30 აგვისტოს, (ძვ. სტ. 17 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა ალიპი პეჩორელს!

ალიპი პეჩორელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      ღირსი ალიპი პეჩორელი გახლდათ, ერთ-ერთი პირველი რუსი ხატმწერი, რომელიც სიყმაწვილეშივე აღიკვეცა ბერად კიევო-პეჩორის მონასტერში. ხატწერას იგი დაეუფლა ბერძენი ოსტატებისაგან, რომლებიც 1083 წლიდან პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოხატვაზე მუშაობდნენ. ღირსი ალიპი ხატებს უსასყიდლოდ წერდა. თუ შეიტყობდა, რომ რომელიმე ეკლესიაში ხატები დაძველდა, მიჰქონდა და ანახლებდა. თუ ზოგჯერ გასამრჯელოს გადაუხდიდნენ, ღირსი მამა მის ერთ ნაწილს საჭირო მასალის შესყიდვას ახმარდა, მეორეს - გლახაკებს ურიგებდა, მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისთვის. წმიდა ალიპი არასოდეს რჩებოდა უქმად და ხატწერას მხოლოდ ღვთისმსახურების დროს წყვეტდა. იგი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და სიცოცხლეშივე გაითქვა სახელი სასწაულთქმედებით: ნეტარმა ხატებისათვის შემზადებული საღებავების ჭრილობებზე ცხებით განკურნა ერთი კიეველი, რომელიც კეთრს შეეპყრო და ხორცის ლპობაც დასწყებოდა. ცნობილია შემთხვევები, როცა ღირს ალიპის თავის წმიდა საქმეებში ანგელოზები შეეწეოდნენ. კიევის ერთმა მკვიდრმა ტაძარი ააგო და ორ პეჩორელ ბერს სთხოვა, ხატები შეეკვეთათ მისთვის. ბერებმა დაივიწყეს თხოვნა და წმიდანს არაფერი უთხრეს. კიეველი დიდხანს ელოდა შეკვეთის შესრულებას, ბოლოს კი იღუმენთან უჩივლა ნეტარს; მხოლოდ მაშინ გაირკვა, რომ ალიპიმ არაფერი იცოდა შეკვეთის შესახებ, მაგრამ როცა ბერებისთვის გამოტანებული დაფები მოიტანეს, მასზე უკვე მშვენიერი ხატები აღმოჩნდა გამოსახული. ამ კიეველის მიერ აგებული ტაძარი შემდგომში დაიწვა, მაგრამ ხატებს არაფერი დაშავებია. ერთი მათგანი - ღვთისმშობლის მიძინების ხატი, რომელსაც შემდგომ ვლადიმირ-როსტოვისა (ხს. 28 აგვისტოს) ეწოდა, დიდმა მთავარმა ვლადიმირ მონომახმა გადააბრძანა როსტოვში, მის მიერ აგებულ საყდარში.

      1114 წლის 30 აგვისტოს გარდაიცვალა ნეტარი ალიპი. უფლის რჩეული ახლო მღვიმეებში დაკრძალეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 30 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, ქველი

ნახვა: 181

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აუტანელი ადამი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters