ვინტაჟი და სიძველენი

antique, art, building, century, france, hendmade, home, house, human, old, qwelly, style, time, vintage, ავეჯი, ანტიკვარიატი, ბურჟუაზია, განვითარება, ეპოქა, ვინტაჟი, ისტორია, მიმდინარეობა, მოდა, ნივთები, ოთახი, ოჯახი, საფრანგეთი, სიძველენი, ხელოვნება

     ვინტაჟი ეს ლამაზი სიტყვა: -ვინტაჟე იგივე ვინტაჟი (vintage), ჩვენთან ფრანგულიდან მოვიდა, სადაც ის უპირველესად მაღალი კლასის მრავალწლიანი სიძველის ღვინოს ნიშნავს. ვინტაჟის გაგების ფრანგულმა ფესვებმა სრულად გამოხატეს ამ ერთ ერთი ორიგინალური სტილის არსი, რომელიც გასული ეპოქის მოდური მიმდინარეობების აღორძინებას ეფუძნება. მოდაში ვინტაჟი ერთ ერთი სტილიზირებული მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებით ტანსაცმლისა და ინტერიერის მოდაში გამოვლინდა და წინა თაობებისა და ეპოქების მოდური მიმართულებების ხელახლა აღორძინებაზეა ორიენტირებული. ვინტაჟის სინონიმა- რარიტეტი -დაძველებული და იშვიათი ნივთი, ხოლო ანტონიმია-სტილიზაცია (რომელიმე სტილის ფორმების მიბაძვა). ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანებს პანიკურად ეშინიათ ასაკის, როცა საქმე მათ სილამაზსა და ჯანმრთელობას ეხება, მაგრამ მათ ყოველთვის აღაფრთოვანებთ ძველი ნივთები, რომლებიც მათ პაპა- ბებიებს აგონებთ. რელიქვიებისდმი ასეთი სიყვარული გამართლებულია- ძველებური ნივთები ინტერიერს არა მარტო სულიერებასა და შარმს მატებენ, არამედ და მათ აქ დროთა დამაკავშირებელი უხილავი ძაფები შემოაქვთ. სიძველის მიუხედავად ვინტაჟი არაა სიმდიდრის მოყვარული, პირიქით, იგი პირველად მაშინ დაიბადა, როცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაღატაკებულ არისტოკრატიას არ ყოფნიდა სახსრები აშკარა ფუფუნებისათვის- მოოქროვილი წითელი ხისა ან აბრეშუმით შემკული ავეჯის შესაძენად და ამიტომ მათძველი ნივთების შეძენა უწევდათ. ვინტაჟი ეს სტილია, რომელიც ძველი, რესტსვრირებული ავეჯისა და ნივთების საშუალებით იქმნება. ვინტაჟის ქვეშ უპირველესად წინა ეპოქის ორიგინალური ნივთები იგულისხმება, რომელთა სიძველის ასაკი მკაცრადაა განსაზღვრული და 50-20 წლებს შორის მერყეობს და, რომლებშიც მკვეთრადაა გამოხატული ყველაზე ნათელი და მკვეთრი იმდროინდელი მოდური ტენდენციები. ეს პირობითობა აუცილებლად დასაცავია, რადგან 10-15 წლის წინანდელი ნივთი ჯერ კიდევ თანადროულად ითვლება, ხილო 50-წელზე უფრო ძველი ნივთები კი უკვე ანტიკვარიატს მიეკუთვნებიან. ამიტომ, ვინტაჟის კეთების დროს აუცილებელი ხდება გადაიხედოს წინა XX საუკუნის მოდის ისტორიის ათწლეულები. გარდა ასაკის მკაცრად დაცვისა, სასურველია, რომ ვინტაჟური ნივთები იმ დროს მოდურ ტენდენციების გათვალისწინებით იყოს დამზადებული და მათი დამზადების თუ დამუშავების ხარისხი ხელოვნების დონეზე იყოს აყვანილი. ვინტაჟური ნივთები დროში გამოვლილი ნივთებია, რომლებიც განსაკუთრებულ მოხდენილობასა და მომხიბვლელობას ატარებენ. ეს სტილი ინტერიერის თავისებური კონსტრუირებაა, რომლის კომბინაციებიც ძალიან მრავალფეროვანი და წინასწარ ძნელად განსაჭვრეტია. რაც შეეხება ვინტაჟს, როგორც ინტერიერის სტილს, აქ იგი ეყრდნობა თანამედროვე ტექნიკური სიახლეებისა და საკუთარი ისტორიის მქონე ძველი ნივთებისა თუ ავეჯის შერწყმას, რომელიც ანტიკვარიატზე უფრო ახალგაზრდაა, მაგრამ დროის კვალი მაინც ნათლად აჩნიათ. ვინტაჟი ინტერიერში- ეს ძველი ახალი მოდაა, რომელიც თანამედროვე მინიმალისტური თუ ჰაი-ტეკური სტილისტიკის და რეტროს კარგი კომბინაციაა და ავეჯსა თუ აქსესუარებში შესაძლებელია გამომჟღავნდეს თავის დროზე ძალიან მოდური ნებისმიერი, ორიგინალური დეტალების სახით. მათ ინტერიერში სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს და მას უნიკალური ისტორიით, მოგონებებითა და ნოსტალგიით ავსებს, რითაც თანამედროვე ინტერიერი უფრო სასიამოვნო ხდება. ვინტაჟური ინტერიერი -ეს ერთგვარი "მხატვრული უწესრიგობაცაა", რომლის ათვლის წერტილიც სივრცისა და დროის ერთგვარი ფლირტია სიძველესთან. ამ ინტერიერებში არაფერს არ ააქვთ მკაცრად განსაზღვრული ადგილი, აქ ყველაფერი შესაძლებელია გადაადგილდეს დასრულიად ახლებური გამომსახველობა იპოვოს. აქ ნივთები და ავეჯი მკაცრ დეკორაციად არასოდეს არ უნდა იქცეს. ამ ინტერიერებში, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული სტილების შერწყმის მელოდიაში, პირველ ვიოლინოს ყოველთვის ინტუიცია უკრავს, აქ აუცილებელი არაა ყველაფერი მაღალტექნოლოგიურად და იდეალურად იყოს შესრულებული. ფერის, ფაქტურის და სტილის ურთიერთშეთანხმება მეტწილად დამოკიდებულია სივრცის პლასტიკასა და განათების თავისებურებებზე. აქ მთავარია, რომ ვინტაჟურ აზარტში ინტერიერი დეტალებით არ გადაიტვირთოს და ნივთებმა ერთმანეთ სახე და მომხიბლავობა არ დაუკარგონ. ვინტაჟურ სიძველედ მიჩნეულია წინა საუკუნის 50-60-იანი წლების ნივთები, ეს პერიოდი ჩვენ თაობას ახსოვს თუ თავისი ბავშვობით არა, მშობლების ან პაპა-ბებიების ახალგაზრდული მოგონებებიდან მაინც. ეს მკაცრად, ბოლომდე "გააზრებული" სტილი როდია, არამედ იგი სხვადასხვა შეხედულებების, გემოვნებისა და სტილთა ნაზავი უფროა. ის თავისთავში კარგად ითვისებს ოჯახების ძვირფას და სათუთ რელიქვიებს და წინა ეპოქის ელემენტებს.

     ვინტაჟი მეტად მომხიბლავია და იგი ადვილად ხდება არა მარტო მოდური, არამედ ასევე ადვილად იქცევა ცხოვრების სტილად. მისი მომხიბლავობის საიდუმლო ძველი ნივთების ექსკლუზიურობაშია. დღეს 50-60-ანი წლების რეტროს თემამ უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, ვინტაჟს ირჩევენ დახვეწილი გემოვნების ადამიანები, რომელთაც იციან ნივთების ნამდვილი ფასი. თუმცა მთელი ბინის ვინტაჟით გაფორმება ალბათ არ ღირს, ჯობია ასე მოეწყოს ბინის რომელიმე ოთახი-კაბინეტი, საძინებელი ან საერთო ოთახი, სადაც გამოყენებული იქნება ერთი ან რამოდენიმე ვინტაჟური ნივთი. მაგალითად, ბებიასეული კომოდი, რომელიც მეტ სიმყუდროვეს შესძენს საძინებელს, მოჩუქურთმებული საწერი მაგიდა კაბინეტისათვის ან მრგვალი, დიდი საოჯახო სასადილო მაგიდა საერთო ოთახისათვის. თუმცა, თანამედროვე ბინებში შესაძლებელია ვინტაჟის ადგილი სრულებითაც ვერ მოიძებნოს, სამაგიეროდ ქალაქგარე სახლებში ვინტაჟის მოწყობა არავითარ სირთულეს არ წრმოადგენს. 70-იანი წლების კომბინირებული ავჯიც- ე.წ."კედელი," გასაშლელი დივნები თუ პატარა სავარძლები დღეს ეს უკვე ვინტაჟია, და იმითაც არაფერი დაშავდება თუ ამ ავეჯს ნაკაწრები ან სხვა მცირე დეფექტები ექნება, ეს ამ უსულო საგნების ისტორიაა, რომელიც ისევე საინტერესო შესაძლოა იყოს, როგორიც ადამიანების ბიოოგრაფია. ტოტალური მისწრაფება, რომ ყველა ოჯახს ქონოდა ყველაფერი უახლესი და ინტერიერები ტექნიკისა და ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევების შესაფერისად მოეწყო უკან, გასული XX საუკუნის 90-ან წლებში დარჩა. მომხმარებელი მიხვდა, რომ ყოველგვარი 7 სიახლეების უკან გამოკიდება ეს დაუსრულებელი პროცესია, რადგან მოდის სამყაროში ყოველწუთში თუ არა, თითქმის ყოველდღიურად ჩნდება ახალი სტილი, მიმდინარეობა, იქმნება ახალმოდური ნივთები და ის რაც არცთუ დიდიხნის წინ სიამაყის საგანი იყო, მასიური წარმოების ნივთად იქცევა და შემდეგ კი ძალიან მალრ იგი უკვე მოძველებულად ითვლება. ასეთ ხვედრს მხოლოდ ის ნივთები სცდებიან, რომლებიც უკვე რამოდენიმე ათეული წლებია ატარებენ კეთილშობილი სიძველის ტიტულს და დრო მათზე ვერ ბატონობს. ამიტომ ანტიკვარიატი, ნატიფი კამეა თუ სახვა ნივთები იყო და რჩებიან ძვირფას საოჯახო ტრადიციისა და საკუთარი დიდი წინაპრების ხსოვნის მოწმეებად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინტაჟი ნამდვილად არ იქმნება ანტიკვარული ნივთებით, ეს უბრალოდ 20-50 წლის წინანდელი სიძველეა,რომლის სასარგებლოდც ხშირად წყდება არჩევანი. ამას თავისი რამოდენიმე მიზეზი აქვს: -პირველი- ნამდვილი ანტიკვარიატი საკმაო იშვიათობაა და ძალიან ძვირია. შესაძლოა არც ვინტაჟი იყოს იაფი, მაგრამ ანტიკვართან შედარებით ნამდვილად ნაკლები ჯდება; -მეორე- გავრცელებულია აზრი, რომ ნივთები ინახავენ ძველი პატრონების აურას და მათ ბედისწერას, თანაც საკმაო დროა საჭირო, რომ ეს "სხვისი" ნივთი "შენიანად" იქცეს და ახალი პატრონის სულით გაიჟღინთოს. ამიტომ, ანტიკვარული ნივთების მყიდველი ხდება სრულიად უცნობი ნივთის ანდა ანტიკვარის მიერ შეთხზული ისტორიის მქონე ნივთების მფლობელი, რითაც გარკვეულ რისკს ნამდვილად სწევს.- მესამე- რადგანაც ნამდვილი ანტიკვარი და სერიულობა ურთიერთგამომრიცხველია ცნებებია, ანტიკვარული, ერთეული ნივთები ყველასათვის საკმარისი ნამდვილად არ იქნება, რადგან ხელოვნების დონის მქონე ნამდვილი ანტიკვარი ისეთი იშვიათობა და ძვირია, რომ მათ შეძენას მსოფლიო დონის მუზეუმები ეჯიბრებიან ერთმანეთს. -მეოთხე- სიტყვა "ძველს" აქვს დაფარული შინაარსი- "დანჯღრეული" და ძველი ნივთების ამისგან გადარჩენა ხშირად ყველაზე მაღალკვალიფიციურ რესტავრატორსაც არ ძალუძს ხოლმე. ამიტომ ადამიანები ნამდვილ მაგრამ დანჯღრეულ სიძველს ხშირად ამჯობინებენ ხოლმე მის ახალ მაგრამ ხელოვნურად "დაძველებულ" ასლებს, და ესეც ვინტაჟია. უკვე ბოლო რამოდენიმე წელია რაც მსოფლიო მოიწამლა ვინტაჟით. ასტრონომიულ ფასებში იყიდება ძველებური ავეჯი, ჭურჭელი. სხვადასხვა დარგის დიზაინერები ქმნიან კოლექციებს ამ თემაზე. დღეს ამ მოდამ ფეშენ -მოდაც მოიცვა და იქმნება ტანსაცმლის მოდელები -"ა-ლა ბებიასეილი სკივრიდან". ვინტაჟმა შეაღწია არა მარტო ინტერიერებში, არამედ ლანდშაფტურ დიზაინშიც. ნამდვილი ვინტაჟი - ესაა ნივთები, რომლებმაც მფლობელებთან ერთად გრძელი ცხოვრების გზა გაიარეს და ასაკთან ერთად უჩვეულო სილამაზე და სითბო შეიძინეს, რითაც ისინი უფრო მეტად ლამაზები გახდნენ. პრაქტიკულად ხომ ყველა ოჯახში არის ასეთი ნივთები, რომლებიც თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ამ სტილის ინტერიერის შესაქმნელად.

antique, art, building, century, france, hendmade, home, house, human, old, qwelly, style, time, vintage, ავეჯი, ანტიკვარიატი, ბურჟუაზია, განვითარება, ეპოქა, ვინტაჟი, ისტორია, მიმდინარეობა, მოდა, ნივთები, ოთახი, ოჯახი, საფრანგეთი, სიძველენი, ხელოვნება

     ადრე ნივთები მზადდებოდა ისე რომ მათ პატრონისათვის სამსახური დიდხანს გაეწიათ, ახლა, ჩვენს დროში კი ერთჯერადმა, იაფასიანმა ჭურჭელმა და ნივთებმა თითქოს დაკარგეს სულიერება. წინაპრების რამოდენიმე თაობა იყენებდა და ინახავდა ლამაზ საოჯახო ჭურჭელს, სერვიზებს, რომელებმაც მათ ხელებში გამოიარეს და თითქოს ჩვენამდე თან მათი სითბო მოიტანეს და დღეს როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ბინის ინტერიერის დიზაინის კონცეფცია ალბათ, მაინც უნდა მოიძებნოს ადგილი პატარა და ჩვენთვის საყვარელი ნივთებისათვის. მართალია ვინტაჟი ანტიკვარიტთან შედარებით იაფია, მაგრამ ის ძვირფასი ისტორიული ღირებულებაა თითოეული ოჯახისათვის, რადგან ნამდვილი ვინტაჟი სხვისი კი არა საკუთარი ოჯახის ისტორიის ნაწილია, რომელიც საუკეთესო მოგონებებს აღვიძებს. უნდა ითქვას, რომ ვინტაჟთან თამაში არაა ადვილი, იგი უდიდეს გემოვნებას მოითხოვს, რომელიც კარგია თუ დახვეწილ იუმორთანაც იქნება შეზავებული, რადგან შესაძლოა, ზოგჯერ არასწორად შერჩეული ან დადგმული ძალიან ძვირფასი ვინტაჟური ნივთიც კი ძალიან იაფსიანად გამოიყურებოდეს და გააფუჭოს კიდეც გარემო ან ქვეცნობიერის დონეზეც კი იწვევდეს გაღიზიანებას. ვინტაჟური ნივთი მხოლოდ სიძველე არაა, ეს ერთდროულად მაღალი ხარისხი, კეთილშობილება და უნიკლურობაცაა და ისევე, როგორც კეთილშობილი ღვინო, ისიც დროთა განმავლობაში უფრო მეტად უკეთესი ხდება და შეუძლია ნებისმიერი ინტერიერი დაამშვენოს. ვინტაჟური ინტერიერისათვის დამახასიათებელია ყველანაირი მასალების ურთიერთშერწყმა- იქნება ეს ბუნებრივი ხე,თითბერი, სპილენძი, ჭედური ლითონი, კერამიკა, ხელით ნაქსოვი ქსოვილები თუ სხვა. ამ ინტერიერების კედლების, იატაკისა თუ ჭერის ფერადოვანი გამა, თავშეკავებული და წყნარ ტონებშია გადაწყვეტილი, და მაინც, თუკი ინტერიერში არის მკვეთრი -მწვანე, წითელი თუ ლურჯი ფერები, ისინი როგორც წესი, ჩამუქებული, დაძველებული ან გახუნებული და გაქაქილი უნდა იყოს, რომელთა ქვევიდან კარგად ჩანს ხის მასალის ან შელესილი ზედაპირების ტექსტურა. ვინტაჟურ ინტერიერში ტექსტილი მეტად აქტუალურია- გამოიყენება ძვირფასი და ნაკლებადძვირფასი ქსოვილებიც-ატლასი, აბრეშუმი, ხავერდი, პლუში, ჩითი, სატინი და სხვა. ქსოვილებისაგან კერავენ სკამების შალითებს, სუფრებს, გადასაფარებლებს და რა თქმა უნდა ფარდებს. რაც შეეხება ვინტაჟურ ფარდებს აქ მიღებულია ქსოვილთა ღრმა დრაპირება, ნაკეცები, გადანაკიდებები, ლამბერკენები და " დე-ჟაბო" სტილს რამოდენიმე ფენიანი ფარდები. ვინაჟურ ინტერიერში კარგად გამოიყურება ვენგეს მუქი ან გათეთრებული მუხის ხის რესტავრირებული ძველი ავეჯი- საწოლები, კარადები, სასადილო მაგიდა, ბუფეტი, ტრილიაჟი, შირმები, სკივრები და სხვა. კარგად, პროფესიონალურ დონეზე რესტავრირებული ვინტაჟური ავეჯი იგივეა რაც არქიტექტურაში მეცნიერულ საფუძველზე შესრულებული შენობის ან მისი ნაწილის რესტავრაცია. ეს კეთილშობილური საქმიანობაც ხელოვნებაა, რომელიც ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს და მათ ჰარმონიულად ურწყავს თანამედროვე ცხოვრებას. დღეს ვინტაჟისათვის ოსტატები დაძველების მრავალგვარი ტექნიკისა და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით (მაგალითად დაძველების ტექნიკა -"კრაკლე") სპეციალურად ამზადებენ ავეჯს, რომელთაც გაქექილი გვერდები, დაბზარული და ზოგჯერ ჭიანაჭამი ზედაპირებიც კი აქვთ.

antique, art, building, century, france, hendmade, home, house, human, old, qwelly, style, time, vintage, ავეჯი, ანტიკვარიატი, ბურჟუაზია, განვითარება, ეპოქა, ვინტაჟი, ისტორია, მიმდინარეობა, მოდა, ნივთები, ოთახი, ოჯახი, საფრანგეთი, სიძველენი, ხელოვნება

     რა თქმა უნდა, სიძველის პროფესიონალურად შემქმნელები პირველრიგში ისევ რესტავრატორები არიან, პირველ რიგში იმიტომ, რადგან მათ კარგად იციან ნივთების როგორც გაახლების ტექნიკა და თანმიმდევრობა, ასევე კარგად ფლობენ მათი ხელოვნურად დაძველების ტექნიკასაც. გარდა ამისა, მათ ხელში გამოვლილ ნივთებს ეტყობათ ხელთნაკეთის- ე.წ. "hendmade" (ჰენდმეიდი)-ის ნაკვალევი, რაც სულაც არაა ნაკლი და ვინტაჟს ძალიან უხდება. ასეთ ვინტაჟურ ავეჯს განსაკუთრებით უხდება თითბერის (ლატუნის) დეტალები. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ჩამოვაყალიბოთ ვინტაჟური ინტერიერის შექმნის რამოდენიმე ხერხი: 1. ამ დროს უნდა ვერიდოთ "მუზეუმის" ეფექტს, არაა საჭირო ინტერიერში ყველა ნივთი და ავეჯი ერთი სტილის იყოს, მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ იგი მყუდრო და თბილი გამოვიდეს. 2. ვინტაჟის მიმზიდველობა მის მრავაწახნაგურობასა და ყოველგვარ მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოების არარსებობაშია. ქანთრისაგან განსხვავებით იგი კარგად ერგება მინიმალიზმსა და ჰაი-ტეკსაც კი. 3. ვინტაჟურ ინტერიერს ძალიან უხდება ნივთები "ბებიასეული სკივრიდან" -ნაჭრის სათამაშოები, მაქმანიანი ხელსახოცები, ფაიფურის სტატუეტები - ე.წ. "ბეზდელუშკები", ისინი თითქოს მეორედ იბადებიან და ახალ სიცოცხლეს იწყებენ; 4. ვინტაჟში განსაკუთრებით საყურადღებოა იატაკი, რომელსაც აუცილებლად შეძველებული იერსახე უნდა ქონდეს, იქნება იგი ხის ფიცრების, პარკეტის, მარმარილოს თუ კერამიკული ფილებისაგან მოწყობილი. არავითარ მოხვეწასა და პრიალა ლაქზე აქ საუბარი არ შეიძლება იყოს. ასეთი იატაკით ნებისმიერი ინტერიერი არაორდინალურად და უჩვეულოდ გამოიყურება. 5. მნიშვნელოვანია ოთახებსშორის კარებები, რომელიც კარგი პოლიგონია ვინტაჟური ჩანაფიქრების განხორციელებისათვის- იქნება ეს პროვანსალის, ამპირის, ქანრისა თუ სხვა სტილი. 9 6. ვინტაჟი კარგ საშუალებას იძლევა შეიქმნას თითოეული ოჯახისა თუ ადამიანისათვის მისაღები პერსონალური სტილი. ამასთან, ფინანსური თვალსაზრისითაც იგი ყველასათვის ხელმისაწვდომი მოდური გადაწყვეტაა. აღმოჩნდა, რომ ვინტაჟი მეტად გადამდებია და იგი არა მარტო ინტერიერის სტილს, არამედ ხშირად მეტად მისაღებ ცხოვრების სტილადაც ადვილად იქცევა ხოლმე, რადგან, შესაძლებელი ხდება მისი საშუალებით თანამედროვე, ურბანული გარემოსაგან გადაღლილმა ადამიანებმა "შინ" სიმყუდროვე და სითბო იპოვონ. ვინტაჟი - ეს შეიძლება ითქვას, რომ სტილი "ნოსტალჟია"- მოგონებების სტილია. იგი თავისი საზეიმო, და ამასთან, მყუდრო განწყობით, რესპექტაბელურობითა და რომანტიულობით სხვადასხვა ასაკისა და ხასიათის ადამიანებს ადვილად იზიდავს. ამჟამად ვინაჟური ინტერიერები თავის პოპულარობის პიკშია, დიზაინერები ამ სტილით აფორმებენ როგორც ბინების, ასევე საბანკეტო დარბაზების, ძვირფასი სასტუმროების ჰოლების, რესტორნების ინტერიერებს. ვინტაჟის მაგალითზე ვხედავთ, რომ ძველი ყოველთვის არ ნიშნავს არამოდურს, ხშირად ეს ნიშნავს რომ არსებობს ისტორია, რომელიც საინტერესოსთან ერთად ლამაზიცაა, სილამაზე კი დამეთანხმებით, ყოველთვის აქტუალურია.

ნახვა: 6654

გამოხმაურებები!

მომწონს :) 

ჩემი ვინტაჟიი ♥♥♥

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters