ონტოარტი

        ონტოარტი ეს ყოფის ხელოვნებაა. მისი დასახელება წარმოსდგება ბერძნული სიტყვა ”ონტო”-ს  რაც ყოფას ნიშნავს და ხელოვნების აღმნიშვნელი ლათინური სიტყვა ”Art" (არტი)”_ისგან. ონტოარტი ხელოვნების თანამედროვე მიმდინარეობაა, რომელიც ჩამოყალიბდა იტალიაში გასული საუკუნის 70 იან წლების ბოლოს ანტონიო მენეგეტტის მიერ, იგი არის მხატვარი, მუსიკოსი, მაღალი მოდის სტილისტი და ამავედროს აქვს დოქტორის ხარისხი მეცნიერების რამოდენიმე დარგში (ფილოსოფია, თეოლოგია, სოციალური მეცნიერებანი). ანტონიო მენეგეტტიმ ონტოარტის სახით დაარსა ხელოვნების ახალი მიმდინარეობა,რომელშიც გაერთიანდნენ მხატვრები, მოქანდაკეები, არქიტექტორები, დიზაინერები და ფოტოგრაფები თითქმის მთელი მსოფლიოდან. იგი ყურადღებით აკვირდება მათ პროექტებსა და ნამუშევრებს და საჭიროების შემთხვევაში სათანადო კონსულტაციებს აწვდის. ონტოარტი დაარსდა როგორც მხატვრული კულტურა, რომელიც ამკვიდრებს ესთეტიკის მეტაფიზიკურ სემანტიკას. ონტოარტის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ახალი არტისტული ფორმების ძიება, ხოლო ამ ხელოვნების კონცეფცია- სუფთა, ჯანსაღი და გულწრფელი ცხოვრების დამკვიდრებაა. ასევე ის რომ თვითოეულმა ადამიანმა იპოვოს საკუთარი მოწოდება და საკუთარი ადგილი გარემომცველ სამყაროში. ეს ნამუშევრები თითოეული ადამიანის სულში სწორედ ამ სურვილს აღვიძებენ. ონტორტის ხელოვნება აღიარებს და ამკვიდრებს ყველაფრის ნამდვილობასა და სიჯანსაღეს, ეს ბუნებრივი წესრიგია. იგი უჩვეულო და ჭეშმარიტად ადვილად საცნობი სტილია. აქ უხვადაა ნათელი ფერის ლაქები, რომლთა შეხედვისასაც ადამიანი რაღაც მომენტში ხედავს განსაზღვრულ გამოსახულებას და მათ იქით გარკვეულ აზრს კითხულობს. ონტოარტი თავის თავში ორ მომენტს მოიაზრებს ერთი მხრივ ესაა ამ სტილის ხელოვნების ნაწარმოები, მეორე მხრივ სიბიექტის მიერ ამ ნაწარმოების განსაკუთრებული, ინდივიდუალური სახის აღქმის მცდელობა. ეს თამაშია, სადაც მნახველი ხელოვნების უშუალო მონაწილე ხდება. ონტოარტი თავისი არსით ყოფის ხელოვნებაა, და რადგან ხელოვნება ადამიანის სულის ერთ ერთ მნიშვნელოვან გამოვლინებას წარმოადგენს, ამიტომ იგი ყოველი ადამიანის შინაგანი მოთხოვნილება ხდება. ეს თანამედროვე ხელოვნება ეხმარება ადამიანს იპოვოს გზა საკუთარი სულის შინაგანი სწრაფვისაკენ, ეხმარება მას სამყაროს შემეცნებასა და მის გარშემო არსებული სილამაზის შეგრძნებაში, რათა შევიგრძნოთ ჩვენს გვერდით არსებული რეალური სამყარო, ოღონდ იმ ერთი პირობით, რომ ჩვენ მზად ვართ გავიგოთ და აღვიქვათ ამ ხელოვნების არსი. ონტოარტის ძირითადი სიმბოლო- სილამაზე, სიჯანსაღე, სახეთა სისუფთავე, სინორჩე და ახალგაზრდობაა. მისი ნიშნები ადვილად აღსაქმელია და ისინი განამტკიცებენ ბუნებისა და ადამიანის სუფთა და უშუალო კავშირს. შეგრძნებების მხრივ კი თვითოეული ნამუშევარიდან უდიდესი ენერგია მოედინება - შეიგრძნობა მათგან მომდინარე როგორც ნაზი, რბილი და ჰარმონიული, ასევე უფრო დრეკადი და ძლიერი ტალღები, ისე როგორც სინამდვილეში სუფთა ჰაერზე ყოფნას ახლავს ხოლმე. ალბათ ესაა მთავარი მიზეზი, რომ ონტოპორტი ასე დიდებულად ჩაეწერება და ზოგჯერ მთლიანადაც ქმნის ინტერიერებს ამ სტილში.

       ონტოარტის სტილის ინტერიერები ეს პირველრიგში ხარისხიანი ბუნებრივი მასალები და ინტერიერის სხვადასხვა ელემენტებში ონტოარტის ფერწერის გამოყენებაა, სადაც ინტერიერების შესაქმნელად პრინტის ნახატები გამოიყენება პანოებად, შპალერებად, ფარდების დეკორად, ხალიჩების ორნამენტებად, ავეჯის თუ ინტერიერის დეტალებისა და სხვადასხვა საგნებისა თუ აქსესუარების შესამკობად. მნახველი, რომელიც ერთხელ მაინც ნახავს ონტოარტის სტილის ინტერიერს ყოველთვის იცნობს მას თავისი მხატვრული გადაწყვეტის განუმეორებელი და განსაკუთრებული მანერით. არქიტექტურა ონტოპორტის სტილში განგვაცვიფრებს, აღგვაფრთოვანებს და ზოგჯერ გაგვაოგენებს კიდეც, იგი თითქოს ადამიანს საკუთარ წყენაზე აამაღლებს და აძლევს საშუალებას ყოფის სიღრმეებში შეაღწიოს. იგი იპყრობს როგორც ჩვეულებრივი ადამიანბის ასევე პროფესიონალთა ყურადღებას. ონტოარტის სტილის ინტერიერის ძირითადი ელემენტები ონტოარტის სტილით შესრულებული ნამუშევრები (ფერწერული თუ გრაფიკული ნახატები)ამ სტილის სიუჟეტური სურათების გამოყენება ინტერიერის სხვადასხვა დეტალებში ბუნებრივი და ხარისხიანი მასალების გამოყენება ბუნებრივი ფორმები და პროპორციები;-ფუნქციონალურობა და უბრალოება ეს ყოველივე ლამაზი და ჯანსაღი გარემოს ფორმირების საწინდარია.

       ონტოარტის სტილი ინტერიერი ძლიერი და ცოცხალი გარემოა, რომელიც წარმატებისა და წინსვლის ხელსემწყობადაც შესაძლოა იქცეს, რადგან იგი მხოლოდ პოზიტიურ იმპულსებს გამოსცემს და პოზიტიურ გავლენას ახდენს პიროვნებაზე და მის გარემომცველ გარემოზე. აქ ჯანსაღი ენერგეტიკაა, რომელიც თითოეული ონტოარტული ნივთიდან თუ დეტალიდან მომდინარეობს და მიმართულია პიროვნების ფიზიკურ თუ სულიერ განვითარებისაკენ, მისი შინაგანი პოტენციის გახსნისაკენ. ონტოარტული ინტერიერი კლასიკური დიზაინის კანონებს იცავს, თუმცა უარს არ ამბობს ეკლექტურ თუ სტილების ნაირსახეობის გამოყენებაზე. ამ ინტერიერებში შესაძლებელია შევხვდეთ როგორც ანტიკვარულ საგნებს, ასევე საგნებს, რომლებიც დროს რამოდენიმე ათწლეულებით უსწრებენ წინ. უმეტესად გამოიყენება რბილი, ასევე გლუვი, მოცულობითი თუ აეროდინამიური ფორმების მქონე საგნები. ონტოარტი თავისი ფერწერული სურათებითა თუ თანამედროვე ბეჭვდითი ტექნიკის საშუალებით შექმნილი ნახატებით, განსაკუთრებით კარგად ერწყმის ჰაი-ტეკის უბრალო და დახვეწილ ფორმებს, სადაც ეს ნახატები შესაძლოა დატანილი იქნეს ტექსტილზე, გადასაფარებლებზე, ხალიჩებზე და ბევრ სხვა საგანზეც, ასევე ეს სურათები შესაძლოა პანოების, შპალერის ან კერამიკული ფილების სახით იყოს წარმოდგენილი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ ონტოარტი აბსტრაქცია არაა, მის დინამიურობასა და ქრომატიზმს უკან განსაზღვრული რეალობა დგას, რომელიც მხატვრულადაა გადმოცემული. ონტოარტის დიზაინში მნიშვნელოვანია ყველა წვრილმანი, რომლის საერთო ღერძს შეადგენს იდეა, რომელიც თვით ცხოვრებისაგანაა ნაკარნახევი:-გაანთავისუფლოს ყოფითი გარემო მკაცრი ფორმებისაგან და მისცეს ადამიანს შანსი თვითონ განსაზღვროს და ჩაწვდეს საკუთარი ცხოვრების არსს.

გალერეა:

ნახვა: 1294

გამოხმაურებები!

როგორი ფილოსოფიური ხელოვნებაა არა? :))

თან რითიც გინდა, იმითი გააკეთებ შედევს ონტოარტში )) აქ უნდა ვცადო ბედი, აბა მხატვრობა არ გამომდის )) 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters