ბორჯომი || პოსტები - Qwelly2024-03-28T10:20:49Zhttps://www.qwelly.com/group/borjomi/forum?feed=yes&xn_auth=noლიკანი და კურორტის ფოტოებიtag:www.qwelly.com,2012-07-04:6506411:Topic:256192012-07-04T10:03:24.175Zani gelashvilihttps://www.qwelly.com/profile/anigelashvili

ბორჯომიდან 7 კმ-ზე, მდინარე ახოებისწყლის ხეობაში მდებარეობს შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი – ლიკანი, სადაც შემორჩენილია ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიის მთავარი ნაწილია აფსიდით დასრულებული ნავი. XVI საუკუნეში, ეკლესიას მიადგეს სამრეკლო, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს დასავლეთ კედელს. სამრეკლოს მასიურკედლებიანი ქვედა სართული, რომელიც დაუმუშავებელი დიდი ლოდებით არის ნაგები და კუბის ფორმა აქვს,…

ბორჯომიდან 7 კმ-ზე, მდინარე ახოებისწყლის ხეობაში მდებარეობს შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი – ლიკანი, სადაც შემორჩენილია ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიის მთავარი ნაწილია აფსიდით დასრულებული ნავი. XVI საუკუნეში, ეკლესიას მიადგეს სამრეკლო, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს დასავლეთ კედელს. სამრეკლოს მასიურკედლებიანი ქვედა სართული, რომელიც დაუმუშავებელი დიდი ლოდებით არის ნაგები და კუბის ფორმა აქვს, ეკლესიაში შესასვლელს წარმოადგენს. ბარიერით შემოზღუდულ მე-2 სართულს გარედან ლილვებიანი პროფილი გასდევს. ასასვლელად მიშენებულია ქვაყორის კიბე. სამრეკლოს ზედა ნაწილი – თლილი ქვის სვეტები, რომლებსაც სახურავი ეყრდნობოდა, მონგრეულია.

ტიმოთესუბანიtag:www.qwelly.com,2012-07-04:6506411:Topic:254532012-07-04T09:51:09.555Zani gelashvilihttps://www.qwelly.com/profile/anigelashvili

ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ტიმოთესუბანში

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტიმოთესუბნის გუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა, საქართველოს "ოქროს ხანით" – მე– XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. იგი ქართული კულტურის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც უნიკალური მოხატულობის გამო მსოფლიო კულტურის გადარჩენის ფონდშია შეტანილი.…

ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ტიმოთესუბანში

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტიმოთესუბნის გუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა, საქართველოს "ოქროს ხანით" – მე– XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. იგი ქართული კულტურის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც უნიკალური მოხატულობის გამო მსოფლიო კულტურის გადარჩენის ფონდშია შეტანილი.

ტაძარში პირველად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფრესკა ხვდება თვალს, შემდეგ კი, განკითხვის დღის უნიკალური კომპოზიცია იშლება, რომლის ფართობი 20 კვადრატულ მეტრს შეადგენს. საკურთხეველის თაღიდან ღვთისმშობლის მთლიანი ფრესკა გადმოგვყურებს.

მონასტრის ტერიტორიაზე არსებული მცირე ეკლესიის დასავლეთის სარკმელზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს: "ქრისტე ადიდე სულითა შალვა ერისთავთ ერისთავისა". მეცნიერთა აზრით, ეს მონასტერი საქართველოს "ოქროს ხანის" ლეგენდარული გმირის, შალვა თორელის განსასვენებელი ადგილია. აქ ოდითგანვე ბერების სავანე ყოფილა. სახელწოდებაც სავარაუდოდ, მონასტრის დამაარსებლის იმ სახელს უკავშირდება, რომელიც ხალხის მეხსიერებამ შემოინახა. აქ მოღვაწე ბერების მიერ წირვა–ლოცვა დღესაც აღევლინება.

,,ბორჯომი’’ მსოფლიოს საუკეთესო მინერალური წყლების ათეულში მოხვდაtag:www.qwelly.com,2012-07-04:6506411:Topic:253392012-07-04T09:46:27.846Zani gelashvilihttps://www.qwelly.com/profile/anigelashvili

”ბორჯომი’’ მსოფლიოს საუკეთესო და სასარგებლო მინერალური წყლების ტოპ ათეულში მესამე პოზიციაზე მოხვდა – რეიტინგს კომერციული ვებ გვერდი Top-10-list.org აქვეყნებს.

ამ დროისთავის მინერალური წყლების ჩამოსხმა და რეალიზაციას საერთაშორისო კომპანია ,, IDS Borjomi International’’ ახორცელებს. 2006 წლამდე კომპანიის წარმოებული პროდუქციის 65 პროცენტი რუსეთში გაჰქონდა. ორ წელზე მეტია, რაც კომპანიის წარმოების მოცულობამ ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. ამჟამად ბორჯომი მსოფლიოს 40-მდე…

”ბორჯომი’’ მსოფლიოს საუკეთესო და სასარგებლო მინერალური წყლების ტოპ ათეულში მესამე პოზიციაზე მოხვდა – რეიტინგს კომერციული ვებ გვერდი Top-10-list.org აქვეყნებს.

ამ დროისთავის მინერალური წყლების ჩამოსხმა და რეალიზაციას საერთაშორისო კომპანია ,, IDS Borjomi International’’ ახორცელებს. 2006 წლამდე კომპანიის წარმოებული პროდუქციის 65 პროცენტი რუსეთში გაჰქონდა. ორ წელზე მეტია, რაც კომპანიის წარმოების მოცულობამ ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. ამჟამად ბორჯომი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში იყიდება, გარდა რუსეთისა.
,,ბორჯომის’’ შესახებ ვებ გვერდზე აღნიშნულია – ,,თუ თქვენ ეროვნებით რუსი ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ ,,ბორჯომის’’ გემოს შესახებ, ეს არის ძალიან განსხვავებული, არაამქვეყნიური გემო. არცერთ კომპანიას არ შეუქმნია ასეთი პროდუქტი. ვულკანური წარმოშობის, ბუნებრივი ნახშირორჟანგით გაჯერებული წყლის ბორჯომის სამშობლო საქართველოა, სადაც ასევე ხდება მისი წარმოება. ბორჯომი ეხმარება ადამიანს ქრონიკულ და მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, აქვს სამკურნალო თვისებები.
ათეულში პირველ პოზიციაზე მინერალური წყლების მწარმოებელი ცნობილი ფრანგული ბრენდი Evian მოხვდა, რომელიც ფართოდ იყიდება ევროპაში, ამერიკასა და კანადაში. მისი სამშობლო პატარა ფრანგული ქალაქი Évian-les-Bains – ია.
მეორეა ასევე ფრანგული ბრენდი Perrier – ფრანგულ ქალაქ Vergaze-დან მოდის. გამოირჩევა მაღალი ფასითა და განსაკუთრებული პოპულარობით. Perrier-ი ძალზე პრესტიჟულია ჩრდილო ამერიკასა და საფრანგეთში. კომპანია აწარმოებს წყალს სხვადასხვა ქიმიური დანამატების გარეშე, რაც კიბოს გამოწვევის ალბათობას ამცირებს. 1992 წლიდან შეიერთა Nestle-მ. Perrier-ი შეიცავს ნატრიუმს, მაგნიუმსა და კალციუმს, რაც აუცილებელია იდეალური ჯანმრთელობისთვის.
შემდეგ პოზიციებზე არიან:
San Pellegrino – გაზიანი მინერალური წყლების მწარმოებელი იტალიური ბრენდი, რომელიც 600 წელზე მეტს ითვლის. იგი მდიდარია კალციუმითა და მაგნიუმით, რაც ძვლებს სიმტკიცეს უნარჩუნებს. 1988 წელს კომპანია იყიდა Nestle-მ.
Naya – კანადური ნატურალური, სუფთა წყლის მწარმოებელი კომპანია რომლის pH (სიმჟავის მაჩვენებელი) საუკეთესო დონეზეა, რაც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ასევე Naya გამოირჩევა ბუნებრივი მინერალების შესანიშნავი ბალანსით. არ შეიცავს ნატრიუმს.
Volvic Water – მოდის ცენტრალური საფრანგეთიდან, ბრენდი პოპულარულია დაახლოებით 60-მდე ქვეყანაში. მათი ბოთლები სპეციალური მასალითაა დამზადებული, რომელიც ხელს უწყობს გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებას. წყალი ვულკანურ მინერალებსა და კლდეებში წარმოიქმნება და 6-ჯერ იწმინდება ფოროვან ქანებში.
Aqua Pasific – კომპანია წყალს მოიპოვებს ფიჯის დაუსახლებელი და დაუბინძურებელი ტროპიკული ტყეებიდან, ვულკანური მინერალები კიდევ უფრო ასუფთავებენ წყალს. პროდუქცია არის სხეულის გამაჯანსაღებელი, გლუვი და გემრიელი, გამორჩეულია განსაკუთრებული გემოთი, პოპულარულია მსოფლიო მასშტაბით.
Montclair Water – ექსკლუზიური კანადური ბრენდი, რომლის პროდუქციაც ჩამოსხმულია ბრიტანეთსა და ონტარიოში. დიდი წვლილი შეაქვთ ეკოლოგიური გარემოს გადარჩენაში, ბოთლებს აწარმოებენ გადამუშავებული სპეციალური მასალით.
Kona Deep Sea Mineral Water – კომპანია წყალს მოიპოვებს ოკეანიდან, 2000-3000 ფუტის სიღრმიდან. წყლის დაბინძურების დონე ნოლის ტოლია და მდიდარია ნუტრიენტებითა და ელექტროლიტებით. პროდუქცია ფართოდ იყიდება ჩრდილოეთ ამერიკაში.
Ein Gedi Mineral Water – ებრაული პოპულარული ბრენდის წყლის სამშობლო ისრაელის Ein Gedi-ს ნაკრძალებია. ვინც Ein Gedi-ს წყაროსთან ახლოს იყო დასახლებული, დიდხანს ცხოვრობდა, რადგან იგი მდიდარია მინერალებით, რაც კარგი ჯანმრთელობის განმაპირობებელია.