19 აგვისტო (ძვ. სტ. 6 აგვისტო) ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

ფერისცვალება, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

ათორმეტ საუფლოთაგან - ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაული

      მათეს სახარება მოგვითხრობს:

1. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. 2. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. 3. და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანა-ზრახვიდეს. 4. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა. 5. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ. 6. და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. 7. და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ! 8. და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ. (მთ. 17).

      ფერისცვალების ისტორია მოთხრობილია დანარჩენ ორ სინოპტიკურ სახარებაშიც. (მრკ. 9, 2-13; ლკ. 9, 28-36).

      სახარებებში მოთხრობილი სიუჟეტი ასეთია:

      იესო ქრისტე დაპირდება მოციქულებს რომ ზოგიერთი მათგანი არ გარდაიცვლებოდა ვიდრე არ ნახავდნენ ძე კაცისას, მომავალს სუფევითა თვისითა (მთ. 16, 28). აქედან ექვსი დღის შემდეგ (ლუკა მახარებელთან 8 დღის შემდეგ) იესოს მიჰყავს მოციქულები (პეტრე, იაკობი, იოანე) ერთ-ერთ მთაზე (უფრო გვიანდელი ცნობებით ეს მთა არის თაბორი) და მათ წინაშე ხდება სასწაული. მისი სახე, მისი სამოსელი ხდება ბრწყინვალე, სპეტაკი და მის გვერდით გამოჩნდებიან მოსე და ელია წინასწარმეტყველები. შეშინებული პეტრე მოციქული ეუბნება იესოს რომ დავდგათ აქ სამი კარავი, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიას. ამ დროს ღრუბელი დაფარავს მათ და გაისმება ხმა უფლისა - ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ. ხმის გაგონებისას მოციქულები შიშით მიწაზე დაეცემიან და როდესაც თავს აწევენ იქ მხოლოდ იესო ქრისტე დახვდებათ, ნიშნად იმისა რომ უფლის მოწმება მასზე იყო ნათქვამი.

      ამ საუფლო დღესასწაულის განმარტებისას, იოანე ოქროპირის რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადრებას:

      პირველ რიგში იმ "უზუსტობის" შესახებ რომელიც არის მათესა და ლუკა მახარებელს შორის. საქმე ის გახლავთ, რომ ლუკა მახარებელმა იგულისხმა ის დღეც, როდესაც ქრისტეს ზემოთმოყვანილი საუბარი ჰქონდა თავის მოწაფეებთან, და ის დღეც, როცა თავისი სამი მოწაფე მთაზე აიყვანა. ხოლო მათე ითვლის მხოლოდ იმ დღეებს, რომლებმაც ამ ორ დღეთა შორის ჩაიარა.

      როდესაც იესო ქრისტე დაპირდება მოციქულებს, რომ ზოგიერთი მათგანი იხილავს უფლის დედებას, იქ იესო არ აკონკრეტებს რომელი მოციქულები იხილავენ ამას, ან როდის... განმმარტებელი ამბობს, რომ უფალს რომ წინასწარ გამოერჩია პეტრე, იაკობი და იაონე, სხვები თავს დაჩაგრულად იგრძნობდნენ, მაგრამ ის წინასწარ ატყობინებს მოციქულებს თავისი დიდების განცხადების შესახებ, რათა მათ ყურადღება და აღქმა გამახვილებოდათ, და მოლოდინში გატარებული რამდენიმე დღით უფალმა მათში უძლიერესი ცნობისმოყვარეობა გააღვიძა და აიძულა, ფხიზლად და დაძაბულად ეფიქრათ.

      რატომ მოსე და ელია?

      ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ ვრცელია, რადგან ამას მრავალი მიზეზი ჰქონდა. პირველ რიგში უნდა მოვიყვანოთ ის მარტივი და ძალიან პრაქტიკული მიზეზი, როგორიცაა, რომ ხალხის ნაწილი ქრისტეს იოანე ნათლისმცემლად თვლიდა, ელია წინასწარმეტყველად, ანდა იერემიადნ, ან რომელიმე სხვა წინასწარმეტყველთაგანად (მთ. 16, 13). ამ ორი მთავარი წინასწარმეტყველის გამოცხადებით, ქრისტემ აჩვენა თავისი განსხვავებულობა მონათაგან და აშკარა გახადა პეტრეს სიტყვები, პეტრე მოწმობა. ამას გარდა კიდევ რამდენიმე განმარტებას ვკითხულობთ იოანე ოქროპირთან. ერთი არის ის რომ იესოს ხშირად ბრალს დებდნენ რჯულის დარღვევაში ან საკუთარი თავის ღმერთთან გატოლებაში. მან კი თავისთან მოიხმო მოსე - რჯულის მდებელი - რომელიც არ გამოეცხადებოდა ადამიანს რომელიც რჯულს არღვევს და ელია - წინასწარმეტყველი რომელიც ყოველთვის პირდაპირ ამხელდა მეფე აქაბს და მუდამ თავდადებით იცავდა უფლის დიდებას სხვა კერპებისგან. და ახლა ის არ გამოეცხადებოდა ადამიანს, რომელიც თავს ღმერთს უწოდებს, თუკი მართლაც ასე არ იქნებოდა. კიდევ ერთი პრაქტიკული მიზეზი არის მოწაფეთა განმტკიცება - უფალი მეფობს გარდაცვლილებსა და ცოცხლებზეც (მისთვის სიკვდილი არ არსებობს), არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც ლუკა მახარებელი თავად ასახელებს - "რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს (ლკ. 9, 31)" - აქ საუბარია იმის შესახებ რომ წინასწარმეტყველები და მაცხოვარი საუბრობდნენ იერუსალიმის მოვლენების შესახებ, რაც მაცხოვარს ელოდა - ტანჯვა, ჯვარცმა, აღდგომა და ბოლო მიზეზად ასახელებს მათი ცხოვრების წესს - უდიდესი სათნოება და ზნეობრიობა, რასაც მოითხოვდა თავისი მოციქულებისგანაც.

      იოანე ოქროპირი ყურადრებას ამახვილებს პეტრეს სიტყვებზეც, რომლის შესახებაც მარკოზ მახარებელს უწერია: "რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ" (მრკ. 9, 6). პეტრე მოციქული კი ამბობს, რომ უფალო რა კარგია აქ ყოფნა, მოდი დავდგათ სამი კარავი, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას. წმინდა განმმარტებელი წერს - როცა პეტრემ გაიგონა მაცხოვრის იერუსალიმში ტანჯვის შესახებ, ეს მთა იმდენად უსაფრთხო ეჩვენა რომ ცდილობდა ამ იმედს ჩასჭიდებოდა და თუ გამოვიდოდა - იესო არ წავიდოდა იერუსალმში, არ შეიპყრობდნენ და არ მოკლავდნენ. ამიტომ ამბობს - უფალო, კეთილ არც ჩუენდა აქა ყოფაი.

      ამის შემდეგ გაისმება ხმა და შიშისაგან თავზარდაცემულები მიწაზე პირქვე დავარდებიან. თუმცა უმალვე გადაივლის ხმა და მოციქულებს თავად მაცხოვარი წამოაყენებს და ეტყვის რომ ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა, არავისთვის მოეყოლათ ამ ამბის შესახებ. იოანე ოქროპირი შენიშნავს რომ შიში თუკი მეტისმეტად დიდხანს მოქმედებს, ადამიანს მეხსიერებას უკარგავს და მერე მას აღარ ახსოვს რაც შეემთხვა, ამიტომ ქრისტემ დაუყონებლივ გაფანტა მათი თავზარი და მათ თვალწინ ისევე მარტო წარსდგა.

      სახარებაში არსად არაა მითითებული, კერძოდ რომელ მთაზე ავიდა მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად. კირილე იერუსალიმელთან და იერონიმესთან გვხვდება ცნობა იმის თაობაზე, რომ ეს იყო თაბორის მთა. VI-VII საუკუნეებში მცხოვრები ზოგიერთი მოგზაური გვიდასტურებს, რომ მათი დროისათვის თაბორის მთაზე სამი ეკლესია იდგა თანახმად მოციქულ პეტრეს თხოვნისა, რომლითაც მან მაცხოვარს მიმართა.

ფერისცვალებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 19 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, საუფლო, ფერისცვალება, ქველი

ნახვა: 2758

გამოხმაურებები!

გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს! 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters