ჩემს წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი
გამოფიტული და დაქანცული.
და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე
ანთია სიცხის ანაბეჭდები.
-გინდა? გაჩუქებ.
თუმცა ამ ფოთოლს
ვინ გააჩერებს შენს გალიაში,
ან ვინ იფიქრებს,რომ ეს ფოთოლი
მე შემოგიგდე და არა ქარმა.
ქარს მხოლოდ მიაქვს. ქარს სიტყვაც მიქვს.
მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,
რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე
და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი.
ქარი მოვარდა.
ქარმა მომაგნო.
ქარს გავეკიდე.
ქარის ბრალია.
ქარით დაღლილი
ქარად ვიქცევი.
ქარო,როდემდე ვიქნები ასე.
მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
რომელსაც უნდა გადავერჩინე.
ის ცალკე იჯდა და იცინოდა,
მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,
და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს
ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.
და ყველაფერი გადაწყდა უცებ:
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი კაბა...
და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
გათავდა?
თუმცა ამ სიტყვის გარდა
მე მქონდა გული,
გულიც და ვნებაც.
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი მხრები...და გაიცინა.
გესმის?- გაწვიმდა.
ხედავ?-გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს,
წვიმა მოვიდა.
წვიმამ მომისწრო.
წვიმას წავყვები.
წვიმის წილი ვარ.
წვიმით ავივსე.
წვიმად ვიქცევი.
წვიმავ,
როდემდე ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის.
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის,
დიდი ხნის მერე,
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა,
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე, თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე,
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა.
მზემ გამაბრუა.
მზეს შევეფარე.
მზის იმედი მაქვს.
მზით გავთამამდი.
მზედ მინდა ვიქცე.
მ ზ ე ო,
ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან.
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,
როცა სხეული მზითაა სავსე.
ქალმა,რომელიც მიყვარდა ძლიერ,
როგორც მებადურს უყვარს მდინარე,
მდინარეს - ფიქრი,
ფიქრს კი - დუმილი,
დუმილს - ხმაური
და ხმაურს - სივრცე...
დიდხანს უცდიდა იმ წყეულ სიტყვას,
უცადა დიდხანს და მოთმინებით,
მერე წამოდგა და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
და აი, უკვე მზეც ამოსულა
და შემოდგომის მზე გალიებში
ასემოცვენილა ოქროს ფოთლებად.
ზამთარი მოდის
და სანამ დროა,
შეინარჩუნე ოქროს ფოთლები:
ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,
თავქვეშ დაიდებ და განათდები.
მე კი მეყოფა , თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს.
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.
მ ზ ე      ა მ ო ვ ი დ ა.
მ ზ ე მ    გ ა გ ვ ა ბ რ უ ა.
მ ზ ე ს    გ ა ვ ა ხ ს ე ნ დ ი თ.
მ ზ ი ს    შ ვ ი ლ ე ბ ი ვ ა რ თ.
მ ზ ი თ   მ ო რ თ უ ლ ე ბ ი
მ ზ ე დ   უ ნ დ ა     ვ ი ქ ც ე თ.
მ ზ ე ო ,  ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან.

ოთარ ჭილაძე

ტეგები: Qwelly, პოეზია, სექტემბერი, შემოდგომა, ჭილაძე

ნახვა: 142

გამოხმაურებები!

სადღაა ჭადრები, მოჭრეს, გაპუტეს ((

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გათავისუფლების მუხტი, კორონა-კოლონია და მოახლოებული დღესასწაულები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2020.
საათი: 11:14pm 1 კომენტარი

      აპრილის გმირობის დღეს, წლევანდელი აპრილისგან განსხვავებით, მაშინ ყველა ქუჩაში იყო და კომენდატის საათმა და სწორედ დღევანდელმა დღემ უბიძგა ხალხს სახლში შეკეტილიყო. დღეს 9 აპრილია - 31 წელი შესრულდა იმ დღიდან. ქვეყანაში კი მთავარი ამბავი პანდემიასთან ბრძოლაა და ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა - 218, მათგან გამოჯანმრთელებული - 51, გარდაცვლილი კი - 3. მთელს მსოფლიოში აღირიცხა - 1 577445, გამოჯანმრთელდა 348129 და…

გაგრძელება

სახლის პრობლემები, სურსათი, ჩაკეტილი ვანი და სხვა კოვიდ-ამბები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2020.
საათი: 11:00pm 4 კომენტარი

      წვიმიანი და ცივი ამინდების მიყოლებით მიეწყო აპრილი დღეები, არ ჩანს გამოდარება და არც ჩანს კორონას შეთხელების სტატისტიკაც. საქართველოს რიცხვები - დადასტურებული - 211, გამოჯანმრთელებული - 50, გარდაცვლილი - 3; მთელი მსოფლიოს სტატისტიკა - აღრიცხული - 1495574, გამოჯანმრთელებული - 319101, გარდაცვლილი - 319101. დღის კიდევ ერთი ცუდი ამბავი იყო მშენებლობის-რეაბილიტაციის დროს დაშავებული მუშები. ამასობაში დოლარი მეტნაკლებად მყარად დგას - 3.1794 ლარი…

გაგრძელება

ნათქვამის რწმენა

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2020.
საათი: 5:00am 0 კომენტარი



You believe I am saying they pressured them into it? They came up with this anti-competition strategy because 2K was looking fantastic and Mut 20 coins threatened their cash cow by also offering their match cheaper so that they offered the NFL a boatload of cash to perform it. Sure blame the NFL, they probably realized they'd get more royalties out of it also but that doesn't make your narrative true that they arrived into EA or that it was their idea.I was not commenting on who's idea…

გაგრძელება

ხარების დღესასწაულზე კორონას ამბები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 7, 2020.
საათი: 10:30pm 3 კომენტარი

      დღეს, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, საქართველოში, ხარების დღესასწაული იზეიმა (იხ. ხარების დღის შესახებ). ზეიმის პარალელურად კი კორონა ამბები კვლავ მეინსტრიმულია. რიცხვები საქართველოდან: დადასტურებული - 196, გამოჯანმრთელებული - 46, გარდაცვლილი- 3. ანალოგიური მონაცემები მთელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters