ალბათ თქვენთვის ნაცნობია ფილმი "Soul Surfer" , რომელსაც საფუძვლად რეალური ისტორია უდევს. ფილმი მოგვითხრობს სერფინგისტ Bethany Hamilton-ის ცხოვრების შესახებ, რომელიც 2003 წლის 31 ოქტომბერს ზვიგენის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. 13 წლის გოგონას მარცხენა ხელის ამპუტაცია გაუკეთეს. მიუხედავად ამისა, მან შეძლო თავისი ტრაგედიის გადატანა და ცხოვრება ძველებურად განაგრძო. ის არის ადამიანი, რომელიც სხვებისთვის ყოველთვის სამაგალითო იქნება, რადგან მიუხედავად ფიზიკური ნაკლისა საკუთარ ოცნებაზე უარი არ თქვა და დღემდე განაგრძობს საყვარელი საქმის კეთებას.

 

ასეთი ტრაგედია გოგონასთვის დაბრკოლება სულაც არ ყოფილა.. ის ბედნიერია, რადგან იპოვნა მეორე ნახევარი..ადამიანი, რომელმაც დაინახა მისი შინაგანი სამყარო. 

ჰამილტონი 10 წლის შემდეგ...

23 წლის პროფესიონალი სერფერი გეგმავს რომ იქორწინოს 25 წლის Adam Dirks-ზე. გოგონა ამბობს:
,,2012 წლის ზაფხულში შევხვდი ყველაზე გასაოცარ ადამიანს, ვინც კი ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში. პირველი რაც გავაკეთეთ ეს იყო კლდიდან გადმოხტომა და მაშინ რომ გენახეთ დაინახავდით რომ ეს იყო სიყვარული პირველივე დანახვისას.რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი მასთან ერთად, მით უფრო მეტად მომწონდა ადამი.ის არის გულწრფელი,კეთილი,მხიარული,თავგადასავლების მოყვარული.მასთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. ყველასადმი მეგობრულად განწყობილია, ის უბრალოდ საოცარი ადამიანია." "2013 წლის 9 აპრილს ადამმა ხელი მთხოვა და მეც დავთანხმდი. ვიცი რომ მე და ადამი ერთმანეთისთვის შესაფერისები ვართ და უფალმა ერთმანეთისთვის შეგვქმნა,არც ერთი ჩვენგანი არ არის იდეალური,სრულყოფილი, მაგრამ ჩემთვის ადამი შესანიშნავია და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ვიპოვნე ის ადამიანი, ვისთან ერთადაც შემიძლია გავიზიარო ყოველი ბედნიერი წუთი."  იმედის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია ჰემილტონისა და ადამისთვის. 2003 წლის თავდასხმის შემდეგ გოგონა ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გახდა.. სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი ისტორია მოეთხრო მსოფლიოსთვის საკუთარი წიგნის "Soul Surfer"-ის დახმარებით. წიგნი იმდენად პოპულარული იყო რომ გადაწყვიტეს მასზე ფილმის გადაღებაც. 

,,როდესაც რთული მომენტი გვიდგება აუცილებელია რომ მივენდოთ უფალს. ვიყოთ მასთან ახლოს და გავძლიერდეთ."

,,ადამ, შენს გამო მე ყოველ დღე გავიზრდები და ვისწავლი სიყვარულს, რომლის გაზიარებისაც ასე მეშინო და."
  

 



 

ტეგები: chatter, love, qwelly, wedding, კიდური, მკლავი, სიყვარული, ტრაგედია, ქველი, ქორწილი, მეტი...ჭორიკანა

ნახვა: 489

გამოხმაურებები!

ukve uamravjer gadavavaliere es posti :(( me ar vici ras vizavdi am gogos adgilze :) 

:(((

რატომ ციიის ეხლა კარგად არიის და ეს უნდა დაუწეროოო :))) 

ცისია_მ თქვა:

:(((

ho magram shemeecooda dzaan :(((  magraam kai ha :)))))))

Brolika Qiqava_მ თქვა:

რატომ ციიის ეხლა კარგად არიის და ეს უნდა დაუწეროოო :))) 

ცისია_მ თქვა:

:(((

mec shemecoda :( magis adgilze wyalshi albat vegarasdros chavidodi :(( 

ცისია_მ თქვა:

ho magram shemeecooda dzaan :(((  magraam kai ha :)))))))

Brolika Qiqava_მ თქვა:

რატომ ციიის ეხლა კარგად არიის და ეს უნდა დაუწეროოო :))) 

ცისია_მ თქვა:

:(((

ძლიერი სულის პატრონია!!! 

namdviilad :) 

LsHისა_მ თქვა:

ძლიერი სულის პატრონია!!! 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters