9 აგვისტოს, (ძვ. სტ. 27 ივლისს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს ღირსი გერმანე ალასკელის ხსენების დღეს!

გერმანე ალასკელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      1757 წელს ღირსი გერმანე ალასკელი დაიბადა მოსკოვისპირა ქალაქ სერპუხოვში, ვაჭრის ოჯახში. მისი ერისკაცობის სახელი და გვარი უცნობია. ნეტარი თექვსმეტი წლის იყო, როცა ამსოფელს განერიდა. თავდაპირველად იგი პეტერბურგის მახლობლად, ფინეთის ყურესთან მდებარე სერგის წმიდა სამების სავანეში მოსაგრეობდა; დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ კი, განმარტოებისა და მდუმარების მაძიებელმა, ვალაამს მიაშურა: ლადოგის ტბის სანაპიროზე გაშენებული ეს მონასტერი წელიწადში თითქმის რვა თვის მანძილზე მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს.

      სხვადასხვა მორჩილების საქმეებით საგულდაგულო გამოცდის შემდეგ იღუმენმა ნაზარმა ჭაბუკ მოსაგრეს ტყეში, განკრძალულ ადგილას დაყუდების კურთხევა მისცა.

      1778 წელს ღირსი გერმანე დამკვიდრდა ვალაამზე. იმავე წელს მივიდა საროვის უდაბნოში ნეტარი სერაფიმეც. წმიდა გერმანეს ცხოვრება ვალაამის კუნძულზე ზედმიწევნით ჩამოჰგავს დიდი საროველი საკვირველთმოქმედის ღვაწლს. ღირსი სერაფიმეს მსგავსად, ვალაამელი მოსაგრეც საღვთო წერილისა და მსოფლიო ეკლესიის წმიდა მამების ნაწერების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩეოდა.

      15 წელი მოღვაწეობდა გერმანე ვალაამზე, შემდეგ უფალმა მას მოციქულებრივი ღვაწლისკენ მოუწოდა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაგზავნა ალასკის ნაკლებდასახლებული, მკაცრი მხარისა და მისი მიმდებარე კუნძულების წარმართი მოსახლეობის გასანათლებლად. ამ მიზნით 1793 წელს შეიქმნა სასულიერო მისია. მის ხელმძღვანელად დაინიშნა არქიმანდრიტი იოასაფი (ბოლოტოვი), ვალაამის მონასტრის ბერი. მისიის თანამშრომლებს შორის კიდევ ხუთი ვალაამელი მამა იყო და მათ შორის - ღირსი გერმანეც.

      ტაძრის მშენებლობასა და ქადაგებას კუნძულ ვადიაკზე ჩასული მისიონერები მაშინვე შეუდგნენ. ახალ სამოღვაწეო ადგილას მამა გერმანე თავდაპირველად საცხობში აღასრულებდა მორჩილებას და მისიის სამეურნეო ნაწილს განაგებდა.

      არქიმანდრიტი იოასაფი 1799 წელს, ქარიშხლის დროს თანამგზავრებთან ერთად ოკეანეში დაიღუპა. ცოცხლად გადარჩენილ მისიონერთა დასახმარებლად 1804 წელს მხოლოდ ერთი ბერი - მღვდელ-მონაზონი გედეონი გაგზავნეს ალექსანდრე ნეველის ლავრიდან. 1807 წელს მამა გედეონმა საბოლოოდ დატოვა მისიონერთა ბანაკი და მთელი პასუხისმგებლობა დააკისრა ღირს გერმანეს, რომელიც აღსასრულამდე მინდობილი მისიის სულიერი მამა და მოძღვარი იყო და ერთგულ დარაჯად ედგა პირმეტყველ ცხოვართა სულებს. ნეტარ მამას ჯერ მღვდელ-მონაზვნად, შემდეგ კი არქიმანდრიტად უპირებდნენ კურთხევას, მაგრამ მან თავმდაბლობის გამო უარი განაცხადა და უბრალო ბერად დარჩა.

      ღირსი გერმანე ჭეშმარიტად კეთილ მწყემსად იყო მოვლენილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ღირს მამას წინასწარ განეცხადა თავისი აღსასრულის დრო და დაიბარა, როგორ დაეკრძალათ. 1837 წლის 13 დეკემბერს მან მოწაფეებს სთხოვა, ხატების წინ სანთლები დაენთოთ, „საქმე მოციქულთას“ კითხვა დააწყებინა და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. ამ დროს წმინდანი ოთხმოცდაერთი წლისა იყო.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 9 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 412

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

არჩევნებზე პლებისციტი, ექვსპუნქტიანი გეგმა-ვალდებულება და მერების უფლებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 4, 2021.
საათი: 11:16pm 0 კომენტარი

      ახალი პრემიერის პირველი განკარგულებები ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ვაქცინაციის მიმართულებით. ოპოზიცია ისევ ქუჩაშია და პოზიციასთან ერთად 6 პუნქტიანი გეგმა-ვალდებულებების შესახებ საუბრობს. არჩევნები თუ პლებისციტი? ესეც დღის კითხვაა. ამინდი კი 5-6 მარტს გამოკეთდება, 20 გრადუსამდე დათბება, ხოლო 7 მარტიდან კვლავ გაუარესდებაო. ვაქცინა ისევ არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 271872, ბოლო დღე-ღამეში - 133;…

გაგრძელება

ევროპის დალაგებული ქართულად ისევ აირია, ვაქცინა არსად ჩანს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 2, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ჯერ იყო და ევროპა საქმეს ალაგებდა და ყველაფერი მოლაპარაკებისკენ მიდიოდა, მაგრამ მერე განცხადებები გაკეთდა და ყველაფერი აირია - დღეს დაანონსებული აქციების სერია გაგრძელდა და დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. ასევე დაგვიანებული და თითქის ჩვენამდე არ მოსული ვაქცინაცია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 271379, ბოლო დღე-ღამეში - 461; გამოჯანმრთელებული - 265686, ბოლო დღე-ღამეში - 163; გარდაცვლილი - 3532, ბოლო დღე-ღამეში…

გაგრძელება

ევროპული გადაწყვეტა ჩვენი პრობლემების

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 1, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ესეც გაზაფხული. იმედით, ვაქცინისა და გამოკეთების მოლოდინით მოსული გაზაფხული, თუმცა ჯერ-ჯერობით, საინფორმაციო ამბებში მსგავსს ვერაფერს ვკითხულობთ. ამინდმა, ძლიერი ქარია მოსალოდნელიო, პოლიტიკურ არეულობის დასალაგებლად კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოიგვევლინა და ოფიციალური შეხვედრების პირველსავე დღეს ოპოზიცია-პოზიციის ამბავი მოაგვარა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 270918, ბოლო დღე-ღამეში - 160; გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

აქციების მოთელვა, დაანონსება და დაპატიმრებული მოძალადეები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters