ინფორმაცია

ხელოვნება

ჯგუფი შექმნილია იმისათვის რომ ვისაუბროთ ხელოვნებაზე და რაც მთავარია არ დაგვავიწყდეს  კრიტიკა

წევრები: 396
უკანასკნელი აქტიურობა: აპრილი 4

გვაჩვენე ხელოვნება!

ახალი პოსტის შესაქმნელად დააკლიკე წარწერას:

+ ახალი პოსტი

ფორუმი

ბუნებრივი ქვის ხელოვნება - მარიამ კოზმანიშვილი წარმოგიდგენთ

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივნ. 22, 2021. 3 გამოხმაურება

      Qwelly_ს ხელოვნების ჯგუფი არაერთ ცნობილ თუ უცნობ, უცხოელ თუ ქართველ ხელოვანს მასპინძლობს, იმეგობრებს და ცდილობს ორიოდე სიტყვით მოგითხროთ მათ შესახებ.      გახსოვთ ალბათ ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი ქალბატონი, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს და შესანიშნავ ტილოებს ქმნის, ვგულისხმობ ქალბატონ მირიამ სოლოღაშვილს თავისი ალბომით - ქალი წითლებში.      დღეს მინდა მოგიყვეთ ქალბატონი…გაგრძელება

ტეგები: ხე, ხელოვნება, ქვა, სკულპტურა, დამუშავება

ნინო ჩაკვეტაძის ხელოვანება

ავტორი nino usenashvili. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მარტი 11, 2021. 10 გამოხმაურება

       ნინო ჩაკვეტაძე: რაც შეეხება ნახატების შინაარსს, ძალიან ბევრს ვფიქრობ, თითქმის განუწყვეტლივ. ვცდილობ, ისეთი თემა იყოს, რომ ადამიანის სულს შეეხოს, ოღონდ იმასაც ვითვალისწინებ, რომ ზედმეტად ბანალური, ან ზედმეტად სენტიმენტალური არ გამოვიდეს.       მაგრამ ვგრძნობ, ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ. არის ისეც, რომ ნახატის სიუჟეტი თავისით გამიელვებს თვალწინ. ხანდახან ქუჩაში დანახული ბავშვის მოძრაობა, ან რამე სიტუაცია ჩამებეჭდება თავში და ამაზე ვაგებ მთელ ნახატს.       მშვიდი და ბუნებრივი ფერები მირჩევნია ზედმეტად მყვირალა და მკვეთრ ფერებს. მაქვს რამდენიმე ჩემთვის საყვარელი ნახატი, რომლებსაც, ალბათ, ვერასოდეს შეველევი.       ხშირად მომიხსენიებენ, როგორც საბავშვო მხატვარს, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ეს ასეა. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, თუ ჩემი ნახატები ბავშვსაც მოსწონს და აღელვებს, მაგრამ მე ყველასთვის ვხატავ, ამ შემთხვევაში ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია ადამიანი როგორ დაინახავს და შეიგრძნობს ჩემს შემოქმედებას, განურჩევლად იმისა, ბავშვია ის თუ მოზრდილი.  გაგრძელება

ტეგები: ხატვა, ხელოვნება, ჩაკვეტაძე, ნინო, painting

ბიზანტიური ხელოვნება

ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მარტი 5, 2021. 2 გამოხმაურება

ბიზანტიური ხელოვნება     V საუკუნეში, რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, გაჩნდა ორი დიდი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი - აღმოსავლეთ რომის იმპერია, ანუ ბიზანტია დედაქალაქით კონსტანტინოპოლში და დასავლეთ რომის იმპერია. იწყება ახალი ეპოქა შუა საუკუნეები, კულტურის სახე იცვლება, ხელოვნება რელიგიურ ხასიათს იძენს. არქიტექტურის დარგში ეს ნიშნავს იმას, რომ წამყვანი ხდება საკულტო არქიტექტურა - ეკლესია მონასტრების მშენებლობა. ბიზანტიურ ხელოვნებაში ნაწილობრივ შემორჩა ანტიკური ელემენტები, მაგრამ მთლიანობაში მისი სახე და ხასიათი სრულიად თავისებური და თვითმყოფადია. ადრეულ ხანაში ბიზანტიურ არქიტექტურაში ბაზილიკური ტიპის ნაგებობები ჭარბობდა, მაგრამ შემდგომში წამყვანი გახდა ჯვარგუმბათოვანი ტიპი ჯვრის ან კვადრატში ჩაწერილი ჯვრის ფორმის გეგმის მქონე შენობა, რომელიც მკლავების გადაკვეთაზე გუმბათით იყო გადახურული. მშენებლობისთვის ძირითადად გამოიყენებოდა აგური, ზოგჯერ ქვა. მათი ფენების მონაცვლეობა დეკორატიულ ეფექტს ქმნიდა. მთავარ კონსტრუქციულ ამოცანას წარმოადგენდა დიდი გუმბათისა და გუმბათის მრგვალი ყელის წონის…გაგრძელება

იშიბაში იუი

ავტორი ცისია. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, ივლ. 18, 2020. 1 გამოხმაურება

      მგონია, რომ ამ ქალმა თხელი სიფრიფანა ფერიები მიწაზე დაატყვევა და რომ არ გაქცეოდა, ფეხველი გაუდგა, ფრთები დააჭრა... ((( მთელი გრძნობები მათზე ანთხია და ახლა ისინი უსაზღვროდ მოწყენილები, მარტოსულები, ტკივილით იტანჯებიან - Ishibashi Yui ასეთი ხელოვანია...გაგრძელება

ტეგები: სკულპტურა, ხელოვნება, Qwelly, Ishibashi

ხელით ნაკეთები პეპლები

ავტორი mariami. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივლ. 12, 2020. 7 გამოხმაურება

      ეს მომაჯადოებელი კოლექცია ჩრჩილების, პეპლების და მწერების, არის ხელნაკეთი ხელოვნების ნიმუშები, რომელიც შეიქმნა ჩდილოეთ კაროლინაში - დამფუძნებელი არის იაპონელი ხელოვანი Yumi Okita. ლამაზად დამუშავებული ქანდაკებები ივსება საოცარი დეტალებით და ნიმუშებით, რომელიც აგებულია ბამბით, ხელოვნური ბეწვით, მავთულით, ბუმბულით, საღებავებით და მორთული ძაფებით.      თითოეული საუცხოო ნაწილის საწარმოებლად Okita დეტალებს დიდ ყურადღებას უთმობს, ფრთების სამშენებლო ფენები პროპორციულად უნდა იჯდეს ტანზე, ისევე როგორც პატარა ელემენტები, როგორიცაა ყურები, ფეხები და ანტენები. ეს არსებები რეალისტურებია. Okita თავის შემოქმედებებს ყიდის საკუთარ Etsy მაღაზიაში, თითოეული ქანდაკება შეიცავს რკინის კაუჭს, რომელიც მის უკან მხარესაა დამაგრებული, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გამოფინოთ ისინი თქვენი სახლის ნებისმიერ კედელზე.გაგრძელება

ტეგები: art, ხელსაქმე, ნაქარგობა, ქველი

ბაზილიკის ტიპები და ქართული თავისებურებები

ავტორი ხატია. ბოლოს გამოეხმაურა: გულიკო, მაისი 4, 2019. 1 გამოხმაურება

      ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ საჭირო გახდა ახალი სამლოცველოების შექმნა. თუმცა საწყის ეტაპზე ადამიანებს ეშინოდათ „ახალ“ ღმერთთან შეგუება და მიიჩნევა, რომ თავდაპირველად ეკლესიაში მხოლოდ მღვდელი შედიოდა და მრევლი გარედან ისმენდა ქადაგებას. დროთა განმავლობაში, როცა ქრისტიანობამ ფართოდ მოიკიდა ფეხი, საჭირო გახდა შედარებით დიდი ნაგებობის აგება, რომელიც ბევრ მლოცველს დაიტევდა. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბაზილიკის ტიპიც სწორედ ამ დანიშნულების მიხედვით ჩამოყალიბდა.      ბაზილიკები დაყოფილია ნავებად, შუა ნავი უფრო განიერია და მაღალი, გვერდითა ნავები შედარებით ვიწრო და დაბალი, ნავებს შორის სივრცე კი ბურჯებითაა გამოყოფილი.ბაზილიკას ახასიათებს წაგრძელებული აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძი, შესასვლელიც დასავლეთიდანააქვს, რაც შესვლისთანავე საკურთხევლისკენ იქცევს ყურადღებას.      საქართველოში ბაზილიკა ბიზანტიიდან შემოვიდა, მაგრამ არ მომხდარა პირდაპირი კოპირება, აქ მან თავისებური სახე მიიღო. სამნავიან ბაზილიკასთან ერთად გაჩნდა სამეკლესიანი ბაზილიკები, სადაც გვერდითა ნავები…გაგრძელება

ტეგები: არქიტექტურა, ბაზილიკა

სპილოს ძვალზე შექმნილი შედევრები

ავტორი tsira. ბოლოს გამოეხმაურა: მაიკო, თებერვალი 17, 2019. 24 გამოხმაურება

არ ვიცი უკვე მოკლული სპილოებისგან აკეთებენ ამას თუ სპეციალურად ამ სკულპტურებისთვის ხოცავენ, მაგრამ ნაკეთობები საოცარია!…გაგრძელება

ტეგები: ხელოვნება, ძვალი, ნაკეთობა, Qwelly

გუსტავ კლიმტი

ავტორი BrOliKa. ბოლოს გამოეხმაურა: მაიკო, იანვარი 23, 2019. 13 გამოხმაურება

      გუსტავ კლიმტი დაიბადა 1862 წლის 14 ივლისს ბაუმგარტენში, ავსტრიაში. იგი ოჯახში მეორე შვილი იყო. გუსტავს სამი და და ოთხი ძმა ჰყავდა. დედამისს ანა კლიმტს ჰქონდა დიდი ხნის განუხორცილებელი ოცნება გამხდარიყო ცნობილი მუსიკოსი. მამამისი ერნსტ კლიმტი უმცროსი ამზადებდა ოქროს გრავიორებს. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. 1883 წელს გუსტავმა ჩააბარა Vienna School of Arts and Crafts-ში, სადაც არქიტექტურულ მხატვრობას სწავლობდა. 1887 წელს მისმა ძმამ ერნსტმა, რომელიც მამამისის პროფესიის არჩევას აპირებდა მოულოდნელად გადაიფიქრა და იგივე სასწავლებელში ჩააბარა. ორივე ძმებმა მეგობარ ფრანზ მეჩთან ერთად დაიწყეს ბიზნესი: მათ ჩამოაყალიბეს ჯგუფი "Company of Artists", იღებდნენ დაკვეთებს და ასრულებდნენ უმაღლეს დონეზე, აგრეთვე თავიანთ პედაგოგებს Kunsthistorisches Museum _ის კედლების ფრესკების მოხატვაში ეხმარებოდნენ.      კლიმტმა მისი პროფესიული კარიერა Ringstraße-ის შენობის ფრესკების და ჭერის მოხატვით დაიწყო, მათ შორის ყველაზე ცნობილია "Allegories and Emblems".      1888 წელს ავსტრიის იმპერატორ ფრანზ…გაგრძელება

ტეგები: მოზაიკა, მხატვრობა, ხელოვნება, კლიმტი, ავსტრია

სამკაულებში მოქცეული სილამაზე

ავტორი თათია. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, იანვარი 15, 2019. 2 გამოხმაურება

ცოცხალი სამაჯურები      სარა სმიტი ის ხელოვანია, რომელიც თავისი დროის უდიდეს ნაწილს სამკაულების შექმნას უთმობს. მისი თქმით, მას ისე არაფერი არ სიამოვნებს, როგორც სამკაულების შექმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ სარა ყოველ სამკაულს ხელით აკეთებს. მათში უდიდეს ენერგიას და სიყვარულს დებს, ამიტომაცაა სარას სამკაულები ასეთი გასაოცარი და სინაზით სავსე.      ხელოვანის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ საიუველირო მაღაზიაში წარმატებით იყიდება და დიდ მოწონებასაც იმსახურებს. სამკაულების გამოყენება შესაძლებელია ყველა სეზონზე.გაგრძელება

ტეგები: ბუნებრივი, იუვილერია, ხელოვნება, სამკაულები, საიუვილერო

კომენტარების დაფა

besik: მაისი 15, 2014||11:30pm
დზაან მაგარია რას არ მოიგონებს ადამიანი
ლაშა: იანვარი 30, 2016||12:00pm

შემოქმედებისთვისაა გაჩენილი და სხვა რა გზა აქვს :)) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ხელოვნება_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 
 
 

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters