შენ როცა მოხვალ ჩემო ძვირფასო ალბათ იქნება ღამე
შენ როცა მოხვალ სიხარულისგან ცხარედ იტირებს მთვარე
შენ როცა მოხვალ შენი ღიმილით გადამავიწყებ ტკივილს
შენ როცა მოხვალ კედლებს დავანგრევ დიდ საპყრობილის
შენ როცა მოხვალ უდროობა ხელს ვერ შემიშლის
შენ როცა მოხვალ გრძნობებს დავკარგავ დარდის და შიშის
შენ როცა მოხვალ ნუ იქნება ოღონდ გვიანი
შენ როცა მოხვალ ჩემში იცოცხლებს ადამიანი
შენ როცა მოხვალ გზად დაგხვდება თეთრი ვარდები
შენ როცა მოხვალ მეამბოხევ ტყვედ ჩაგბარდები
შენ როცა მოხვალ როცა გავიყობთ ჩვენ ერთ სარეცელს
შენ როცა მოხვალ შენ დაგიწერ პოემებს, ლექსებს
და არასოდეს შეგაწუხებს სხვებზე ფიქრები
შენ როცა მოხვალ მერე მე და შენ ერთი ვიქნებით.
ტეგები: NikaBaratashvili, Qwelly, poetry, ერთობა, მთვარე, ნიკა ბარათაშვილი, პოეზია, სიყვარული, ტირილი, ქველი, მეტი...ღამე
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2021.
საათი: 10:49pm
1 კომენტარი
5 მოწონება
როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2021.
საათი: 6:46pm
1 კომენტარი
4 მოწონება
უკვე დიდი ხანია, ამერიკას ასეთი რამ არ უნახავსო, ასეთი სირცხვილი არ უგემია და ასეთი უსუსური არ ყოფილაო - ასეთი შეფასებები ისმოდა ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შეფასებებში. ეს ამბავი, მართლაც იანვრის მთავარი ნიუსი იყო და სულ მალე, შეჭრილი „აჭრილები“ მსოფლიოს ვირუსულად მოედნენ, გაპოპულარულდნენ და გავარსკვლავდნენ.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 15, 2021.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
Sometimes we reach a point in our life whenever we are ready for change and self improvement. Items aren't going so well for all of us, or painful or disappointing events seem to be to keep repeating themselves in our lives. You know very well what I mean; such things as continually choosing the wrong partner or the wrong job, or maybe it's just the feeling you are stuck in a rut with absolutely nothing exciting to look forward to on the horizon. A person start to think, "I need…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 14, 2021.
საათი: 10:24pm
0 კომენტარი
6 მოწონება
როცა ქვეყანას ორი ახალი წელი აქვს ნაბახუსევი უფრო დიდხანს გრძელდება და დღის ამბები ცოტა უინტერესო ხდება. დღეს ზეიმის დღე იყო მრავალი მიმართულებით - ბასილი დიდი ხსენების დღე, დროშის დღე, თეატრის დღე და ბითლზის დღეც კი. ჩოხატაურში კი რელიგიური არეულობაა. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 244612, გუშინ დილის შემდეგ - 1357; გამოჯანმრთელებული - 228359, გუშინ დილის შემდეგ - 748; გარდაცვლილი - 2867, გუშინ დილის შემდეგ - 21;…
© 2021 George.
•