მეტი გზა არ იყო, ისევ ღუმელით უნდა წასულიყვნენ იოლას. ნოემბერი რომ განახევრდა და ცივი წვიმები დაიწყო, თინამ მამას სოფელში წერილი მისწერა: "მამაჩემო, შენ გენაცვალე, იქნებ მანდ ვინმესთან ოთხი კუბამეტრი (ოთხი კუბმეტრი გიამ უკარნახა ) შეშა შეგვიგულო, შაბათს ან კვირას გია ჩამოვა, ფულსაც ჩამოიტანს და შეშას თვითონ წამოიღებს".
წერილი ჯერ სოფელშიც არ ეგონათ ჩასული, ერთ ღამეს, პირველის ნახევარზე, თინას მამა დაადგათ თავს, - ადექით, შვილებო, შეშა ჩამოვიტანე და მაჩვენეთ,სად ჩამოვცალოო. ლოგინში წამომჯდარმა თინამ ჭუჭყუნი დაიწყო: - ოო, ისევ შენ იწვალე!.. - მამამ კეთილად გაუღიმა, - ადექი, ადექი, შენც ჩაიცვიო! ფრთხილად მივიდა შვილიშვილის საწოლთან, რაღაცეები უჩურჩულა, მერე ისევ შვილსა და სიძეს მიუბრუნდა - თბილად ჩაიცვით, - და მათთვის აღარ დაუცდია, თვითონ ჩავიდა ძირს.
თინამ და გიამ ერთმანეთს შეხედეს, გიამ ღიმილით გადააქნია თავი.
იჰ, შენც ერთი! - თქვა თინამ, ბავშვს საბანი გაუსწორა, თავშალი მოიხვია და ჩქარი ნაბიჯით დაედევნა უკვე გარეთ გასულ გიას....
- კი, მაგრამ შენ რაღად მოდიხარ, რა უნდა გაგვიკეთო/?
- ჩამოვალ, რა გინდა?
გიამ მხრები აიჩეჩა, თინამ მარცხენა მხარზე ჩამოადო ხელი, თავი ახლოს მიუტანა და ისე ჩაჰყვა კიბეზე.
დაბლა, შემოსასვლელთან, კარგად დატვირთული "გაზ - 512" იდგა - ეს რამდენი ჩამოგიტანიათ, კაცოო! – გაიკვირვა გიამ.
ბევრიც –იკითხა თინამ. გადმოვიდა ჩექმებიანი მძღოლი, ჯერ გიას გაუწოდა ხმელი, ცივი ხელი, მერე თინას - ხო არ დამწარდება, შვილოო. – - თუ რამე დაგრჩათ, მეზობლებს მიაწოდეთო, - დაამატა თინას მამამაც. გიასაც გაეღიმა, თინასაც. გიამ შუბლი მოიფხანა, მანქანას ირგვლივ შემოუარა და თქვა: - ეგრევე ჩავზიდოთ სარდაფში, დილ - დილაობით მე დავხერხავ ხოლმე, მაგაზე კარგი ვარჯიში მეორე არ არსებობს. თინას მამამ ეჭვიანად შეხედა, - დასახერხი ფული თუ არა გაქვთ, მე მოგცემთო. არაო, რას ამბობო, - შექან-შემოქანდა გია, - მართლა ძალიან მინდა, მე თვითონ ვხერხოო. თინაც აბუზღუნდა, - ნუ მოიგონებ რაღაცეებსო, - მართლა ძალიან მინდა, მე თვითონ ვხერხოო. თინაც აბუზღუნდა, - ნუ მოიგონებ ხოლმე რაღაცეებსო. მაგრამ გიამ თავისი გაიტანა, შეშა სარდაფში ჩაზიდეს და კედლის ძირას ააკოკლეს, თინა მშვენივრად მიეხმარა.
გია მართლაც ხალისობდა. ჰო, შეშის ღირებულებაზე ხმა არ ამოაღებინა თინას მამამ, მაღლაც კი არ აჰყვა, - პირველი გაკვეთილი მაქვს, შვილოო, უნდა მოვასწრო და ერთი - ორი საათი წავიძინოო, - დაქოქეს, წავიდნენ. გიას ხერხი შინ ჰქონდა, წაიღო ის ხერხი, დეზერტირების ბაზართან გაალესინა, ჯოჯგინებიც გააკეთა შეშის დასადებად. შვიდ საათზე დგებოდა, სარდაფში ჩადიოდა, ხერხავდა, აპობდა, თვითონვმე ამოჰქონდა, ღუმელსაც თვითონ ახურებდა, მერე მკლავებს უჩვენებდა თინას, - ნახე, როგორ დამებერა კუნთებიო.თინას სასიამოვნოდ ეღიმებოდა. რამდენჯერმე კარგი ხორციც იშოვეს, ამხანაგები დაჰპატიჟეს, მწვადი შეწვეს. ყველანი ნაღვლიანი აღტაცებით აქებდნენ შეშას და მის ცეცხლს. - არა, ძმაო, სულ სხვაა ნამდვილ ნაკვერჩხლებზე შემწვარი მწვადიო! ლოცავდნენ ხეების აღმომცენებელ მიწას, ფოთლების გამახარებელ ცას. პატარა თამუნიაც კი სულ "მწვადს" გაიძახოდა. მაგრამ ერთ საღამოს გია შეფიქრიანებული დაბრუნდა სამსახურიდან. თინამ ვერ გაუბედა ეკითხა, რა მოხდაო, თვითონვე თქვა, - ხვალ მივლინებაში მგზავნიან მთელი ოცი დღით და არ ვიცი, როგორ წახვალთ იოლას უჩემოდ. ერთი პირობა თინაც შეფიქრიანდა, მერე სველი ხელები უკან გასწია, აკოცა გიას, ჩვენი დარდი ნუ გექნება, მე მაგარი გოგო ვარო. გიას ცოტა გულს მოეშვა, მიდგა - მოდგა, რაღაცეებს დაუწყო ძებნა. სუფრას რომ მიუსხდნენ, იქ დაიწყეს ანგარიში, ფული რაც ჰქონდათ გიასაც და თინასაც, გია წაიღებდა (ახლა უკვე აღარავის სჭირდება ახსნა, განმარტება, მარტო სამივლინებო თანხით რატომ არ შეიძლება ქალაქიდან გასვლა), ესეც არ იყოს, იქნებ ბავშვისთვის კარგი რამ შეხვედროდა. ოც დღეში თინას და ბავშვს დასჭირდებოდათ... თინას აზრით - ოცდაათი მანეთი, გიას აზრით - სულ ცოტა, ორმოცდაათი მანეთი. ეს ორმოცდაათი მანეთი გიას უნდა ესესხა. დეიდას თუ არ ექნებოდა, სხვაგან უსესხებდა. მთავარი შეშა იყო, შეშას თინა ხომ ვერ დახერხავდა და გააპობდა. ოცი დღის სამყოფის დახერხვას ვერც გია მოასწრებდა. გადაწყვიტეს, - სამოცი მანეთი ესესხათ გიას დეიდისგან. ორმოც მანეთს თინა დაიტოვებდა, თხუთმეტი მანეთით შეშას დაახერხინებდნენ, ხუთი მანეთიც... ხუთი მანეთი ხვალვე დასჭირდებოდათ.
გიას ძალიან ენანებოდა მხერხავისთვის მისაცემი ფული, მაგრამ თან უკვე ის ყოველდღიური ფართიფურთიც მობეზრებოდა, - დავახერხინებ სულ, დავაწყობ და მოვისვენებო.
წავიდა დეიდასთან, სამოცი მანეთი მოიტანა, ორმოცი თინას მისცა, ოცი თვითონ ჩაიდო.
დილით, ძალიან ადრე, რძის რიგი რომ დაიკავა, ბაზართან აირბინა. მხერხავები იქ იყვნენ, ზოგი იდგა, ზოგიც ბლის ყორეებზე ჩამომჯდარიყო. აიარა, ჩამოიარა. ერთი პატარა მიყუდროებული ბერიკაცი ამოირჩია, თან მოეწონა, თან ეს იფიქრა, - იქნებ როგორ უჭირს, მაგას ხომ სხვა არ წაიყვანსო! - წამობრძანდებით პაპაო, ბერიკაცს ფარაჯის სახელოებიდან ხელები არ გამოუყვია, - ხერხი მარცხენა მკლავზე ეკიდა, - ისევე გაყვა. წავკისელი იყო, შვილები და შვილიშვილები ზოგი საით გაჰფანტვოდა, ზოგი საით. გიამ რძის რიგთან ცოტა მოაცდევინა, რძე - მაწონი აიღო, მერე ისევ ერთად წავიდნენ. გია ჩქარობდა, ზოგჯერ დაავიწყდებოდა კიდეც ხოლმე, მოხუცი რომ მისდევდა, წინ გაუსწრებდა, მერე გაახსენდებოდა და შემცბარი გადახედავდა. მოხუცი მაინცდამაინც დიდ მანძილზე არ რჩებოდა.
პირდაპირ სარდაფში არ ჩაუყვანია, ჯერ მაღლა ავიდნენ. - ნახე, როგორი პაპა მოვიყვანე, თინაო. თინა გამოვიდა, იმასაც მოეწონა, - ისეთი პაპაა, მოფერება მოგინდებაო. და მოეფერა კიდეც, - ღუმელთან მობრძანდით, პაპილო, გათბითო. - არა, შვილო, არა მცივაო. თინა მაინც არ მოეშვა. მაშინ ბერიკაცმა ხერხი კარს უკან მიაყუდა, ფეხებზე ყურებით მივიდა ღუმელთან, ხელები ჯერ შორიდან მიუშვირა, მერე ზედ დააწყო. მოვიდა თამუნიაც, დაინტერესებულმა შემოუარა ირგვლივ. ბერიკაცმა გაუღიმა, - რაო, პატარა ქალოო! თამუნია მიბრუნდა და დედასთან გაიქცა.
გიამ კარადიდან არაყი, პური, ლორი და ყველი გამოიღო. არაყი დაასხა, - აბა, პაპა, დილის მადლი შეგეწიოსო. პაპამ ერთი პირობა იუარა, მაგრამ მერე მაინც ასწია ჭიქა. ოჯახი დამილოცეო! ის ერთიც გაუვსო. ბერიკაცმა ოჯახი დალოცა. თამუნია შუა კარიდან იყურებოდა, დაინახა, ბედნიერი ქალი გაგიზარდოთო. დალია. გიამ მესამედაც მოინდომა ჭიქის ავსება, მაგრამ მოხუცმა საბოლოოდ იუარა, თინაც გამოექომაგა, - კარგი რა, გია, შენც ხომ სამსახურში ხარ წასასვლელიო. მაშინ გიამ სარდაფის გასაღები მოძებნა და ბერიკაცს დაბლა ჩაუძღვა.
არ უვაჭრიათ. შეშის დაძერხვის მაზანდა ერთმაც იცოდა, მეორემაც. - თხუთმეტი მანეთი უნდა მოგართვათო, - თქვა გიამ. მოხუცმა ფარაჯა გაიხადა. შიგნით უფრო ახლობლური რამ ეცვა, - შავი ბამბაზიის ხალათი, ქამარშემოჭერილი, წვრილი ღილებით საღძირამდე შეკრული. აიღო შეშა, დადო ჯოჯგინებზე; რბილად გადაუსვა ხერხი. წადი, შვილო, შენ ნუღარ მოსცდები. მე დავხერხავ და დავალაგებ წყობისადო. გია გახარებული ამოვიდა მაღლა, - რა მოლაღურივით პაპა შემხვდა, მიაწყ - მოაწყო წიგნები და ქაღალდები, ჩასალაგებელი ჩაილაგა, თინას დაუბარა, - ადრე აჭამე სადილი, ეგენი, ხომ იცი, პირველ - ორ საათზე სადილობენო, და სამსახურში წავიდა.
თინამ კარგი ხარჩო გააკეთა, წვრილი თავის ბოლოკი დაარჩია, ყველი დაჭრა, ერთი ბოთლი შინაური ღვინოც დადგა და მოხუცს ისე გაუმასპინძლდა. ბერიკაცი ამჯერადაც ჩუმად იყო, ჩუმად ჭამდა, ღვინის დალევას სულაც არ აპირებდა, მაგრამ თინაც მიუჯდა მაგიდას, თამუნიაც გვერდზე მოისვა, თვითონაც დალია, მოხუცსაც დაალევინა. სუფრაზე დახრილი, მათლაფაში რიდით კოვზ ჩაყოფილი პაპა კიდევ უფრო მოსწონდა, - თეთრი ეკლებივით მსხვილი თმით შემოსილი პატარა თავი ჰქონდა, თმის ყოველი ღერი ცალ - ცალკე უბრწყინავდა. თინამ კიდევ გაიგო მისი, - უმცროსი ბიჭი ავარიაში დაღუპოდა. ჭიქა წაუქციეს, ბერიკაცს აღარაფერი უთქვამს მეტი, აღარც თინა ცასძიებია, ჭამას მორჩა, ქუდი აიღო და ისევ სარდაფში ცავიდა.
ოთხის ნახევრისთვის გიამ მოირბინა, - მე მივდივარ და აბა, თქვენი იმედი მაქვს, პაპა. - წადი შვილო წადი, კეთილად გატაროსო. გიამ ზეზეულად წაიხემსა, შეშის დასახერხი ფული დატოვა, ცოლ შვილი დაკოცნა, წასვლის წინ, რუსულ ყაიდაზე ცოტა ხანს დასხდნენ, თამუნიამ უკვე იცოდა, მამა რომ "მოსკოვში" მიდიოდა და ლამაზლამაზები რამეები უნდა ჩამოეტანა, მაგრამ მაინც ატირდა. თინამ ძლივს დააწყნარა.
ბერიკაცმა საღამომდე ხერხა, საღამოს ამოვიდა, - ცოტაღა დამრჩა, შვილო, მაGას ხვალ გავხერხავო. თინამ სუფრის გაშლა დაიწყო. – არა, შვილო, მაგის დრო არ არის შინ უნდა წავიდეო. მაშინ თინამ ფული გამოუტანა, ბერიკაცი შეყოYყმანდა, თინამ ხელში ჩაუდო, - წაიღეთო, წაიღეთო! ბერიკაცმა მადლობა გადაუხადა, - დილამდე, შვილო, დილაზე ჩამოვალ და ყველაფერს მოვრჩებიო, წავიდა.
წავიდა და წავიდა. არც მეორე დილას ჩამოსულა, არც იმის მომდევნო დილას ჩამოსულა, არც იმის მომდევნო კვირას.
დაბრუნდა გია მივლინებიდან. გაიგო ეს ამბავი, - აი, ესე ქნა იმ შენმა მოლაღვრივით ბერიკაცმაო. დაჯდა განტკნარებული. როგორღაც გაუგებრად იღიმებოდა. მერე თქვა, - მაინც რამდენი იქნება დახერხილიო. –ნახევარზე ცოტა მეტიო, - მიუგო თინამ. მაშ, იცი რა, ჩემო მაგარო გოგოვ, მოდი, შვიდი მანეთის გულისთვის ნუ გავიმეტებთ კაცს, იქნებ რა მოუხდა, იქნებ რა შეემთხვა! – კარგიო! – გაეღიმა თინასაც.
გავიდა კიდევ ერთი კვირა, კვირაზე მეტიც. ერთ დღეს ერთი დაბალი ხერხიანი ბიჭი მოვიდა ეზოში, ახალგაზრდა ცოლ - ქმარს კითხულობდა, პატარა გოგო რომ ჰყავთ, შეშა რომ ჰქონდა სარდაფშია. მეზობლები მაშინვე მიხვდნენ, ვინც უნდოდა, წაუძღვნენ, მოიყვანეს, ზარიც დაურეკეს. თინამ გამოიხედა. ბიჭი მორცხვად ალაპარკდა, - პაპაჩემს თქვენი შეშა დარჩა დასახერხი, მე მოვედი, მე უნდა დავხერხოო. თუ დახერხილი გაქვთ, რაც გეკუთვნით, ფული უკან უნდა აიღოთო. თინას სახე შეუფიქრიანდა, - პაპა? პაპას რა დაემართაო – პაპა მოკვდა, ხუთი დღეა, რაც დავმარხეთო. თინამ კარს ლოყა მიადო და ასე გაშტერებული დარჩა. გამოიხედა გიამ, იმანაც გაიგო რა ამბავიც იყო, აჰო,არაო, როგორ გეკადრებათო! მაგრამ ბიჭმა არ დათმო, - ანდერძად ეგ დამიტოვა და უნდა შევუსრულო. მეტი რაღა გზა იყო. ჩაუძღვა სარდაფში. ბიჭმა გაჩქარებული ხეხვა დაიწყო.
გია მაღლა ამობრუნდა. თინა შუა ოთახში დახვდა. გიამ ხელები კეფაზე შემოიწყო, - აი, ხომ ხედავ, რა კაია, კარგები რომ ვართო! თინამ გაუღიმა. თვალებში ლამაზი ცრემლები ედგა.
რევაზ ინანიშვილი
ტეგები: Qwelly, ანდერძი, ვალი, ზამთარი, ინანიშვილი, ლიტერატურა, სიკვდილი, ქართული, ცრემლი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2024.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Mishaps can happen to any person, and navigating the Restoration method afterward is usually mind-boggling. When you are linked to an automobile accident in Brooklyn, you may come upon the term "no-fault health practitioner." But Exactly what does it necessarily mean, and why can it be vital in your Restoration and authorized approach? Allow’s dive in.
Exactly what is a No-Fault Doctor?
A no-fault health care provider concentrates on treating people who are…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2024.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Summer months has finally arrived, meaning it’s time to get outside! It also may well necessarily mean that you're internet hosting an celebration and looking out to rent a foodstuff truck. No matter whether you are arranging a company outing, a birthday get together, a relatives reunion, or maybe a community block celebration, choosing the ideal foods vans will make all the main difference. In this particular site put up, we'll examine techniques for pairing The perfect foods…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood
Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2024.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In now’s electronic landscape, possessing a strong on the net presence is critical for private damage legal professionals. With probable clientele turning to engines like google for legal enable, mastering Web optimization (Seo) may make the difference between a thriving observe and one that struggles to attract potential customers. On this web site submit, we’ll take a look at the highest Search engine optimization methods to assist particular personal injury legal…
© 2024 George. •