიებდესა შენ მარადის გული ჩემი?

მეტყვის ვინმე, სათნოების შეძენაც არ არის ადვილი: გზა სასუფეველისა ვიწრო არს და მძიმე; მრავალი მოთმინება უნდა იხმაროს კაცმა, დიდი ძალა უნდა დაატანოს თავის თავს, უკეთუ სურს სვლა გზასა ზედა სათნოებისასა. მართალია, ძმანო ჩემნო: ბარნა არ გირჩევნია სასუფეველისათვის მოითმინო ყოველი, ვიდრეღა, დამონებული ცოდვისა და ვნებისა იმავე ცოდვისაგან, რომელსა შენ ემსახურები, მიიღო ბოლოს უბედურება და წარწყმენდა?

ღმერთო, დანერგე ჩვენ შორის შიში ცოდვისა და სიყვარული სათნოებისა! ამინ.
სამარიტელ ქალთან საუბარიtag:www.qwelly.com,2014-05-18:6506411:Topic:7112952014-05-18T16:18:04.571Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

დღეს, საღმრთო ლიტურღიაზე მოხდა გახსენება იმ დღისა, როდესაც მაცხოვარი, გალილეისკენ მიმავალ გზაზე, გაივლის ქალაქ სუქარს, რომელშიც სამარიტელები ცხოვრობდნენ. შუადღის სიცხეში, მაცხოვარი ჩამოჯდება იაკობის მიერ იოსებისთვის ნაანდერძალ ჭასთან, სადაც მოვა ერთი სამარიტელი ქალი წყლის ამოსაღებად. მაშინ მაცხოვარი ქალბატონს სთხოვს დაალევინოს წყალი. მაცხოვრის და ქალბატონის გასაუბრება სრულდება იმით, რომ ქალბატონი წარიღებს წყალს, რომლის დალევის…

დღეს, საღმრთო ლიტურღიაზე მოხდა გახსენება იმ დღისა, როდესაც მაცხოვარი, გალილეისკენ მიმავალ გზაზე, გაივლის ქალაქ სუქარს, რომელშიც სამარიტელები ცხოვრობდნენ. შუადღის სიცხეში, მაცხოვარი ჩამოჯდება იაკობის მიერ იოსებისთვის ნაანდერძალ ჭასთან, სადაც მოვა ერთი სამარიტელი ქალი წყლის ამოსაღებად. მაშინ მაცხოვარი ქალბატონს სთხოვს დაალევინოს წყალი. მაცხოვრის და ქალბატონის გასაუბრება სრულდება იმით, რომ ქალბატონი წარიღებს წყალს, რომლის დალევის მერე აღარ მოსწყურდება და რომელიც იდინებს მასში წყაროდ ცხოველად, გაიგებს და მოისმენს ჭეშმარიტი უფლის შესახებ და მისი თაყვანისცემის შესახებ. ამ საკითხავთან დაკავშირებით, წმინდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის

სიტყვა კვირიაკესა სამარიტელისასა

მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაცა ეგე ვითართა ეძიებს თაყვანის-მცემელთა მისთა; სულ არს ღმერთი და თაყვანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აძს თაყვანის-ცემა (იოან. დ,კბ,კგ)

უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ, რომელ ჭეშმარიტი ლოცვა და თაყვანის-ცემა ღვთისა შესაძლო არს მხოლოდ იმ მთაზედ, სადაცა მათ ააშენეს ტაძარი, გარნა ურიანი ამტკიცებდენ, რომელ ღმერთი მხოლოდ იერუსალიმის ტაძრითგან მიიღებს ლოცვასა და შესაწირავსა. მამანი ჩვენნი, ჰკითხა დედაკაცმან, მთასა ამას თაყვანის-ცემდეს და თქვენ იტყვით, ვითარმედ იერუსალიმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყვანის-ცემა. მაშინ მაცხოვარმან მიუგო: მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს არცა იერუსალიმს, არცა მთასა ამას ზედა თაყვანის-სცემდენ მამასა: არამედ ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაცა ეგე ვითართა ეძიებს თაყვანის-მცემელთა მისთა; სულ არს ღმერთი და თაყვანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აძს თაყვანის-ცემა.

ურიანი, ვითარცა ვიცით ჩვენ საღმრთო წერილისაგან თაყვანისცემასა ღვთისასა განსაზღვრებდენ ერთითა მხოლო გარეგანითა მსახურებითა და მსხვერპლის შეწირვითა. იგინი არა ზრუნავდენ შინაგანისა, სულიერისა სიწმიდისა და სიმართლისათვის, არამედ ესრეთ ფიქრობდენ, რომ საკმაოდ აღსრულდება ღვთის-მსახურება, ოდესცა კაცი შესწირავს ღმერთსა ცხოვართა სისხლსა და აღასრულებს სხვათა რომელთამე გარეგანთა წეს-დებულებათა; გარნა მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, რომელ ჭეშმარიტი ღვთის-მსახურება არის სულიერი და კაცი უნდა ემსახურებოდეს ღმერთსა სულითა და ჭეშმარიტებითა.

დიდ-არს, ძმანო, და ფრიად საჭირო საგანი ესე ჩვენთვის! კაცი ყოველთვის და ყოველგან არის მიდრეკილი, რომ ნაცვლად სულიერისა და ჭეშმარიტისა თაყვანის-ცემისა ემსახუროს ღმერთსა რომლითამე გარეგანითა წესითა, ანუ შესაწირავითა. ყოველთვის უნდა ფიქრობდე შენ, ძმაო ჩემო, რომელ ნაცვლად ჭეშმარიტისა სულიერისა მსახურებისა არ ემსახურო ღმერთსა გარეშეობითა. სული არს ღმერთი; იგი მოითხოვს, შენგან სულსა და გულსა; იგი მოითხოვს, რათა შენ ყოველთვის ხვიდოდე სიმართლით, ყოველთვის გახსოვდეს, რომ მას ესმის ყოველი შენი სიტყვა, იგი ხედავს ყოველსა შენსა საქმესა, იგი გამოსცდის შენსა გულის სიტყვასა და ზრახვასა. ეს ხშირად გავიწყდება და ნაცვლად გულის სიწმიდისა, ნაცვლად სიმართლისა შენ მიუძღვნი ღმერთსა რომელსამე გარეგანსა მსახურებასა და მსხვერპლსა. მრავალ მაგალითებს წარმოგიდგენ მე შენის ცხოვრებისაგან, რომელნიცა დაგიმტკიცებენ ამას: მარხვის შენახვა, ესე იგი, მარხვის დღეს ხორცის უჭმელობა რა არის, სულიერი მსახურება ღვთისა, ანუ ხორციელი? რა საკვირველია, ეს არის ერთი ოდენ ხორციელი მსახურება. გარნა შენ დიდი იმედი გაქვს ამაზედ: მარხვას არა-ოდეს არ დაარღვევ და სხვას ამის უდიდეს მცნებას ადვილად დაარღვევ. ამავე დღეს, როდესაც ხორცი არა სჭამე, იტყოდი ცოდვა არისო, იქმნება კიდეც წაეჩხუბე ვისმე, მოატყუე ვინმე და აგინე და სხვა ბევრი ცოდვა ქმენი; მაგრამ სინიდისი არ გამხილებდა და არც გიფიქრია, რომ ეს ცოდვა არისო; მაშა-სადამე შენ სულიერი მსახურება ღვთისა არ გახსოვს და ხორციელი კი გახსოვს. ჭეშმარიტად მიკვირს და ვსწუხვარ, რატომ არ გახსოვს, რომ სიცრუის თქმა უარესი ცოდვა არის, ვიდრე მარხვის ჭამა და სხვაცა ყოველი ცოდვა უმძიმესი არს, ვიდრე მარხვის დარღვევა; გარნა შენ გსურს, რომელ მხოლოდ მარხვის შენახვით დააკმაყოფილო შენი სინიდისი. ვინაითგან ჭკუა და სინიდისი შენი გაიძულებს თაყვინი-სცე და ადიდო ღმერთი, შემოქმედი შენი, ხოლო ცოდვის მოსპობა, ამ სოფლის უარის-ყოფა გემძიმება, მარტო მარხვის შენახვითა გინდა დაამშვიდო სინიდისი შენი და აღასრულო თხოვნა მისი. მაშა-სადამე აღარ შევინახო მარხვა? მეტყვის ვინმე. შეინახე, მაგრამ არა ხორციელად მხოლოდ, არამედ სულიერადცა. ცოდვისაგან იმარხე და არა მხოლოდ საჭმლისაგან.

სხვა მაგალითს გეტყვი: რავდენ-ჯერ იტყვის ზოგი კაცი: მე ამა და ამ ეკლესიაზედ მმართებს ლოცვაო; ანუ მე ამ ხატის შესაწირავი ცხვარი, ანუ სხვა რაიმე მმართებსო. არ ვიცი, საიდგან იწყო ეს ჩვეულება; საიდგან მიხვდა ის კაცი, რომ ცხვარს მოითხოვს მისგან ხატი. მე ესრეთ ვგონებ, რომ ეს წარმოსდგა უგუნურთა და უმეცართა მკითხავთა და მარჩიელებთაგან რომელნი ფრიად აბრიყვებენ მრავალთა კაცთა და აბნელებენ სინიდისსა მათსა. რა არის ამაში ცუდი? მკითხავს ვინმე. ის, ძმაო ჩემო, რომელ ეს არის მხოლოდ ერთი გარეგანი, ხორციელი მსახურება ღვთისა: როდესაც შენ ცხვარი, ანუ სხვა რაიმე შესწირე ხატსა, ეგრეთ ფიქრობ, რომ ერთი დიდი სამსახური მიეც ღმერთსა. ამით შენ სინიდისს ამშვიდებ და არღარა ზრუნავ სულითა და ჭეშმარიტებითა ემსახურებოდე ღმერთსა. თუ გახდა ვინმე ავათ, ანუ სხვა რაიმე დაემართა უბედურება, იტყვის: ეს ამა და ამ ხატმა მიყოო; იმისი შესაწირავი მმართებსო და უნდა წავიდე მივართვაო. ვაი უგნურებასა და დაბნელებასა შენსა! თუ ავათ გახდი, ან რაიმე უბედურება გეწია, წინა-პირველად ის არ უნდა იფიქრო, რომელ ღმერთმან გიყო ეს რომლისამე ცოდვისა და უსჯულოებისა შენისათვის, ანუ გამოსაცდელად შენის სასოებისა და მოთმინებისა? და არ უნდა ეცადოა, რომ სინიდისი გამოიცადო და რაც ცოდვა გიქმნია, მოისპო ღვთის წინაშე და მოვლინებული შენზედ უბედურება მიიღო ვითარცა სწავლა და სასჯელი ღვთისაგან? გარნა შენ იტყვი: ხატს ძღვენი არ მივართვიო. რათ უნდა ღმერთსა, ანუ ხატსა შენი ხორციელი ძღვენი? ღმერთი მოითხოვს შენგან სიმართლესა, წმიდასა გულსა, სულსა შემუსვრილსა, დამდაბლებულსა და მონანულსა, ხოლო შენ გინდა გარდიხადო ყოველი მსახურება შენი რომლისამე ხორციელითა შესაწირავითა.

ვინაითგან სიტყვა ჩვენი შეეხო ხატსა და მის მსახურებასა, იძულებულ ვარ ვსთქვა, რომელ საზოგადოდ ამ ჩვენ ქვეყანაში შეცთომილი ჰაზრი და ცნობა აქვსთ ყოველ ხატებზედ და ხატების პატივისცემაზედ: ესე იგი, სრულიად არ იციან, თუ ვითარ გვასწავლის ჩვენ წმიდა ეკკლესია და წმიდანი მამამანი, რაი არს ხატი და ვითარი პატივისცემა ჯერ-არს ხატისადმი. გარნა საგანი ესე დიდ-არს და მოითხოვს ვრცელსა განხილვასა, ხოლო სიტყვა ჩვენი განგრძელდა, ამისთვის ამ საგანზედ მერმე ოდესმე გეტყვი თქვენ, ძმანო, მოძღვრებასა, ხოლო დღეს დავასრულებ სიტყვათა ჩემთა შემდგომითა ჰაზრითა: ეს სოფელი, ძმანო ჩემნო, და ამ სოფლის ცხოვრება ჩვენი არის მომზადება მომავალისა ცხოვრებისათვის სასუფეველსა შინა. აქ კაცმან უნდა ეცადოს და სული თვისი აღზარდოს და მოამზადოს იმ ნეტარებისათვის, რომელიც ღმერთმან დაგვინიშნა ჩვენ სასუფეველსა შინა ცათასა. გარნა ესე შესაძლებელ არს მხოლოდ მაშინ, ოდეს ჩვენ ჰაზრსა და ჭკუასა ჩვენსა განვანათლებთ ჭეშმარიტითა სწავლითა, გულსა ჩვენსა განვსწმედთ, შევიყვარებთ სიმართლესა, ერთი სიტყვით, ვისწავებთ სულიერსა მსახურებასა და თაყვანის-ცემასა ღვთისასა. სული არს ღმერთი და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აძს თაყვანის-ცემა. ამინ.
კვირაცხოვლობის ქადაგებაtag:www.qwelly.com,2014-04-27:6506411:Topic:6892352014-04-27T10:28:46.350Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

აღდგომის მომდევნო კვირას, ქრისტე ეკლესია კვირაცხოვლობის, აღდგომის გახსენების-განახლების დღეს ზეიმობს. ამასთან ამ დღეს სხვაგვარად თომას კვირიაკესაც უწოდებენ. მოგეხსენებათ, თომას ზოგჯერ ურწმუნოსაც უწოდებენ, იმის გამო, რომ როდესაც მაცხოვარი აღდგომიდან დღესა მას "ერთშაბათისასა" გამოეცხადა მოციქულებს, მათ შორის თომა არ იყო. და როდესაც მოციქულებმა უამბეს აღმდგარი მაცხოვრის ხილვა, მან არ დაიჯერა და თქვა: "უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა…

აღდგომის მომდევნო კვირას, ქრისტე ეკლესია კვირაცხოვლობის, აღდგომის გახსენების-განახლების დღეს ზეიმობს. ამასთან ამ დღეს სხვაგვარად თომას კვირიაკესაც უწოდებენ. მოგეხსენებათ, თომას ზოგჯერ ურწმუნოსაც უწოდებენ, იმის გამო, რომ როდესაც მაცხოვარი აღდგომიდან დღესა მას "ერთშაბათისასა" გამოეცხადა მოციქულებს, მათ შორის თომა არ იყო. და როდესაც მოციქულებმა უამბეს აღმდგარი მაცხოვრის ხილვა, მან არ დაიჯერა და თქვა: "უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მერწმენეს". ამ დღიდან მერვე დღეს, მაცხოვარი კიდევ ერთხელ მიდის მოციქულებთან, ამჯერად თომაც მათთან არის და იქ უკვე თომა აღიარებს: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი".

სწორედ ამ დღის გახსენებას ზეიმობს კვირაცხოვლობას ქრისტეს ეკლესია და ამასთან დაკავშირებით წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის

სიტყვა კვირა-ცხოვლობაზედ

"ჰრქუა მას იესუ: "რამეთუ მიხილე და გრწამ, ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე (იოანე. 20, 29)"

იესო ქრისტე, მკვდრეთით აღდგომილი, მრავალ-გზის გამოეცხადებოდა მოწაფეთა თვისთა ორმეოცთა დღეთა შინა, ვიდრე ზეცად ამაღლებადმდე; ასწავლიდა მათ, განამტკიცებდა მათ სარწმუნოებასა შინა და ამზადებდა მათ დიდისა მათისა მსახურებისათვის. თვით აღდგომის დღეს გამოუჩნდა იგი მწუხრად ათთა მოწაფეთა რომელნი იყვნენ შეკრებილ ერთ სახლში, აღუთქვა მოვლინება სულისა წმიდისა და უბრძანა, რომელ წარავლინებს მათ ყოველსა ქვეყანასა ზედა ქადაგებად სახარებისა. ამ დროს ერთი მოწაფეთაგანი, თომა არ იყო მუნ; ხოლო ოდეს ახარეს მას აღდგომა ქრისტესი, არ ირწმუნა: უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა, სთქვა თომა, სახე იგი სამსჭვალთა და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არა სადა მრწმენეს. ხოლო იესო, შემდეგ რვისა დღისა, კვალად გამოუჩნდა მოწაფეთა თვისთა, რომელთა შორის იყო თომაცა, აჩვენა მას ხელნი თვისნი ფერხნი და გვერდი და რქვა მას: ნუ იყოფინ ურწმუნო, არმედ გრწმენინ. მიუგო თომა და რქვა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! რქვა მას იესო: რამეთუ მიხილე და გრწამს, ნეტარ-არიან რომელთა არა უხილავ და ვრწმენე. ჩვენთვის რქვა, ძმანო ქრისტიანენო, სიტყვა ესე მაცხოვარმან. ნეტარ-არიან რომელთა არა უხილავ და ვრწმენე. ჩვენ ყოველნი მორწმუნენი, რომელნი არა ვხედავთ მას ხორციელითა თვალითა, ვითარცა მოციქულნი ხედვიდენ მას, გარნა გვრწამს იგი გულითა და სულითა, მივიღებთ ნეტარებასა ამას აღთქმულსა მაცხოვრისაგან. აწ განვიზრახოთ მოკლედ, თუ რაისათვის უმეტესი აქვს ფასი სარწმუნოებასა ჩვენსა, ვიდრე სარწმუნოებასა, მათსა, რომელნი თვალითა თვისითა ხედვიდენ მაცხოვარსა.

სარწმუნოებასა ჩვენსა, ძმანო ქრისტიანენო, მისთვის აქვს უმეტესი ფასი, რომელ იგი პირველად გაჩნდება გულსა შინა ჩვენსა და გულისაგან გამოვა გარეშე სიტყვათა და საქმეთა შინა ჩვენთა. ხოლო სარწმუნოება თანა-მედროეთა მაცხოვრისათა, რომელნი ხედვიდენ მას თვალითა თვისითა, გაუჩნდებოდა ხედვისაგან და მერმე შევიდოდა გულსა შინა მათსა, ადვილი იყო მათთვის რწმენა, ოდეს იგინი ხედვიდენ თვალითა თვისითა დიდთა სასწაულთა: ბრმისა განკურნებასა, განრღვეულისა განმტკიცებასა, მკვდრის აღდგომასა; არა ძნელ იყო რწმენა მაცხოვრისა მათთვის, რომელნი თვალითა თვისითა ხედვიდენ საღმრთოსა მისსა სახესა, ყურითა თვისითა ისმენდენ ზეციურსა ხმასა, პირისა მისისაგან მიიღებდენ დარიგებასა; საკმაო იყო, ზოგჯერ, ერთი მხოლოდ შეხედვა მისისა ღვთაებრივისა სახისა, რომ ეთქვა კაცს: სწორედ იგი არის ძე ღვთისა. ხოლო აწ ჩვენ ვართ მოკლებულ ამათ ყოველთა; ჩვენ მხოლოდ წიგნთაგან შევიტყობთ მისთა სიტყვათა და ჰაზრთა; ამისთვისცა სარწმუნოება ჩვენი მოითხოვს ჩვენგან უმეტესსა გულს-მოდგინებასა და მხნეობასა.

მეორედ, სარწმუნოება ჩვენი, ვისაც აქვს, ჭეშმარიტი და ცხოველი სარწმუნოება, გამოაჩენს უმეტესსა ღირსებასა და სათნოებასა კაცისასა, ვიდრე სარწმუნოება მათი, რომელნი ხედვიდენ მაცხოვარსა.

არის ორ-გვარი სარწმუნოება: ერთი თავისუფალი, გულითადი და მეორე იძულებითი, უნებრივი. ოდეს თანა-მედროენი იესო ქრისტესნი იხილვიდენ ოთხის დღის მკვდრის საფლავით გამოხმობასა, ანუ სხვასა ესე ვითარსა სასწაულსა, მაშინ არ შეეძლოთ მათ არა რწმენად, მაშინ უნებრივ გაუჩნდებოდათ მათ სარწმუნოება. იქმნება გული მათი თავით თვისით არ იყო მიდრეკილი სარწმუნოებისადმი, გარნა ოდეს იმას იხილვიდენ, არ შეეძლოთ არა რწმენად. თვით მტერნი იესო ქრისტესნი, ოდეს იხილვიდენ მისთა დიდთა საქმეთა, არ შეეძლოთ არა რწმენად, რომელ იგი იყო ძე ღვთისა, გარნა გული მათი ესოდენ იყო გაფუჭებულ, რომელ მაინც სდევნიდენ მაცხოვარსა; ხოლო ვისაც აწ რწმენა მაცხოვრისა, იგი მით გამოაჩენს, რომელ გული მისი არის კეთილი და სახიერი.

გარნა ნუ დავივიწყებთ, ძმანო ჩემნო, რომელ ახლაცა დიდი განრჩევა არის ჩვენ შორის სარწმუნოებითა. არა ყოველთა აწინდელთათვის იტყვის მაცხოვარი: ნეტარ-არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე.

ჩვენ ყოველთა გვაქვს სარწმუნოება, გარნა ზოგთა სარწმუნოება არის ცივი, უქმი და თითქმის მკვდარი, და ისინიც არიან მსგავსნი ფარისეველთა და მწიგნობართა, რომელნი, ხედვიდენ რა სასწაულთა ქრისტესთა, იცოდენ, რომ იგი არს ძე ღვთისა, გარნა არ იქმოდენ კეთილსა საქმესა; ხოლო ზოგთა ჩვენგანთა აქვსთ სარწმუნოება ტფილი და ცხოველი, რომელი იპყრობს ყოველსა გულსა და გამოჩნდება სიტყვათა და საქმეთა შინა, მათთვის მხოლოდ იტყვის მაცხოვარი: ნეტარ-არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე.

უკეთუ თვით გული შენი მოითხოვს სარწმუნოებასა და ვერ შეგიძლიან გასძლო თვინიერ სარწმუნოებისა, უკეთუ სმენა სახარებისა არს ნუგეში გულისა შენისათვის, მაშინ ნეტარ ხარ შენ, ვინაითგან ცხადად ჰსჩანს, რომ გული შენი კეთილია და სახიერი. კაცი ბოროტი ვერ მიიღებს სახარებასა; გული განრყვნილი და გონება დაფანტული ვერ შეიტყობს ხარებასა ქრისტესსა. ხასიათი და თვისება კაცისა გამოჩნდება მისგან, რაც უყვარს, რასაც ეძიებს და რაისადმიცა აქვს მისწრაფება. უკეთუ შენ გრწამს და გიყვარს ლოცვა, ეკკლესია, სახარება, მაშა-სადამე გული შენი კეთილ არს, მაშა-სადამე მადლი ქრისტესი ახლო არს შენდამი. ხოლო უკეთუ ნაცვლად ამისა შენ ეძიებ ხორციელსა ნუგეშსა და კმაყოფილებასა, უკეთუ შენ ჰპოებ შენსა ნუგეშსა, საჭმელსა, ანუ სასმელსა, ანუ შესამოსელსა, ანუ სხვასა რომელსამე მსოფლიოსა კმაყოფილებასა შინა, მაშა-სადამე გულსა შენსა არ მიუღია მადლი ქრისტესი და არა გაქვს შენ ნაწილი მათ შორის, რომელთათვის ჰსთქვა უფალმან: ნეტარ-არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე.

განა არ შეუძლიან, ძმანო ქრისტიანენო, უფალსა ახლაც გამოცხადდეს და სასწაულებითა თვისითა შეარცხვინოს ურწმუნონი, განამტკიცოს სულ-მოკლენი და სუსტნი მსგავსად თომა მცირედ მორწმუნისა, დაუხშოს პირი წინააღმდეგთა?! გარნა მას არა სურს, რათა სარწმუნოება ჩვენი იყოს იძულებითი, მას სურს რათა თვით გული ჩვენი მიგვიზიდავდეს სახარებისადმი, რათა თავისუფლად, ჩვენითა განზრახვითა მივიდოდეთ მისდამი; მოკლედ ვსთქვათ, მას სურს, რათა ჩვენ მივიღოთ უმეტესი სასყიდელი და ნეტარება ჩვენითა სარწმუნოებითა. ამინ.
ქადაგება გარდამოხსნის დღესასწაულზეtag:www.qwelly.com,2014-04-18:6506411:Topic:6786132014-04-18T18:12:07.856Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

წითელი პარსკევის დღე დაკავშირებულია მაცხოვრის წამების, ჯვარცმისა და ჯვრიდან გარდამოხსნის გახსენებასთან. ამ დღის მსახურებათ საკითხავები სავსეა მწუხარებით და განცდით, იმ ტკივილისა რომელიც იესო ქრისტემ ჩვენს გამო დაითმინა. წითელ პარასკევს, საღამოს ხდება მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის ლიტურგიის აღსრულება, ხოლო შაბათ დილით ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიერ უთესლოდ შობილი შვილის დატირება.…

წითელი პარსკევის დღე დაკავშირებულია მაცხოვრის წამების, ჯვარცმისა და ჯვრიდან გარდამოხსნის გახსენებასთან. ამ დღის მსახურებათ საკითხავები სავსეა მწუხარებით და განცდით, იმ ტკივილისა რომელიც იესო ქრისტემ ჩვენს გამო დაითმინა. წითელ პარასკევს, საღამოს ხდება მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის ლიტურგიის აღსრულება, ხოლო შაბათ დილით ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიერ უთესლოდ შობილი შვილის დატირება.

ამ დღესთან დაკავშირებით, წმინდა ეპისკოპოსის - გაბრიელ ქიქოძის ქადაგება...

სიტყვა დიდ პარასკევს ჯვარცმის გარდამოხსნაზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ოდეს წმიდა ეკკლესია შეგვკრებს ჩვენ, ქრისტიანეთა, მოხსენებად და თაყვანისცემად ვნებათა ქრისტესთა ამ დღესა შინა, ერთი ჰაზრი უნებლივად წარმოუდგება და უმეტესად განაკვირვებს გონებასა კაცისასა, ჰაზრი მას ზედა, თუ რაოდენი შრომა და ღვაწლი მიიღო მაცხოვარმან თავის თავზე ჩვენთვის და ჩვენ კი მცირესაცა შრომასა და ღვაწლსა არ ვითმენთ მისთვის; რაოდენი სიყვარული, რაოდენი მაგალითი გვიანდერძა მან ჩვენ და რა მცირესა ხედავს ჩვენ შორის განმზადებულებასა მიღებად მათდა და მადლობის გადახდად მათთვის.

არა შესაძლებელ არს მცირეთა სიტყვათა შინა აღწერად ყოველთა მათ, რაიცა ჰქმნა მაცხოვარმან ჩვენთვის. საშინელნი ტანჯვანი, რომელნი მან მოითმინა თვით ამ დღეს ჩვენისა სიყვარულისათვის, შეადგენენ ერთსა მხოლოდ ნაწილსა მისთა ღვაწლთა. შეიძლება ვსთქვათ, რომელ მაცხოვარი არათუ მხოლოდ მოკვდა ჯვარსა ზედა, არამედ მრთელი თვისი ცხოვრება განატარა მას ზედა. გარნა ნუ იფიქრებთ, ძმანო, რომელ იგი იტანჯებოდა ამ სოფელში რომელთამე ხორციელთა ნაკლულევანებათა გამო. მართალია, მას ხშირად არა ჰქონდა სადა თავი მიედრიკა; იგი მოწაფეებით-ურთ იზრდებოდა მით, რასაც მიართმევდენ ერთგულნი მისნი მორწმუნენი; იგი ხშირად იმალებოდა მტერთაგან უდაბურთა ადგილთა შინა; გარნა ეს არ იყო მიზეზი მისისა მწუხარებისა: იგი იტანჯებოდა მხედველი საცოდავისა კაცთა ნათესავისა მდგომარეობისა, დაცემისა, უმეცრებისა, სიცოდვისა. თუ კი ჩვენცა, რომელნი თვითონაც ცოდვილნი ვართ და საწყალნი, გვემძიმება და სამწუხაროდ გვიჩნს ხედვა კაცის ბუნების წახდენისა და დაცემისა, როგორღა არ შეწუხდებოდა უწმინდესი არსება, რომლისათვის თვით მცირე ცოდვა საძაგელ არს, მხედველი უღრმესისა კაცის ბუნების გაფუჭებისა და წახდენისა. ეს აწუხებდა და სწყლავდა გულსა მისსა ყოველთა დღეთა შინა ცხოვრებისა მისისათა. გარნა უკანასკნელთა ამათ დღეთა შინა, მან ბოლომდინ შესვა მწარე სასმელი ყოველთა ვნებათა და ტანჯვათა. არა უმიზეზოთ ეტყოდა იგი მოწაფეთა თვისთა ვენახსა შინა გეთსამანიისასა: მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკვდილადმდე. არა უმიზეზოთ სამ გზის დაემხო იგი მიწასა ზედა წინაშე მამისა თვისისასა მეტყველი: მამაო, უკეთუ არა შესაძლებელ არს თანა წარხდომად სასმელისა ამის, იყავნ ნება შენი. გარნა ნუ იფიქრებთ რომ მას ეშინოდა ხორციელისა ტანჯვისა, ცემისა, ლურსმნისა, ნერწყვისა, ჯვრისა; არა! ესრეთისა არსებისათვის, ვითარცა იყო მაცხოვარი ჩვენი, ხორციელნი ტანჯვანი მცირედ გამოჩნდებიან წინაშე სულიერთა ტანჯვათა! მაცხოვარმან წინათვე უწყოდა, რომელ მოახლებულ არს დღე, რომელსა შინა მას ზედა აღიჭურვება ყოველი ბოროტება დაცემულისა კაცის ბუნებისა, როდესაც მტერნი მისნი ცხადად გამოაჩენენ სადამდინ მიიყვანა ცოდვამ კაცის ბუნება. ძველმან მტერმან, დამთესველმან კაცის გულსა შინა ცოდვისა და მტრობისა, მოიხმარა აქ ყოველნი თვისნი ხერხნი და საშვალებანი დათრგუნვად და მოსპობად სასუფეველისა ღვთისა, რომლისა დაფუძნებად მაცხოვარი მოვიდა ქვეყანასა ზედა. როგორ არ შეწუხდებოდა ვიდრე სიკვდილამდე სული ქრისტესი, მხედველი საშინელთა მათ საქმეთა, რომელი ჰქმნეს მტერთა მისთა.

უბედური იუდა ფულზე მისყიდავს მოძღვარსა და მეგობარსა თვისსა: ეს იყო მაცხოვარისათვის უმწარეს ლურსმნებთა, რომელთა განსჭვალნეს ხელნი და ფერხნი მისნი.

ფარისეველთა და მოხუცებულთა ორგულთა, სჯულის სარწმუნოების ერთგულების სახისა ქვეშე, იხმარეს თვით უბნელესნი საშვალობანი დასჯად იესო ქრისტესსა: ეს უჩნდა მას უმეტეს მძიმედ, ვიდრე ცემანი და ნერწყვანი.

უმადლო ერი ურიათა, რომელსა მაცხოვარმან უყო ურიცხვნი კეთილნი საქმენი, რომელი გუშინ დღესასწაულობით მიეგება მას და უღაღადებდა: ოსანნა ძესა დავითისასა, დღეს კი, რათა სათნო ეყოს მთავართა და მოხუცებულთა, ჰყვირის: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი, ეგე! ესრეთი უმადლოება ხალხისა, ესრეთი დაუდგრომელობა მისგან გაბედნიერებულისა ერისა, ასწილ უმძიმეს იყო ჯვრისა, რომელი დასდევს მხართა ზედა მისსა!

უმართლო მსაჯული პილატე განაჩენს მისთვის სასჯელსა სიკვდილისასა და მაშინვე თავათ აღიარებს, რომ იგი არ ხედავს მის შორის არცა ერთსა ბრალსა; ესრეთი დავიწყება ყოვლისა სიმართლისა და მართლ-მსაჯულებისა უმეტესად სტანჯვიდა სულსა მისსა, ვიდრე ეკლისა გვირგვინი, რომელი დასდევს თავსა ზედა მისსა.

დასასრულ მხეცური სასტიკობა მხედართა, რომელთა თავის შესაქცევად მიაჩნდათ ტანჯვა კაცისა უბრალოისა, დასუსტებულისა და ძლივ ცოცხლისა, უმაგალითო ბოროტება ფარისეველთა და მოხუცებულთა, რომელნი ეცინოდენ ჯვარსა ზედა დამოკიდებულსა მომაკვდავსა, უგრძნობელობა ერისაგანთა, რომელნი, ხედვიდენ რა ჯვარსა ზედა დამოკიდებულსა, თავს იყრიდენ და ბასრობდენ მას, ამათ ყოველთა აღუწერელად შეავსეს სასმელი მისთა სალმობათა.

გარნა არა მიმხედველი ესრეთთა უმაგალითოთა სულიერთა და ხორციელთა ტანჯვათა, არა მიმხედველი მისა, თუ რა სახე მიიღო აქ კაცის ბუნებამან, მაცხოვარი არცა ერთს წამს არ შეარყევს სიყვარულსა თვისსა კაცთა ნათესავისადმი, არამედ ილოცავს: მამაო, მოუტევე მათ, არა უწყიან. რასა იქმან!

აჰა რა ჰქმნა მაცხოვარმან ჩვენთვის! და რას მოითხოვს იგი ჩვენგნით ამათ ყოველთა წილ? მოითხოვს მხოლოდ მას, რომელ მისი სწავლა და ყოველი მისი მაგალითი არ დარჩეს ჩვენთვის უსარგებლოდ, არამედ ვისარგებლოთ მით ჩვენისა განათლებისა და ბედნიერებისათვის. გარნა საუბედუროდ რა მცირესა ხედავს იგი ჩვენ შორის ერთგულებასა და მომზადებასა!

ჩვენ გვაკვირვებს, ჩვენ გვეძაგება იუდას ღალატობა და გაცემა; გარნა, ძმანო ჩემნო, ჩვენ კი არაოდეს არ უღალატებთა მაცხოვარსა! ღალატობა არ არისა ყოველი ცოდვა, ყოველი დავიწყება მისისა სწავლისა? როდესაც ჩვენ დამვიწყებელნი მისისა სიყვარულისა ვცხოვრობთ და ვიქცევით წინააღმდეგ მისისა სწავლისა, ანუ უღალატებთ და უმტერებთ ერთი მეორესა, არა გავახსოვნებთა მაშინ იმას იუდას ღალატობასა?

ბნელი ორგულება მწყემსთ-მთავართა და მწიგნობართა ურიათასა, მათი სიძულილე, მათი გაქვავება განაღვიძებენ ჩვენს გულში მწუხარებასა, გარნა, ძმანო ჩემნო, საშინელი იგი ცოდვა ფარისევლობისა სრულიად მოისპოა ჩვენ ქრისტიანეთა შორის? ზოგიერთნი სიტყვანი და საქმენი, რომელთამე ქრისტიანეთა არ გააცოცხლებენ გულსა შინა იესოსსა ტანჯვათა მათ, რომელნი მან მოითმინა ფარისეველთაგან?

საღმრთოსა შინა წერილსა ამოვიკითხავთ ჩვენ, რომელ ქრისტიანე ცოდვის მოურიდებელი მეორედ ჯვარს აცვამს იესო ქრისტესა. საკვირველიც არ არის! შეუძლიაა გულ გრილად უყუროს ცოდვათა ჩვენთა, რომელთა მოსპობისათვის მან ესოდენი მოითმინა? იტყვიან, რომ ამ ქვეყანაზე ყოველთა უდიდესი და უძლიერესი სიყვარული არის სიყვარული დედისა ნაშობისადმი თვისისა; რისთვის? მისთვის, რომ დედასა ძვირად უღირს შობა და აღზრდა ძისა თვისისა. ჩვენი სულიერი შობა და განათლება მაცხოვარსა უღირდა გამოუთქმელ და აღუწერელ ტანჯვად; ამისთვის არცა ერთი დედა ქვეყანაას ზედა ისე არ სწუხს მხედველი სუცუდისა და სიბოროტისა თვისისა შვილისა, როგორცა სწუხს მაცხოვარი მხედველი ჩვენისა უღირსებისა.

ურიათა, რომელთა სტანჯეს უფალი იესო ქრისტე, ერთი მაინც შესანდობელი მიზეზი ჰქონდათ, ის, რომელ მათ დაჯერებით არ იცოდნენ, ვინ იყო იგი; ჩვენ კი ვიცით და გვრწამს იგი და გვიყვარს, მაშასადამე ჩვენ არცა ერთი შესანდობელი მიზეზი არ გვექმნება და არა გვაქვს, როდესაც ვსტანჯავთ მას ჩვენისა სიცოდვითა და ურჩებითა.

მაცხოვარო ჩვენო, ჩვენთვის ჯვარცმულო! შენვე განაცოცხლე ჩვენ შორის გრძნობა დიდისა შენისა მსხვერპლისა, რომელი შესწირე ჩვენთვის; შენვე შეგვეწიე, რათა იგი არ დარჩეს ჩვენთვის უსარგებლოდ, არამედ იყოს ჩვენდა სახედ ყოველთვის და ყოველგან. ამინ.
ხარება, ჩყჲდ წელიtag:www.qwelly.com,2014-04-06:6506411:Topic:6668862014-04-06T18:06:38.660Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

7 აპრილს სამოციქულო ეკლესია ზეიმობს ხარების დღესასწაულს, ესაა დღე როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს ახარა კაცობრიების მხსნელის, მაცხოვარი იესო ქრისტეს შობა, ხოლო მშობელი თავად…

7 აპრილს სამოციქულო ეკლესია ზეიმობს ხარების დღესასწაულს, ესაა დღე როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს ახარა კაცობრიების მხსნელის, მაცხოვარი იესო ქრისტეს შობა, ხოლო მშობელი თავად ქალწული მარიამი უნდა ყოფილიყო. ამ დღესთან დაკავშირებით, წმინდა ეპისკოპოსმა გაბრიელმა წარმოსთქვა ქადაგება ჩყჲდ ანუ 1864 წელს.

მოძღვრება ხარების დღესა

ყოველი დიდებაჲ - ასულისა მეუფისა შინაგან, ფესუედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად (ფს. 44, 14)

წინასწარმეტყველი დავით ორმეოც და მეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: ყოველი დიდება ასულისა მეუფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად, ესე იგი დიდება და ღირსება მეუფისა ასულისა არის შინაგან გულსა და სულსა მისსა, თუმცა, ამასთანავე, იგი შემკულ არს ოქროვანითა შესამოსლითა პირად-პირადად. წმიდანი მამანი განგვიმარტვენ ჩვენ, რომელ სიტყვათა ამათ შინა დავით მეფე წინასწარ-მოასწავებდა ყოვლად-წმიდასა დედოფალსა მარიამს, რომლისა ხარებასა დღეს, ძმანო და დანო ქრისტიანენო, ვდღესასწაულობთ ჩვენ და ვიხარებთ. ჭეშმარიტად მხოლოდ ერთს უბიწოსა მარიამს შეეფერება მაღალი იგი ქება, რომელ ყოველი დიდება მისი შინაგან მისა იყო, თუმცა-ღა ამასთანავე იგი იყო შემკულ გარეგანითაცა გამოუთქმელითა მშვენიერებითა და სიკეთითა. ამით განსხვავდებოდა იგი ყოველთაგან ასულთა კაცთათა.

ეს დიდი ქება არს კეთილი და მისაღებელი მაგალითი ყოვლისა ქალისათვის. თუმცა ყოველს ადამიანს, ვითარცა მამა-კაცსა. ეგრეთვე დედა-კაცსა, აქვს დიდი სურვილი და მიდრეკილება გარეგანისა ღირსებისადმი, გარნა უმეტესად ქალთა. თუმცა ყოველს ადამიანს დიდათ მოსწონს გარეგანი მშვენიერება და სამკაული, გარნა უმეტესად ქალთა; ესენი არიან ერთობ მსურველნი და მეძიებელნი გარეგანისა მშვენიერებისა და სამკაულისა; ამათ უნდა ისწავლონ და ახსოვდესთ მარადის, რომელ მშვენიერება და სამკაული ქრისტიანისა არის შინაგანი ღირსება და სათნოება.

წმიდა მოციქული პავლე ეპისტოლესა შინა მისსა არიგებს ტიმოთეს, მისგან ეპისკოპოსად ხელდასხმულსა, რა სახით უნდა ეპყრობოდეს იგი და ასწავლიდეს თვითეულსა პირსა მისისა სამწყსოისასა; შესახებ ქალების დარიგებისა და სწავლისა ესრეთ მისწერს მას: ეგრეთვე დედათა ასწავლიდე წესიერებისა სამკაულითა მორცხვედ და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა ოქროითა, ანუ მარგარიტითა, ანუ სამოსლითა დიდ-ფასითა (ა. ტიმოთ. ბ, თ). ესე იგი, ქალთა ასწავლე, რათა არა ეძიებდენ ნამეტარსა შემკობასა თავისა მათისასა ოქროითა, ანუ მარგარიტითა, ანუ სამოსლითა დიდ-ფასითა, არამედ წესიერად, მორცხვედ შეიმკობდენ თავთა თვისთა. რაც პავლემ მისწერა ტიმოთეს, ის მეც უნდა მახსოვდეს და აღვასრულებდე. ამისათვის დღეს მე მივაქცევ ყურად-ღებასა თქვენსა, ქრისტეს მიერ დედანო და დანო ჩემნო, ერთის ფრიად დასაძრახვისა და ავის ჩვეულებისადმი, რომელი ერთობ განვრცელებულ არს ყოველთა ქალებთა შორის ქვეყანასა შინა ჩვენსა. რომელი არს ეს ჩვეულება? ფერისა და უმარილის ხმარება. წარსულის წლის თვით ამ დღესასწაულის წირვაზედ გეტყოდი მე თქვენ, რომელ არიან ჩვენ შორის მრავალნი ჩვეულებანი, თუმცა ძველნი, გარნა არა პატივ-სადებნი, არამედ ღირსნი მოსპობისა და დავიწყებისა; ერთი ამათ ძველთა ჩვეულებათაგანი არის ფერისა და უმარილის ცხება პირისახეზედ. ეს ავი ჩვეულება, როგორც ვსთქვი, ერთობ გავრცელებული არის ყოველთა აქაურთა ქალებთა შორის, ვიწყოთ უკანასკნელისა და უღარიბესისა გლეხის სახლისაგან, ვიდრე უპირატესის თავადის სახლადმდე, და ეგრეთვე მცირე-წლოვანის ასულისაგან, ვიდრე მოხუცებულთა დედათადმდე.

რა საჭირო არის ამაზედ საუბარი ეკკლესიის კათედრასა ზედა? იფიქრებს ვინმე ჩემთა მსმენელთაგანი, ან რა დიდი ცოდვა არის ეს უბრალო ჩვეულება? არა, ძმანო და დანო ჩემნო, ვალი მაქვს და საჭირო არს, რომ ამაზედ მოგცე თქვენ მოძღვრება. საღმრთო წერილი ხშირად ამხილებს ქრისტიანეთა ქალთა, რათა იგინი არ იყვნენ მსურველნი და მეძიებელნი ამაოთა სამკაულთა. გამოცდილ არს და ვიცით ყოველთა, თუ რა დიდი მიდრეკილება აქვს ქალსა სამკაულისადმი, იმ ზომად, რომელ გარეგანსა სამკაულსა უმეტესად პატავს-სცემს იგი და ეძიებს, ვიდრე შინაგანსა ღირსებასა; მაშასადამე არა მცირედი ცოდვა არის, ოდეს ქრისტიანე ქალი წაიცხებს პირსა ზედა ფერსა და უმარილსა. მეტადრე ოდეს განვიზრახავთ და მოვიგონებთ, რომელ ყოველთა ჩვეულებათა და ნაკლულევანებათა ჩვენთა აქვსთ ურთიერთ შორის კავშირი: ერთი ნაკლულევანება მიიზიდავს მეორესა, ერთი ცოდვა მოიყვანს მეორესა. რისთვის იცხებს ქალი ფერსა და უმარილსა? არა მისთვისა, რათა მოაწონოს თვისი პირი-სახე მჭვრეტელთა მისთა? გარნა რათ უნდა ეძიებდეს ამას ქალი? ღვთის-მოყვარე და ღვთისმოშიში ქალი არ იქმს ამას, არამედ ამაოების მოყვარე და თავის მომწონი: მორცხვედ და ღირსებით შემკობად ასწავლის პავლე მოციქული ქალთა, და არა ფერის ცხებასა.

მოისპოს და განქარდეს თქვენ შორის, დანო და დედანო, ეს ავი ჩვეულება, რომლისათვის გვეცინიან და განგვიკითხამეს ჩვენ განათლებულნი პირნი. მრავალ-გზის მითქვამს მე, რა დიდი სიკეთე არის საზოგადოებისათვის, როდესაც მასშინა არიან ქალნი კეთილნი, აღვსებულნი მადლითა ქრისტიანობრივითა. განათლება და კეთილი ზნეობა საზოგადოებისა არა წარემართების, უკეთუ ქალნი არ არიან განათლებულნი და წინამძღოლნი ყოველსა კეთილსა შინა ზნეობითსა. ყოველი კეთილ-გონიერი და ღვთის-მოყვარე ქაღიი, განანათლებს და მოაქცევს ყოველთა გარემოს მისსა. იგი მოაქცევს და განამტკიცებს სათნოებასა შინა ყოველთა მისთა მახლობელთა. ერთს კარგს მაგალითს გეტყვი თქვენ ამაზედ: ვიცით ჩვენ ყოველთა, რა დიდი მნათობი იყო მღვდელ-მთავარი გრიგორი ნაზიანზელი, ღვთის-მეტყველად წოდებული. დედა წმიდისა ამის მწყემს-მთავრისა იყო სათნო და პატიოსანი ქრისტიანე; გარნა მამა მისი უწინ იყო კერპთ-მსახური, რომელსა ფრიად სძულდა ქრისტიანობა. დიდი მეცადინეობა და გონიერება იხმარა კეთილმან ამან ქალმან მოქცევისათვის თვისისა მეუღლისა: არ დასცხრებოდა იგი დღე და ღამე ვედრებად და მხილებად მისა; ზოგჯერ მოფერებით, ყვედრებითა და მრისხანებითა, და ყოვლითა სახითა ესოდენი ღონე იხმარა, რომელ მოაქცია და გააქრისტიანა იგი. ესე ვითარნი დედანი მრავალნი იყვნენ პირველთა შინა საუკუნეთა; მრავალთა განათლებულთა და კეთილ-გონიერთა დედათა მოაქციეს და აცხოვნეს მეუღლენი მათნი, ძმანი, ძენი, ნათესავნი პატიოსნითა მათითა ხასიათითა და ყოფაქცევითა. შენც ესრეთ უნდა მოიქცე, ქრისტიანე ქალო როდესაც ხედავ რომელსამე ცუდ ჩვეულებას ანუ ყოფა-ქცევას შენის მეუღლისას, ანუ ძისა ანუ მახლობელისა კაცისასა, უნდა ეცადო და მოაქციო იგი. ისმის ამ ჩვენ ქალაქში, რომელ ზოგიერთნი პირნი ოჯახის პატრონნი თამაშობენ ქაღალდსა და ბევრ ფულებს აგებენ. სირცხვილი არ არის შენთვის, ჰოი ქალო ქრისტიანე, უკეთუ მეუღლე შენი ესრეთ აგებს ქონებასა, რომელიც შენ და შენთა ძეთა უნდა მოიხმაროთ! როგორ უნდა მისცე ნება, რომ მან ქაღალდი ითამაშოს? რა საკვირველია, რომ მეუღლესა შენსა აქვს შენი სიყვარული; შენც გექმნება გავლენა მასთან. ისარგებლე ამით, რათა მოაქციო იგი ცუდისა ჩვეულებისაგან და ესრეთ კეთილად აღასრულე დიდი იგი მნიშვნელობა, რომელიც მოგცა შენ ქრისტემან. ამინ.
დიდმარხვის მეორე კვირაtag:www.qwelly.com,2014-03-15:6506411:Topic:6444362014-03-15T23:30:13.248Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

აღდგომის მარხვაში განსაკუთრებით მომრავლდება ხოლმე ეკლესიებში მრევლი. საკვირაო ქადაგება კი წირვის ის უმნიშვნელოვანესი მომენტია, როცა ტაძარში მოსულ ქრისტეს მიმდევართ და არა მხოლოდ მათ, ამბიონიდან უფლის სიტყვა უნდა შეასმინოს მღვდელმსახურების აღმსრულებელმა - მღვდელმე, ეპისკოპოსმა.

დიდ მარხვაში, თითოეული კვირა განსაკუთრებულია და შემამზადებელი…

აღდგომის მარხვაში განსაკუთრებით მომრავლდება ხოლმე ეკლესიებში მრევლი. საკვირაო ქადაგება კი წირვის ის უმნიშვნელოვანესი მომენტია, როცა ტაძარში მოსულ ქრისტეს მიმდევართ და არა მხოლოდ მათ, ამბიონიდან უფლის სიტყვა უნდა შეასმინოს მღვდელმსახურების აღმსრულებელმა - მღვდელმე, ეპისკოპოსმა.

დიდ მარხვაში, თითოეული კვირა განსაკუთრებულია და შემამზადებელი აღდგომისთვის, საფეხურებია ზრდისთვის.

სწორედ ამ ნიშნით:

წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელის

მოძღვრება დიდ-მარხვის მეორესა კვირიაკესა

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

თუმცა წარსულს კვირას, მართლ-მადიდებლობის წინათ, ჩვენ წინა-დაგიდეთ მცირედი განმარტება წესისა ამის, გარნა ვინაიდგან საჭიროებისა გამო მაშინ სიტყვა ჩემი იყო მოკლე და მცირე, ხოლო წესი იგი არის ფრიად შესანიშნავი და ამასთანავე რომელთამე პირთა აქვსთ მას ზედა უსაფუძვლო ჰაზრი, ამისთვის საჭიროდ ვრაცხ კვალად მივაქციო დღეს ყურად-ღება თქვენი საგანსა ამას ზედა.

რომელნიმე მომსმენელნი მართლ-მადიდებლობის წესისა ესრეთ ფიქრობენ გულში და ხშირათ ხმა მაღლათაც გამოსთქვამენ ფიქრსა მათსა: რათ აღსრულებს ეკკლესია დღეს წესსა ამას? კარგად არ იქცევა იგი ამ შემთხვევაში - რა საქმე აქვს ეკკლესიას ჩემ ჰაზრთან და ჩემის გულის-თქმასთან? ოღონდ მე კი კარგი კაცი ვიყო და პატიოსნად ვიქცეოდე, არვის არ ვაწუხებდე, ერთი სიტყვით, საქმით კარგი ვიყო, თორემ გულში რაც უნდა ჰაზრი მქონდეს ღმერთზედ, ანუ ხატზედ, ანუ სხვა საგანზედ, - ეს სულ ერთია! ვის რა დააკლდება, მე რომ განსხვავებული ჰაზრი მივიღო ღმერთზედ, ანუ სხვა ეკკლესიის სწავლაზედ? ჩვენგან ღმერთი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ ვნება არავის მივცეთ და ცუდს საქმეს მოვერიდოთ, სხვებრ რაც გინდა ვიფიქროთ ეკკლესიის სწავლათა ზედა, ამით არავის არაფერს არ დაუშავებთ. სწორედ ესრეთ ფიქრობენ და ამას იტყვიან ზოგიერთნი პირნი. მართალი არის თუ არა ეს ლაპარაკი? მისაღები არის იგი და პატივ-სადები თუ არა? ამაზედ ვიფიქროთ ახლა.

არა, ძმანო ჩემნო, ესე ვითარი ლაპარაკი და განზრახვა არის წინა-აღმდეგი, ცრუ და უსაფუძვლო! ვინც ესრეთ განიზრახავს, მას უთუოთ ავიწყდება ერთი რაიმე, სახელდობ, ავიწყდება რა საგანი აქვს ეკკლესიის სწავლას, რისთვის გვამზადებს ჩვენ და გვზრდის ეკკლესია? წმიდა ეკკლესია გვამზადებს ჩვენ და გვზრდის, არათუ მხოლოდ ამ სოფლის ცხოვრებისათვის, არამედ და უმეტესად მომავალისა საუკუნოისათვის. ადამიანის არსება და ცხოვრება რომ არ განგრძელდებოდეს გარეშე ამის სოფლისა, ჩვენ რომ არა გვრწამდეს უკვდავება სულისა ჩვენისა და მომავალი დაუსრულებელი ცხოვრება, მაშინ სწორეთ სულ ერთი იქმნებოდა, რაც გინდა ჰაზრი გვქონდეს ღმერთზედ; გარნა ვინაიდგან გვაქვს სასოება მომავალისა ცხოვრებისა, მაშასადამე ჰაზრიცა ჩვენი და სარწმუნოება უნდა იყოს მართალი და მართლ-მადიდებელი. ჩვენ გვრწამს და ვაღვიარებთ, რომელ ღმერთი არის შემოქმედი და მმართველი ყოვლისა ქვეყანისა, რომელ მან მოავლინა ძე თვისი გამოხსნისათვის კაცისა, კაცი ცხოვნდება და განათლდება მხოლოდ საშუალებითა სულისა წმიდისათა, ღმერთი მიაგებს ყოველსა კაცსა საქმეთა-მებრ მისთა; ესე ვითარნი და ამის მსგავნი ჰაზრნი და სწავლანი არიან საფუძველნი ჩვენის სჯულისა და სასოებისა და არ შეუძლიან ეკკლესიასა, რომ არ ამხილოს მათი წინა-აღმდეგნი, მისთვის რომელ, ვინც გამოსცვლის და წინა-აღუდგება სწავლასა ამას, იგი საფუძვლიანად არღვევს სჯულსა ჩვენსა. ათასი სხვა სწავლა აქვს და ათასი ჰაზრი კაცსა სხვათა და სხვათა საგნებთა ზედა: ეკკლესია არ შეეხება მათ. რაც გინდა იფიქრო და ასწავლო შენ ბუნებასა ზედა, ანუ საზოგადოების წყობილებასა ზედა, ანუ სხვათა ამ სოფლის საგანთა, ეკკლესია არ გაერევა ამაში, სრულს თავისუფლებას გაძლევს შენ; გარნა შესახებ საღმრთო სჯულის სწავლისა ეკკლესია ვერ მოითმენს, რომ განასხვაო იგი, მისთვის რომელ იგი არ არის მოგონებული შენგან ანუ ჩემგან; გუშინ ანუ გუშინ წინ არ არის გამოცხადებული, არამედ თვით ღმერთმან გამოგვიცხადა იგი დასაბამითგან და ჩვენი საუკუნო ნეტარება არის დამოკიდებული მას ზედა. ეს არის პირველი მიზეზი.

მეორე მიზეზი, რომლისა-თვისცა წმიდა ეკკლესია ყოვლის ღონის-ძიებით იცავს შეუცვლელად სწავლასა მისსა და ფიცხელად განიკითხავს წინა-აღმდეგთა და გარდამქცეველთა ამა სწავლისათა არის ისა, რომელ სწავლა იგი არს კავშირი ყოველთა ქრისტიანეთა, რომელი შეაერთებს ყოველთა კაცთა წინაშე ღვთისა; ხოლო ერთობა და სიყვარული კაცთა შორის არის უძვირფასესი თვისება წინაშე თვალთა ღვთისათა. სადაც არ არის ერთობა და სიყვარული, მუნ არ არის მადლი ღვთისა, მუნ ეკკლესია აღარ არის. რა არს ეკკლესია? იგი არს შეკრება კაცთა ერთ-მორწმუნეთა, ესე იგი, ისრეთთა კაცთა, რომელთა აქვსთ ერთი ჰაზრი საღმრთოთა საგანთა ზედა. წმიდა მოციქული პავლე მისწერს ფილიპელთა: აღავსეთ სიხარული ჩემი, რათა მასვე ზრახვიდეთ და იგივე სიყვარული გაქვნდეს, ერთ-სულ და ერთ-ზრახვა იყვენით (თ. ბ,გ); ხოლო ეფესელთა იგივე წმიდა მოციქული ამცნებს: ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშვიდობისათა (თ. დ, გ). ისრეთი ძვირფასი თვისება არის ერთობა სარწმუნოებისა, რომელ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან უკანასკნელსა შინა ლოცვასა პირველ ჯვარ-ცმისა მხურვალედ გამოითხოვა მამისა თვისისაგან, რათა ყოველნი მისნი მორწმუნენი იყვნენ ერთ, ვითარცა იგი და მამა ერთ არიან. გარნა ყოველნი წინააღმდეგნი სარწმუნოებისა და გარდამაქცეველნი სწავლისა დაარღვევენ ერთობასა და მოახდენენ განხეთქილებასა და სიძულილსა. მეოთხესა საუკუნესა შინა, ოდესცა უღმრთომან არიოზ მოახდინა საშინელი შფოთი ეკკლესიასა შინა, ერთ ღამეს წმიდა ალექსანდრეს, ეგვიპტის მწყემსთ-მთავარსა, გამოეცხადა სიზმრად უფალი იესო ქრისტე. ოდესცა წმიდამან ალექსანდრე შეხედა უფალსა იესო ქრისტესა, ნახა, რომელ მისი კვართი ანუ სამოსელი იყო გაპობილ ორად თავიდგან ბოლომდი, და ესმა ხმა უფლისა: აჰა რა მიყო არიოსმან! ეს კვართი გაპობილი მოასწავებდა წმიდასა ეკკლესიასა, რომელი განაპო ორად უღმრთომან არიოს, სწავლითა თვისითა. სადღა იქმნება სიყვარული და ერთობა ეკკლესიასა შინა, უკეთუ ყოველმან კაცმან თვისებრ დაიწყოს სწავლა საღმრთოთა საგანთა ზედა. აჰა რისთვის ცდილობს წმიდა ეკკლესია, რათამცა საღმრთო იგი სწავლა, რომელი გარდამოგვცეს მოციქულთა, იყოს დაცულ შეუცვლელად ყოველთა კაცთაგან! აჰა რისთვის ზარ-დასცემს იგი ანათემითა ყოველთა, რომელნი კადნიერ იქმნებიან გარდაქცევად სჯულისა მისისა!

მესამედ, როდესაც წინა-აღმდეგნი იტყვიან: ოღონდ ყოფა-ქცევით კარგი კაცი ვიყოვო, თორემ ჰაზრი რაც გინდა მქონდეს ღმერთზედ, - ერთიაო, ამით რას ამტკიცებენ იგინი? ამტკიცებენ მას, ვითომც შესაძლებელი არის, რომ სარწმუნოება არ ჰქონდეს კაცს და სათნოება კი ჰქონდეს, ანუ თუ თვინიერ სარწმუნოებისა შესაძლებელ იყოს სათნოება და სიწმიდე. ეს ჰაზრი სრულიად უმართლო არის, ძმანო ჩემნო! გარეშე ქრისტეს სჯულისა არ არის შესაძლებელი, რომ კაცმან შეიძინოს ჭეშმარიტი სათნოება და სიწმიდე. შეიძლება კი ცოტაოდენი ანუ დაბლისა ხარისხისა სიმართლე და პატიოსნება ჰქონდეს ურწმუნოსაცა კაცსა; შეიძლება და კიდეც მამხდარა მრავალ-გზის, რომელ თვით კერპთმსახურნიცა, ეგრეთვე მაჰმადიანნი და სხვა სჯულის ხალხნი იქმოდენ რომელთამე კეთილთა საქმეთა: კაცი ებრალებოდესთ, მოწყალება მისცენ, სიმართლე უყვარდესთ, გარნა არა-ოდეს არ არის შესაძლებელი, რომელ მათ მიითვისონ ნამდვილი და ჭეშმარიტი სათნოება, ის სათნოება, რომელი მხოლოდ განამართლებს კაცსა ღვთის წინაშე. ეს ჰაზრი არის ჭეშმარიტი, გარნა იგი მოითხოვს საკუთარსა განმარტებასა და ვინაიდგან განვრცელდა სიტყვა ჩვენი დღეს, ამისთვის ვალდებულვყოფ თავსა ჩემსა მერმე ოდესმე მივაქციო ყურადღება თქვენი საგანსა ამას ზედა; ხოლო დღეს დასასრულსა სიტყვისა ჩვენისა გევედრები შენ, ძმაო ჩემო, შენ, რომელი ხარ მართლ-მადიდებელი, ეცადე და განამართლე ყოვლითა ღონის-ძიებითა სჯული შენი წინაშე წინააღმდეგთა მისთა. ვცი, რას იტყვიან და რით იმართლებენ თავსა წინააღმდეგნი ჩვენისა სამღთოისა სჯულისა? ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მართლ-მადიდებელნი განსხვავებულნი იყვნენ კარგითა მათითა ცხოვრებითაო, წინა-აღმდეგ ამისა ვხედავთ, რომელ თუმცა იგინი იქადიან მართლ-მადიდებლობითა, გარნა არ იქცევიან პატიოსნად და არ ერიდებიან უსამაროლოებასა და ცოდვასაო. რა უნდა უპასუხოთ ამაზედ მათ? ჭეშმარიტად ვიტყვი: რომელი იქადიან მართლ-მადიდებლობას, ხოლო ცუდად იქცევიან და ცოდვას არ ერიდებიან, უარესად ავნებენ სჯულსა მათსა, ვიდრეღა განცხადებულად ურწმუნონი. როდესაც ურწმუნო კაცი ცუდად იქცევა, ცოდვას არ ერიდება, ეს საკვირველი არ არის და მე ვგონებ, რომ უფრო შესანდობელიც არის: გარნა რით უნდა განვხსნათ და რით უნდა შეუნდოთ ცუდი ყოფა-ქცევა იმ კაცსა, რომელი იქადის მართლ-მადიდებლობასა? ამისათვის ეცადე, მართლ-მადიდებლობის შვილო, შენვე არ შეარცხვინო დედა შენი, წმიდა ეკკლესია, წინაშე მტერთა მისთა, არამედ ისრე მოიქეცი, რომ ყოველი ურჩი ეკკლესიისა, მხედველი წმიდისა შენისა ცხოვრებისა, ცხადად ხედვიდეს რა კეთილი და სასარგებლო საქმე არის მართლ-მადიდებლობა. ამინ!
ყველიერის კვირაtag:www.qwelly.com,2014-03-02:6506411:Topic:6295782014-03-02T13:06:55.269Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

აღდგომის მარხვის წინა დღეს, ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს ყველიერის კვირას, ესაა ბოლო მოსამზადებელი დღე და ხვალიდან უკვე უნდა შევუდგეთ მარხვას. საეკლესიო ტრადიციაში, ამავე დღეს აღინიშნება ადამისა და ევას სამოთხედან განდევნის დღეც. ხოლო მესამე მნიშვნელოვანი ნიშანი, რომელიც ამ დღეს გამოარჩევს წელიწდეულის სხვა დღეებისგან გახლავთ ის, რომ ყველიერის კვირიაკეს, მორწმუნე მრევლი, ერთმანეთს შენდობას სთხოვენ ურთიერთთა შორის ჩადენილი ნებსითნი თუ…

აღდგომის მარხვის წინა დღეს, ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს ყველიერის კვირას, ესაა ბოლო მოსამზადებელი დღე და ხვალიდან უკვე უნდა შევუდგეთ მარხვას. საეკლესიო ტრადიციაში, ამავე დღეს აღინიშნება ადამისა და ევას სამოთხედან განდევნის დღეც. ხოლო მესამე მნიშვნელოვანი ნიშანი, რომელიც ამ დღეს გამოარჩევს წელიწდეულის სხვა დღეებისგან გახლავთ ის, რომ ყველიერის კვირიაკეს, მორწმუნე მრევლი, ერთმანეთს შენდობას სთხოვენ ურთიერთთა შორის ჩადენილი ნებსითნი თუ უნებლიეთნი დანაშაულებების, შეცოდებების გამო, ამიტომ სხვაგვარად მიტევების დღედაც მოიხსენიება. საგულისხმოა რომ მიტევების დღე სწორედ დიდმარხვის წინა დღესაა, მიტევება როგორც განწმენდის საშალება. ამ დღესთან დაკავშირებით, წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელის წარმოთქმული ქადაგება.

წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის

სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა

უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი,

მოგიტევნენ თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან.

ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი,

არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი

(მათ. ვ,იდ.)

ძველითგან მიღებულისა ჩვეულებისა-მებრ მართლ-მადიდებელსა ეკლესიასა შინა, აწინდელსა დღესა ქრისტიანენი გამოითხოვენ შენდობასა ურთიერთთა შორის, შეურიგდებიან ერთი მეორეს და მიუტევებენ, რაიცა ჰქონდათ უკმაყოფილება ანუ გულ-ნაკლულევანება ერთს მეორესაზედა. ამისათვის ეწოდებოდა დღესა ამას კვირიაკე შენდობისა. ნუ დავივიწყებთ ჩვენცა. ძმანო მართლ-მადიდებელნო, წმიდასა ამას ჩვეულებასა, აღვასრულოთ იგი გულ-წრფელად. მიხედეთ, რა სახით შეგვაგონებს მაცხოვარი აღსრულებასა ამა მცნებისასა: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან; ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი. ხედავთ, ვითარ ჰსურს მამასა ჩვენსა ზეციერსა, რათა იყოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული? ჰგრძობთ, ვითარ უყვარს მას, ოდეს გვხედავს შერიგებულთა და კეთილად განწყობილთა? წარმოიდგინეთ, ძმანო ჩემნო, ერთი ვინმე მამა, რომელსა ჰყავს რამოდენიმე შვილი და უყვარს იგინი; ვითარ სასიამოვნო არს მისთვის, ოდეს ხედავს მათ შორის სიყვარულსა და ერთობასა; გარნა ოდეს ნახავს მათში სიძულვილსა და განხეთქილებასა და შფოთსა, არ ეტყვისა იგი მათ: შვილნო ჩემნო, უკეთუ გსურთ იყვნეთ ჩემთვის საყვარელ, გიყვარდეთ თქვენცა ერთსა მეორე; შეურიგდით ურთი-ერთსა და მიუტევეთ შეცოდებანი ერთმა მეორესა. ეგრეთვე უნდა ვიფიქროთ მამასა ზედა ჩვენსა ზეციერსა.

მოახლებულ-არიან დღენი დიდისა მარხვისანი: ვალისამებრ ჩვენისა, წმიდათა ამათ დღეთა შინა ჩვენ უნდა მოვინანოთ ცოდვანი ჩვენნი და მივიღოთ წმიდა საიდუმლო. გარნა უწინარეს ზიარებისა, შენ, ძმაო ჩემო, მიხვალ რა მოძღვართან და აღუარებ ცოდვათა შენთა, მოელი მისგან, რათა სახელითა იესო ქრისტესითა მოგცეს შენ შენდობა. ხოლო რომლითა პირობითა მოგიტევებს შენ იესო ქრისტე ცოდვათა შენთა? უკეთუ მიუტევნეთ თქვენცა კაცთა შეცოდებანი მათნი. მოძღვარსა შენსა ვერ ძალ-უძს განტევება ცოდვათა შენთა, უკეთუ არ აღასრულე ეს დიდი პირობა. თუ ყოფილ-იყო სხვა რომელიმე უსაჭიროესი და უდიდესი პირობა, მაცხოვარი გვეტყოდა, თუ საკმაო ყოფილ-იყო მხოლოდ მარხვა, გრძელი ლოცვა, მრავალი მეტანიის ყრა, მისაღებლად ღვთისაგან ცოდვათა შენდობისა, წინათვე გვეტყოდა ამას უფალი. გარნა ნაცვლად ამათ ყოველთა, ერთსა ამას პირობასა ახსენებს. აწ გსურსა, რათა ღმერთმან მოგიტეოს ცოდვანი შენნი? შენც მიუტევე მოყვასსა შეცოდებანი მისნი; გსურსა შეგირიგოს ღმერთმან? შეურიგდი შენცა მოყვასთა შენთა.

ან კი რა მიზეზი და რა საფუძველი გაქვს, რომ არ მიუტეო კაცსა შეცოდებანი მისნი? თუ შენ იყო ერთი სრული და ანგელოზთა მსგავსი კაცი, თუ თვით შენ არაოდეს არავისთვის არ გიწყენია, მაშინ კიდევ შეგეძლო სიმართლით არა მიტევებად მოყვასთა შეცოდებათა მათთა; გარნა რას ვიტყვი? მაშინ უმეტესად უნდა იყო მიმტევებელი და მოწყალე ყოვლისა კაცისათვის: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, უბიწო და უმანკო, ადვილად და მოწყალებით მიუტევებს ყოველს ცოდვილს კაცსა; ხოლო შენ თვითონაც ხარ ცოდვილი, თვითონაც უთუოდ მრავალ-გზის აწყინე და შესცოდე მოყვასთა შენთა, მაშასადამე შენთვისაც საჭირო არს, რომ მოგიტეონ მოყვასთა შეცოდებანი შენნი; აწ შენცა მიუტევე გულ-წრფელად ყოველთა შეცოდებანი მათნი.

ჩვენ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ჩვენ აქა მყოფთა და აქ მცხოვრებთა უმეტესად უნდა გვახსოვდეს და ვასრულებდეთ ამ მცნებასა, მისთვის, რომელ ჩვენ ნამეტნავად ვართ მიდრეკილნი მტრობისა და შურის-ძიებისადმი და ამასთანავე, მიზეზნი ჩვენის განხეთქილებისა და ურთიერთ-შორის უკმაყოფილებისა თითქმის ყოველთვის არიან ფრიად წვრილნი და მცირე ფასისანი. საუბედუროთ, თვით ხასიათითა ვართ ჩვენ გულ-ფიცხელნი, ადვილად დავემდურებით და ხშირად უსაფუძვლოდ და ემიზეზოდ გადავემტერებით ერთი მეორესა. ჭეშმარიტად, ძმანო, შეწუხდება და შერცხვება კაცს, ოდეს წარმოიდგენს, რა მცირე და უბრალო მიზეზი საკმაო არს ზოგჯერ, რათამცა დაარღვიოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული. ყოვლისა კაცისათვის და ყოვლისა საზოგადოებისათვის მშვიდობა, ერთობა და სიყვარული არის ესოდენ ძვირფასი საუნჯე, რომელ ადამიანმა ყოვლითა ღონის-ძიებითა უნდა დაიფაროს და შეინახოს იგი; გარნა ჩვენ საუბედუროდ ერთისა მცირისა მიზეზისათვის მზად ვართ მოვახდინოთ დიდი შფოთი და დავივიწყოთ სიყვარული. ვინ იტყვის, რომ სხვაგან არსად არ იყოს ცილობა და უკმაყოფილება კაცთა შორის? გარნა სხვათა ქვეყანათა შინა ცილობა და განხეთქილება დამოკიდებულ-არს ფრიად მძიმეთა მიზეზთა ზედა; ამასთანავე ცილობა და განხეთქილება განათლებულსა საზოგადოებასა შინა არაოდეს არ გათავდება სიძულვილითა და შურის-ძიებითა, ვითარცა ვხედავთ ჩვენში ხშირად. სხვათა ქვეყანათა შინა მხოლოდ მას ცდილობენ, რომ სამართალმა უსამართლობას აჯობოს, ხოლო აქ ცდილობენ, რომ კაცმა კაცს აჯობოს; იქ ჰაზრი ჰაზრთან ჰბრძვის და საქმე საქმესთან, აქ კაცი კაცთან, გვარი - გვართან; იქ ცილობა მოხდება ჭეშმარიტისა და უმჯობესის წესის ძიებისაგან, აქ თავხედობისაგან და თავისმოყვარებისაგან; აქ ცილობა და უკმაყოფილება ყოველთვის დაბოლოვდება მხოლოდ სიძულილითა და მტრობითა, იქ იმას ფიქრობენ, რომ მხოლოდ ცილობითა და ბრძოლითა გამოაჩინონ უმჯობესი ჰაზრი და წესი; აქა მცირე რაიმე უკმაყოფილება საუკუნოდ განაშორებს კაცსა კაცისაგან.

ნუ იქმნება, ძმაო, ეს ცუდი წესი საუკუნოდმდე ჩვენ შორის; უკეთუ ქრისტიანენი ვართ, მივეახლნეთ ქრისტესა. ქრისტე არ არის მუნ, სადაცა ჰსუფევს უთანხმობა და შური.

მომიტევეთ და შემინდევით მე, ძმანო ჩემნო, ყოველი, რაიცა ვისმე ვსცოდე სიტყვით ანუ საქმით. შეგინდობ და მოგიტევებ ყოველთა, ვინც რაიცა მცოდა და ვინც რაიცა მაწყინა სიტყვით ანუ საქმით. გლოცავ თქვენცა მიუტეოთ და შეუნდოთ ურთიერთსა ყოველნი შეცოდებანი სიტყვითნი და საქმითნი; ხოლო უფალი იესო იყოს საზოგადო ჩვენი შემწყნარებელი და მლხინებელი ყოველთა შინა ცოდვათა ჩვენთა. ამინ.

~ 1860-1870 ~

მარხვისთვის მოსამზადებელი წინა კვირიაკენი:

• მეზვერისა და ფარისევლის კვირა;

• უძღები შვილის კვირა;

• ხორციელის კვირა;

ხორციელის კვირაtag:www.qwelly.com,2014-02-23:6506411:Topic:6186592014-02-23T15:21:12.414Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

როგორც საეკლესიო კალენდარში ვკითხულობთ, დღეს "ხორცით დაურწყების" დღეა, უფრო საეკლესიო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ - ხორციელის კვირას აღნიშნავს ქრისტეს ეკლესია.

მოგეხსენებათ, დღეს, წირვაზე იქნა მათეს სახაერბიდან იქნა ამოკითხული ის ადგილი, სადაც მაცხოვარი საუბრობს მეორედ მოსვლასა და სამყაროს განკითხვის შესახებ.

წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის…

როგორც საეკლესიო კალენდარში ვკითხულობთ, დღეს "ხორცით დაურწყების" დღეა, უფრო საეკლესიო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ - ხორციელის კვირას აღნიშნავს ქრისტეს ეკლესია.

მოგეხსენებათ, დღეს, წირვაზე იქნა მათეს სახაერბიდან იქნა ამოკითხული ის ადგილი, სადაც მაცხოვარი საუბრობს მეორედ მოსვლასა და სამყაროს განკითხვის შესახებ.

წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის

სიტყვა კვირიაკესა ხორციელისასა

და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა,
ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა (მათ. კე, მვ)

არა უმიზეზოდ დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან წარკითხვა დღეს სახარებისა მის, რომელიცა გამოხატავს მეორედ მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. მოახლოებულ არიან დღენი ლოცვისა და მარხვისანი, რომელთა შინა ჩვეულება გვაქვს ჩვენ, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მონანება და მიღება წმიდისა საიდუმლოისა; ამისათვის წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, რათა ღირსად აღვასრულოთ საღმრთო ვალი ესე ჩვენი და სიწმიდით განვატაროთ დღენი დიდისა მარხვისანი. ერთსა მახლობელსა წარსულსა კვირიკესა წარკითხულ იქნა ეკლესიაში სახარებისაგან იგავი მეზვერისა და ფარისევლისა, რომლითა მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, თუ ვითარ ჯერ-არს ლოცვა და მონანება. მეორესა კვირიაკესა იგავითა უძღებისა ვისწავეთ ჩვენ, ვითარ დაამდაბლებს ცოდვა კაცსა და ვითარ მამა ჩვენი ზეციერი ელის მონანებასა კაცისა ცოდვილისა და სიხარულით მიიღებს კაცსა მონანულსა. ბოლოს დღეს წარკითხულითა სახარებითა საშინელისა სამსჯავროისათვის წმიდა ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ, ვითარი ხვედრი მოელის კაცსა ცოდვილსა და მართალსა.

ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე არ განაღვიძებს გონებასა და გულსა კაცისასა და ვერ განაფხიზლებს მას, ვითარცა აზრი და წარმოდგენა საშინელის მის და შემაძრწუნებელისა წამისა, ოდესცა კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა დაუსრულებელსა მისსა განჩინებასა. ბრძენი და ფრიად გამოცდილი იესო ზირაქ იტყვის წიგნსა შინა თვისსა: ყოველსა შინა საქმეთა შენთა მოიხსენებდ უკანასკნელსა შენსა და უკუნისამდე არა სცოდო; ხოლო უკანასკნელი ყოვლისა კაცისა არის საშინელი სამსჯავრო, და უკეთუ კაცი ყოველ დროს და ყოველთა საქმეთა შინა მისთა წარმოიდგენს საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, მრავლისა ცოდვისაგან დაიცავს იგი თავსა თვისსა. ვიფიქროთ, ძმაო, ამაზედ.

აქა, ამ ქვეყანაზედ კაცი, თუმცა ადვილად და ხშირად სცოდავს, გარნა ის იმედი აქვს, რომ ცოდვასა მისსა არავინ არ შეიტყობს. ყოველი კაცი თავის მომწონე არის; ყოველ კაცს ეშინიან, რომ ვინმემ ცუდი რაიმე არ იფიქროს მას ზედა; ყოველი კაცი ცდილობს, რომ დამალოს და დაჰფაროს ყოველი ცოდვაი თვისი და ცუდნი თვისებანი. ცოდვას უყვარს სიბნელე და დუმილი; ეს უეჭველია და ჭეშმარიტი, რომ, უკეთუ კაცს არ შეეძლოს ამ სოფელში დაფარვა ცოდვისა თვისისა, უკეთუ იგი დარწმუნებული იყოს, რომელ იმავე წამს, როდესაც ცოდვას იქმს, ცოდვა მისი შეტყობილ-იქმნება ყოველთა კაცთაგან, - მაშინ იგი არ გაბედავდა და ვერ იქმოდა მრავალთა თვისთა ცოდვათა.

გარნა წარმოიდგინე, ძმაო ჩემო, რომელ ამ საშინელ დროს, ესე იგი, მეორედ მოსვლასა უფლისასა, წინაშე პირისა ყოვლისა ქვეყანისა გამოჩნდება ყოველი შენი ცოდვა. უკეთუ აქაც, ამ წუთ სოფელში ზოგჯერ ისრე შეგრცხვება ხოლმე შენ, თუ დიდ შეკრებულებაში პატივი არა-გცეს, ან ცუდი რამე სთქვეს შენზედ, ანუ შენ მეგობარზედ, რომელ თითქმის აღარც იცი, სად დაიმალო სირცხვილისაგან, წარმოიდგინე, ვითარი სირცხვილი და განკიცხვა გექმნება მაშინ, ოდეს ცა და ქვეყანა, ყოველნი მცნობნი და უცნობნიცა შეიტყობენ შენსა სიცუდესა და წარწყმედასა. ამ სოფელში შენ, რასაკვირველია, გყვანან მრავალნი მეგობარნი და მოყვარენი; ფრიად გეწყინება, რომ იმათ ცუდი რაიმე შეიტყონ შენზედ. წარმოიდგინე, რომ არათუ მხოლოდ იგინი, არამედ მრთელი ქვეყანა, ანგელოზნი და კაცნი გიხილავენ შენ მდგომარედ მარცხენით წარწყმედულთა შორის. ჰოი ვითარი სირცხვილი და გამოუთქმელი შემუსვრა დაგეცემა შენ ამ ჟამად! იქმნება ამ ქვეყანაზედ მრავალთა მიაჩნდი შენ კეთილ კაცად და ღვთის-მოყვარედ, იქნება აქ ატყუებდი მოყვასთა შენთა კეთილითა სახითა და გარეშეობითა. გარნა მუნ გამოჩნდება, რომ ესე ყოველი იყო სიცრუე; იქ შეიტყობენ ყოველნი, რომ ღვთის-მოყვარება შენი იყო მხოლოდ თვალ-ღება, სიმართლე გქონდა შენ მხოლოდ ენასა ზედა და გული შენი იყო აღვსებულ ბოროტებითა და უსჯულოებითა.

მეორედ, ძმანო ჩემნო, ამ სოფლად თუმცა ვსცოდავთ ჩვენ, გარნა ყოველთვის გვაქვს იმედი ოდესმე მოვინანოთ ცოდვა ჩვენი, თუმცა ვარღვევთ ხშირად სჯულსა, გარნა მრავალ მიზეზსა მოვიგონებთ ჩვენდა სანუგეშოდ და მრავალ-ფერად დავაჩუმებთ სინიდისსა ჩვენსა. სინიდისი ჩვენი ხშირად შეკრული არის და დაბნელებული ამ ქვეყანაზედ, გარნა იმ საშინელ დღეს კაცსა ცოდვილსა მოესპობა ყოველი თავის გასამართლებელი მიზეზი და ყოველი ნუგეში. რით-ღა გაიმართლებს მაშინ თავსა თვისსა კაცი წარწყმედილი? რით დააჩუმებს სინიდისსა თვისსა? აღარ დარჩა დრო მონანებისა: მან გაიგონა უკანასკნელი განჩინება იგი, იქმნა რა განყოფილ მართალთაგან და დადგინებულ შორის წარწყმედულთა. სინიდისი მისი, განთავისუფლებული ყოველთა ცბიერთა და ცრუთა ჰაზრთა და მიზეზთაგან, იწყებს ტანჯვასა და ქენჯნასა მისსა უწყალოდ. ყოველნი მისნი სიტყვანი და საქმენი ამ ქვეყანისანი, ვითარცა ლაშქარნი უწყალონი, წინა დაუდგებიან მას დაიწყებენ შეძრწუნებასა და შემუსვრასა მისსა. ამღვრეულნი და გაშტერებულნი შიშით და ურვით, მაშინ იწყებენ ცოდვილნი ყვედრებასა და მოძაგებასა თავისა თვისისასა. მაშინ მოგაგონდება შენ, ძმაო. ყოველი შენი ბოროტება თვითოეულად: რაოდენი ჟამი დაჰკარგე შენ უქმად და უნაყოფოდ სულისა შენისათვის! რაოდენი მადლი და ნიჭი ღვთისა გააუქმე შენ ცოდვათა და უსჯულოებათა შინა! რაოდენგზის ღმერთმან მოგცა შენ შემთხვევა მონანებისა და მოქცევისა, გარნა შენ უგულებელ ჰყავ იგი; რაოდენ-გზის მრავალ-ფერად შეგაგონებდა შენ იგი, გარნა შენ დაჰშთი ყრუ და ბრმა ყოველთვის. რასა ვფიქრობდი მე უბედური? ეტყვი შენ მაშინ გოდებით და ტირილით თავსა შენსა. ვის ვემსახურებოდი მე? ვის შევწირე ყოველი ძალი და გონება ჩემი? გარნა ამაოდ იქმნება მაშინ ყოველი შენი კვნესა და გოდება, ამაოდ აღიპყრობ ხელთა შენთა. გათავდა ჟამი მონანებისა; მოისპო დრო შეწყალებისა და მოწყალებისა; თქმულ არს საშინელი იგი: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა. მაშინ აღსრულდება შენზედა წინასწარ-თქმული უფლისა მიერ: აჰა ესერა მოვლენ დღენი, რომელთა შინა იწყონ სიტყვად მთათა, დამეცნინ ჩუენ ზედა და ბორცვთა, დამფარენით ჩვენ. კაცი ცოდვილი, მიმავალი ჯოჯოხეთად, დასწყევლის მაშინ დღესა შობისა თვისისასა; იგი ისურვებს, როგორმე მოსპოს და განაქარვოს თავი თვისი, გარნა ამაოდ იურვის იგი: უმაღლესმან სიმართლემან და მართლ-მსაჯულებამან ღვთისამან მიაგო მას მსგავსად საქმეთა მისთა და ვინ წინააღუდგების განჩინებასა მისსა!

ამას ყოველსა დაუმატე ესეცა: ამ ქვეყანაზედ, რაც უნდა საშინელი ჭირი შეემთხვიოს კაცსა, მაინც ანუგეშებს თავსა თვისსა მით, რომელ ოდესმე გათავდება ჭირი მისი. ვსთქვათ, რომელ ერთი რაიმე ისრეთი უბედურება შეემთხვევა კაცსა აქა, რომ სიკვდილამდე უნდა ითმენდეს მას, გარნა სიკვდილით მაინც მოსპობს უბედურებასა მისსა. ხოლო უკანასკნელი ესე სამსჯავრო მით უმეტეს არს საშინელ და შემმუსვრელ სულისა, რომელ განჩინება მისი იქმნება უკანასკნელი, წარწყმედა და ტანჯვა ცოდვილისა დაუსრულებელი. წარმოიდგინე გევედრები, ძმაო ჩემო, მდგომარეობა ცოდვილისა კაცისა გეენიას შინა გარესკნელსა; უფსკრულსა შინა და სიბნელესა ტარტაროზისასა ცოდვილნი იტანჯებიან გამოუთქმელად და არც ექმნება დასასრული ტანჯვასა მათსა.

ხოლო ვინ გამოხატავს ბედნიერებასა და ნეტარებასა მართალთასა! ვის შეუძლიან იგრძნოს სიტკბოება გულისა მათისა, ოდესცა იგინი ისმენენ სიტყვასა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა! გათავდა ყოველი მათი შრომა და მწუხარება! მიიღეს მათ გვირგვინი, რომლისათვისცა იგინი იღვწოდენ და ურვიდენ ამ ქვეყანაზედ; იხილეს მათ იგი, რომელსა სული მათი ეძიებდა მარადის; შეერთდნენ იგინი მასთან, რომელიცა იყო წადილი და მისწრაფება მათი ამ სოფელში. განსძღენ იგინი ხილვითა და სიტყვითა ტკბილისა და საყვარელისა მის მეუფისა, რომლისათვის ჰშიოდა და ჰსწყუროდა მათ ამ ქვეყანაზედ.და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა.

ხოლო აწ გლოცავ თქვენ, საყვარელნო, ვიდრემდის დრო გვაქვს, ვიდრემდის ღმერთი ითმენს ჩვენს ცოდვასა, ხშირად, მარადის წარმოიდგენდეთ საშინელსა ამა ხატსა მეორედ მოსვლისასა და მით გააფრთხილებდეთ თავსა თქვენსა. ხოლო გსურსა შეიტყო, რით შეგიძლიან განრინება ცოდვილთა ხვედრისა და მიღება იმ ჟამად ნაწილისა მართალთასა? ესეცა გვესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან. მაცხოვარი ეტყვის მარჯვენით მდგომარეთა: მშიოდა და მეცით ჭამადი; მწყუროდა და მასვით მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ; შიშველ ვიყავ შემმოსეთ; საპყრობილესა შინა ვიყავ და მოხვედით ჩემდა. აჰა რა აცხოვნებს კაცსა! ჰყავ შენცა ესე, უკეთუ გსურს ცხოვრება. ამინ.

~ 1860-70 ~

იხ: ეპისკოპოს გაბრიელის ქადაგებები

ეპისკოპოს გაბრიელის ქადაგებებიდან - უძღები შვილის კვირა (1)tag:www.qwelly.com,2014-02-16:6506411:Topic:6098002014-02-16T11:14:22.904Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

აღდგომის მარხვის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს უძღები შვილის კვირას. მაცხოვრის მიერ მოთხრობილი ეს იგავი, გადმოცემულია ლუკას სახარებაში (15, 11-32). ამ დღესთან დაკავშირებით, წმინდა ეპისკოპოსის - გაბრიელის წარმოთქმული ქადაგება:

მოძღვრება კვირიაკესა უძღებისა…

აღდგომის მარხვის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს უძღები შვილის კვირას. მაცხოვრის მიერ მოთხრობილი ეს იგავი, გადმოცემულია ლუკას სახარებაში (15, 11-32). ამ დღესთან დაკავშირებით, წმინდა ეპისკოპოსის - გაბრიელის წარმოთქმული ქადაგება:

მოძღვრება კვირიაკესა უძღებისა

განვიხილოთ, ძმანო ქრისტიანენო, დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი, შევიტყოთ რას ნიშნავს იგი და რას გვასწავლის მით მაცხოვარი.

კაცსა ვისმე, პატიოსანსა და მდიდარსა ესხნენ ორნი ძენი. უმცროსმან ძემან მისმან უთხრა მას ერთ-გზის: მამაო, მომეც მე ჩემი ნაწილი სამკვიდრებელისაგან, რათა წავიდე და ვიცხოვრო მე თვისად. განუყო მას მამამან ნაწილი მისი და არა მრავალთა დღეთა შემდგომ წარიღო მან იგი და წარვიდა ერთ შორს სოფელსა. იქ იწყო მან ცხოვრება არაწმიდებით და მოკლე დროს განაბნია მან ყოველი ქონება თვისი. ამ ჟამად მოხდა იქ დიდი შიმშილი, მოაკლდა მას საზრდო და იძულებულ-იქმნა დადგომად ერთისა მუნ მცხოვრებთაგანისა მოსამსახურედ, რომელმან გაგზავნა იგი მწყემსად ღორთა. და აჰა ესერა წარჩინებულისა მამისა ძე იგი ისრეთსა უკიდურესსა მდგომარეობასა შინა შთავარდა, რომელ გული ეტყოდა მას განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა სჭამდნენ ღორნი და ისიცა არავინ მისცის მას. გარნა ბოლოს მოეგო იგი თავსა თვისსა. ესე იგი იფიქრა და მიხვდა ვითარისა მდგომარეობისადმი მიიყვანა იგი ცოდვამან და ურჩებამან მისმან. მან ჰსთქვა: რავდენთა სასყიდლით დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური და მე აქა სიყმილითა წარვსწყმდები, აღვსდგე და წარვიდე მამისა ჩემისა, და ვრქვა მას: მამაო, ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე, ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი. მაშინ აღსდგა, წარვიდა მამისა მიმართ და ვიდრე შორს-ღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა მას; მირბიოდა და დავარდა ქედსა მისსა ზედა და ამბორს-უყოფდა მას. მამაო, - ჰრქვა ძემან, ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი (ლუკ. იე, იჱ, ით, კ.) მარნა მამასა გაეხარდა მოქცევა მისი; უბრძანა მოსამსახურეთა თვისთა, შემოსონ იგი სამოსლითა ახლითა და შეაცვან ბეჭედი თითსა მისსა; შემდგომ დაუკლა ზვარაკი ჭამებული, მოუწოდა მეგობართა თვისთა და იხარებდა ბრწყინვალედ. ამ ჟამად ძე იგი მისი უხუცესი იყო სხვაგან და მობრუნდა რა სახლსა შინა თვისსა, იხილა სერობა დიდი და განცხრომა, ჰკითხა ერთს მოსამსახურესა მიზეზი; შეიტყო-რა, გაჯავრდა და არ უნდოდა შესვლა სახლსა; გამოვიდა მამა და სთხოვა მას შემოსვლა, ხოლო მან უპასუხა: მე ყოველთვის შენთან ვიყავ, შენ გმონებდი და ერთხელაც ერთი თიკანი არ მომეც მე, რათა განვიხარო მეგობართა ჩემთათანა; ხოლო ძე ესე შენი, რომელმან შესჭამა ნახევარი საცხოვრებელისა შენისა მეძავთათანა, მოვიდა რა, დაუკალ მას ზვარაკი ჭამებული და გაიხარე. მამანან უპასუხა მას: შვილო, შენ მარადის ჩემთანა ხარ და ჩემი ყოველი შენი არს; ხოლო აწ მხიარულება და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმა ესე შენი მომკვდარიყო და განცოცხლდა, წარწყმედულ-იყო და იპოვა.

ცხად არს, ძმანო ჩემნო, ჰაზრი იგავისა ამის: მამა, რომელსა ესხნენ ორ ძე, ნიშნავს თვით ღმერთსა; ძე უფროსი ნიშნავს კაცსა მართალსა და ღვთის-მოყვარესა, რომელი მარადის იმყოფება სახლსა შინა მამისა თვისისა ზეციერისასა, ესე იგი მარადის აღსრულებს მცნებათა მისთა. ხოლო ძე უმცროსი და ყოველი მოქმედება მისი გამოხატავს ცხოვრებასა კაცისა ცოდვილისასა. კაცი ცოდვილი, მიიღებს რა ღვთისაგან სამკვიდრებელსა თვისსა, ესე იგი ჭკუასა, გონებასა, სიმართლესა, სულსა და ხორცსა და, ყოველსა, რაიცა აქვს კაცსა, განეშორება მამასა თვისსა ზეციერსა და დაღუპავს ამათ ყოველთა ცოდვასა და უსჯულოებასა შინა. უმცროსი იგი ძე, განაბნია რა ყოველი საცხოვრებელი თვისი, შეიქმნა მწყემსად ღორთა და იყო მშიერ და უძღებ. ეს გამოხატავს უკიდურესსა დაცემასა და წახდენასა კაცისა ცოდვილისასა, ოდეს იგი ესოდენ დაემონება უწმიდურთა ვნებათა, რომ შეიქმნება მსგავსი უუწმინდურესისა პირუტყვისა. გარნა უკანასკნელ უძღები იგი შვილი მოეგო თავსა თვისსა. ვიფიქროთ, ძმანო, გულის-ხმიერად; სიტყვათა ამათთვის: მოეგო თავსა თვისსა. მოქცევასა და სინანულსა კაცისასა წინა უძღვის ესე: მოეგო თავსა თვისსა. ესე იგი შთაიხედა გულსა შინა თვისსა და საძაგელ ეჩვენა მას მდგომარეობა თვისი. ცოდვა მხოლოდ იქამდინ უფლებს გულსა შინა კაცისასა, ვიდრემდის კაცს გონება აქვს დაფანტული, ვიდრემდის იგი არ მოეგო თავსა თვისსა. გარნა ამაოდ ცდილობს კაცი ცოდვილი სრულიად დაივიწყოს თავი თვისი და დააჩუმოს სინიდისი; ამაოდ ფიქრობს იგი, რომელ ცოდვა დააკმაყოფილებს მას და სრულიად დაავიწყებს სახლსა და მამულსა მისის მამისასა, რომელსა განეშორა იგი. მოვა ჟამი, ოდეს სული მისი, შექმნილი ხატად და მსგსვსად ღვთისა, იგრძნობს მოწყენასა და მწუხარებასა, შთავარდება საშინელსა შინა შიმშილსა. ცოდვა ვერ გააძღობს და ვერ გააბედნიერებს უკვდავსა სულსა კაცისასა; ცოდვა მხოლოდ ერთს წამს ამხიარულებს კაცსა; გავა წამი და ნაცვლად სიტკბოებისა დარჩა გულსა შინა სიმწარე, მოწყინება და სინანული. ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან ჟამსა ამას მოწყინებისა და სინანულისა მსგავსად უძღებისა მის, უთხრას თავსა თვისსა: რათა ვსტანჯავ მე სულსა ჩემსა, რათ ვატყუებ მე უბედურსა გულსა ჩემსა, რისთვის ვკვდები მე შიმშილით, აღვსდგე და მივიდე მამისა ჩემისადმი: იგი მოწყალე არს, იგი კვალად მიმიღებს მე, და მუნ მოვიპოვო მხიარულება და განსვენება სულისა ჩემისათვის.

ესრეთვე ჰქმენი შენცა, ძმაო ჩემო! აღსდეგ და მიიქეც მამისა შენისადმი; იგი არ გაყვედრებს ურჩებასა და ცოდვასა არცა ერთითა სიტყვითა, არამედ მიგიღებს შენ სიყვარულითა და სიხარულითა; იგი შეგმოსავს შენ ახლითა სამოსელითა, ესე იგი მოგანიჭებს ახალსა მადლსა და სათნოებასა სულიერსა; იგი შეგაცვამს თითსა ზედა შენსა ბეჭედსა ძვირ-ფასსა, ვითარცა ნიშანსა შერიგებისა და ღირსებისა შენისასა, იგი დაჰკლავს ზვარაკსა ჭამებულსა, ესე იგი განგაძღებს შენ ნუგეშითა სულიერითა; ანგელოსნი ზეცათანი, ვითარცა თქმულ-არს სახარებასა შინა, განიხარებენ ღვთისა-თანა შენისა მოქცევისა და ცხოვრებისათვის.

გარნა რასა ნიშნავს და რას გვასწავლის ჩვენ, ძმაო, სიტყვა იგი უფროსისა ძმისა, რომელსა ეწყინა მობრუნება უძღებისა ძმისა და მოწყალება მისდამი მამისა თვისისა?

შეიძლება, რომ ამ სოფლად იყოს კაცი ვინმე ღვთის-მოყვარე, რომელი მარადის ემსახურგბა ღმერთსა და მარადის აღასრულებს მცნებათა მისთა, გარნა ითმენდეს ჭირსა და განსაცდელსა. შეიძლება, რომ მან ოდესმე იფიქროს გულსა შინა თვისსა: ღმერთო! მე ყოველთვის შენ გემსახურები, ყოველთვის ვასრულებ მცნებათა შენთა, გარნა არცა ერთი ნუგეში არ მომეც ქვეყანასა ზედა: ესოდენი წელნი გმონენ შენ და არა სადა მცნებასა შენსა გარდავხედ და მე არა-სადა მომეც ერთი თიკანი, რათამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. უკეთუ ესრეთი ჰაზრი გაუჩნდა გულსა შინა თვისსა რომელსამე ღვთისმოყვარესა კაცსა, მაშინ მოაგონდეს მას პასუხი მამისა: შვილო, შენ მარადის ჩემთანა ხარ და ჩემი ყოველი შენი არს. რომელიღა ამაზედ უდიდესი ნუგეში გინდა შენ, ძმაო ჩემო, უკეთუ ჭეშმარიტად ხარ ძე ღვთისა და არა-ოდეს არ განეშორე მას? თუმცა ხარ შენ გაჭირვებული ამ სოფელში და მოკლებული ყოვლითა ნუგეშითა, ნუ გეშინის; იცოდე, რომ ღმერთი უმჯობესს რამეს ამზადებს შენთვის. იფიქრე, რაი არს უმჯობეს შენთვის? აქ, ამ მოკლე ცხოვრებაში, მოგცეს ღმერთმან მხიარულება და კმაყოფილება, ანუ მიგიტეოს შენ აქ ჭირსა და განსაცდელთა, ხოლო მომავალსა საუკუნესა შინა მოგცეს დაუსრულებელი ნეტარება? გარნა რას ვიტყვი: თვით აქაც, ამ სოფელში, თუმცა გაკლია ხშირად სოფლიური კმაყოფილება, გარნა შინაგანი შენი კაცი, წმიდა სინდისი, კეთილი გრძნობა, სულიერი კმაყოფილება ას-წილ გყოფენ შენ უუბედნიერეს, ვიდრე ნუგეში ამის სოფლისა. ეს უნდა გახსოვდეს და ამით უნდა ნუგეშს სცემდე თავსა შენსა, ძმაო კეთილ-მსახურო!

გარნა ვინ გაბედავს და გინ იტყვის წუთ სოფელში, რომ იგი იყოს უცოდველი და ემსგავსებოდეს უფროსსა ძმასა? ჩვენ ყოველნი ცოდვილნი ვართ, ძმანო ჩემნო, და უმეტესად ვემსგავსებით უმცროსსა მას ძესა; ხშირად განვეშორებით მამასა ჩვენსა ზეციერსა, გარნა ვისწრაფოთ და ვბაძვიდეთ მისსა მონანებასა და მოქცევასა. ამისათვისაც ჰსთქუა მაცხოვარმან იგავი ესე, რათა განაღვიძოს გულთა შინა ჩვენთა მონანება, რათა მოვიძაგოთ ცოდვნა და ვნება და ვისურვოთ სულითა მიქცევა მიმისადმი ჩვენისა ზეციერისა, რომელი და მოგვცეს ჩვენ ღმერთმან. - ამინ.

~ 1860 - 1870 წწ ~

წინა კვირას - მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკეს წარმოთქმული