21 აგვისტოს, (ძვ. სტ. 8 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებსწმინდა გრიგოლი სინელს!

გრიგოლ სინელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      წმინდანი დაიბადა 1268 წელს ზღვისპირა დაბა კლაზომენში ქალაქ სმირნის მახლობლად.ღირსი გრიგოლი შეძლებული ოჯახის შვილი იყო. 1290 წელს აგარიანებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს და ლაოდიკიაში გაგზავნეს. როცა განთავისუფლდა, ღირსმა მამამ კუნძულ კვიპროსს მიაშურა, სადაც ბერად შედგა, შემდეგ სინას მთაზე გადავიდა სამოღვაწეოდ და დიდი სქიმა შეიმოსა. ნეტარი მზარეულისა და ხაბაზის მორჩილებას აღასრულებდა, მაგრამ, ამასთან, ხელოვანი კალიგრაფიც იყო, ბევრს კითხულობდა, საფუძვლიანად იცნობდა წმიდა წერილსა და მამათა შრომებს. მისი მკაცრი, ასკეტური ცხოვრება - მარხვა, ღამისთევები, ფსალმუნება, ლოცვა - ზოგს აოცებდა, სხვებს კი შურით აღავსებდა. ღირსმა გრიგოლმა დატოვა მონასტერი და იერუსალიმის წმიდა ადგილთა მოსალოცად გაეშურა. გარკვეული ხნის მანძილზე იგი კუნძულ კრეტაზე ცხოვრობდა. შემდეგ მან მოინახულა ათონის ყველა სავანე და ბერმონაზვნური მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვან სულიერ გამოცდილებასაც ეზიარა.

      ღირსმა გრიგოლმა სულისთვის სასარგებლო მრავალი ნაშრომი გვიანდერძა. იგი ცნობილია აგრეთვე, როგორც შესანიშნავი საგალობლების ავტორი. უფლის სათნომყოფელი წმიდა მამა 1310 წელს (ზოგიერთი წყაროს ცნობით, 1346 წელს) მიიცვალა მაკედონიის მთებში, მის მიერვე დაფუძნებულ სავანეში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 21 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 257

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბოქლომების პერფორმანსი მაჟორიტარებს, ოქრუაშვილის მსჯავრი რობაქიძის საქმეზე და დეზინფორმაცია მედიაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2019.
საათი: 7:37pm 0 კომენტარი

      პიკეტირებით, შეშითა და ქვიშით დაწყებული აქცია, სულ მალე ბოქლომებისა და ბიუროების აკეტვის აქციებში გადაიზარდა. თუ რევოლუციამდე მივიდა საქმე, ალბათ ბოქლომების რევოლუციას უწოდებენ და სიამაყით…

გაგრძელება

გველის ტყავი გველის მაგივრად

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ერთხელ ყვავილოვან მდელოზე დავსეირნობდით მე და ჩემი პაწია მზეები. მე მათ ვასწავლიდი, თუ როგორ უნდა…

გაგრძელება

ობიექტური სასამართლოს მოლოდინის ხმაური, ექიმი საოკუპაციო ტყვეობაში და რეფინანსირება და თბილისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      სასამართლო საინფორმაციო ობიექტივის ფოკუსში იყო. ბევრ საქმეს შორის, რომელიც დღეს იმართებოდა, განსაკუთრებით აქტუალური და ხმაურიანი იყო, მოლოდინისამებრ, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო.…

გაგრძელება

კვლევა ცხელ კვალზე, აქციის შედეგები და დაკავებულების სასამართლო, ექიმი ოკუპაციურ ტყვეობაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      პიკეტირების, ბოქლომების, ქვიშებისა და შეშის აქციები არ აპირებენ დასრულებას, თუმცა სამუშაო კვირა უფრო მშვიდი და ნაკლებ ხმაურიანი გამოდგა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრინიპში. მაგრამ ამ სიჩუმეში,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters