ჩემს წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი
გამოფიტული და დაქანცული.
და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე
ანთია სიცხის ანაბეჭდები.
-გინდა? გაჩუქებ.
თუმცა ამ ფოთოლს
ვინ გააჩერებს შენს გალიაში,
ან ვინ იფიქრებს,რომ ეს ფოთოლი
მე შემოგიგდე და არა ქარმა.
ქარს მხოლოდ მიაქვს. ქარს სიტყვაც მიქვს.
მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,
რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე
და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი.
ქარი მოვარდა.
ქარმა მომაგნო.
ქარს გავეკიდე.
ქარის ბრალია.
ქარით დაღლილი
ქარად ვიქცევი.
ქარო,როდემდე ვიქნები ასე.
მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
რომელსაც უნდა გადავერჩინე.
ის ცალკე იჯდა და იცინოდა,
მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,
და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს
ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.
და ყველაფერი გადაწყდა უცებ:
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი კაბა...
და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
გათავდა?
თუმცა ამ სიტყვის გარდა
მე მქონდა გული,
გულიც და ვნებაც.
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი მხრები...და გაიცინა.
გესმის?- გაწვიმდა.
ხედავ?-გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს,
წვიმა მოვიდა.
წვიმამ მომისწრო.
წვიმას წავყვები.
წვიმის წილი ვარ.
წვიმით ავივსე.
წვიმად ვიქცევი.
წვიმავ,
როდემდე ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის.
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის,
დიდი ხნის მერე,
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა,
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე, თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე,
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა.
მზემ გამაბრუა.
მზეს შევეფარე.
მზის იმედი მაქვს.
მზით გავთამამდი.
მზედ მინდა ვიქცე.
მ ზ ე ო,
ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან.
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,
როცა სხეული მზითაა სავსე.
ქალმა,რომელიც მიყვარდა ძლიერ,
როგორც მებადურს უყვარს მდინარე,
მდინარეს - ფიქრი,
ფიქრს კი - დუმილი,
დუმილს - ხმაური
და ხმაურს - სივრცე...
დიდხანს უცდიდა იმ წყეულ სიტყვას,
უცადა დიდხანს და მოთმინებით,
მერე წამოდგა და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
და აი, უკვე მზეც ამოსულა
და შემოდგომის მზე გალიებში
ასემოცვენილა ოქროს ფოთლებად.
ზამთარი მოდის
და სანამ დროა,
შეინარჩუნე ოქროს ფოთლები:
ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,
თავქვეშ დაიდებ და განათდები.
მე კი მეყოფა , თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს.
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.
მ ზ ე      ა მ ო ვ ი დ ა.
მ ზ ე მ    გ ა გ ვ ა ბ რ უ ა.
მ ზ ე ს    გ ა ვ ა ხ ს ე ნ დ ი თ.
მ ზ ი ს    შ ვ ი ლ ე ბ ი ვ ა რ თ.
მ ზ ი თ   მ ო რ თ უ ლ ე ბ ი
მ ზ ე დ   უ ნ დ ა     ვ ი ქ ც ე თ.
მ ზ ე ო ,  ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან.

ოთარ ჭილაძე

ტეგები: Qwelly, პოეზია, სექტემბერი, შემოდგომა, ჭილაძე

ნახვა: 135

გამოხმაურებები!

სადღაა ჭადრები, მოჭრეს, გაპუტეს ((

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კორონა საქართველოშია, ეკონომიკური ფორუმი და გარჩევა სადილზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2020.
საათი: 10:00pm 5 კომენტარი

      საღამოს ყველაზე ხმაურიანი ამბავი - ვირუსმა საქართველოშიც შემოაღწია - საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა - ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა…

გაგრძელება

მოზარდების განაჩენი, ანექსიის დღე, კორონას ახალი ცენტრები და ჩატეხილი მაგიდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2020.
საათი: 9:30pm 1 კომენტარი

      ზამთრის კუდის მოქნევა ალბათ მაინც მარტის საქმე იქნება, მაგრამ თებერვლის ბოლოს ჯერ მთებში აიკრძალა მოძრაობა, შემდეგ ბარშიც წვიმამ და თოვლ-ნამქერმა არ დააყოვნა. ალბათ, ასეთი თალხი ეხურა თბილისს 99 წლის უკან. დღის მთავარი თემა იუნკერების გახსენება იყო. ასევე მოლაპარაკებების შეუძლებლობაზე საუბრობდა ოპოზიცია, ხორავას საქმეზე განაჩენიც გამოიტანეს. კორონაც ისევ დაუმარცხებელია და მეტიც, ახალი ეპიცენტრები და კერები ჩნდება მსოფლიოში - ირანი,…

გაგრძელება

საზღვრებს ვირუსი აწესებს, მინისტრი პარლამენტს არ სწყალობს, მარში ტაძრებს იცავს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2020.
საათი: 10:00pm 4 კომენტარი

      ახლა ისეთი ამბავია მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, რომ ხვალ წვიმა იქნება თუ ელჭექი, აღარავის აინტერესებს. არადა, დღეს გაზაფხულის მშვენიერი დარი იდგა. მსოფლიოს ახლა კორონავირუსი ადარდებს და რაც დრო გადის, უფრო რთული ხდება მისგან თავდაცვა - სამეზობლო იკეტება და ჩვენი ქვეყანაც ამ ჩაკეტილობას შეუერთდა. დღის მთავარი ამბავი იყო მინისტრის პარლამენტში მიუსვლელობაც, აქცია საპატრიარქოსთან და ანას ბაღის მცველები ვარკეთილში.

საქართველოს და…

გაგრძელება

პუდრიანი ბაროკო - სახიდან გვირგვინებამდე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2020.
საათი: 11:02pm 0 კომენტარი

      დღევანდელი ბლოგ-პოსტის ხელოვანები წყვილში მუშაობენ. და როგორც ორი და სამი კაცის ნაშრომი, შედეგიც უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია. წარმოშობის ამბავი არ ვიცი, მაგრამ დღესდღეობით, სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ასია კოზინა და დმიტრი კოზინი (Asya Kozina, Dmitriy Kozin), თეთრი სკულპტურების ნამდვილი ოსტატები არიან. მათ კომპოზიციებში არა მხოლოდ გვირგვინებს (კორონებს) აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა, არამედ, თეთრი ფერუმარილით შერებილ პორტრეტებს.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters