საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი კრება გაიმართა საქართველოს საპარტიარქოში, რომელსაც ტრადიციულად თავჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II. სხდომის მდივანი იყო სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). კრების დასაწყისში სინოდის წევრებს სიტყვით მიმართა მისმა უწმინდესობამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რომელმაც ზოგადად მიმოიხილა წმინდა და დიდი კრების ჩატარებასთან დაკავშირებული ბოლო დროს შექმნილი რთული მდგომარეობა და შემდეგ სიტყვა გადასცა წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა).

      მიტროპოლიტმა ანდრიამ ისაუბრა ა.წ. 25 მაისს ჩატარებული საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადა: მომავალი კრების მოწვევის მთავარ მიზანს მსოფლიოს წინაშე მართლმადიდებელთა ერთობის წარმოჩენა და თანამედროვეობის სხვადასხვა საჭირბოროტო სა­კითხზე მართლმადიდე­ბელი ეკლესიის ერთიანი პოზიციის გამოხატვა წარმოადგენს. დღეს კი, დიდი გულისტკივილით გვიწევს იმის თქმა, რომ, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

      1) მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის დღემდე ვერ მოხერხდა ევქარისტიული კავშირის აღდგენა, რისი იმედიც ბოლო დრომდე გვქონდა;

      2) ანტიოქიის ეკლესიამ, ზემო აღნიშნული მიზეზის გარდა, განსახილველ დოკუმენტებთან მიმართებაში არსებულ სერიოზულ პრობლემათა გამოც უარი თქვა კრებაში მონაწილეობაზე.

      3) ანტიოქიის ეკლესიას ხელი არა აქვს მოწერილი 2016 წლის ეკლესიის წინამძღოლთა განჩინებაზე, რომლითაც გადაწყდა წმინდა და დიდი კრების მოწვევა, განისაზღვრა მისი ჩატარების თარიღი, ადგილი და განსახილველი საკითხების ნუსხა. მას ასევე არა აქვს ხელი მოწერილი წმინდა და დი­დი კრების მუშაობის რეგლამენტზე, რის გამოც ეს დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს დამტკიცებულად.

      4) ბულგარეთის ეკლესიამ განაცხადა უარი კრებაში მონაწილეობაზე და წარმოადგინა საკუთარი პოზიცია რიგ თემებთან მიმართებაში;

      5) სერბეთის ეკლესიაც კრებაში მონაწილეობას პრობლემატურად მიიჩნევს და ითხოვს მის გადადებას უკეთ მომზადების მიზნით.

      6) საქართველოს ეკლესიის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი დოკუმენტების პროექტები მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლთა ბოლო შეხვედრის შემდგომ, ანუ ა.წ. თებერვლიდან გასაჯაროვდა. ადგილობრივ ეკლესიათა წმინდა სინოდების, სამღვდელოების, ღვთისმეტყველებისა და მორწმუნე ერის მიერ ტექსტების განხილვის შედეგად გამოვლინდა მათში არსებული არაერთი დოგმატური, კანონიკური და ტერმინოლოგიური ცდომილება.

      7) მიუხედავად 2014 წლის წინამძღოლთა დადგენილებისა და წმინდა და დიდი კრების რეგლამენტის 8-ე მუხლის მკაფიო მოთხოვნისა, რომ კრებაზე მხოლოდ ერთხმად მიღებული თემები განიხილება, დღის წესრიგში შესულია დოკუმენტი: "ქორწინების შესახებ", რომელზეც ჩვენს დელეგაციას, დოგმატური მიზეზების გამო, ხელი არ აქვს მოწერილი; ამ ტექსტს ხელი არ მოაწერა ანტიოქიის ეკლესიამაც.

      8) ტექსტი: "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" იმთავითვე მიუღებელი იყო საქარ­თველოს ეკლესიისათვის და ჩვენი დელეგაციის მხრიდან ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოეწერა, როცა მას დაემატა შენიშვნა: "საქარ­თველოსა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, პირველი 1997, ხოლო მეორე – 1998 წელს, რადგან მათ საკუთარი განსხვავებული აზრი გააჩნიათ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთა შორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში".

      ა.წ. 25 მაისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს დიდ ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და სერიოზულ გადამუშავებას საჭიროებს; ხოლო თუ ამ სახის ცვლი­ლებები არ განხორციელდება, საქართველოს ეკლესია ტექსტს ხელს ვერ მო­აწერს.

      9) გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს ასევე დოკუმენტი "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში.“

      10) უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ კრების დღის წესრიგი, თემების განხილვისათვის გამოყოფილი დრო, აგრეთვე, პროცედურების გაურკვევლობა შეუძლებელს ხდის ტექსტების პუნქტობრივ განხილვას და მათში არსებითი ხასიათის ცვლი­ლე­ბების შეტანასწმინდა და დიდი კრების მსვლელობის პერიოდში.

      11) წმინდა და დიდი კრების მომზადებისთვის შექმნილი საერთო მართმადიდებლური სამდივნო არის უფუნქციო, რადგან გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მას არ ეძლევა. საქართველოს ეკლესიამ და სხვა ეკლესიებმაც ამის გამო არაერთხელ დააფიქსირეს თავისი პროტესტი.

      ყველასათვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ეკლესიის კონსტრუქციულობა წმინდა და დიდი კრების მომზადების საქმეში. კრების დროულად ჩატარების მიზნით, 2016 წლის იანვარში, ეკლესიათა მეთაურების შეკრებაზე, ჩვენ დღის წესრიგადან მოვხსენით და შემდგომში განხილვისთვის გადავდეთ "დიპტიქების" შესახებ ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე საკითხი (რომლითაც საბოლოოდ განისაზღვრებოდა საქართველოს ეკლესიის რიგითობაც), ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სხვა და სხვა კონფესიებთან წარმოებული დიალოგების შეფასება.

      მოხდა კი ისე, რომ ჩვენი დათმობა, რის გამოც საკუთარი ეკლესიის წიაღში კრიტიკა მივიღეთ, უშედეგო აღმოჩნდა, რადგან კრების ჩატარების მიზანი და ყველას მიერ აღიარებული მთავარი პრინციპები მაინც არ იქნა დაცული.

      მისმა უწმინდესობამ აღნიშნულ საკითხებზე აზრის გამოთქმა შესთავაზა სხვა მღვდელმთავრებს. გაიმართა მსჯელობა.

      სიტყვა წარმოთქვეს: მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი), ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი), ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ზუდგიგისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პატრემ (ცაავა), რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი), სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე), ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია), საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ხონისა და სამტრედიის მიტოპოლიტმა საბამ (გიგიბერია), ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი).

      მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ძირითადი პოზიცია იყო ის, რომ აქტიური მუშაობით არსებული პრობლემები შეიძლება აღმოიფხვრას. ამიტომაც სხვა ეკლესიების მსგავსად, ჩვენც ვითხოვთ, გადაიდოს კრების ჩატარება ვიდრე საყოველთაო ერთობა არ იქნება მიღწეული. მართალია, კრების გამართვის თარიღი, 2016 წლის 17-26 ივნისი, – დადგინდა შამბეზის შეხვედრაზე, მაგრამ ჩვენ ყველანი ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ დღეისთვის ერთობა მიღწეული არ არის. ხოლო რადგან კრების ჩატარების მიზანს სწორედ მართლმადიდებელთა ერთსულოვნების წარმოჩენა წარმოადგენდა და წარმოადგენს, ამჟამად არსებული სახით მისი გამართვა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია.

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წმინდა და დიდ კრებაზე მონაწილეობის საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. წმინდა სინოდმა ერთსულოვნად დაადგინა:

ა) საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამა წლის 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს;

ბ) 2016 წლის 10 ივნისის წმინდა სინოდის დადგენილება დაეგზავნოს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას.

წყარო: patriarchate.ge

ნახვა: 363

გამოხმაურებები!

არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხის მიმართ, განსაკუთრებით კონსტანტინოპოლის პატრიარქის მრჩეველი არქიდიაკონის გუშინდელი განცხადების შემდეგ, ვინც არ ჩამოვა, მათაც მოუწევთ იმ კანონების აღიარება და დაცვა, რომელსაც კრება მიიღებსო. (( ულტიმატუმს ჰგავს. 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters