აღორძინების ხანა - მიქელანჯელო

მიქელანჯელო

აღორძინების ეპოქის  ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი და გენიაუპირველესი მოქანდაკე კაცობრიობის ისტორიაში, გენიალური ფერმწერი და არქიტექტორი, შესანიშნავი პოეტი და მოაზროვნე მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი, ცნობილი როგორც მიქელანჯელო, დაიბადა 1475 წლის 6 მარტს ფლორენციის მახლობლად, პატარა ქალაქ კაპრეზეში.

დედა 6 წლისას გარდაეცვალა, მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. მამას სურდა შვილიც ჩინოვნიკი გამოსულიყო და ლათინურ სკოლაში უპირებდა მიბარებას, მაგრამ პატარა მიქელანჯელომ ეკლესიებში სიარული და ნახატების ასლების ხატვა არჩია. 13 წლისა საუკეთესო ფერმწერ დომენიკო გირლანდაიოს მიებარა. ცნობილი მხატვრების ნამუშევრების დახატვას ისე დაეუფლა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. მალე ასეთი დღეც დადგა: გირლანდაიო სანტა მარია ნოველას კაპელაში მუშაობდა, ცოტა ხნით შენობიდან გავიდა, ხატვა კი მოწაფეებმა განაგრძეს. როცა უკან დაბრუნებულმა მიქელანჯელოს ნამუშევარი იხილა, აღმოხდა: “მან ჩემზე მეტი იცის!” ამის შემდეგ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო ფლორენციის იმდროინდელი მმართველის, ლორენცო მედიჩის ვილაში.აქ ეზიარა ის პირველად ქანდაკების საიდუმლოს თვით დიდი დონატელოს მოწაფესთანბერტოლდო დო ჯოვანისთან. ცნობილი მეცნიერების მარსილიო ფიჩინოსა და პიკო დელა მირანდოლოს წყალობით აქ ეზიარა პლატონის აკადემიის იდეებს და გაიტაცა ნეოპლატონიკოსთახელოვნების მთავარმა იდეამ” – სრულყოფილი ფორმის ძიებამ. მის განკარგულებაში იყო ხელოვნების მოყვარული ლორენცო მედიჩის ბრწყინვალე კოლექცია.

მედიჩების ფლორენციიდან განდევნის შემდეგ მიქელანჯელო ჯერ ვენეციაში, შემდეგ რომში ხვდება, სადაც განაგრძობს მუშაობასა და ანტიკურობის შესწავლას. ამ პერიოდში (1497-98) ქმნის პირველ გენიალურ ქმნილებასპიეტას” (“ქრისტეს დატირება”).

უკვე რესპუბლიკად ქცეულ ფლორენციაში მიქელანჯელო სახელოვან ოსტატად ბრუნდება დადავითისშექმნას იწყებს. ამოცანა რთული იყომარმარილოს ლოდი, რომელიც მისცეს, წინა საუკუნეში მოქანდაკის მიერ უკვე იყო დამუშავებულ-დაზიანებული. თუმცა პრობლემას გენიოსი შესანიშნავად წყვეტსფლორენციელები დავითის ქანდაკებას შექმნის დღიდანვე მიიჩნევდნენ რესპუბლიკის სიმბოლოდ. ქანდაკების დადგმა 1504 წელს სრულიად ფლორენციის ზეიმად იქცა. ფლორენციაში მიქელანჯელო სხვა სამუშაოსაც ასრულებს: ის და დიდი ლეონარდო და ვინჩი ერთდროულად იღებენ შეკვეთასპალაცო ვეკიოში ფრესკაზე უნდა ასახონ ფლორენციელთა გმირული ბრძოლა, ხოლო როცა მუყაოზე შესრულებული ესკიზები მიქელანჯელომ – “კაშინის ბრძოლადა ლეონარდომ – “ანგიარის ბრძოლაერთდროულად წარადგინეს, ორივე იმდენად გენიალური იყო, რომ არჩევანის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა! 1505 წლიდან რომის პაპი იულიუს II მას ჯერ გრანდიოზული აკლდამის შექმნას ავალებს, შემდეგ კი სიქსტეს კაპელის ჭერის მოხატვას. მიქელანჯელომ მარტომ მოხატა 600 კვმ ფართობი. მის ფერწერაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადამიანის შიშველი სხეული, რომელსაც მრავალნაირი პოზითა და სწორუპოვარი პლასტიკით თავისი იდეებისა და გრძნობების გამოსახატავად იყენებს. “განკითხვის დღეშიგამოსახული მისი სიბილები და წინასწარმეტყველები მსოფლიო ხელოვნების კლასიკად იქცა, თუმცა მის ამ ნახატში მოქანდაკეც გამოსჭვივის. 14 წელიწადში (1520-34 წწ.) მიქელანჯელო ასრულებს მედიჩების საგვარეულო საძვალესა და კაპელას. 1534 წლიდან მიქელანჯელო რომში სახლდება. ბევრს მუშაობს, რაღაცებს კი დაუმთავრებელსაც ტოვებსმაგალითად, “მონების” 4 ქანდაკებას. 1536-1541 წლებში დაასრულა ყველაზე მთავარი ფერწერული ნამუშევარიგანკითხვის დღე”, სიქსტეს კაპელის საკურთხევლის კედელზე, რომელზეც მთელი კაცობრიობის დრამაა ასახული. სიცოცხლის ბოლოს ტიტანი უფრო დიდ დროს არქიტექტურას და პოეზიას უთმობს. მისი არქიტექტურული შედევრებია ლაურენციანოს ბიბლიოთეკა, წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათი და დასავლეთის ფასადი. უდრეკი ხასიათის გენიოსი მრავალი წელი მუშაობდა რომის პაპების შეკვეთებზე და მათთან კინკლაობაც ბევრჯერ მოსვლია, მაგრამ პაპებმა იცოდნენ, რომ ამ ტიტანს ღმერთთან სასაუბროდ, ალბათ, არ სჭირდებოდა შუამავლად ქრისტეს თანამოსაყდრენი. მიქელანჯელო მიიცვალა 1564 წლის 18 თებერვალს რომში, 89 წლისა. სიკვდილის წინ უკარნახა ანდერძი: “სულს ვაბარებ ღმერთს, სხეულსმიწას, ქონებას ვუტოვებ ნათესავებს

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ხელოვნება_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!