30 აგვისტოს, (ძვ. სტ 17 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მირონ ხუცესს!

მირონ ხუცესი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      წმიდა მოწამე მირონი აქაიელი ხუცესი III საუკუნეში ცხოვრობდა და 250 წელს, იმპერატორ დეკიუსის ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. მირონი მეტად თავმდაბალი და გულმოწყალე იყო, მაგრამ საოცარ სიმტკიცესა და გამბედაობას იჩენდა, როცა საქმე სულიერი შვილების დაცვას შეეხებოდა. ერთხელ, ქრისტეშობის დღესასწაულზე, ნეტარი მამა ღვთისმსახურებას აღასრულებდა. უეცრად მლოცველთა დასატუსაღებლად და ჯალათთათვის გადასაცემად ტაძარში შეიჭრა ადგილობრივი მთავარი ანტიპატრი მხედრებთან ერთად. ეს რომ იხილა, მირონი გამოესარჩლა სამწყსოს და გაბედულად ამხილა მმართველი სისასტიკეში. ამისთვის მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს: დაკიდეს, რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი გახურებულ ღუმელში შეაგდეს. ქურიდან გადმომსკდარმა ალმა მახლობლად მდგომი ასორმოცდაათი ადამიანი იმსხვერპლა, თავად წმიდა მამა კი, ღვთის ნებით, უვნებელი გადარჩა. მაშინ მმართველმა მარტვილს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა და, როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ბრძანა, ქამრის სახედ აეჭრათ ტყავები მისი სხეულიდან. წმიდა მირონმა ერთი ქამარი აიღო და სახეში ესროლა მტარვალს. განრისხებულმა ანტიპატრმა ქრისტეს გატყავებული ზვარაკი მხეცებს მიუგდო დასაგლეჯად. ნადირები არ მიეკარნენ უფლის რჩეულს. საკუთარი უძლურების შეგრძნებით გააფთრებულმა და სასოწარკვეთილმა მთავარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წმიდა მირონი ქალაქ კვიზიკში წაიყვანეს და მახვილით მოჰკვეთეს თავი.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 30 აგვისტო, Qwelly, აგვისტო, თვენი, მოწამე, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 204

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სწავლის დასაწყისი და განათლების ეროვნულობა, პატრიოტიზმი „ანტირუსული“ ძახილით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2019.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

      სექტემბერის მთელი ხიბლი სწორედ დღევანდელ დღეს გადმოიღვარა - სწავლა დაიწყო და ათეთრებული, აბავშვებული, ამხიარულებული და გაოცებული ქალაქი მშვენიერი სანახავი იყო. დღის ამბავიც სწორედ, განათლების და…

გაგრძელება

ველური ბუნების ფოტოისტორია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2019.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

      უკვე 5 წელია, რაც ბუნების ისტორიის მუზეუმი, ლონდონში, ყოველწლიურად მართავს „წლის ველური ბუნების ფოტოგრაფიის“ კონკურსს. კონკურსისთვის, მთელი მსოფლიოდან იგზავნება ფოტოები - 100 ქვეყნის, 50 000…

გაგრძელება

ხაზარაძის 12 მეგობარი, სამართლის მცოდნე მოსამართლეები, სპიკერი კონფერენციაზე და მოჩხუბარი დეპუტატი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

      დღეეები უფრო საინტერესოდ ვითარდება პოლიტიკურ სარბიელზე, ვიდრე ამას ჩვეულნი ვართ ახალზაფხულგამოვლილზე. ცხადია, დასვენებულები უფრო აქტიურებიც არიან, მაგრამ ... ერთი სიტყვით, ხაზარაძემ ლელოს გატანა…

გაგრძელება

მზის  დაბადება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2019.
საათი: 2:00pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ტბორში ვიბანავე, მზეს ვეფიცხებოდი. რა საამურია მზის სხივები, მათბობენ, მეალერსებიან, მზე მათ უხვად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters