სიორენ კირკეგორი - კეთროვანის თვითდაკვირვებანი

დასაწყისი 


(სცენა თამაშდება საფლავებს შორის, გამთენიის რიბირაბოზე. სიმონ კეთროვანი ქვაზე ზის, ჩასძინებბია. ანაზდად იღვიძებს და ყვირის):
– სიმონ, ჰეი სიმონ!
– მესმის, ვინ მეძახის?
– სადა ხარ, სიმონ!
– აგერა ვარ.
– ვის ესაუბრები?
– საკუთარ თავს.
– აჰა, შენ კი გიშოვნია საქმე, მაგრამ დიდი საძაგელი ვინმე კი ხარ იმ შენი მუნით. ჭირი ხარ შენ ყოველი არსებისთვის. შორს ჩემგან, ურჩხულო, იბორიალე მანდ, შენს საფლავებთან!
– ო, რადა ვარ ერთადერთი, ვისაც არ ძალუძს ილაპარაკოს ასე, მოიქცეს ჩვეულებრივად. ყველა, ვისაც თვითონვე არ გავექცევი, კისრისტეხით გარბის ჩემგან და მტოვებს სულ მარტოს. მაგრამ განა ხელოვანიც არ მიიმალება ხოლმე, რათა მალულად უყუროს ხალხის აღტაცებას, მისი
ქმნილებისგან მოგვრილს? რატომ მე კი არ შემიძლია მოვიშორო ეს გარსი, რათა ფარულად ვუთვალთვალო ხალხის ზიზღს? ვინ მომისაჯა ვათრიო ეს გარსი და ზარ-ზეიმით ვუჩვენო ყველას? პატივმოყვარე ბატონი ვიყო ვითომ და სურვილი მწვავდეს ვიგრძნო აღტაცებანი ჩემი პერსონის მიმართ. ვინ მომისაჯა მეთქი, ვიყო მღაღადებელი უდაბნოსა შინა; გავერიო ნადირებს შორის და მათთან ყმუილით მოვკლა დრო?
არა, ეს არაა მეთქი გოდება. ეს კითხვაა. მე ვეკითხები მას, სწორედ მას, ვინაც თავადვე თქვა ერთხელ, არ უნდა იყოსო კაცი მარტოსული. ნუთუ ამ საძაგელი საზოგადოების ღირსიღა შევიქენ? ნუთუ ამათი ტოლი ვარ? ნუთუ ამათ ვეძებდი? ამ მშიერ ურჩხულებს, ამ ცხედრებს, ამ უწმინდურ ნაშთებს?
(ისევ ჯდება, თვალს მიმოავლებს არემარეს და თითქოს თავის თავს ესაუბრება)
– ეს მანასე მაინც სად გაქრა ნეტავი? (ხმას იმაღლებს) მანასეეე, ე-უუუ! (ერთხანს დუმს). აჰ, ის ხომ დედაქალაქში წავიდა. კი, ვიცი მე. აკი მე დავუმზადე მალამო, წაიცხებს და კეთრი გარედან შიგნით გადაინაცვლებს. ეჭვიც კი არ გაიჭაჭანებს კეთრის შესახებ და წმინდა მამასაც კი სრულიად ჯანმრთელნი ვეგონებით. მე ვასწავლე მანასეს ამ მალამოს ხმარება. ავუხსენი: ვერ ჩააქრობ, მაგრამ შიგნით კი ჩამალავ მეთქი. მანასეს შეუძლია გადასდოს ეს სენი სუნთქვით. ო, როგორ გაუხარდა – სიცოცხლისმოძულეს, ადამიანთა დამაწყევარს, შურისმგებელს!
ის მიჰქრის ახლა დედაქალაქისკენ და სულ მალე იქ მიუშვებს თავის შხამს ყველა მიმართულებით. ოჰ, მანასე, რად დაუთმე ეშმაკს სული? ნუთუ ხორციელი ხრწნა არ გეყოფოდა?
მალამოს ნარჩენებს კი გადავყრი, რათა ცთუნებამ არ ამიტანოს. ჰოი, ღმერთო აბრაამისა, შენ დამავიწყე მისი შემზადების ხელოვნება. მამაო აბრაამ, როცა მოვკვდები, შენს წიაღში გამომაღვიძე. დაე ვიგემო სიწმინდე. აკი შენ არ გეშინია კეთროვანთა. თქვენც, ისააკ და იაკობ! თქვენ ხომ არ შეგეშინდებათ გაირიოთ ის კაცი, ვინც კეთროვანი იყო აქ და მოიკვეთეს? თქვენ კი, მიცვალებულნო, გამოიღვიძეთ სულ ერთი წამით და გაიგონეთ სიტყვა, ერთადერთი სიტყვა! გადაეცით აბრაამს ჩემგან, გამიმზადოს ადგილი მიცვალებულებს შორის; შეიბრალოს კაცი, ვინც ვერ ჰპოვა ადგილი ადამიანებს შორის.
ან კი რაღაა ეს ადამიანური თანაგრძნობა? ვის მოეთხოვება ის წესით და რიგით, თუ არა უუბედურესს? მაგრამ როგორ, რა წესით? ის, სრულიად გაკოტრებული, ექცევა მევახშის ბრჭყალებში, ვინც ბოლოს და ბოლოს იმონებს მას.
მაგრამ აკი ზუსტად ასევე იდება მევახშური გარიგებანი ბედნიერებთანაც! უბედური ადამიანები მათი მსხვერპლია. ასეთი მსხვერპლის მეშვეობით სულ ადვილია იყიდო უფალთან მეგობრობა იაფად, ან სულაც კონტრაბანდულად; გასცე მოწყალება, გაიღო მცირედი გროში; მოიკითხო ვინმე, თუ ეს საშიში არაა; უწილადო ადამიანს სულ ერთი ბეწო ყურადღება, რათა სხვისი გაჭირვება ერთგვარ სანელებლად აქციო საკუთარი ფუფუნებისთვის. ესეც შენი ადამიანური თანაგრძნობა!
როგორც კი იყნოსავენ საშიშროებას, უბედურებს მაშინვე უდაბნოში მიერეკებიან. კვნესა არ უნდა ისმოდეს! ეს ხომ ხელს შეუშლის ცეკვებს, არფის ხმებს, სიბარიტულ განცხრომას; აგრეთვე საუბრებს თანაგრძნობის თემაზე; იმ თანაგრძნობისა, რითაც ცდილობენ ღვთის და უბედურთა მოტყუებას.
არა, ამაოა თანაგრძნობის ძებნა დიდ ქალაქებში, ბედნიერ ადამიანთა წრეში. ის აქ, თავისუფლების ველზე, უდაბნოში უნდა ვეძებოთ. ო, აბრაამის ღმერთო, მადლობელი ვარ, რომ ნება დამრთე მალამოს დამზადებისა; რომ შემეწიე მისი ხმარებისგან თავშეკავებაში; რომ ნებას მრთავ თვინიერად ავიტანო ჩემი ხვედრი და თავისუფლად შევეგებო გარდუვალობას.
არავისაც არ ვებრალები. რა გასაკვირია, თუ თანალმობა ჩემებრ დაძრწის ამ საფლავებს შუა? ქვაზე ვზივარ, სიპ ქვაზე, ნუგეშით დაწყნარებული. იმ კაცივით, ვინც მსხვერპლად სწირავს თავს სხვის საშველად; ვისაც სურს იყოს დევნილი, ოღონდ კი სხვებს უშველოს; ვინც წუხილით თანაუგრძნობს ამა ქვეყნის ბედნიერთ.
ჰოი ღმერთო აბრაამისა, მიეც მათ პურ-ღვინო ჭარბად, უწილადე დღენი კეთილნი! ააგე მათთვის კიდევ უფრო ვრცელი ბეღლები! მიეც ხორბალი, იმ ბეღლებში დაუტეველი! მამათა მათთა უბოძე სიბრძნე, დედათა – ნაყოფიერება, შვილთა მათთა – მადლი და წყალობა. შენ გაამარჯვებინე კამათში, რათა ხალხი ხელთ აიყვანო. შეისმინე ვედრება მისი, ვისი სხეულიც წაწყმედილა უწმინდურისგან; ვინც უბედურებაა წმინდანთათვის, საშინელება – ხალხისთვის, ხოლო ხაფანგი ბედნიერთათვის. ოჰ, შეისმინე მისი, თუკი გული მისი დარჩება შეუბღალავი...
სიმონ კეთროვანი იუდეველი იყო. მას რომ ეცხოვრა ქრისტიანობის ჟამს, სხვა საგანს იპოვიდა თავისი სიყვარულისთვის. ყოველთვის, როცა საეკლესიო წლის მანძილზე მღვდელი ლაპარაკობს ათი კეთროვანის გამო, ის საზეიმოდ ადასტურებს: ეს მე ვარ ერთი მათგანი!
მაგრამ ლაპარაკი ტიფს რომ შეხებოდა?... მაშინ კი როგორღა იქნებოდა?

გაგრძელება -

ტეგები: Qwelly, კირკეგორი

ნახვა: 1553

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კოჭლი ქსელი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: ივლისი 11, 2020.
საათი: 8:30pm 1 კომენტარი

   გვმართებს  ვიცოდეთ, რომ სურვილი რომელიც არ იქნება გამოხატული(ვნახეთ საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი ან უბრალოდ დავინტერესდით ვინმეთი რომელზეც გვქონდა სურვილი რომ ახლოს "მივსულიყავით"), ის იქნება "გადატანილი" (მოხდა მისი გადატანა) რამაც წარმოქმნა მინიმალური დონით ნერვოზის გამოღვიძება, ზოგი ფსიქ.ანალიტიკოსი (მაგ.ფროიდი) მცდარად უწოდებს რომ საზოგადოების ტაბუმ(კლიშემ) იმოქმედა ადამიანზე, და მან საკუთარი სურვილი "ჩაიბრუნა" ან საქმე გვაქვს მორცხვობასთან, ორივე და…

გაგრძელება

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2020.
საათი: 11:19pm 3 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 8, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters