22 აგვისტოს (ძვ. სტ. 9 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია ზეიმობს მოციქულ მატათას ხსენების დღეს

მატათა მოციქული, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      მოციქული მატათა ბეთლემში დაიბადა. საღვთო რჯული წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა შეასწავლა. როდესაც უფალმა ქადაგება დაიწყო სხვებთან ერთად მატათმაც მოუსმინა, სიყვარულით აღივსო, მიატოვა ქვეყნიური საზრუნავი და მაცხოვარს შეუდგა.

      უფალმა მატათა 70 მოწაფეთა შორის აირჩია. ჯვარზე ვნების, მკვდრეთით აღდგომის და ზეცად ამაღლების შემდგომ წმიდა მატათა 12 მოციქულთა შორის იქნა შერაცხული (წილისყრით) უფლის განმცემის - იუდა ისკარიოტელის ნაცვლად.

      "და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია. და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაჲ ამის და მოციქულებისაჲ, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა. და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულა (საქმე მოციქ. 1, 23-26)."

      50-ე დღეს აღდგომიდან ეს არჩევანი მალე თვით უფლის მიერ იქნა სასწაულებრივად დამტკიცებული სულიწმიდის მოვლინებით მოციქულებზე.

      სულიწმიდის მინიჭების შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს თუ სად, რომელ ქვეყანაში ექადაგათ სახარება. მატათას წილად იუდეა ჰხვდა.

      საეკლესიო გადმოცემის თანახმად მოციქულს იუდეის გარდა კოლხეთსა და მაკედონიაშიც უქადაგია.

      კოლხეთში ქრისტეს სახელისთვის წარმართებმა მოციქულს მრავალი ტანჯვა მიაყენეს: ჰგვემეს, მიწაზე ათრისეს, ბოძზე ჩამოკიდეს, ბასრი რკინებით სხეული დაუფლითეს, ცეცხლით ხორცი ამოუწვეს... მაკედონიაში კი თვალისჩინის წამრთმევი საწამლავი დაალევინეს, მაგრამ მოციქულმა ქრისტეს სახელი ახსენა და უვნებელი დარჩა. ქრისტეს სახელით მოციქულმა სასწაულებრივად განკურნა საწამლავისგან დაბმავებული 250 ადამიანი. ამ ფაქტის გამო ეშმაკი განარისხა, ყრმის სახით გამოეცხადა წარმართებს და მოციქულის მოკვლა უბრძანა.

      სამი დღის მანძილზე დაეძებდნენ მოციქულს, მაგრამ ვერ იპოვეს. მდევნელ წარმართებს მოციქული თავის ფეხით ეახლა და ჩაბარდა. მათ მოციქული შეკრეს და საპყრობილესი ჩასვეს.

      ღამით მოციქულს უფალი გამოეცხადა. გაამხნევა, საკრველთაგან გაათავისუფლა, საპყრობილის კარიც გაუღო და სამშვიდობოს გამოიყვანა. წმიდა მოციქული კვლავ ხალხს წარუდგა და და კიდევ უფრო მეტი სიმხნევით უქადაგა. წარმართები განრისხდნენ და მოციქულის ადგილზე მოკვლა მოინდომეს, მაგრამ ანაზდად მიწა "განიხვნა და შთანთქა ავისმდომელნი".

      მაკედონიიდან მატათა მოციქული იუდეაში დაბრუნდა, სადაც მრავალი მოაქცია. იუდეაშიც ქრისტეს სახელით მრავალ სასწაულს აღასრულა: უსინათლოებს თვალისჩინი დაუბრუნა, ყრუს სმენა, მომაკვდავს სიცოცხლე. აღადგინა დავრდომილები, განკუნავა კოჭლები, კეთროვნები, განასხა ბოროტი სულები.

      წმინდა მოციქულის სიკვდილთან დაკავშირებით რამდენიმე წყარო არსებობს: ერთი წყაროს მიხედვით ის იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს და შემდგომ თავი მოკვეთეს. ბერძნული წყაროს ცნობით კი წმიდა მატათა ჯვარცმით აღესრულა ისევე როგორც სხვა მოციქულები. ეს ორი ცნობა შეიძლება არც ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს, რადგან იუდეველები ბოძებზე მიკრულთ ჩაქოლავდნენ ხოლმე და მატათაც შესაძლოა ჯვარზე გააკრეს და ასე ჩაქოლეს.

      წმიდა ეპიფანე კვიპრელის ცნობით კი მატათა მოციქული გარდაიცვალა კოლხეთში და იქვე გონიოს ციხე – სიმაგრეში დაასაფლავეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 22 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, მოციქული, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 607

გამოხმაურებები!

გილოცავთ მატათა მოციქულის ხსენების დღეს, მრავალს დაესწარით! )

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

ტერაქტიც საარჩევნოა, კოვიდიც, ავტობუსებიც და ყველაფერი არჩევნებს უტრიალებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2020.
საათი: 11:28pm 0 კომენტარი

      საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23…

გაგრძელება

ტერორისტი სამეგრელოში და არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი -…

გაგრძელება

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters