ევროვიზია 2016 დაიწყო! პირველი ნახევარფინალური შოუ უკვე შედგა, რომელშიც მონაწილეობა ევროპის თვრამეტმა ქვეყანამ მიიღო. მონაწილეებმა და სასცენო დადგმებმა მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაყურებლისა და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით პირველი ნახევერფინალის თვრამეტი მონაწილედან ფინალში მხოლოდ ათი მათგანი გადავიდა. პირველი ნახევარფინალის გამარჯვებული ქვეყნები გახდნენ: აზერბაიჯანი, რუსეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, სომხეთი, ხორვატია, კვიპროსი, ლატვია, მალტა და ჩეხეთის რესპუბლიკა.ევროვიზიის წესების თანახმად ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის შვედეთისა და დიდი ხუთეულის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები.

Georgia, Nika Kocharov, Qwelly, Young Georgian Lolitaz, chatter, eurovision, ევროვიზია 2016, მუსიკალური კონკურსი, ნიკა კოჩაროვი, საქართველო, საქართველოს წარმომადგენელი, სიმღერის კონკურსი, ჭორიკანა

      დანარჩენი ფინალისტების ვინაობა მეორე ნახევარფინალის შედეგად გამოვლინდება. ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოქჰოლმი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალი თორმეტ მაისს ხოლო ფინალი თოთხმეტში გაიმართება. კონკურსში 41 ქვეყანა მონაწილეობს. 2016 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz იქნებიან და 12 მაისს 16 ნომრად წარსდგებიან.

Georgia, Nika Kocharov, Qwelly, Young Georgian Lolitaz, chatter, eurovision, ევროვიზია 2016, მუსიკალური კონკურსი, ნიკა კოჩაროვი, საქართველო, საქართველოს წარმომადგენელი, სიმღერის კონკურსი, ჭორიკანა

ტეგები: Georgia, Nika_Kocharov, Qwelly, Young_Georgian_Lolitaz, chatter, eurovision, ევროვიზია_2016, მუსიკალური_კონკურსი, ნიკა_კოჩაროვი, საქართველო, მეტი...საქართველოს_წარმომადგენელი, სიმღერის_კონკურსი, ჭორიკანა

ნახვა: 317

გამოხმაურებები!

არ ვიცი ჩვენები როგორ იმღერებენ, მაგრამ აქამდე რაც მოვისმინე, განსაკუთრებული აღფრთოვანება არცერთის მიმართ არ გამიჩნდა (( 

ეგ იმას ნიშნავს, რომ მეტი შანსი გვაქვს :D
შანსმა არ გაამართლა - პოლიტიკა უპირატესია ))
უსამართლობაა :((

RSS

ღონისძიებები

Qwelly World

free counters