თუ ქალს სურს გამოიყურებოდეს იდეალურად არ უნდა დაავიწყდეს დეტალები რომლებიც ქმნიან ელეგანტურობასა და სრულყოფილ სილამაზეს!

1. მაკიაჟი გაიკეთეთ განათებულ ადგილზე! წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეამჩნევთ უზუსტობებს, რომლებსაც გარშემომყოფები აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას...

2. გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი ძილის წინ და მაკიაჟის გაკეთებამდე! ნებისმიერი კოსმეტიკური ბევრად უფრო კარგად გამოიყურება დატენიანებულ კანზე...

3. არასდროს გამოიყენოთ უცხო მაკიაჟი! განსაკუთრებით კი ტუში ლაინერი და თვალის სხვა საცხები, რადგან თვალი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია სახის. უცხო სხეულებმა და მიკრობებმა შეიძლება სერიოზული პრობლემა შეგიქმნათ!

beauty, chatter, makeup, qwelly, ბლესკი, თავის_მოვლა, კანის_მოვლა, კოსმეტიკა, კრემი, ლაინერი, მაკიაჟი, მაკიაჟის_წესები, პომადა, პუდრი, სახის_მოვლა, სრულყოფილი_მაკიაჟი, ტუში, წენი, ჭორიკანა

4. არ გამოიყენოთ წამწამების, რომელიც ტუში გახსნილ მდგომარეობაშია სამ თვეზე მეტხანს! სამი თვის განმავლობაში ტუშის ფლაკონში გროვდება მიკრობები რაც შემდეგ იწვევს თვალის ქავილს სწორედ ამის გამო არასწორია შეანჯღრიოთ ტუში, რადგან ამ შემთხვევაში მიკრობები ფლაკონიდან ფუნჯზე გადადის!

5. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ტუშის ეფექტისა და მოცულობის მისაღწევად არ არის საკმარისი მხოლოდ საცხი! აუცილებელია ვიცოდეთ მისი სწორად წასმა ბაზაზე ფრთხილად დავიდოთ ტუში და ვატრიალოთ მარცხნიდან მარჯვნივ ნაზი მოძრაობით!

6. რაციონალურად გამოიყენეთ თვალის ფანქარი და ლაინერი! შეიძლება ძალიან ბევრი ქალი დააღალატოს ცხიმიანმა კანმა ან თვალის ჩარჩოს ფორმამ ამის გამო არაესთეტიურად გამოიყურებოდეს მათ მიერ გაკეთებული ლაინერისა თუ ფანქრის ხაზები. სწორი ხაზების გავლებას დიდი პრაქტიკა და გამოცდილება სჭირდება თუ ვერ ახერხებთ ლამაზად მოხაზვას უმჯობესია არ იხმაროთ ლაინერი (ფანქარი) თვალის ზემოთ!

beauty, chatter, makeup, qwelly, ბლესკი, თავის_მოვლა, კანის_მოვლა, კოსმეტიკა, კრემი, ლაინერი, მაკიაჟი, მაკიაჟის_წესები, პომადა, პუდრი, სახის_მოვლა, სრულყოფილი_მაკიაჟი, ტუში, წენი, ჭორიკანა

7. ტონალური კრების სწორად შესარჩევად განსაკუთრებული დაკვირვებაა საჭირო! ყურადღებით შეისწავლეთ თქვენი კანი. განსაზღვრეთ თუ როგორი ტიპისაა იგი (ცხიმიანი თუ მშრალი) ამის მიხედვით შეარჩიეთ საცხი. ცხიმიანი კანისათვის საუკეთესო აირჩევანი თხევადი ფხვნილი იქნება. ხოლო თუ გაქვთ აკნეს პრობლემა ან უხეში კანი უმჯობესია კომპაქტური პუდრი იხმაროთ, რომელიც კანზე უფრო მკვრივ ფენად დაჯდება! მშრალი კანისათვის შესანიშნავი იქნება ცხიმიანი და დამატენიანებელი ტონალური კრემები. კრემის ფერი აუცილებლად ნათელ შუქზე შეარჩიეთ, რადგან დარწმუნდეთ, რომ არჩევანში არ შეცდით!

8. ტონალური კრემისა ან პუდრის ფუძე იდენტური უნდა იყოს თქვენი ბუნებრივი კანის ფერისა! თუ თქვენ დაიბადეთ ქათქათა ფაიფურის კანით ვერ შეძლებთ გახდეთ ”შოკოლადისფერი” რაც არ უნდა ძვირადღირებული საცხი იყიდოთ. თავს ნუ მოიტყუებთ საცხი არაბუნებრივ ნიღბად დაგაჯდებათ.

9. ტონალურისა ან პუდრის წასმამდე სახე დაფარეთ თხლად - დღის კრემით, გაიჩერეთ ხუთი წუთის მანძილზე თუ მაინც ჭაღბად დაგრჩათ კრემი აუცილებლად მოიშორეთ სალფეტკით. ყველა საცხს აქვს თავის წასმის წესი მართალია ტონალური კრემის სახეზე დადება და გადანაწილება თითებითაც შესაძლებელია, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ სპეციალურ კოსმეტიკურ საშვალებას (ბუბკას; ფუნჯს) გამოიყენებთ. არ დაგავიწყდეთ კრემის ქუთუთოების ზონაზე წასმა ამით მთელს სახეზე თანაბარ ფერს შეინარჩუნებთ.

beauty, chatter, makeup, qwelly, ბლესკი, თავის_მოვლა, კანის_მოვლა, კოსმეტიკა, კრემი, ლაინერი, მაკიაჟი, მაკიაჟის_წესები, პომადა, პუდრი, სახის_მოვლა, სრულყოფილი_მაკიაჟი, ტუში, წენი, ჭორიკანა

10. ხშირად დაიტენიანეთ ტუჩები! განსაკუთრებით ზამთარში ქუჩაში ან მშრალ გარემოში (სიცხეში) მაშინაც კი თუ თქვენი ტუჩები იშვიათად იკეთებს ბზარებს და შრება აუცილებლად იხმარეთ ბლესკი ან ჰიგიენური პომადა.

12. რუმიანა არ უნდა იყოს თქვენს ბუნებრივ კანზე მეტად მუქი! დასაშვებია მხოლოდ ორი ტონით მუქი ფერი. დაუშვებელია თვალის ჩრდილებისა და რუმიანის ერთი და იგივე ფუნჯით წასმა!

13. არ დაიზაროთ და ჩამოიბანეთ მაკიაჟი ძილის წინ, რადგან იგი კანის ყველაზე მგრძნობიარე კუთხეებში რჩება რაც იწვევს ნაოჭების გაჩენას და მნიშვნელოვნად აჩქარებს დაბერების პროცესს!

beauty, chatter, makeup, qwelly, ბლესკი, თავის_მოვლა, კანის_მოვლა, კოსმეტიკა, კრემი, ლაინერი, მაკიაჟი, მაკიაჟის_წესები, პომადა, პუდრი, სახის_მოვლა, სრულყოფილი_მაკიაჟი, ტუში, წენი, ჭორიკანა

ტეგები: beauty, chatter, makeup, qwelly, ბლესკი, თავის_მოვლა, კანის_მოვლა, კოსმეტიკა, კრემი, ლაინერი, მეტი...მაკიაჟი, მაკიაჟის_წესები, პომადა, პუდრი, სახის_მოვლა, სრულყოფილი_მაკიაჟი, ტუში, წენი, ჭორიკანა

ნახვა: 1352

გამოხმაურებები!

ჰმ ყველა სამთვეში, რომ ტუშს ვაგდებდე გავკოტრდებოდი :D :D

უცნობი არ იყიდოთო ეგეც წერია და ნაცნობი ძვირია :D

დავიზეპირო? რა დაიმახსოვრებს ამდენს :D :D ამიტომაცაა რომ უთქვამთ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო? :D :D

ასე ხომ მთელი დღე დაჭირდება კახა :( :D :D

Kakha_მ თქვა:

არა, დაზეპირებას ნაკლი აქვს! გააზრებას ხელს უშლის :D ამიტომ უნდა ჩაიწერო ბლოკნოტში :D 

თათია_მ თქვა:

დავიზეპირო? რა დაიმახსოვრებს ამდენს :D :D ამიტომაცაა რომ უთქვამთ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო? :D :D

ხოდა ნახე უკვე :D :D

Kakha_მ თქვა:

სიმართლეს გეტყვი! :DD ნაკლები დრო, რომ ჭირდებოდეს მასეთი გოგო ჯერ არ მინახია :DD

თათია_მ თქვა:

ასე ხომ მთელი დღე დაჭირდება კახა :( :D :D

Kakha_მ თქვა:

არა, დაზეპირებას ნაკლი აქვს! გააზრებას ხელს უშლის :D ამიტომ უნდა ჩაიწერო ბლოკნოტში :D 

თათია_მ თქვა:

დავიზეპირო? რა დაიმახსოვრებს ამდენს :D :D ამიტომაცაა რომ უთქვამთ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო? :D :D

მეც ვეთანხმები კახას :D ძალიან რთულია როცა ამდენი რამ არის გასაკეთებელი :D თან სწორად :D
რატომ? მაკიაჟის გაკეთება გვახალისებს უბრალოდ თორემ თუ პროფესიონალური არ გაქვს დიდს ვერაფერს ცვლის თუ არ აფუჭებს ცუდათ გაკეთებული ასე, რომ არ შეგეშინდეს :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A variety of online games attempt to take over your life

გამოაქვეყნა MacMillanwu_მ.
თარიღი: სექტემბერი 29, 2022.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

While you're making your way to Lumbridge and begin to explore the town, all of the stage-playing addicts could be your in the future. It's intoxicating. "More than the other games I've played, the avatar is me - it's an amalgamation from the entire that I've accomplished in and is important to us gamers."

A variety of online games attempt to take over your life, but RuneScape is the maximum sincere about it. The magic isn't the quests or stories. If people talk about the…

გაგრძელება

ლუკაშენკოს ხავერდოვანი სეზონი და სამასპინძლო აქციები ლარსთან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 28, 2022.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      გუშინ რომ სოხუმის დაცემა გაიხსენეს, დღეს ბელარუსის პრეზიდენტი სწორედ აფხაზეთში ჩავიდა ოფიციალური ვიზიტით და დაარღვია საქართველოს სახელმწიფოს კანონი. აქამდე ჯერ კიდევ მეგობართა სიაში იმყოფებოდა ოფიციალურ დონეზე მაინც. დღეს ასევე აქციები მოეწყო ლარსთან და ხოშტარიას დროამ „მასპინძლობა“ გაუწია რუსეთიდან გამოქცეულებს, რომლებაც რატომღაც დეზერტირებს ეძახიან ანუ ჯობდა ეომათ?! დღის მთავარ ამბებში კვლავ ომბუდსმენიც ფიგურირებს და კალაძის თბილისიც. დღეს…

გაგრძელება

სოხუმის დაცემის დღეს რუსების შემოსვლის აქტუალობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 27, 2022.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაცია არის მეინსტრიმული მთავარი თემა საქართველოშიც, რადგან ბოლო დღეებია ვრცელდება კადრები კილომეტრიანი რიგების და საცობების ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ-მტერთან - გამორბიან და გამორბიან ომს განრიდებული რუსები და ახლა აქ მთავარი თემა ისაა, უნდა მივიღოთ თუ საზღვარი ჩავუკეტოთ. დღეს ასევე სოხუმის დაცემის დღეა და როგორც სექტემბრის ყოველ მიწურულს, დღესაც კადრები, მოგონებები, ყვავილები და გახსენებები ისმოდა-იკითხებოდა…

გაგრძელება

ჰიჯაბის ბუნტი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 25, 2022.
საათი: 10:13pm 0 კომენტარი

      ბოლო კვირაა ირანში არეულობებია - ბუნტი, რევოლუციის, გადადგომის მოთხოვნები და ა.შ. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის მორალის პოლიციამ მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააპატიმრა, შემდეგ კი ამინი გარდაიცვალა. ამას მთელი ირანის მასშტაბით აქციები მოჰყვა. აქციების მონაწილეები ჰიჯაბებს წვავენ და ყვირიან: „სიკვდილი დიქტატორს!“ ამ ფონზე ინტერნეტში არაერთი ფოტო კოლაჟი მომზადდა, სადაც ქალების ფოტოებს წარწერა აქვთ - ქალები ირანში…

გაგრძელება

Qwelly World

free counters