სტუდია Markunpoika წარმოგიდგენთ ახალ ტექნოლოგიას, როგორ შეიძლება დამზადდეს ვაზა. უძველესი დროიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც თიხის დამუშავება დაიწყეს, ვაზის, დოქის, ქოთნის, ლარნაკის დამზადება, მოგვიანებით უკვე მოხატვა და მოლამაზება, ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. მაგრამ დრო გადის, საუკუნეები საუკუნეებს მიზდევენ და შესაძლებელი ხდება სიახლის დამკვიდრება, მოფიქრება. სიახლე ამ შემთხვევაში მხოლოდ მასალაა, თორემ მსგავსი ფორმის ვაზა-დოქებს, ძვ.წ. აღრიცხვის პერიორდშიც შეხვდებოდით.

ახალი ტექნოლოგია კი გულისხმობს ხელოვნების იარაღის, ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი სული შთამბერვის თავად ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნას.

დაათვალიერეთ და თავად მიხვდებით.

როგორც ფოტოებზე შენიშნეთ, ეს ვაზები დამზადებულია ფანქრებისგან, ფერადი ფაქნრებისგან. ექვსკუთხა ფორმის წყალობით, თითოეული ფანქარი მჭიდროდ ეკვრის გვერდშიმყოფს ქმნის მყარ ბლოკს.

"ფანქრის, როგორც საგნის სილამაზე შეუმჩნეველი რჩება, თუ მას გამოვიყენებთ დანიშნულებისამებრ - მხოლოდ ხატვისთვის" - ამბობს ქრისტოფერ ჯობსონი. ამიტომ პატივცემულმა ქრისტოფერმა ფანქარს სხვა დანიშნულება მოუძებნა, და გადაწყვიტა ხელოვნების სამსახურში მყოფი ფანქრები თავად გადაექცია ხელოვნების ნიმუშებად.

მოკლედ, მჭირდორდ შეკრულ და წებოთი გაჟღენთილ ფანქრებს აქცევ სასურველ "კუბიკებად" და შემდეგ უკვე ყველაფერი ჩარხის საქმეა. შედეგი კი გასაოცარი.

ტეგები: Art, Beauty, Christopher_Jobson, Markunpoika, Pencil, Qwelly, Vases, ვაზა, სილამაზე, ფანქარი, მეტი...ქრისტოფერ_ჯობსონი, ხელოვნება

ნახვა: 420

გამოხმაურებები!

ისე, სხვადასხვა ფერების, ვითმ ცუდი გამოვა?

ძალიან ვისიამოვნე

ლაშა არეულად ხო, სხვადასხვა ფერები ერთ ვაზაში, ძალიან ჭრელი არ იქნება ვითომ? მაგრამ ქრისტოფერი აშკარად ლურჯს და შავს ანიჭებს უპირატესობას :D

mariam 15 სხვადასხვა ფერი ნუ იქნება, იყოს 2 ან 3 და ისეთი ფერები, რომ მოუხდეს. აი, მოვაგროვებ ჩემი ძმიშვილების ფანქრებს და გავაკეთებ ამას და ვნახოთ :D 

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ლაშა არეულად ხო, სხვადასხვა ფერები ერთ ვაზაში, ძალიან ჭრელი არ იქნება ვითომ? მაგრამ ქრისტოფერი აშკარად ლურჯს და შავს ანიჭებს უპირატესობას :D

ლაშა ჩემი ძმის ფანქრებითაც შეგეშველები თუ გინდა :D და მოუთმენლად ველით შენ ნამუშევარს :D 
 
ლაშა_მ თქვა:

mariam 15 სხვადასხვა ფერი ნუ იქნება, იყოს 2 ან 3 და ისეთი ფერები, რომ მოუხდეს. აი, მოვაგროვებ ჩემი ძმიშვილების ფანქრებს და გავაკეთებ ამას და ვნახოთ :D 

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ლაშა არეულად ხო, სხვადასხვა ფერები ერთ ვაზაში, ძალიან ჭრელი არ იქნება ვითომ? მაგრამ ქრისტოფერი აშკარად ლურჯს და შავს ანიჭებს უპირატესობას :D

წითელი და ყვითელი ერთად თუ ცისფერი და ლურჯი?? ჯერ უნდა მოვიფიქრო რომელი ორი ფერის ფანქარი მოვაგროვო :D აუცილებლად შეგეხმიანები. 

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ლაშა ჩემი ძმის ფანქრებითაც შეგეშველები თუ გინდა :D და მოუთმენლად ველით შენ ნამუშევარს :D 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კორონავირუსი მსოფლიო მასშტაბებით და ევროსაბჭოს ქართული განხილვა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 27, 2020.
საათი: 11:24pm 2 კომენტარი

      იანვრის ვირუსებმა შიდა ზამთრის ციება აღმოსავლეთიდან მოიტანეს და სიცივის ნაცვლად, ცხოველების ჭამისგან აკიდებული სასიკვდილო შხამი გაავრცელეს მსოფლიოში. ამიტომ ჩინური კორონავირუსის ამბავი დიდი ხანია გასცდა რომელიმე ქვეყნის შიდა პრობლემას. საქართველოშიც ერტ-ერთი ყველაზე აქტუალური აბავი სწორედ ამ თემას უკავშირდება, დღის მეორე თემა ამერიკასა და ევროპაში ქართული სახელმწიფოს იმიჯი და პრობლემების მათეული ხედვა-შეფასება-განხილვა…

გაგრძელება

ყინვის მოლოდინი, პოლიტიკური ტემპერატურა საკრებულოში, სასამართლოსა და ომბუდსმენთან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2020.
საათი: 11:30pm 5 კომენტარი

      იანვარში ზამთარმა კუდი იმდენად მოიქნია, რამდენადაც საშინელი ყინვა, ქარი და სიცივე გაუჯდა ძვალ-რბილს, თოვლი და წყაპი არ გვაქვს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 25-27 იანვარს ყინვაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემაო. ტემპერატურამ ძალიან აიწია ბარში - მაღალი ტემპერატურის თემები - მაღალი ჩინის ოჯახის წევრობა, მოზარდების ზრდასრული დანაშაული, ნაცემი დეპუტატი, ძვირი რეკლამა და კონგრესმენების ახალი…

გაგრძელება

კონგრესმენის კრიტიკა, ჩინური ვირუსი და ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებულები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 23, 2020.
საათი: 11:30pm 5 კომენტარი

      ჩვენი სწრაფვა დასავლეთისკენ იმდენად დიდია, რომ საკმარისია რომელიმე კონგრესმენმა 535_დან, რამე დაწერს ჩვენზე, მთელი დღის მეინსტრიმი სწორედ კონგრესმენის წერილს ეძღვნება - ასე იყო დღესაც, როდესაც კონგრესმენისგან კრიტიკული წერილი დავიმსახურეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. დღის ამბებში აქტიურად დაბრუნდა სარალიძე-კალანდიების ამბები, ასევე, ავსტრალიიდან უკვე ჩინეთში გადავიდა მსოფლიო ყურადღება და ამჯერად ახლადგამოჩეკილი ვირუსის…

გაგრძელება

მონატრება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2020.
საათი: 5:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (დასასრული)

      უკვე მერამდენედ ვინატრე გველთან საუბარი... სიზმრად ნანახმა ფრინველ-ღრუბელმა ძალიან დამაფიქრა.

      უპირველეს ყოვლისა, იმის შესახებ ვკითხავდი, თუ რად განშტოვდა სიზმარ-ცხადი ამ ზომამდე, რომ ხანდახან სრულებითაც აღარ ჰგვანან ერთმანეთს.

      თუნდაც ის საშიშარი ფრინველ-ღრუბელი ვთქვათ, სიზმარში რომ ვნახე... ფრინველ-ღრუბელის მსგავსი არსება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters