14 აგვისტოს, (ძვ. სტ. 1 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს პამფილიელ მოწამეებს!

პამფილიელი მოწამეები, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს წმიდა მოწამენი ლეონტი, ატიოსი, ალექსანდრე, კინდევსი, კვირიაკე, მინეონი, კატუნი, მინსითევსი და ევკლე პამფილიის პერგეში ცხოვრობდნენ. წმიდა მინეონი ხურო იყო, სხვები კი მიწათმოქმედებით მოიპოვებდნენ არსობის პურს. როცა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო, მარტვილები ქრისტესთვის მოწამეობის სურვილით აღენთნენ და წარმართული ქალღმერთის, არტემიდეს სამსხვერპლო შემუსრეს. ამისთვის მათ საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი ცირკში მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. მოწამეთა ლოცვით მოთვინიერებული ნადირები არ გაეკარნენ უფლის რჩეულებს. გაოცებულმა ხალხმა იგრიალა: "დიდია ღმერთი ქრისტიანეთა!" უეცრად საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა. მეხი და ცეცხლი ერთად ეხეთქებოდა მიწას. ზეციდან გაისმა ხმა, რომელიც ნეტარებს ცათა სასუფევლისაკენ მოუწოდებდა. სულით განმხიარულებულმა ქრისტეს ტარიგებმა მადლობა შესწირეს უფალს, ნებსით მოუდრიკეს ქედი მახვილს და მოწამეობრივი გვირგვინებით შემკულნი შეუერთდნენ ზეციურ ეკლესიას.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 14 აგვისტო, Qwelly, აგვისტო, თვენი, მოწამე, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 216

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 1 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 5 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

Qwelly World

free counters