27 აგვისტოს, (ძვ. სტ. 14 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მარკელე აპამეელს!

მარკელე აპამეელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      მღვდელმოწამე მარკელე, აპამეელი ეპისკოპოსი დაიბადა კუნძულ კვიპროსზე დიდგვაროვანთა ოჯახში . ბრწყინვალე განათლების მიღების შემდეგ მას სამოქალაქო სამსახურში მაღალი თანამდებობები ეჭირა და ყველას აოცებდა წმიდა ცხოვრებით, თავმდაბლობით, გულმოწყალებითა და მჭევრმეტყველებით. დაახლოებით 375 წელს მან დატოვა ცოლ-შვილი, ბერად აღიკვეცა და სირიის უდაბნოში დაიწყო მოსაგრეობა. გარკვეული ხნის შემდეგ, ღვთის ნებით, აპამეის მცხოვრებლებმა ვითომ რაღაც საჭირო საქმის გამო ქალაქში ჩაიყვანეს ნეტარი და თავიანთ ეპისკოპოსად დაადგინეს. მღვდელმთავარი მოშურნედ ებრძოდა წარმართობას, ანგრევდა საკერპოებს და აშენებდა წმიდა ტაძრებს. ერთხელ, მღვდელმთავრის ბრძანებით, მხედრები წარმართულ ტაძარს ანგრევდნენ. წმიდა მარკელე შორიახლოს იდგა და თვალყურს ადევნებდა. ამ დროს იგი შეიპყრეს წარმართებმა და ცეცხლში დაწვეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 27 აგვისტო, Qwelly, აგვისტო, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 160

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

პატარა დავიწყება და უფლის თვალი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 2, 2019.
საათი: 10:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      კიდევ რამდენი საოცარი რამ გამჟღავნდა ჩემთვის პატარა დავიწყების შემდეგ, ასე მეჩვენება, თითქოს ნისლის…

გაგრძელება

ბიუჯეტი ღვინობისთვეში, საგარეო საქმეთა მინისტრების ხმაურიანი შეხვედრა და ქრისტიანობა პოლიტიკურ მართვაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 1, 2019.
საათი: 9:36pm 1 კომენტარი

      ღვინობისთვე დაიწყო და საშემოდგომოდ მზის გაფიცხებაც დაანონსდა - 5 ოქტომბრის ჩათვლით, მაღალი ტემპერატურა გველოდება. ოქტომბერი 2020 წლის ბიუჯეტმა გახსნა და ამ ბიუჯეტის განაწილების განხილვამ,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters