"მას აქვს ჩემზე კარგი სხეული, ის უკეთესად გამოიყურება ამ კაბაში, მას ჩემზე კარგი კარიერა აქვს" - საკმარისია!
შეწყვიტეთ საკუთარი თავის შედარება სხვებთან. შეეცადეთ იპოვოთ ის რაღაცები, რაც თქვენს თავში მოგწონთ - ეს უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეგძენთ. თქვენ მალევე შეწყვეტთ თქვენი თავის შედარებას სხვებთან და დატკბებით თქვენი ცხოვრებით.
არაფერია იმაზე მიმზიდველი, როგორც ბედნიერებისგან გაბრწყინებული ღიმილი! დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ქალს უხდება ღიმილი.
ზაფხული მოვიდა და დროა გააფერადოთ თქვენი გარდერობი! შავი სამოსი შეამცირეთ და ჩაანაცვლეთ ის ფერადით.
შეასრულეთ თქვენი საყვარელი ვარჯიშები. იპოვეთ თქვენი რჩეული ვარჯიში და აკეთეთ ის.
გარემო ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ უმჯობესია, რომ გაატაროთ დრო მხიარულ ადამიანების გარემოცვაში და თქვენც კარგად იგრძნობთ თავს!
ყველაზე მთავარი ადამიანის გარეგნობაში ალბათ მაინც სახის კანია. რა სჯობს ლამაზ, სუფთა კანს? არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების და გააკეთეთ ნიღბები სახლის პირობებში. რამოდენიმე ნიღაბი, რომელსაც ნამდვილად კარგი შედეგი აქვს. (იცოდეთ, რომ თუ აკნე გაქვთ მაშინ აუცილებლად ექიმის დახმარებას საჭიროებთ)
1. კვერცხის ცილა გამოაცალკევეთ გულისგან. ცილა ათქვიფეთ ჩანგლით მანამ, სანამ არ აქაფდება. სანამ ამ მასაც სახეზე წაისვამთ, დარწმუნდით რომ კანი სუფთა გაქვთ. კვერცხის ცილა სახეზე გაიჩერეთ 15 წუთი(სანამ არ გახმება). ჯერ სველი პირსახოცით მოიშორეთ, შემდეგ კი მშრალით.
2. 1 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს + 1 სუფრის კოვზი სოდა. გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ.
3. კანს გაგიჯანსაღებთ კიტრის ნაჭრები. გარეცხეთ და დაჭერით კიტრი თხლად, დაიდეთ რგოლები სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ამ დროის განმავლობაში კანი შეიწოვს კიტრის წვენს. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
4. გახეხეთ უმი კარტოფილი, დაუმატეთ ერთი კვერცხის ცილა, 1 სუფრის კოვზი ფქვილი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. გაიჩერეთ 15-20 წთ.
5. კანისთვის საუკეთესო საშუალებაა გახეხილი სტაფილოს ნიღაბი, რომელიც საკმაოდ მარტივია. უბრალოდ გახეხეთ სტაფილო და გაიჩერეთ 20 წუთით. თუ 1 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ ამ ნიღაბს გაიკეთებთ, თქვენი კანი გაუმჯობესდება და უფრო ლამაზი გახდება.
6. გამწმენდი: 1 ჩაის კოვზ ლიმონის წვენს დაუმატეთ ჭიქის მეოთხედი წყალი (პატარა ზომის).
სილამაზისთვის აუცილებელია ძილი. ამიტომ ეცადეთ, რომ 8-9 საათი მაინც იძინოთ. რადგან ნაკლები ძილის შემთხვევაში ეს ყველაფერი თქვენს გარეგნობაზე უარყოფითად აისახება.
და ბოლოს, იცოდეთ, რომ ყველა ქალში არის სილამაზე, მთავარია რომ იზრუნოთ და გიყვარდეთ საკუთარ თავი.
ტეგები: chatter, qwelly, მაკიაჟი, მშვენიერი, ქველი, ჭორიკანა
eg sicilia .... giimili esaa.. > :)))))
Brolika Qiqava_მ თქვა:
modi :D :D
ცისია_მ თქვა:hm.. :)))) gaviigiimoot :))
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2022.
საათი: 11:12pm
0 კომენტარი
1 Like
ახალი საინფორმაციო კვირა იმით დაიწყო, რომ ვატიკანში, სიქსტის კაპელაში ქართული გალობის და სიმღერის ოვაციები და პროტესტი დღის მეინსტრიმად იქცა. გადი-გამოდი გუთანო, შენ ხარ ვენახი, კირიე ე ლეისონ, ლაშარის გზაზე და არაერთი სხვა შედევრი მიქელანჯელოს „ცის ქვეშ“ მართლაც შთამბეჭდავი იყო. დღის ამბები ჩვენ ქვეყანაში კვლავ პრემიერის და მისი ვიცე პრემიერის ტრიბუნის გარშემო ტრიალებს, ასევე სასამართლო, ოპოზიციის არჩევნების მოთხოვნები და ა.შ. ლარის ამბავი -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 24, 2022.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
როცა ევროპა სტატუსზე უარს გეუბნება, პრობლემის მოგვარება საკუთარ თავში უნდა ეძებოო, ნათქვამი მთიელთა სიბრძნეებში. მაგრამ მთლად ასე მართივადაც არ არის საქმეო, თქვეს ქართულ მთავრობასა და ოპოზიციის პოლარიზებულ სექტორებში. დღეს იაქტიურა პრემიერმაც და მას ცალკე ბლოკი დაეთმო. ცხადია, აქციის განახლებაც გვქონდა დღეს. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9360 ლარია.
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 21, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
როცა რუსთაველზე ათასი, ათიათასი და ასიათასი ადამიანი იკრიბება, ცხადია დღის მთავარი თემა სწორედ ეს აქციაა და მის გარშემო გამოხმაურებები რომლებიც დღეს მრავლად დაგროვდა. პოლარიზაცია პრობლემააო, ამბობენ ეროპელები, მაგრამ ამ პოლარიზაციას ჯერ არავინ ებრძვის, გარდა გუშინ შეკრებილი ხალხისა. პრემიერმა დღეს ნატოში შესვლის ამბავიც განილიხა ყატარში და მაგის აქცია როდის იქნება, ჯერ არაა ცნობილი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9239 ლარია.…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივნისი 18, 2022.
საათი: 10:59pm
0 კომენტარი
2 მოწონება
მთელი მუზეუმია ილინოისის შტატში ამ იდეით - Morton Arboretum და დღეს ჩვენ სამხრეთ აფრიკელი ხელოვანი უნდა გავიცნოთ. დანიელ პოპერი (Daniel Popper) შთაგონებულია ადამიანის და ბუნების ერთიანობის, ემოციური თუ ბიოლოგიური ბმის გამოსახვით სკულპტურაში. 2021 წლიდან მოყოლებული, მისი გამოფენა ათასობით ჰექტარზე გადაჭიმულ მუზეუმშია გახსნილი და არაერთი შესანიშნავი სკულპტურის ავტორმა, კიდევ რამდენიმე ახალი ნამუშევარი შემჰმატა გამოფენას. სანამ…
© 2022 George.
•