15 აგვისტოს, (ძვ. სტ. 2 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა ბასილის!

წმინდა ბასილი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      1468 წელს მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ ელიხოვოში დაიბადა ნეტარი ბასილი, ქრისტესთვის სალოსი. როცა ყმაწვილი წამოიზარდა, მშობლებმა იგი ოსტატს მიაბარეს ხარაზობის შესასწავლად. ერთხელ, როცა წმიდანი თექვსმეტი წლისა იყო, სახელოსნოში ვაჭარმა შემოიარა და ჩექმები შეუკვეთა. ბასილის ცრემლები წასკდა, ვაჭარი ჩექმების ჩაცმას ვერც მოასწრებს, გარდაიცვლებაო. რამდენიმე დღეში მისი წინასწარმეტყველება ახდა. ამის შემდეგ ნეტარმა მოსკოვს მიაშურა და სალოსობის ღვაწლი იტვირთა. ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხში იგი ნახევრად შიშველი დადიოდა. უცნაური იყო მისი საქციელი: ხან პურის კვერებიან ხონჩას ააყირავებდა, ხან ბურახით სავსე დოქს ჰკრავდა ხელს. გაბრაზებული გამყიდველები უყვიროდნენ და სცემდნენ, შემდეგ კი ირკვეოდა, რომ პურის კვერები ცუდი გამომცხვარი იყო და ბურახიც უვარგისად შემზადებული. თანდათან ყველასათვის ცხადი ხდებოდა, რომ ნეტარი ბასილი ღვთისკაცი იყო, უსამართლობის მამხილებელი.

      ერთმა ვაჭარმა მოსკოვში ტაძრის აგება გადაწყვიტა, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მოჰყავდა: თაღები სამჯერ ჩამოიქცა. შეშფოთებულმა, წმიდა სალოსს მიმართა რჩევისათვის, რომელიც ღარიბულ ქოხში იჯდა და ცარიელ აკვანს არწევდა. "ვის არწევ?" - იკითხა მან. "მშობელ დედას ვუხდი გადაუხდელ ვალს ჩემი შობისა და აღზრდისათვის", - იყო პასუხი. მხოლოდ მაშინ მოაგონდა ვაჭარს, რომ დედა სახლიდან გაგდებული ჰყავდა და მისთვის ცხადი შეიქნა, თუ რატომ ვერ ამთავრებდა მშენებლობას. იგი დაბრუნდა მოსკოვში, მშობელი სახლში დააბრუნა და კეთილი საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

      ნეტარი, მათ ეხმარებოდა, ვინც სხვებზე მეტად საჭიროებდა დახმარებას, მაგრამ მოწყალების თხოვნა ერცხვინებოდა. იყო შემთხვევა, როცა მეფის მდიდრული ძღვენი მან უბოძა უცხოელ ვაჭარს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, სამი დღე ლუკმაც არ ჩასვლოდა პირში, მაგრამ წყალობას ვერ თხოულობდა, რადგან კარგი სამოსი ეცვა. მოყვასის სიყვარულის გამო უფლის რჩეული სამიკიტნოებშიც დადიოდა, სრულიად განადგურებულ ადამიანებშიც ეძებდა სიკეთის მარცვლებს. ბევრი ამჩნევდა, რომ, როცა ნეტარი ბასილი ჩაუვლიდა ხოლმე სახლებს, სადაც უაზროდ ლოთობდნენ და მხიარულობდნენ, მათ კუთხეებს კოცნიდა, კეთილმსახურთა სახლებს კი ქვებს ესროდა. როცა ამ საქციელის ახსნას სთხოვეს, წმიდანმა უპასუხა, იმ სახლებთან, სადაც თავაწყვეტილად ღრეობენ, მწუხარე ანგელოზები დგანან და ჭმუნავენ ადამიანთა უსჯულოების გამო. მე ცრემლებით ვევედრები მათ, ილოცონ ცოდვილთა მოსაქცევად. ღვთისმოშიშთა სახლებში კი ეშმაკებს ადგილი არა აქვთ - გარეთ დგანან, მე კი მათ ვდევნიო.

      1552 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა წმიდა ბასილი. მის კუბოს წმიდა სამების ტაძართან გამზადებულ საფლავამდე სხვებთან ერთად თავად ივანე მრისხანეც მიაცილებდა. 1554 წელს ნეტარის საფლავზე აიგო ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი. 1558 წელს მოხდა წმიდანის კანონიზაცია და ნაწილთა აღმოყვანება.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 15 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, სალოსი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 200

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გამომწყვდეული თევზები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 24, 2019.
საათი: 11:05pm 0 კომენტარი

      არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული დღევანდელი პოსტი არ იქნებოდა, რომ არა სტილი. ქვემოთ ნახავთ არც თუ ისე შთამბეჭდავ ფოტოებს, რომლებზეც გამოსახული იქნება ბაყაყები, ლოკოკინები, თევზები. ფოტოები…

გაგრძელება

ბიზნესგვარები პროკურატურიდან, ფილმების ტელევიზია, პენსიონერი პედაგოგია და ამაზონი ცეცხლის ალში!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 22, 2019.
საათი: 11:18pm 4 კომენტარი

      აგვისტო ოკუპაციის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ეს თემა აქტუალობას რა თქმა უნდა დღესაც არ კარგავდა. ახალი ამბავი კი ახალი ბიზნესმენების გამოჩენა იყო პროკურატურის განცხადებებში - ხაზარაძის საქმეში…

გაგრძელება

კურიერმა ეთერი დატოვა, რუსული ვერტმფრენი საქართველოში ფრენს და ხაზარაძე - ანაკლია კვლავ ერთი პროექტია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 21, 2019.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ვიდრე აგვისტო თვალს ჩაგვიკრავს და ხელიდან გამოგვეცლება, რუსთავი ორის საინფორმაციო უკვე გამოგვეცალა - დღეს კურიერი აღარაფერს იუწყებოდა. სხვა ამბებში კი ოკუპაცია გრძელდება და ამჯერად, საჰაერო…

გაგრძელება

ბანკირი გაყინული ანგარიშებით, ტელევიზია უჟურნალისტოდ, შვებულება საქმით და ოკუპაცია ბოძებით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 20, 2019.
საათი: 11:00pm 4 კომენტარი

      ქვეყანაში ისე დაცხა, სრული არეულ დარეულობაა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკირს საბანკო ანგარიშები აღარ აქვს, ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას კი ჟურნალისტები გაექცნენ, პრეზიდენტი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters